"ქართული მარშის" წევრი კონსტანტინე მორგოშია თბილისის მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფება. მორგოშია გამოკითხვაზე გურამ კაშიას მიმართ მუქარის შემცველი განცხადების გამო დაიბარეს, თუმცა თვითონ მორგოშია აცხადებს, რომ მის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსი მუქარის შემცველი არ არის.

"მუქარის შემცველი ვერანაირად ვერ იქნებოდა იმიტომ, რომ იმ პოსტის უკან ქრონოლოგიურად ზუსტად იყო გაწერილი ის პროტესტის ნიშნები, რაც დაგეგმილია და იქ არაფერი არ არის უკანონო და შესაბამისად, ვერც ვერაფერი იქნება მაგაში მუქარის შემცველი. თუ სტვენა და გულშემატკივრის გამოხატვა თავის პოზიციის, მუქარაა, რაღაც არა მგონია. მუქარა მანდ არაფერი არ არის და ვერც იქნება. ათიათასობით გულშემატკივარია, ვინც მის პოზიციას და მის საქციელს გმობს და გასაკვირი იქნებოდა, რომ ესეც არ ყოფილიყო. მე რომ სულ დამაკავონ, უარესს მიიღებენ. თუ უნდა მისულიყო, სიტყვაზე, ათასი კაცი, მივა ასი ათასი. ეს არის და ეს. დანარჩენი თავიანთი გადასაწყვეტია", - განაცხადა კონსტანტინე მორგოშიამ.

როგორც ცნობილია, 9 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ლატვიას დაუპირისპირდება. შეხვედრა "დინამო არენაზე" გაიმართება. "ქართული მარში" და მისი მხარდამჭერები სტადიონთან მისვლას და კაშიას წინააღმდეგ აქციის ჩატარებას გეგმავენ.

წყარო: ipn.ge

aburjga
ლგბტ პირების და მათი დამცველებისაგან მოდის ეს რადიკალიზმი და დაპირისპირება. ეს მათი ცხოვრების წესია, ყველაფერ ნორმალურს, ტრადიციულს, ბუნებრივს დაუპირისპირდნენ!
oceola
ეს ტიპი ჩვეულებრივი მოღალატეა, მაგრამ მოღალატედაც არ ვარგა
კახა ქირია
რამხელა წარმოდგენა აქვს თავის თავზე.ასი ათასი კაცი მოვაო.რაც ნაკლები .....ამ ილუზიებით რომ ცხოვრობთ იმტიტომ აზროვნებთ მასე.ყველაფერი იმ პატარა გოგოს და მისი მშობლის შეურაცყოფა რომ შეგრჩათ მაგის ბრალია.უბრალოდ პატრონი არ გამოუჩნდათ...მარა მაინც შეგეშინდათ და უცებ წაშალეთ ყველაფერი.ისე კი მოგაგვთ თავი.
გალელი
ეს ქართული მარშია თუ რუსული ეგეც გასარკვევია,რუსულ ოკუპაციაზე ხმა არ ამოუღიათ არასოდეს და რაღაც სისულელეებზე ხარჯავენ დროს
mamuka09ze
გურამს და მის მეგობრებს---ამ ტარტაროზების არ შეგეშინდეთ, დგება დრო, როცა უნდა გაირკვეს რომ ძალადობის დაგმობა მოსაწონი და საამაყო საქციელია და არა სამარცხვინო!
რა მაფიაა?
და ხალხი ვინც ასეთ პოზიციას აუცილებლად თვლის რომ ლგბტ პროპაგანდაა, ჩვეულებრივი ბნელეთის წარმომადგენლები არიან, ძალიან ჩვეულებრივის, აი როგორის იცით?! ღამე, უკიდეგანო ღრმა სარდაფში, შუქი როა ჩამქვრალი და გარეთაც ღამეა რაიმე სხივმა რო არ შემოაღწიოს, აი იქ რო ბნელა, ისე ბნელა იმ ხალხის ტვინშიც, მორგოშიებში და კორკოტებში და მათხარდამჭერების ტვინებში...
რა მაფიაა?
ხალხო არავინ ფაიძულებთ თქვენ რომ არ ფქონდეთ არავითარი პროტესტის გრძნობა, რომ გინდა ღუ არა მოგწონდეთ ეს ჟესტი ან ლგბტ პირების მხარდამჭერები იყოთ, მარა ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს რომ ეს პროტესტის გრძნობა შეგიძლიათ გამოხატოთ ძალადობით და ცემა-ტყეპით და ვინმეს შეურაცხყოფით... ზუსტად ამას ამბობს კაშიაც თავისი ქცევით, რომ ნუ შევურაცხყოფთ ერთმანეთსო და პატივისცემისკენ მოუწოდებს ყველას და თუ ამას ვერ ხვდებით თქვენი პრობლემაა, სასოგადოება საბოლოოდ სწორად ფანსჯის ყველაფერს, უბრალოდ მერე რო მოგეკითხებათ ამ წუთას სხვა პრობლემას ქმნის, იმიტომ რომ სანამ მოგეკითხებათ ნაკრების თამაშია და ალბათ ბოლო პერიოდის ყველა მნიშვნელოვანი ტურნირის დასაწყისში და მის წარმატებით დაწყებაში ძალიან უშლის ეს ყველაფერი ხელს... თორე ვინაა მართალი და ვინ მტყუანი ეს ცხადზე უცხადესია... თუმცა თქვენც გაქვთ უფლება რაიმე საკითხში იყოთ მტყუანი, მაგრამ მერე იყავით მტყუანები რო მორჩება ყველაფერი და იყავით მტყუანები თქვენთვის, ნუ შეურაცხყოფთ ნურც ლგბტ ადამიანებს და ნურც ტრადიციული ორიენტაციისას, ამის უფლება არ გაქვთ და გაიგეთ ბოლო-ბოლო
პავლე
უმცირესობების დამცავებთან არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს, პირიქით სწორი საქმეა. აი კაშია კი ფეხბურთს უკეთ რომ თამაშობდეს ის აჯობებს...
სახელი
ვკითხულობ კომენტარებს და არც კი ვიცი რა დავწერო საშინელი პერსპექტივაა,ან გეების დამცველად უნდა გამოჩნდე ან რუსეთის პატრიოტების იქნებ შეარბილოთ ტონი ერთმაც და მეორე მხარემაც საიდან მოდის ესეთი რადიკალიზმი და საზოგადოების გახლეჩა და ვის აძლევს ეს ხელს იქნებ იფიქროთ ამაზე
თემო
როგორ მინდა ეს ნეანდერტალელი ვაგინო. სტადიონზე რომ მიხვალ, ჯერ რის გამო მიდიხარ და იქ გააპროტესტებთ თქვენს იმბეცილ აზრს, მთელი ქვეყნის ფეხბურთს აგდებთ საფრთხეში, მითუმეტეს, რომ ძლივს შანსი გაგვიჩნდა გასვლის. ან რატო უნდა გააპროტესო შენ ვინ გეკითხება? ბნელი ხარ და ხე ხარ მეტი არაფერი. კაშიას თავი დაანებეთ, ღირსეულად წარადგენს ჩვენს გუნდს და ნამდვილი პატრიოტია, თქვენ კი ხართ ეროვნულ სამოსში გადაცმული მარაზმები თავიდან ფეხებამდე
rati
ფსიქოლოგებმა დიდი ხანია დაასკვნეს რომ ვისაც ასე ეშინია, ვითომ სძულს და ებრძვის გეებს, თავად არიან მიდრეკილი მაგისკენ. ეს ყმარშელები და ყველა ვინც მაგ მოღალატე ლატენტურ გეებს მხარს უჭერს ალბათ საფრთხეს გრძნობენ ზურგიდან და ამითოც ცქმუტავენ ვირთხებივით. აბა გამოდით ვის გეშინიათ რო მოგადგებიან ზურგიდან
გუგა
ეს მართმადიდებლობა სულ არგუმენტად რომ მოგყავთ, დავუშვათ არ ვართ მართმადიდებლები, არავინ არავის უშლის რისიც უნდა იმის სწამდეს, მაგრამ 21-ე საუკუნეში რელიგიური აზროვნებით რომ არ ვაწესრიგებთ საზოგადოებრივ ცხოვრებას ყველას უნდა ესმოდეს.
გუგა
მაპატიეთ და ვინ ჩემი ფეხებია ეს ვაჟბატონი, საერთოდ რატომ წერთ მასზე, კაშიას საშუალებით ცნობილი ხდება ამებას დონეზე მოაზროვნე არსება.
რუსეთეებო მალე ჩაგაკმენდინებთ ხმას
ვაი პატრიოტებო
ბაჩი
სტვენებით ნაკრებს ნუ დათრგუნავთ თორემ ერთს კარგად მოგიკურთხებთ თქვე ურა პატრიოტებო რუსული ურას ძახილის მეტი რო არაფერი იცით
რატი
ამ გამზრდელ თუ გამჩენ ხალხს ფეხბურთზე მისვლა მანამდე მოეფიქრებინათ სანამ მათი პატრონი უბრძანებდა კრემლიდან, იქნებ საგინებლადაც არ გაეხადათ თავი იმის გამო რო გვარცხვენენ მსოფლიო მასშტაბით. ტფუი, არაფერი ჩვენ არ გვეშველება. 30 ვერცლად კი არა, 30 თეთრად რო ყიდიან სამშობლოს
დავითი
აბსოლუტურად უნდა დვგმოთ, ხომ ეყო გამბედაობა ხორვატ სრულიად ახალგაზრდა ფეხბურთელს უარი ეთქვა კაშიას მსგავს საქციელზე. ჩვენ რა გვჭირს, რა მართლმადიდებლობა ჩვენი რწმენა აღარ არის?
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] სიგუამ "ფიორენტინას" გაუტანა და "ლოზანა" პლეი-ოფში გაიყვანა - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" დრამა ათენში
[VIDEO] მექვაბიშვილმა პენალტი ვერ გაიტანა - მისი გუნდიც დამარცხდა და კაშიას "სლოვანიც"
შსს-მ გურამ კაშიას საქმეზე კოტე მორგოშია გამოკითხვაზე დაიბარა
ვის მისცეს ხმა კაშიამ და სანიოლმა FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის, მწვრთნელისა და მეკარის ნომინაციაზე
[VIDEO] კაშია კვლავ შედეგიანია - ქართველმა "სლოვანში" მორიგი გოლი გაიტანა
17 წელი ეროვნულ გუნდში - კაშია საქართველოს ნაკრებში კარიერას ასრულებს
სანიოლი: ვინ იქნება ახალი კაპიტანი? - ყველა კითხვას უნდა ვუპასუხოთ