ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ვარაუდები - რატომ გადადის ოთარ კაკაბაძე "ლუცერნში"?

ვარაუდები - რატომ გადადის ოთარ კაკაბაძე "ლუცერნში"?

ოფიციალურად დადასტურებული არაა, თუმცა გადაწყვეტილი ამბავია, რომ საქართველოს ნაკრების მცველი ოთარ კაკაბაძე კარიერას "ლუცერნში" გააგრძელებს.

ამ ტრანსფერმა უამრავი ადამიანის გაკვირვება გამოიწვია, რადგან "ხიმნასტიკის" მცველის სახელს ლა ლიგის კლუბს უკავშირებდნენ და მისი პრიმერა დივიზიონში გადასვლის ალბათობა თავად ოთარმა 50-50-ზე შეაფასა.

რატომ შვეიცარია და მით უმეტეს, არცთუ ისე მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი "ლუცერნი"? ამ ეტაპზე შეგვიძლია მხოლოდ ვარაუდები გამოვთქვათ.

ცნობილია, რომ ჩვენებურს ტარაგონულ კლუბთან შრომითი ხელშეკრულება 2019 წლის ივნისამდე აკავშირებდა, კონტრაქტის დასრულების შემდეგ კი "ხიმნასტიკს" მისი გაშვება უსასყიდლოდ მოუწევდა.

რამდენიმე დღის წინ ესპანური გუნდის გენერალურმა დირექტორმა ლუის ფაბრეგასმა კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა, სადაც ხაზი გაუსვა სწორედ იმ ფაქტს, რომ კაკაბაძეს შრომითი ხელშეკრულება მალე უსრულდებოდა.

მანვე აღნიშნა, რომ ოთარით არაერთი გუნდი იყო დაინტერესებული და დიდი ალბათობით, 31 აგვისტომდე მისი ტრანსფერი მოესწრებოდა. ამით მან მიანიშნა, რომ "ხიმნასტიკს" არ სურდა, კაკაბაძე უფასოდ გაეშვა და მისი ტრანსფერით თანხის გამომუშავება სურდა.

თავდაპირველად, ქართველი მცველის ღირებულებად 1 მილიონი ევრო სახელდებოდა, თუმცა "ლუცერნი" მას მხოლოდ ნახევარი მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატებს.

აღნიშნულ პრაქტიკას კი მრავალი კლუბი მიმართავს. ოთარს არასდროს განუცხადებია, რომ "ხიმნასტიკიდან" წასვლა სურდა, თუმცა, დიდი ალბათობით, კონტრაქტის დასრულების შემდეგ ის ტარაგონელებთან ახალ შრომით ხელშეკრულებას არ გააფორმებდა.

ამ დროს კი გუნდი მაქსიმალურად ცდილობს, სანამ დროა, ფეხბურთელი გაუშვას და თავისი ხაზინა შეავსოს. თავად კაკაბაძემ ჩვენთან კომენტარში აღნიშნა, რომ მის ტრანსფერს ლა ლიგაში წინ ბევრი პრობლემა ჰქონდა.

ერთმანეთში უნდა შეთანხმებულიყვნენ აგენტები, გუნდები და ასევე, კონტრაქტის პირობები უნდა შეთანხმებულიყო. როგორც ჩანს, პრიმერას გუნდთან შეთანხმება არ შედგა. ესპანური პრესა წერდა, რომ ეს გუნდი "ხეტაფე" იყო. მადრიდელებმა ქართველის პოზიციაზე მცველი დაიმატეს, ანალოგიური ტარაგონელებმაც გააკეთეს და ახლა უკვე საჭირო კაკაბაძისთვის ახალი გუნდის ძიება იყო. დიდი ალბათობით, ყველაზე კარგი პირობები ჩვენებურს "ლუცერნმა" შესთავაზა და მანაც "ხიმნასტიკში" დარჩენას შვეიცარიაში გადაბარგება არჩია. მით უმეტეს, ვაკო გვილიას გუნდს მარჯვენა მცველი ძალიან ესაჭიროებოდა და ოთარიც, დიდი ალბათობით, ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრი იქნება.

ბოლოსკენ იმაზეც ვთქვათ, არის თუ არა "ლუცერნში" გადასვლა წინ ან უკან გადადგმული ნაბიჯი კაკაბაძისთვის. ქართველი ამჟამად 23 წლისაა და გასულ წელს კარიერაში საუკეთესო სეზონი ჰქონდა. პირდაპირ შეგვიძლია იმის თქმა, რომ "ლუცერნი" შვეიცარიაში გრანდი არაა და ევროტურნირებისთვის ბრძოლაც კი უჭირს. მიუხედავად ამისა, შვეიცარიის ჩემპიონატი ბევრი ფეხბურთელისთვის ტრამპლინი ყოფილა.

სწორედ ამ ქვეყნის პირველობაზე გამოჩნდა მოჰამედ სალაჰი, შერდან შაჩირი, გრანით ჟაკა და სხვა ცნობილი ფეხბურთელები. კაკაბაძეს რომ შრომა არ ეზარება, ეს ცნობილი ფაქტია. ის ყოველთვის ამბობს, რომ მთავარია, ფორმაში იყოს და მოსახდენი მაინც ყველა შემთხვევაში მოხდება.

ოთარს თავისი შრომით შეუძლია ბევრს მიაღწიოს და ტოპ-კლუბები კიდევ უფრო დააინტერესოს. ახლა მისი მთავარი საზრუნავი კი საქართველოს ნაკრების წარმატება იქნება, რომელიც ერთა ლიგის გათამაშებას 6 სექტემბერს, ყაზახეთში იწყებს.

• cdf

შენ ეტყობა კვირაში ერთჯერ შემოდიხარ ამ საიტზე და იმიტომ აკეთებ ასეთ დასკვნებს, ერთი კვირაა მიდის ჭკუის სწავლება, რომ გადავიდეს თუ არა კაკაბაძე ლუცერნში, რომ ეს მისთვის რეგრესია და ა.შ. ასე რომ ხშირად შემოდი ბრატ და ნუ გეწვის ერთი ადგილი, შენთვის არავის არაფერი არ უკადრებია და არ გორჩევ სხვასაც რამე აკადრო, შორიდან და ინკოგნიტოდ ყველა მაგრები ხართ

• რა მნიშვნელობა ააქვს

ორ სიტყვიანი ანიგდოტიიიიიიიიიიი ქართველი ფეხბურთელიიიიიი :))))))))) გადავბჟირდიიიიიიი

• qomagi

თავს ნუ ვიტყუებთ - ოთარის ლუცერნში პროგრესირების ალბათობა ისეთივე მცირეა, როგორც იმის რომ მე ჩინურს 2 დღეში ვისწავლი. უბრალოდ ძალიან საწყენია რომ ასეთი შრომისმოყვარე ფეხბურთელი ნაბიჯს უკან დგამს, რაც მხოლოდ იმის ბრალია რომ იგი ქართველია (ასეთია დღეს სამწუხარო საფეხბურთო რეალობა)

• Geo

ძაან პერსპეკტიული ფეხბურთელია , წარმატებები ! უფრო დიდი დონის გუნდის მოთამაშე ხარ ,ვიდრე ლუცერნი! ძაან რთული იქნება იქ პროგრესირობა, ვინ დაწყევლა ჩვენი ქართველი ფეხბურთელები, ფიქრობ, აჰა გამოჩნდა ნიჭიერი, და უცებ ისეთ საფეხბურთო ქვეყანაში აღმოჩნდება, გული გეტკინება, არა და კაი მონაცემები აქვთ! ეგებ გვეყოფა გაყიდვა ასეთი ტალანტების, ჯერ დინამო ავაწყოთ, ევროპაში ვაჩვენოთ რაიმე მაინც და მერე ვყიდოთ კარგ კლუბებში?!

• ზე ფანი

იმიტომ რომ სინამდვილეში არავაითარი დაინტერესება არ ყოფილა ხეტაფეს მხრიდან. თქვენ კი მატყუარები ხართ და ნახვების მოზიდვის მიზნით ყველაფერს იკადრებთ.

• giga

cdf-ს. პირველი კლავიატურშიკი შენ გამოდიხარ (პირველი კომენტარის ავტორო) და რა საჭიროა სხვებზე ჭკუის სწავლება. ყველას თავისი აზრი შეიძლება ქონდეს ოთარის ამ ტრანსფერთან დაკავშირებით და ეს ბუნებრივიცაა. ოთარს კი წარმატებებს უსურვებ, რაშიც ბოლომდე ვარ დარწმუნებული მისი საქმისადმი მიდგომიდან და შრომისმოყვარეობიდან გამომდინარე.

• cdf

დააცადეთ რა ამ ბიჭს, თვითონ უკეთ არ იცის სად სჯობია მისთვის? თუ ბევრს იშრომებს, მიხანს უსათუოდ მიაღწევს, მისი პროგრესი სახეზეა, წარმატებები ვუსურვოთ და არა ჭკუა ვარიგოთ?! ლუცერნს რომ პრიმერა სჯობს თავად რა, არ იცის? თუ გენიოსა კლავიატურშიკებმა უკეთ იციან, არ სჩანს ეს ბიჭი ჭკუის სასწავლებელი კაცი.

[VIDEO] "მასზე ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა" - მამარდაშვილის ხუმრობა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ, რასაც დიდი მხიარულება მოჰყვა

გულიაშვილის სრული მატჩი და "რასინგის" თასზე გამარჯვება

ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა

სპალეტი შეიძლება გადააყენონ

გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა

"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა

ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა

"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა

"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა

"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა

მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს

ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა

ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია

გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა

[VIDEO] მამარდაშვილის გადამწყვეტი მოგერიება - "ლივერპულმა" პენალტების სერიაში "ჩელსის" სძლია

იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა

VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება

ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა

"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია

WU17 | საქართველო 2:3 უელსი

[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა

მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება

სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ

კაკაბაძემ ფინეთში ოპერაცია გაიკეთა

ვაკო გვილია: "ლუცერნში" ტურისტად დაბრუნება არ მსურს

ოთარ კაკაბაძის ტრანსფერი ლა ლიგაში კიდევ უფრო რეალური ხდება - "ხიმნასტიკმა" ქართველის პოზიციაზე ფეხბურთელი დაიმატა

შვეიცარიული გამოცემა: "ლუცერნის" კაკა თავს შესანიშნავად გრძნობს

კაკაბაძე ცენტრში და კვერნაძე სასტარტოში? - შეკრებამდელი სიტუაცია ნაკრებში

შვეიცარიული პრესა: ოთარ კაკაბაძე "ლუცერნში" გადავა და ვაკო გვილიას თანაგუნდელი გახდება

სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება

საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

შვეიცარიის თასის ტოპ-5 გოლში ოთარ კაკაბაძის ზუსტი დარტყმა მოხვდა [VIDEO]

დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს

უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

"სირცხვილია, მისგან პასი აღარ მიიღოთ!" - გია ჭანტურიამ კაკაბაძის განცხადების შემდეგ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს მიმართა

ოთარ კაკაბაძე: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხვალ პირველი თამაში მოვიგოთ

Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა

ოთარ კაკაბაძე "ხიმნასტიკის" განაცხადშია და დღეს სეგუნდა დივიზიონში ითამაშებს

ოთარ კაკაბაძე: დღე-დღეზე ველოდები კონტრაქტს პრიმერა დივიზიონის კლუბისგან

ოფიციალურად: "ლუცერნმა" ოთარ კაკაბაძე წარადგინა

[VIDEO] კაკაბაძის საგოლე პასით "კრაკოვიამ" გამარჯვება მოიპოვა

ამის გამო გულშემატკივრებს ბოდიშს ვუხდი - ოთარ კაკაბაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

კაკაბაძის "ლუცერნი" დამატებით დროში დამარცხდა და თასიდან გავარდა

უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა

საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა

ოთარ კაკაბაძემ "ლუცერნში" პირველად გაიტანა

ოთარ კაკაბაძე "ლუცერნის" სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა