ესპანეთის ჩემპიონატის მესამე ტური სატრანსფერო ფანჯრის დახურვისთანავე იწყება და მისი დასრულების შემდეგ "სანაკრებო პაუზა" დაიწყება. ტური ნაკლულია: 10-ის ნაცვლად 9 მატჩი გაიმართება...

"რაიო ვალეკანოსა" და "ბილბაოს" მატჩის გადადების მიზეზი მადრიდული კლუბის სტადიონზე მიმდინარე სამუშაოებია. ტურის მთავარი მატჩი 2 სექტემბერს გაიმართება - სევილიური დერბი "ვილიამარინზე" - "ბეტისი" "სევილიას" მასპინძლობს. პაბლო მაჩინის გუნდს სერიოზული გამოცდა ელის. ანდალუსიური დერბი მუდამ დიდი ბრძოლებით გამოირჩევა. გასულ სეზონში გუნდებმა ორი ფანტასტიკური მატჩი გვაჩუქეს - იანვარში "სევილია" შინ 3:5 დამარცხდა, მაისში კი "ვილიამარინზე" 2:2 იყო.

ტურის წინ სამი მნიშვნელოვანი ამბავი შევიტყვეთ - მარიანო დიასი "ლიონიდან" "რეალში" დაბრუნდა და ქარიმ ბენზემას რეალური კონკურენტი გაუჩნდა. "რეალთან" 14-თვიანი განშორების შემდეგ ფორვარდის დაბრუნება "სამეფო კლუბს" 22 მილიონი ევრო (პლუს ბონუსები დაუჯდა).

ფეხბურთიდან წასვლის შესახებ გამოაცხადეს იმანოლ აგირეჩემ და რობერტო ტრაშორასმა. ორივემ მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ლა ლიგაში.

მარიანოს ძველ-ახალი გუნდი მადრიდულ დერბის თამაშობს "ლეგანესთან" და აშკარა ფავორიტია. ჩემპიონატში ვერა და კოპა დელ რეიზე "ლეგანესმა" "რეალს" მწარედ ანანა, "ბერნაბეუზე" 2:1 მოუგო და თასის გათამაშებიდან გამოაგდო.

"რეალი" (სავარაუდო): ნავასი - კარვახალი, ვარანი, სერხიო რამოსი, მარსელო - კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი - ბეილი, ბენზემა, ასენსიო.

"ბარსელონა", რომელმაც ამ დღეებში პაკო ალკასერი "დორტმუნდში" გაუშვა, "უესკას" მასპინძლობს. ეს გუნდი ლა ლიგაში პირველად თამაშობს და მას "კამპ ნოუზე" დიდი გამოცდა ელის. ბოლოს "ბარსა" "უესკას" თასზე შეხვდა 2014 წელს და 8:1 მოუგო. მაშინდელი გოლების ავტორებისგან მხოლოდ სერხი რობერტოა შემორჩენილი "ბარსელონაში".

"ბარსელონა" (სავარაუდო): ტერ შტეგენი - სერხი რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, კოუტინიო - მესი, ლ. სუარესი, დემბელე.

სხვა თამაშებიდან აღსანიშნავია, რომ დიეგო სიმეონეს "ატლეტიკო" გალისიაში ჩადის "სელტასთან" სათამაშოდ, ხოლო "ვალენსიამ" ქალაქის დერბიში უნდა დაამტკიცოს, რომ "ესპანიოლთან" ცუდი თამაში გაუგებრობა იყო. "ვალენსიამ" გონსალო გედეში კი გაიფორმა, მაგრამ ჯერ დოკუმენტაცია მოგვარებული არ არის და პორტუგალიელის თამაში "ლევანტესთან" საეჭვოა.

ფაქტები

იმანოლ აგირეჩემ ლა ლიგაში "სოსიედადის" მაისურით 16 გოლი გაიტანა თავით, ყველაზე მეტი კლუბში 2003 წლიდან მოყოლებული.

2013/14 წლების სეზონში რობერტო ტრაშორასმა "რაიო ვალეკანოს" მაისურით 2 936 პასი გააკეთა. ამაზე პეტი პასი ერთ სეზონში მხოლოდ ჩავის ჰქონდა (3 411, 2005/06 წლების სეზონში).

ქარიმ ბენზემამ ბოლო სამ სეზონში იმდენივე გოლი გაიტანა, რამდენიც მარიანო დიასმა გასულ სეზონში "ლიონის" მაისურით - 18.

ლა ლიგა. III ტური

პარასკევი, 31 აგვისტო

ხეტაფე-ვალიადოლიდი 22:00

ეიბარი-სოსიედადი 23:59

ვილიარეალი-ჟირონა 23:59

შაბათი, 1-ლი სექტემბერი

სელტა-ატლეტიკო 20:30

რეალი-ლეგანესი 22:45

კვირა, 2 სექტემბერი

ლევანტე-ვალენსია 14:00

ალავესი-ესპანიოლი 18:15

ბარსელონა-უესკა 20:30

ბეტისი-სევილია 22:45

რაიო ვალეკანო-ბილბაო გადაიდო

ბომბარდირები: 3 - ანდრე სილვა (სევილია)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
[VIDEO] ვინისიუსის დუბლი, ვალვერდეს გაძევება - "რეალმა" "ატლეტიკო" დაამარცხა
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა