ფოტო: erovnuliliga.ge

30 აგვისტოს ქუთაისის "ტორპედოს" მოგზაურობა ევროთასებზე დასრულდა.

"ტორპედომ" ევროპა ლიგის პლეი-ოფში რაზგრადის "ლუდოგორეცთან" შინ განცდილი მარცხის (0:1) შემდეგ, საპასუხო მატჩშიც წააგო, ამჯერად 0:4.

ქუთაისის "ტორპედო", ევროთასებიდან გამომდინარე, ამ ზაფხულს ყველაზე გამორჩეული ქართული კლუბია, რადგან ყველაზე შორს ის წავიდა. მართალია, ქუთაისელები ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვერ გავიდნენ, თუმცა ამ მიზანთან ყველაზე ახლოს იყვნენ და ყველაზე მეტი სარეიტინგო ქულა საქართველოს უეფას კოფიციენტების რეიტინგში სწორედ მათ შესძინეს.

მაშ ასე, გადავიდეთ სარეიტინგო ქულების დათვლაზე. ქუთაისის "ტორპედომ" "ლუდოგორეცთან" დაპირისპირებაში, სამწუხაროდ, სარეიტინგო ქულები ვერ მოიპოვა. ქართული გუნდი ორივე შეხვედრაში დამარცხდა.

საბოლოო ჯამში კი, ქუთაისელებმა 1 სარეიტინგო ქულა მოიპოვეს. მივყვეთ ქრონოლოგიურად - ჯერ "ტორპედომ" 2:1 მოუგო "შერიფს", შემდეგ სტუმრად 0:3 დამარცხდა. ამის მერე ქუთაისელები ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაერთვნენ, სადაც ორი მატჩის ჯამში 7:0 მოუგეს "ვიკინგურს", "კუკეშს" კი შინ 5:2 მოუგეს და სტუმრად 0:2 დამარცხდნენ.

შეგახსენებთ, რომ მოგებისთვის 0.25 ქულა იწერება, ხოლო ფრისთვის - 0.125 ქულა.

"ლუდოგორეცი" - 0 ქულა

"კუკეში" - 0.25 ქულა

"ვიკინგური" - 0.5 ქულა

"შერიფი" - 0.25 ქულა

ახლა კი გადავიდეთ ფინანსებზე. ევროპა ლიგის პლეი-ოფში მონაწილეობისთვის "ტორპედომ" 300 000 ევრო მიიღო. აქამდე კლუბს უკვე ჰქონდა გარანტირებული 820 000 ევრო. შესაბამისად, "ტორპედომ" 1 120 000 ევრო გამოიმუშავა ევროთასების საკვალიფიკაციო ეტაპებზე მონაწილეობით. ეს თანხა დღევანდელი კურსით 3 257 240 ლარია.

"ტორპედოს" მოპოვებული თანხები:

ჩემპიონთა ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპი - 280 000 ევრო

ევროპა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპი - 260 000

ევროპა ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპი - 280 000

ევროპა ლიგის პლეი-ოფი - 300 000

3 257 240 ლარი არ არის ცუდი შედეგი. არ დაგავიწყდეთ, რომ ფეხბურთის განვითარების ფონდი ყოველწლიურად ეხმარება კლუბებს. "ტორპედოს" ფონდმა 2017 წელს საბაზისო, სტიმულებისა და პრემიის სახით 2 მლნ ლარი მისცა. ამიტომ სხვა საქმიანობისგან მიღებული შემოსავალი რომ არ ჩავთვალოთ, 5 მლნ ლარი არც ისე ცუდი საფუძველია სტაბილური კლუბის ასაშენებლად, მით უმეტეს, როცა კლუბს კერძო მფლობელი ჰყავს და ინვესტიციების ჩადების ვალდებულებაც გააჩნია.

ქართული კლუბები

"ტორპედოს" გამოვარდნით, საქართველოს წარმომადგენელი ევროთასებზე აღარ ჰყავს. საბოლოო ჯამში, ქართულმა კლუბებმა 1.625 ქულა მოიპოვეს და ამ მაჩვენებლით საქართველოს უეფას კოფიციენტების რეიტინგში 47-ე ადგილი უკავია. უკვე ვეღარავინ გადაგვასწრებს, რადგან ჩვენზე უკან მყოფ ასოციაციებს კლუბები ევროთასებზე აღარ შემორჩათ.

გამომდინარე აქედან, არც იმის საფრთხე არსებობს, რომ შემდეგი სეზონისთვის საქართველოს ევროთასებზე წარმომადგენელთა რიცხვი შეუმცირდეს. საქართველო კვლავ 4 კლუბით იასპარეზებს ევროთასებზე.

ბოლო 5 წლის განმავლობაში კი საქართველოს უეფა-ს კოეფიციენტების რეიტინგში 4.75 ქულა აქვს. აღსანიშნავია, რომ მე-5 წელი საქართველოს კლუბებისთვის სარეიტინგო ქულების მოპოვების საკითხში საუკეთესო აღმოჩნდა, რაშიც დიდი წვლილი ქუთაისის "ტორპედოს" მიუძღვის.

"ტორპედოს" შემდეგ ყველაზე მეტი ქულა საჩხერის "ჩიხურამ" მოიპოვა. "ჩიხურა" ერთგვარი სასიამოვნო სიურპრიზი იყო ამ ევროთასებზე, რადგან თავისზე ფინანსურად ბევრად ძლიერ კლუბებთან ღირსეულად ითამაშა - გათამაშებას ებრაული "ბეითარი" გამოთიშა და "მარიბორთან" შინ ფრე ითამაშა.

ქართული კლუბების მიერ მოპოვებული სარეიტინგო ქულები:

"ტორპედო" - 1 ქულა

"ჩიხურა" - 0.5

"დინამო" - 0.125

"სამტრედია" - 0

ქართული კლუბების მიერ გამომუშავებული თანხები ევროთასებზე:

"ტორპედო" - 1 120 000 ევრო

"ჩიხურა" - 500 000

"სამტრედია" - 240 000

"დინამო" - 240 000

საბოლოო ჯამში, ქართულმა კლუბებმა 2 100 000 მლნ ევრო გამოიმუშავეს, რაც დღევანდელი კურსით 6 108 251 ლარია. მომავალ ევროთასებამდე...

ჰანა
ეძებთ სესხს თქვენი სესხის გადასახდელად, სახლის შეძენისთვის, მანქანის შეძენისთვის, ან ხართ ქალი კაცი ან ქალი? გსურთ გახსნათ ბიზნესი საკუთარი თავისთვის, თუ დიახ, მაშინ აღარ უნდა ინერვიულოთ, რადგან აქ არის ჩვენს ქვეყანაში კანონიერი და ლეგიტიმური კომპანია, დღეს მათ დამამტკიცეს და მომცეს სესხის ოდენობა დღეს 300,000, რადგან მას შემდეგ, რაც მე ვეძებდი. სესხი, რომ გადავუხადო ჩემი საბანკო სესხი და დღეს მე საბოლოოდ წარმატებით მივიღე სესხი, დღეს რა პრობლემაა, Stella Rene სესხის ფირმა აქ არის, რათა დაეხმაროს ღარიბებს და საჭირო ადამიანებს, ვისაც გადაუდებელი სესხი სჭირდება, რომ გადაიღოს ყველა კრედიტი კისრიდან და დღეს საიტზე თამამად ვადასტურებ, რომ ეს კომპანია ნამდვილი და ლეგიტიმურია, დაუკავშირდით ელ.ფოსტს (mrsstellareneloanfirm1@gmail.com) განაცხადისა და თქვენი სესხის დამტკიცებისთვის, ან ასევე WhatsApp- ზე (+16313415478) დაუკავშირდით კომპანიას დღეს და თქვენი ყველა პრობლემა დღეს დასრულდა ეს არის პასუხი თქვენს ყველა ფინანსურ კრიზისზე და დაიწყეთ ახალი ცხოვრება. ჰანა
KUTAISELI
kvelaze meti puli torpedom ichova charchan, da sareitingo kulac meti aigo da ase gadauxades samagiero, ar daccer vinc, mere dablokavt, mixvdeba vinc dachala torpedo. es unamusobaa, da am kvelaper pinamsur maxinaciebs cheecira gundi, imitom vart cels am dgechi,da chveni pegburtelebit sxva gundebi gazlierda, im gundebs torpedos piliali mainc daarkvit.
გიგი
ტორპედოს სტადიონზე ტუალეტის აღდგენას ყოფნის????
Emigranti
Ratom vitom luqsemburgis gundi tu chvenze cin arian reitingshi . Yenias gundze maqvs saubari ?! Carmatebebi yenias da vulocav evropa ligaze gasvlas imedia atamasheben
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" "ჰერტასთან" დამარცხდა
ირის ანტმანის პრესკონფერენცია
[VIDEOS] ბობონოვი ვაზარით კიმი კი იპონით დაამარცხა - ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალში იჭიდავებს!
გამოტოვებს თუ არა მბაპე "სიტისთან" მატჩს? - Cadena Ser-ი ინფორმაციას ავრცელებს
ჯესი ლინგარდი კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს
"მინდა ფეხბურთელებმა თავდაჯერება დაიბრუნონ" - ლუის ენრიკე "ჰავრთან" მატჩის შემდეგ
[VIDEO] მამუკელაშვილის 16 წუთი - "ტორონტომ" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEO] უკვე დუბლი და საგოლე გადაცემა - გულიაშვილის ძალისხმევით "რასინგი" ლიდერების მატჩში 3:0-ს იგებს
დაიწყო - გულიაშვილმა ესპანეთში პირველი გოლი გაიტანა
[VIDEO] ჰოლანის არყოფნაში "სიტის" მხსნელად სემენიო მოევლინა - "ქალაქელებმა" "ლიდსი" დაამარცხეს
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
ლუის ენრიკემ "ჰავრთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ჩრდ. მაკედონია 1:0 საქართველო
ზივზივაძე კვლავ არ იყო განაცხადში - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერთან" დამარცხდა
[VIDEO] გოლების წვიმა "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ვესტ ჰემი" დაამარცხა
ეროვნული ლიგის ხუთი მატჩი უამინდობის გამო გადაიდო
პსჟ-მ ლიგა 1-ის მატჩის გადატანა მოითხოვა
"ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გასახდელში პირველად შეხვდა ერთმანეთს" - რა ითქვა დანიასთან ნამატჩევს
გიორგი ცხოვრებაძემ "ბარსელონას" ხუთი გოლი გაუტანა
გირასი მთავარი სამიზნეა - "მილანს" "დორტმუნდის" ფორვარდის დამატება უნდა
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
რამდენი მილიონი ლარი და სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა "ჩიხურამ" ევროპა ლიგაზე?
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
თბილისის "დინამომ" თურქეთში მზადება დაიწყო
უეფამ ევროპა ლიგის 2017/18 წლების სეზონის მონაწილე კლუბებს 428 მლნ ევრო გადაუნაწილა
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
მშვენიერია - თბილისის "დინამომ" და "ჩიხურამ" საქართველო უეფას რეიტინგში დააწინაურეს
უეფა და ფინანსები - რამდენს მიიღებენ ქართული კლუბები ევროთასების ახალ სეზონში
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
წინ გზა განათდა - რამდენი სარეიტინგო ქულა მიიღეს ქართულმა კლუბებმა ევროთასებზე
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
"ლუიშ ნანი ქუთაისი "ტორპედოში" გადმოსვლაზე თანახმა იყო, თუმცა..." - კლუბის პრეზიდენტმა დეტალებზე ისაუბრა
გამდიდრების შანსი! - ქუთაისის "ტორპედოს" ფინანსები და სარეიტინგო ქულები
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
17 წლის ხარებაშვილმა თურქულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
სარეიტინგო ქულები - თბილისის "დინამო" უეფაში საქართველოს ყულაბას ავსებს
თბილისის "დინამომ" ტუნისელი შემტევი დაიმატა და თურქულ შეკრებზე გაემგზავრა
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
3 მლნ ლარი - "საბურთალომ" ევროთასებზე ჯერჯერობით ყველაზე მეტი გამოიმუშავა
8 მლნ ლარი და უკეთესი ადგილი რეიტინგში - ქართული კლუბების ფინანსები და ქულები ევროთასებზე
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა