საქართველოს ნაკრებში ჩამოსვლამდე, ვილი სანიოლის მიერ გამოძახებული ფეხბურთელების მიერ ჩატარებულ ბოლო მატჩებს განსაკუთრებული ყურადღებითა და სიფრთხილით ვაკვირდებოდით. შესაძლოა, ფრანგი მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებებში ეს ამბები მთავარი სულაც არ იყო და მან "ერთა ლიგის" 4 მატჩისთვის გეგმები უფრო ადრე დაალაგა, მაგრამ არც უმაგისობა იქნებოდა.

ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა 2026 წელს ოთხი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და გამოიკვეთა, სანიოლი კვლავ სამი ცენტრალური მცველით თამაშს დაუბრუნდა. ამ ფონზე, თითქოს ოფიცილურ დაპირისპირებებში რა უნდა შეიცვალოს, მაგრამ ამის მიზეზი ფეხბურთელების ფორმა და სტრატეგიასთან ადაპტირება შეიძლება იყოს.

ვილის გუნდთან ერთად საკმაო დრო ექნება და დასკვნებს შემდეგ გამოიტანს, დღეის მდგომარეობით კი, თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, რამდენიმე ვარიანტს განვიხილავთ.

ვინ უნდა იყოს დაცვაში?

მეკარის (გიორგი მამარდაშვილი) საკითხზე აღარ შევჩერდებით. რაც შეეხება დაცვას, თუკი "ჯვაროსნებს" სამი ცენტრალური მცველით ვიხილავთ, რისი თქმაც ნამდვილად შეგვიძლია, მარცხენა ცენტრალურ მცველად ლუკა ლოჩოშვილი იქნება. ქართველ უკანახაზელებს შორის ის დღეს საუკეთესო ფორმაშია.

ცენტრალურ მცველებში შუაში, სადაც გურამ კაშიას ვხედავდით, სანიოლს უფრო ილია ბერიაშვილი მოსწონს. ბოლო საკლუბო მატჩში მას იდეალური შეფასება არ ჰქონია, ისე კი, უნგრეთში უკვე წლებია, სტაბილურად და წარმატებით გამოდის.

მივადექით ზოგადად ნაკლებად პრობლემურ, მაგრამ ამ ეტაპზე კითხვის ნიშნის მქონე მარჯვენა ცენტრალურ მცველს. აქ უპირველესი არჩევანი საბა გოგლიჩიძეა, ვისაც დიდი ხანია, არ უთამაშია; საბა საზონოვს ესპანეთში პრაქტიკა აკლია და იქნებ სანაკრებო დონეზეც ეს გეგმაზმოიერად უნდა მიიღოს(წინ ხომ ოთხი მატჩია). სხვა რა არჩევანია? - მარცხენა ფეხით მოთამაშე ლაშა დვალი ლოჩოშვილის შემცვლელად მოიაზრება. შესაძლოა, გამოკვეთილი ვარიანტი ოთარ კაკაბაძის ცენტრალურ მცველად თამაში იყოს, რაც სამწვრთნელო შტაბს ადრეც გაუკეთებია. ამის დადებითი მხარე ისიც შეიძლება გამოდგეს, საჭიროების შემთხვევაში, გუნდი ოთხმცველიან განლაგებაზე იოლად გადაეწყოს ან უბრალოდ შეტევების დაწყების დროს კაკაბაძის ფლანგზე გადასვლა დამატებითი სარგებელი იყოს.

თუკი ვილი სანიოლი ჩრდ. ირლანდიასთან 4 მცველით თამაშს გადაწყვეტს, ცენტრში ერთ ვარიანტზე მას ბევრი ფიქრი მაინც დასჭირდება, მეორე ცენტრალურ მცველად კი ლაშა დვალს ვივარაუდებთ. ამ შემთხვევაში, მარცხენა მცველი ლუკა ლოჩოშვილი (ესეც გვინახავს) იქნება, მარჯვნივ - ოთარ კაკაბაძე.

ფლანგები

3-5-2 განლაგებაში ფრთებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. რადგანაც წინ ოთხი მატჩია, ყველა პოზიციაზე ორი ფეხბურთელი აქტიურად უნდა განიხილებოდეს. საქართველოს ნაკრების დამრიგებელს ჩვევია, მისი ერთი შეხედვით უცნაური გადაწყვეტილება, ბოლომდე გაიტანოს და მას გაამართლებინოს (ტაქტიკის შეცვლა თუ ლოჩოშვილის ფლანგელობა შეგვიძლია დავასახელოთ). ამ შემთხვევაში საქმე გიზი მამაგეიშვილისთვის მთელი მარჯვენა ფრთის ჩაბარებას ეხება იმ ფონზე, როცა ის "შტურმში" შემტევად და უფრო ცენტრიდან ასპარეზობს. არ ვიცით ეს ჩრდ ირლანდიასთან პირველივე დაპირისპირებაში რამდენად მოხდება, მაგრამ აქამდე დატესტილი ეს ამბავი უკვალოდ რომ არ ჩაივლის, გვჯერა.

რაც შეეხება მარცხენა ფრთის კონტროლს, აქ თითქოს გიორგი წიტაიშვილი (კლუბში მარჯვენა შემტევია) უალტერნატივოდ ჩანდა, მითუმეტეს, ირაკლი აზაროვის ტრავმის შემდეგ, მაგრამ სიტუაცია შეიცვალა. "ჯვაროსნებს" დამატებულმა საბა ხარებაშვილმა თურქეთის ჩემპიონატში 90 წუთით ითამაშა. ეს პირველი შემთხვევა არ იქნება, როცა საქართველოს ნაკრების მწვრთნელი გვიან მიწვეულ ფეხბურთელს უპირატესობას მიანიჭებს.

ნახევარდაცვა

როცა ოთარ კიტეიშვილი - გიორგი ქოჩორაშვილი - გიორგი ჩაკვეტაძე გუნდში არიან, შუა ხაზში სხვის თამაშზე საუბარი უადგილოა. ამის მიუხედავად, მათი სათამაშო კონდიციები გათვალისიწინებული მაინც იქნება და არის კიდევ ერთი ფაქტორი - შესანიშნავ ფორმაში მყოფი ირაკლი ეგოიანი. 5 შეცვლა და 4 მატჩში როტაციის საშუალებას მყარად იძლევა, ეგაა, მაგ დროს მინდორზე არსებულ ვითარებასა და ანგარიშზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

შეტევა

რომელი ტაქტიკური სქემით ვითამაშებთ, მთავარ განსხვავებას სწორედ შეტევაში ქმნის. 3-5-2-ის (თუნდაც 4-4-2 ვითამაშოთ) შემთხვევაში, წინ ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე იქნებიან, ადგილი კი არ იქნება ბოლონდროს უბრალოდ შეუჩერებელი გიორგი კვერნაძისთვის. აქ საფიქრალი ისაა, რომ მარჯვენა შემტევი (3-4-3 ან 4-3-3-ში) არც კვერნაძეა, პოზიციის შეცვლამ კი ზურიკო დავითაშვილის შემთხვევაში იდეალური შედეგები ვერ მოიტანა.

სანაკრებო დისკუსია გახსნილია, ამისთვის ბევრი დრო გვაქვს, "ერთა ლიგის პირველი მატჩი 25 სექტემბერსაა, შემდეგ კი კიდევ სამი დაპირისპირება გველის, სათქმელი მანამდეც და შემდეგაც უამრავია!..

რამაზ ბათუმი
კვერნაძე და ეგოიანი ისეთ მაგარ ფორმაში არიან, როგორც ფიზიკურად ისე ტექნიკურად, რომ აუცილებლად უნდა მოიძებნოს ორივეს ადგილი ძირითადში.
ABARA
3-5-2 საქართველოს ნაკრების შემთხვევაში დღეის მოცემულობით შორსაა ოპტიმალური განლაგებისგან. განსაკუთრებით პირველ 2 საშინაო მატჩში, სადაც წესით უდავო ფავორიტებად უნდა განვიხილებოდეთ და თუ ქულებია დასაგროვებელი სწორედ ამ ორ მატჩში უნდა ავიღოთ ქულათა მაქსიმუმი, ამიტომ იმ წყობის არჩევა, რომელიც ჩვენი ნაკრებისთვის კონტრ-შეტევაზე აგებული უფროა ვიდრე შეტევაზე ნამდვილად ვერ ივარგებს. 4-3-3 სთვის მზად არ ვართ,რადგან მსგავსი ფორმაცია 3 მუდმივად მოძრავ ნახევარმცველს მოითხოვს, რომ ცენტრში ზონები კატასტროფულად არ მოშიშვლდეს, ნახევარდაცვაში ასეთად ქოჩორაშვილი კი მოიაზრება, მაგრამ დანარჩენები განსაკუთრებით დღევანდელი ფორმის გათვალისწინებით ამ მოთხოვნას ნამდვილად ვერ აკმაყოფილებენ. ვფიქრობ 4-5-1 ყველაზე სწორი ტაქტიკა იქნებოდა, სადაც კვერნაძე და წიტაიშვილი ან მამაგეიშვილი შეტევის ფლანგებს გაინაწილებდნენ, კვარაცხელია თავდამსმელს უკან იქნებოდა 10 იანის პოზიციაზე, 9 იანის პოზიციაზე მიქაუტაძე, ხოლო ცენტრალური ნახევარდაცვის საყრდენ რგოლში მოძრავი ქოჩორაშვილი და ეგოიანი, ან კიტეიშვილი შეწყვილდებოდნენ. დაცვის მარცხენა ფლანგზე კარგი იქნებოდა ხარებაშვილის გამოცდა, სადაც დიდი ხანია პრობლემებია, ცენტრში ლოჩოშვილი დვალის, ხოლო მარჯვნივ კაკაბაძე ან გოგლიჩიძე, თუმცა ამ უკანასკნელის სათამაშო ფორმის გათვალისწინებით ეს ნაკლებად სავარაუდოა. 4-5-1 ტაქტიკა კიდევ იმითაა კარგი, რომ ლავირების და გადაწყობის ოპტიმალურ საშუალებას იძლევა, გარდა ამისა, ფლანგებზე მოთამაშე კვერნაძე და წიტაიშვილი-მამაგეიშვილი - ყველა კარგ ფორმაშია, მათ შორის ფიზიკური თვალსაზრისით და არა მხოლოდ წინ გაამწვავებდნენ თამაშს, არამედ დაცვისას ზონებს კარგად შეავსებდნენ და პრესინგისასაც გვარიანად გაირჯებოდნენ. გადაღლის შემთხვევაში წიტაიშვილის-მამაგეიშვილის ჩანაცვლება დავითაშვილით იქნებოდა შესაძლებელი, კვერნაძის გაყვანის შემთხვევაში კი კვარა დაბრუნდებოდა მშობლიურ მარცხენა ფლანგზე და ცენტრში მის ნაცვლად ჩაკვეტაძე შეიწევდა, რომელიც შორსაა ოპტიმალური ფორმისგან, თუმცა 20-30 წუთის თამაშს ხარისხიანად ნამდვილად შეძლებს.
ავთო
შეუძლია კვერნაძეს მარჟვენაზე თამაში, 4.3.3 სისტემით კვარა და კვერნაძე კომბინირებენ, არც კვარასთვისაა მარჯვნივ თამაში უცხო.
ამატაკი
დღეის მდგომარეობით ჩრდილოეთ ირლანდიასთან შემადგენლობაში ორივე ახალბედას ვისურვებდი-კვერნაძე, ეგოიანი. მთლიანობაში ამ შემთხვევაში ნაკრები ასეთ სახეს მიიღებს:3-5-2 დაცვა- ლოჩოშვილი , გოგლიჩიძე (მაინც) , საზონოვი. ნახევარდაცვა (5) ფრთებზე კვერნაძე (მარცვნივ)- წიტაიშვილი მარჯვნივ, შუაში ქოჩორაშვილი- ჩაქვეტაძე- ეგოიანი, თავდასხმა (უალტერნატივო) - კვარაცხელია , მიქაუტაძე. ეს იქნება, უაღრესად სწრაფი, მოძრავი და ძალიან ტექნიკური შემადგენლობა., რომლებიც ბრიტანელებს გააწამებენ, თავბრუს დაახვევენ.დარწმუნებული ვარ არცთუ გამოცდილი ირლანდიური დაცვა ასეთ კრეატიულ და ელვისებურ , ფეთქებად შეტევებს - როგორი თამაშიც ამ ბიჭებს შეუძლიათ, ვერ გაუძლებენ. უკან კიდე გვინდა მაღლები, ვინაიდან ჩაწოდებები მათი ერთერთი უმთავრესი შანსი უნდა იყოს. არადა ხომ ვიცი , გული მიგრძნობს სანიოლი კიდე ვითომ თავის დაზღვევებს დაიწყებს და თუ მოვიგეთ, სულს დაგვაყოლებინებს იმდენს გვაწვალებს ბიჭებსაც და ჩვენც- გულშემატკივრებსაც. ღმერთმა ქნას ვცდებოდე.
Levani
4 თამაშია ბუძუ,განსაკუთრებით 3-ე და 4-ე თამაშში მოიგებს ის ვისაც ძალები შერჩება გასაქცევად,თქვენ მიშა სიხარულის მაგიერ რომ კვერნამ მოუმატა ამბობთ-მისთვის ადგილი არ მოძებნებაო. ის კი არა ნეტავ გაგუამ გაამართლოს,მარტო ჟორჟი-ბუდუ კვარასთან ერთად 4 თამაშში არ კმარა.
Levani
4 თამაშია ბუძუ,განსაკუთრებით 3-ე და 4-ე თამაშში მოიგებს ის ვისაც ძალები შერჩება გასაქცევად,თქვენ მიშა სიხარულის მაგიერ რომ კვერნამ მოუმატა ამბობთ-მისთვის ადგილი არ მოძებნებაო. ის კი არა ნეტავ გაგუამ გაამართლოს,მარტო ჟორჟი-ბუდუ კვარასთან ერთად 4 თამაშში არ კმარა.

მიქაუტაძეს არც ვეხები და არც არაფერს ვერჩი.ეს არის ვარიანტი,თუ მოძრავი კი არა,ფიზიკურად ძლიერი და მაღალი შეტევის ხაზის საჭიროება გაგვიჩნდება.შეცვლების შემდეგ,უკვე ამ ოთხეულს შეეძლება მეტოქეზე ზეწოლა.კვარაც,კვერნაც და გაგუაც,ამავე დროს ტექნიკური და შემოქმედი ფეხბურთელები არიან,ასე რომ ათლეტურ გუნდებთან,ისინი მატჩის ბოლოს,შესაძლოა უფრო საშიშებიც კი გახდნენ,უკვე დაღლილი დაცვის წინააღმდეგ.კვერნაძე უკვე მზად არის,გაგუა კი,უკვე მომავალ წელს,დაემატება მათ რიგებს,მომზადების დონით.4 თამაშის პირობებში,შემტევებს აუცილებლად დასჭირდებათ შეცვლები,რომლის შემდეგ,შესაძლოა ისევ მოძრავი ბიჭებით გავაძლიეროთ შეტევა და შეგვიძლია უფრო ფიზიკურ შეტევაზე გადასვლა.შემადგენლობა საშუალებას მოგვცემს,ორივე მიმართულებით შევცვალოთ,თამაში.
მირო
კვერნაძე მარჯვენაფლანგელი რომ ყოფილიყო,ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა.მარჯვენა ფლანგი პრობლემაა.ისე სანიოლი ეხლაც,როგორც ყოველთვის,სიურპრიზებს შემოგვთავაზებს.პირველ ტაიმში ბევრი შეცდომა ექნება,მეორე ტაიმში ამ შეცდომების გამოსწორებას ეცდება.მწვრთნელი რომ მოგვცა მაღალი დონის,ფეხბურთელები გვყავს საჭირო დონის,ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლიათ თამაში.აი მწვრთნელი ....
გიორგი
რაღადროს ბუდუა ბავშები ცეცხლს ანთებენ კვერნაძე მბაპეს და იამალის გვერდით ტოპ 5 ის ნაკრებში შეიყვანეს მიქაუტაძე ლალიგის მოწინავე გუნდის წამყვანი ფეხბურთელია ინგლისში 19 წლის სალია უკვე განაცხადშია ნიუკასლის პირველ გუნდში არსენალი როგორცკი ბართიშვილი 18 ის გახდება წაიყვანს ლონდონში ისე არ მოგვივიდეს როცა საბამ გურამმა და გველესიანმა ერთად ასაკის გამო კარიერა დაასრულეს და ეხლა თავს ვიტეხთ დაცვაში რა და როგორ იქნება არვინ უწყის ასე რომ მიეცით ახალგაზრდებს ასპარეზი
დავით 67
უკვე გაუფორმებია კონტრაქტი კოდ ი ვუართან სექტემბერში. კარგ მწვრთნელს უმუშევრად არავი დატოვებს
დავით 67
დარწმუნებული ვარ ისევ ძველ სქემას მიაწვება. სასწრაფოდ გამოსაცვლელია სანიოლი. უკვე დაგვიანებულიცაა. ახალი ჯგუფური ეტაპი ახალ მწვრთნელს უნდა დაეწყო. დღეს ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა ერვი რენარი. ძალიან კარგი მწვრთნელია. მომთხოვნი და თვითონაც აზარტული, თან ეხლა უმუშევარია. გახსოვთ ალბათ წინა ჩემპიონატზე როგორ დაამარცხა მისმა გაწვრთნილმა გუნდმა არგენტინის ნაკრები. წელს ტუნისის ნაკრების მწვრთნელი იყო, მიუხედავად იმისა რომ წარმატებას ვერ მიაღწია გუნდს ცუდად არ უთამაშია. არ მგონია დიდი თანხა მოითხოვოს.
დინამოელი
კაკაბაძე .....
შედეგზე
ვინ იქნება პასუხისმგებელი შედეგზე თქვენ მიერ გაჟღერებული ტაქტიკით ეგარი მთავარი ალბათ არავინ ხოდა რა ტაქტიკაც უნდა სანიოლს ის აირჩიოს ოღონდ მოიგოს.მთავარია შედეგი თუარა ასე უქნია თვითონ გასულა და უთამაშია.ახლებიდან ვინ გაამართლებს და ვინ არა ეგ კიდე არავინ იცის.
მაინც გავფრინდებით! უსანიოლოდაც კი!
სანიოლი ისეა ტაქტიკასთან, როგორც გოჭი ტურნიკთან.მხოლოდ ბიჭების მონდომების იმედად ვარ. ამდენი კარგი ფეხბურთელი არასდროს გვყოლია ნაკრებში. დრო იყო ლამის 10 უთამაშებელით გავდიოდით მოედანზე. კარგი მწვრთნელი ყველას მოუძებნიდა ადგილს, მათ შორის კვერნაძე-ხვიჩას დუეტსაც. მკვკელი შეტევა გვეყოლებოდა. პრობლემა უფრო დაცვიდან სწრაფად ბურთის ამოტანაში და ტოტალური პრესინგის არ ცოდნაში გვაქვს. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს მეორე ნომრად თამაში. ეგოანი, გიზი, ჩაკვე, ქოჩორა, წიტა(სულ მოძრავი ბიჭები) გვჭირდება და ცენტრში ესპანელებსაც არ გავახარებთ. კიტე მხოლოდ შეცვლაზე. ამას არ აწყენინო, იმას მოეფერე კაშიასავით და 40 წლამდე ათამაშე - ასეთი მიდგომით ვერ გავფრინდებით!
goga
უკრაინასთან და უნგრეთთან ასეთ ფორმაში მყოფი დაცვით 5-3-2 (ლატერანების მიერ მთელი ფლანგის კონტროლი) არ გაამართლებს. გამომდინარე იქიდან, რომ დღევანდელი მდგომარეობით კვერნაძე და ეგოიანი კარგ ფორმაში არიან 4-4-2, ან 4-2-3-1 იქნება საუკეთესო ვარიანტი.
baggio
კვარა და კვერნაძე ერთად? ბუდუ და გაგუა? მიქაუტაძის ადგილი არაა? და სხვა ბევრი რამ .......
ელგუჯა
ამდენი ხალხ გვყავს და მაინც პრობლემებს ეძებთ?მწვრთნელია პრობლემა...ფეხბურთის ფედერაცია!!!
ტაქტიკოსი არ ვარ
კვერნაძეს და იგოიანს ბევრი სათამაშო დრო უნდა მეცეთ. ასევე დავითაშვილიც მუდმივად გამოუყენებელია ნაკრებში, მას კარგი პოტენციალი აქვს. დაცვაში უნდა ახლავე საკმაოდ დაიტვირთონ ყველანი რადგან მე პირადად მათ შორის დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ გარდა ლოჩოშვილისა, რომელიც უფრო სტაბილურია და მეტი გამოცდილებაც აქვს.

კვარაცხელია,კვერნაძე,ზივზივაძე,გაგუა!4 ფიზიკურად ძლიერი და საკმაოდ მაღალი შემტევი ოთხეული,ტექნიკაც რომ არ დაეწუნებათ.ჯერ არა,მაგრამ, ერთი წლის შემდეგ,ამ ოთხეულს,ჩვენი ნაკრების სათამაშო სტილის სრული შეცვლა შეეძლება,შეტევაში.უკვე ამ ციკლში,ირაკლი ეგოიანიც სრულფასოვანი ნაკრების მოთამაშე გახდება და და გაგუასთან ერთად,რომელიც ცოტა უკან დაწეული პოზიციიდან ეხმარება შეტევას,ჩვენ ნახევარდაცვას,კიდევ უფრო შემოქმედებითს გახდის.დაცვის დალაგების შესაბამისად,ჩვენი ნაკრები სულ უფრო საშიში გახდება.ღვთისავარ ანთაძეს,ოთარ კაკაბაძეზე აქვს დიდი ნდობა,მაგრამ რაც ტრავმიდან გამორჩა,ჯერ ვერ მოასწრო ფორმის აკრეფა და მისი გუნდიც ძალიან ცუდ ფორმაშია.ოთარი ამდენი წელია,თავისი სტაბილური ,საიმედო თამაშით გამოურჩევა,რომელიც შეტევაშიც საინტერსოდ თამაშობს,მაგრამ დღეს მის მშესაძლებლობებში,ეჭვი მეპარება.ვერ მოასწრო აღდგენა და 4 თამაში,მისთვისაც უმძიმესი დატვირთვა იქნება.წიტაიშვილი მის შემცვლელად რატომაც არა?უნივერსალია,მარჯვნიდან მშვენივრად უტევს და კაკაბაძე თუ დაცვის ცენტრში დააყენა,ირლანდიასთან მაინც შეიძლება ამ წყობის მოსინჯვა
Achi
მეთუ მკითხავ ეგოიანი და კვერნაძე უნდა დააყენოს სასტარტოში კარგ ფორმაში არიან და საერთოდ უნდა შეუტიოს ბურთის ფლობა ისედაც ჩვენ გვექნება ეგოიანი უფრო შემტევია მაგრამ მე მგონი რო ასე არ იქნება და აი ნახავთ
Burton
ბოლო წლების ნაკრები ყველაზე უკეთ ევროპის ჩემპიონატის პერიოდში გამოიყურებოდა, 3-მცველიანი ტაქტიკა იყო ის, რაც ყველაზე მეტად მოუხდა საქართველოს ნაკრებს, ამიტომ ამ ეტაპზე, ვფიქრობ, ეს არ უნდა შეიცვალოს. კაშიას წასვლის შემდეგ, შუა ცენტრალური მცველის პოზიციაზე დვალი მგონია საუკეთესო ვარიანტი. ევროპაზეც ყველაზე საიმედო სწორედ დვალი იყო. მარცხენა ცენტრალურ მცველად ლოჩოშვილი (მომავალში ნარიმანიძეც საინტერესო ვარიანტია), შუაში დვალი, მარჯვენა ცენტრალურ მცველად კი გოგლიჩიძე, საზონოვი ან იგივე კაკაბაძე (შეტევაში ვეღარ არის ისეთი სწრაფი, მაგრამ დაცვაში ყოველთვის კარგი იყო კაკაბაძე, განსაკუთრებით ერთი-ერთზე თამაშში. სიმაღლეც ნორმალური აქვს). მარცხნივ წიტაიშვილი ისევ უალტერნატივოა ამ ეტაპზე (ხარებაშვილს მაგ 90 წუთში ყველაზე დაბალი შეფასება(6.0) ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ მისმა გუნდმა 4:0 მოიგო...), მარჯვნივ კი, ალბათ, გიზი, მაგრამ უკრაინაში თამაშობს მაისურაძე, ბოლო დროს მუდმივად ძირითადშია. ეს ფეხბურთელი დინამოშიც კარგი იყო. მაღალია, ფიზიკურად ძლიერი და საკმაოდ სწრაფი. ბურთთანაც კარგია. სოლიდური ვარიანტია სამომავლოდ. ცენტრში ქოჩორაშვილი უალტერნატივოა, მის მეწყვილედ კიტეიშვილი, მაგრამ კიტე სავარაუდოდ ვერ შეძლებს სრულად დატვირთვას, ამიტომ ეგოიანი, ალბათ, დიდ დროს მიიღებს. შეტევას რაც შეეხება, ჩაკვეტაძე 10-იანზე საუკეთესოა, მაგრამ არც ისაა საუკეთესო ფორმაში. ფორმიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე კვარაცხელიას ვნახავდი 10-იანზე, მის წინ კი მარცხნიდან კვერნაძე, მარჯვნიდან მიქაუტაძე. როტაციაში ჩაკვეტაძე, დავითაშვილი, აბუაშვილი, ბუდუ, გაგუა.
გია
მიჭირს რა ტაქტიკას შევთავაზებთ ჩრდ.ირლანდიას. შეიძლება 4-4-2 ტაქტიკა იყოს ან 5-3-2. პირველ შემთხვევაში დაცვა ძალიან სუსტია, ამის საფუძველს მაძლევს ჩვენი მცველების კლასი და კონდიციები.თუ პირველ ვარიანტს ავიღებთ შემადგენლობა სავარაუდოდ ასეთი უნდა იყოს:მამარდაშვილი-კაკაბაძე,ლოჩოშვილი,ბერიაშვილი,სოზონოვი-ეღოიანი,კიტეიშვილი,ჩაკვეტაძე,ქოჩორაშვილი-კვარაცხელია,მიქაუტაძე. მეორე ვარიანტში კი :მამარდაშვილი-კაკაბაძე,ლოჩოშვილი,სოზონოვი,ბერიაშვილი,წიტაიშვილი-ეღოიანი,ჩაკვეტაძე,ქოჩორაშვილი-კვარაცხელია, მიქაუტაძე. შეცვლაზე აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ: კვერნაძე,დავითაშვილი,დვალი.
მწარე
ჩაკვე ტრამვის მერე ჯერ არ ათამაშებულა, კიტეც არ ათამაშეს ბოლოს ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. ქოჩორასაც არ აქვს პრაქტიკა. ჩემი აზრით ნახევარდაცვაში იქნება ყველაზე მეტი როტაცია. თუ არ გვინდა ეს სამი კაცი კიდევ დიდი ხნით დავკარგოთ. თუ ჩვენ არ გავუფრთხილდით შედეგიც არ გვექნება. ამიტომ აქ დატვირთვა უნდა გადანაწილდეს გიზიზე, ეგოიანზე და დავითაშვილზე. დანარჩენმაც ყველამ უნდა ითამაშოს. თავდასხმაში კვერნაძე და ზივზივაძე შეცვლებზე. კვარას მეტი თავისუფლება. დაცვა არ ვიცი, ეჭვი მაქვს არავინ არ იცის. საინტერესოა 2 ცენტრალური მცველი და 6 ნახევარმცველი ძალიან გავიდირკებით? სისუ;ლელეა. თამაში რომ შუა მოედანზე ჩავკეტოთ? ფლანგებიდან არ ჩავაწოდებიოთ, იქმდე ჯარიმებიც და კუთხურებიც ავირიდოთ ფლანგებიდან. (ჩოტა წარმოუდგენელს ვამბობ, მაგრამ ფანტაზიის უფლებაც ხომ მაქვს). ხოლო შეტევაში ბურთის ჩაჭრების, სისწრაფის და ინდივიდუალური ტექნიკით მივაღწიოთ შედეგს. პ.ს. მგონი მაგარ ფანტაზიებში გადავვარდი. თუ არ მოგწონთ, გაიცინეთ.
საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი, აქ გატარებული დრო და მსგავსება მის რეგიონთან - სანიოლი ფრანგულ Youtube არხს ჩვენი ქვეყნის შესახებ ესაუბრა
"ქართველები დღემდე ამას აკეთებენ... ფეხბურთელს უცხოელი სკაუტის გამო ნაკრებში იძახებენ, შემდეგ კი ეს ხდება..." - უკრაინის ნაკრების ყოფილი წევრი საქართველოს ნაკრებზე
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ჩაკვეტაძეს სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი ეყოლება - რუნიაიჩს ნდობის მარაგი ამოეწურა
მიქაუტაძე პსჟ-ის დასამწუხრებლად, საქართველოს ჩემპიონი დანიაში - ყველაფერი ევროტურნირებზე
U16 | საქართველო 0:1 რუმინეთი
არაგონესის მაჩვენებელს გაუთანაბრდა - სიმეონე 1 მოგების შემდეგ, ლა ლიგაში ყველა დროის რეკორდსმენი გახდება
ბოდიშის მოხდა მოუწია - კარაგერმა თქვა, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს
100-იანთა კლუბში - ფლიკზე სწრაფად ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო
კერიკს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ჯერ არ უშვებენ და ბოლო შანსს აძლევენ
ბრწყინვალე მორეირა, მიჯრით მე-8 წაუგებელი დერბი და ზედიზედ მე-4 გამარჯვება - მილანი კვლავ შავ-წითელია!
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ზივზივაძე ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ჰაიდენჰაიმი" "კარლსრუესთან" დამარცხდა
დავითაშვილის 68 წუთი - "სენტ-ეტიენი" სტუმრად "გენგამთან" განადგურდა
WU17 | ლუქსემბურგი 1:0 საქართველო
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უდინეზე" "რომასთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-0 იბერია 1999. "მესამე ძალა" ისარგებლებს...
წიტაიშვილი შეცვლაზე და "რაიო ვალეკანოს" დამაჯერებელი გამარჯვება "სელტასთან"
დემეტრაშვილმა აბუ-დაბის გრანდ სლემზე ოქროს, ინანეიშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
გამყრელიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "მონცამ" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. მასპინძელს მეტი შანსი ჰქონდა
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
პსჟ-სთან მატჩამდე - მიქაუტაძის და "ვილიარეალის" გამოუყენებელი შანსები და მარცხი "ესპანიოლთან"
"არ ვიცოდი, თუ ბუნდესლიგის მოგება "ოქროს ბურთის" მოსაპოვებლად საკმარისი იყო" - კვარაცხელიას მხარდამჭერმა ნასრიმ კეინი გააკრიტიკა
კაკაბაძემ ფინეთში ოპერაცია გაიკეთა
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი, აქ გატარებული დრო და მსგავსება მის რეგიონთან - სანიოლი ფრანგულ Youtube არხს ჩვენი ქვეყნის შესახებ ესაუბრა
ჩაკვეტაძე შეცვალეს - "უდინეზემ" ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უდინეზე" "რომასთან" დამარცხდა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
იყიდიან კვარაცხელიას შემცვლელს? - პსჟ-ში ერთი ვარიანტი უკვე გამოირიცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
უკრაინელმა ჟურნალისტმა "ოქროს ბურთის" ტოპ 10-ში მბაპე არ შეიყვანა და მიზეზი ახსნა - რომელ ადგილზე გაიყვანა მან კვარაცხელია
"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ერთა ლიგაზე ცუდმა სტარტმა შესაძლოა, სანიოლის შემდეგ მონტელას სკამიც იმსხვერპლოს
[VIDEO] კვერნაძის საგოლე პასი - "ფროზინონე" წინ მიიწევს
ბორჟესი გაუშვეს - “სპორტინგს” ფონსეკას ჩააბარებენ
მიქაუტაძე პსჟ-ის დასამწუხრებლად, საქართველოს ჩემპიონი დანიაში - ყველაფერი ევროტურნირებზე
ჩაკვეტაძეს სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი ეყოლება - რუნიაიჩს ნდობის მარაგი ამოეწურა
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
საკუთარ გუნდში საუკეთესო - როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მიქაუტაძემ "ლივერპულთან" მატჩში?
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" თასზე მეტოქე გაანადგურა
"სირცხვილია, მისგან პასი აღარ მიიღოთ!" - გია ჭანტურიამ კაკაბაძის განცხადების შემდეგ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს მიმართა
ოთარ კაკაბაძე: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხვალ პირველი თამაში მოვიგოთ
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
"ძალა ჩვენშია, რომელიც ერთიანობაშია" - "ჯვაროსნების" მატჩისწინა ვარჯიში და კომენტარები
[VIDEO] კაკაბაძის საგოლე პასით "კრაკოვიამ" გამარჯვება მოიპოვა
ხვიჩა-ფერანი ერთდოულად - "მამარდას" მოლოდინი და სხვა მატჩები
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
[VIDEO] კვერნაძის სუპერმატჩი - "ფროზინონემ" "ლეჩე" გაანადგურა
კვერნაძეს გატანილი არ ჩაუთვალეს, არც პენალტი დაუნიშნეს - "ფროზინონემ" "სასუოლოს" მოუგო
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
სანიოლი: მადლობა ამ ექვსი არაჩვეულებრივი წლისთვის - საქართველოს ჩემს გულში მუდამ განსაკუთრებული ადგილი ექნება
"არარაობა სლუცკი და ბეჰემოთი ღურწკაია" - საფეხბურთო აგენტმა სლუცკის დასცინა და კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა ქვედა ლიგაში გავარდნა, როდესაც გუნდში ხვიჩა ჰყავდა?
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
მატჩის დღე! საქართველოს ნაკრების რადიკალური გარდაქმნის მოლოდინში