ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

Us Open: ბასილაშვილი ნადალთან ღირსეულ ბრძოლაში დამარცხდა - მისი პროგრესი აშკარაა! [VIDEO]

Us Open: ბასილაშვილი ნადალთან ღირსეულ ბრძოლაში დამარცხდა - მისი პროგრესი აშკარაა! [VIDEO]

ამერიკის ღია პირველობის მერვედფინალში საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა რაფაელ ნადალს დიდი ბრძოლა გაუმართა და სამწუხაროდ დამარცხდა 3:6, 3:6, 7:6, 6:4. შეხვედრა 3:18 საათი გაგრძელდა.

ქართველმა ჩოგბურთელმა მაყურებელთა სიმპათიები დაიმსახურა, ის ხშირად მიდიოდა ვა-ბანკზე და თავისი ოსტატური და მახვილგონივრული თამაშით არაერთხელ მოსწყვიტა პუბლიკას აპლოდისმენტები.

ეს ის შემთხვევაა, როდესაც შენი თანამემამულის ასპარეზობით ამაყი ხარ!

მიუხედავად მსოფლიოს რეიტინგის საუკეთესო ჩოგბურთელთან წაგებისა, ბასილაშვილის ამ ტურნირზე ასპარეზობა უდავოდ წარმატებული გახლდათ.

ნუ დაგავიწყდებათ, რომ ნიკოლოზმა წელიწადნახევრის წინ ნადალს მხოლოდ ერთადერთი გეიმი მოუგო - ასე რომ, პროგრესი სახეზეა.

მან აქამდე არგენტინელი გვიდო პელა, სლოვენიელი ალიაზ ბედენე და ამერიკელი ჯეკ სოკი დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზი კარიერაში პირველად გავიდა დიდი სლემის ტურნირის მერვედფინალში.

აქამდე ქართველი ჩოგბურთელებიდან დიდი სლემის 1/8 ფინალში მხოლოდ ირაკლი ლაბაძე გავიდა, რომელიც 2006 წელს უიმბლდონის ტურნირზე რაფაელ ნადალთან დამარცხდა.

ბასილაშვილმა 266 000 დოლარი და 180 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და რეიტინგში 31-ე პოზიციაზე გადავიდა, რაც მისი რეკორდია.

Us Open: ნიკოლოზ ბასილაშვილმა გვიდო პელა დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა [VIDEO]

• მკითხველი

ნუთუ ვერავინ ამჩნევს (პირველ რიგში კი ავტორი), რომ ანგარიში არასწორად სწერია. ისე გამოდის, თითქოს შეხვედრა 2:2 დამთავრებულა!

• დათო30

ეს იყო 4-ე რაუნდი. 4-ე რაუნდი მერვედფინალია.

• ზაზა

ეგ კითხვა მეც მქონდა, ვინც იცით გვითხარით ;)

• ჯიმკა707

ძმა 1/8 ფინალი იყო. უბრალოდ მე-4 რაუნდს ეძახეიან. ნადალი 1/4 ფინალში გავიდა. 1/64 - 1 რაუნდი. 1/32 - მეორე რაუნდს ეძახიან 1/16 - მესამე რაუნდს ეძახიან 1/8 - მეოთხე რაუნდია. სადაც ნიკოლოზი დამარცხდა

• niko

ჯერ ერთი 1/16 ფინალი იყო და არა 1/8 და ლაბაძეც ზუსტად ერთხელ გავიდა მაგ დონეზე არა და ბევრი დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდა ამერიკის ტენისის წრეებში მის მონაცემების გამო. სამწუხაროდ არა სტაბილურ თამაშით და პიროვნული არა სტაბილურობით ბევრს ვეღარ მიაღწია. ბასილაშვილი ბრეტ გილბერტთან ვარჯიშობდა. გილბერტი გუშინ ამ თამაშს კომენტარს უკეთებდა ადგილობრივ ტელევიზიაში და საკმაოდ აქო ნიკო და ბევრი ილაპარაკა მის არაჩვეულებრივ მონაცემებზე და დარტყმის ძალაზე და სისწრაფეზე რის გამოც მან გამოაცხადა რომ ალბათ დღეს ტურზე ნიკოზე ძლიერი პარამეტრებით არავინ არ არის. ასევე აღნიშნა რომ ეს სიძლიერე თავიდანვე მისი სუსტი ნაწილი იყო რადგან იმის მაგივრად რომ ბურთს სწორი მიმართულებით კორტში სტოვებდეს ხშირად იგი ძალისხმიერად ურტყავს და უზუსტობით გამოირჩევა რაც იწვევს ბევრ "ანფორსდ ერორს" რის გამოც მან ეს შეხვედრა ნადალთან წააგო. არა და ყველა სხვა პარამეტრით მან ნადალს აჯობა. კი გვიხარია მისი წარმატება და კიდევ ბევრს ვუსურვებდი და მე მგონია მისი მონაცემიების მოთამაშე ათეულში უნდა შევიდეს და გრანდ სლემის ნახევარფინალში მაინც გავიდეს რამდენჯერმე მაგრამ თუ ვერ ვხვდებით რატომ ვაგებთ ამა თუ იმ სპორტში თუ გინდ ფეხბურთი აიღე ან სხვა მაღალ საფეხურებზე ასვლა გაგვიჭირდება. ტენისი ძვირი სპორტია და თანხის გარდა ბევრი თავდადებაა საჭირო, მწვრთნელები ძვირია და კარგი განსაკუთრებით. იან დევიტს კარგი სახელი აქვს ამ სპორტში და იმედია სწორ ანალიზს გაუკეთებს ამ წაგებას რომელიც რაღაც დონეზე ნოკოსათვის მოგებად უნდა ითველბოდეს იმიტომ რომ ჭინა შეხვედრაში ნადალთან მან 3 სეტში მხოლოდ ერთი პარტია მოიგო. გუშინ კი თამაშიდან გამომდინარე იყო შანსი რომ მეოთხე სეტიც მოეგო სწორად რომ დაეჭყო და ბრეიკ პოინტიც ჰქონდა და მერე რა იცი რა მოხდებოდა. სპორტულ ფსიქოლოგიაში შიშით გასვლა თამაშზე არ შეიძლება, ყველა ნერვიულობს თვით ფედერერიც და ნადალიც, მაგრამ შიშით თამაში მიუღებელია და თავში იმის გაფიქრება რომ არ წავაგო. არ წავაგომ თავში საერთოდ არ უნდა გაიაროს. კონცენტრაცია უნდა კეთდებოდეს თითო ქულაზე ტენისში და სხვა სპორტშიც სპორიდან გამომდინარე. ჭაგებაზე ფიქრი არავ დააზინებს და გირჩევნია გახვიდე იბრძოლო ბოლომდე დაიხარჯო და მერე ნახო რას მიაღწევ. ასევე აღსაღნიშნავია რომ ნიკო 26 წლის არის და ეს პატარა წლოვანება ტენისისთვის არ არის დიდი მოთამაშეები 20 წლამდე აღწევენ ბევრს. მინდა მას ვუსურვო კარგი ჯანმრთელობა და ბევრი წარმატება.

• zaza

ღირსეულ ბრძოლაში წაგება არ ნიშნავს ტერმინს ღირსეული წაგება წაგება ღირსეული არარსებობს ვისაც არ შევეკითხე ყოფილ თუ მომქმედ სპორცმენს რეაქცია ყველას ერთი ქონდა.რაც შეეხება ბასილაშვილს ითამაშა რაც შეეძლო და წაგო.მეტი არაფელი რო მიხვიდე და უთხრა ეხლა მას გილოცავ ღირსეულ წაგებასო დარწმუნებულივარ ყველაზე ცოტა ვერ გაგიგებს.მაგრამ თუ ეტყვი რომ ღირსეულად გამოვიდა ამ ტურნირზე აუცილებლად ესიამოვნება. წარმატებები ბასილაშვილს ნელა ნელა წინ მიიწევს და უკვე გრანდებიც ჰარიჰარალად ვეღარ ეთამაშებიან.

• სოსო

საბჭოთა ნაკრების წევრებს ჰქონდათ ხელფასები,უფასო საწვრთნელი მოედანი და მწვრთნელი,მაგრამ სამაგიეროდ საპრიზო თანხები სახელმწიფოს მიჰქონდა.როგორც ასეთი,პროფესიონალური სპორტი,სსრკში დაშვებული არ იყო და ყველა ესენი,სადღაც იყვნენ გაფორმებულები მუშად.ალექსანდრე მეტრეველიც და სხვა დიდი სპორტსმენებიც ,ითვლებოდნენ მოყვარულებად და პროფესიულ ჰონორარებს ვერც აიღებდნენ.ასე რონ ძალიანაც ნუ შეგშურდებათ მათი.

• ვახო...

ბრავო!

• თემო

გუშინდელმა თამაშმა და ნადალის კომენტარმა დამარწმუნა ამ დიდი მონსტრი სამეულის გარდა ყველასთან თანაბარი თამაში და მოგება შეუძლია.ბოლო წელიწადში ამხელა პროგრესი დიდი შრომის შედეგია და იმედია ასევე გააგრძელებს.

• კახა ქირია

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ მარტო ის რად ღირს ამ ლეგენდამ რაც თქვა მატჩის შემდეგ ნიკაზე-ფანტასტიკური იყოო...წარმატებები ნიკა და მადლობა ნამდვილი ბრძოლის თვის.ამას ქვია ღირსეული წაგება ცნობისთვის"რომ იძახიან ეს ღირსეული წაგება რაღააო

• არჩილ

თამაშს ფრანგი კომენტატორების თანხლებით ვუყურე, რომლებიც აღტაცებას და გაკვირვებას ვერ მალავდნენ ნიკოს გამო (ნიკოს ეძახიან). ისე, ცოტა დააკლდა და ნადალს წყობილებიდან გამოიყვანდა. რამდენი ბურთი ჩაუგდო, ზედ ხაზზე დასმით! აგაშენოს ნიკა ღმერთმა ჩვენი გახარებისთვის! ცოტა ფიზიკურად მოემზადე და უფრო დიდი შედეგიც მალე მოვა. წარმატებებს გისურვებ!

• irakli81

კი იბრძოლა ბასილაშვილმა, მომენტებში მართლაც ბრწყინვალე იყო, მაგრამ ნადალი ნამდვილი მონსტრია ეს შეჩვენებული. ამ ეტაპზე ნიკოლოზს შანსი არ ჰქონდა. ისე კი აშკარად უმატებს და თუ ასე გააგრძელა ნადალისაც მოუგებს ოდესმე. პირველი მოწოდება, რომ უკეთ გამოსდიოდეს ეხლაც უფრო დიდ ბრძოლას გაუმართავდა ნადალის.

• ასიკო

დარიკო რომელი სიმონას ქალი?

• გულშემატკივარი

ნიკა ყოჩაღ, მაგრამ ეს არაა შენი მაქსიმუმი, დარწმუნებული ვარ მოუმატებ. ძალიან მომეწონა შენი გუშინდელი თამაში, გიყურებდით და გგულშემატკივრობდით მე და მამაჩემი. წარმატებებს გისურვებ გულით

• DARIKO

ნეტაი შენა საქმე გამოგლევია)

• შოთა

ისე ის რუსი კომენტატორი ნიკას გულშემატკივრობდა აშკარად, რომ იცოდეთ ზოგზოგიერთებმა.

• 1234

უნდა გაუქმდეს საქართველოს ბინძური და ისედაც არარსებული ჩოგბურთის ფედერაცია. კაცი რეებს აკეთებს და ის დებილები ხელს არაფერში უწყობენ. წარმომიდგენია ნადალი რომ ბასილაშვილის ისტორიას წაიკითხავს და გაიგებს რომ მწვრთნელი ეხლაღა აიყვანა და მეზობელ თურქეთში დადიოდა სავარჯიშოდ თავისი ხარჯებით. D

• 111

არ მინდა ცუდად ვთქვა, ბოდიში, მაგრამ ჩემი აზრით ნიკა ბასილაშვილი არის ყველაზე დიდი ქართველი ჩოგბურთელი. ალექსანდრე მეტრეველი 10_ეულში რომ შედიოდა, იმას ფუფუნება ქონდა, ფული, მწვრთნელი, საბჭოეთის სახელით გამოდიოდა, ვარჯიშები. ნიკამ წესიერი მწვრთნელი ეხლაღა აიყვანა, სავარჯიშოდ ქვეყნის გარეთ დადიოდა თურქეთში. ფული არ ქონდა და არაფერი. ნიკა ბასილაშვილს რომ საბჭოეთის სახელით ეთამაშა იმ დროს, ახლა მსოფლიოს პირველი ჩოგანი თუ არა 5_ეულში აუცილებალდ შევიდოდა. კაცი ჯერ რუსეთის სახელით თამაშობდა და ამერიკისაც მგონი, რომ არ ქონდა არაფერი. რამდენი ჩოგბურთელია უცხოეთის სახელით მოთამაშე? მაინც თეიმურაზ გაბაშვილი და ანა ჩაკვეტაძე მიყვარს. ანა ჩაკვეტაძეს არც რუსი დედა ყავს და არც მამა, მაგრამ თამაშობდა რუსეთის სახელით და რამხელა წარმატებას მიაღწია!? ანა ტატიშვილი ამერიკის სახელით თამაშობს და ძალიან ნიჭიერია, ესეც იმიტომ თამაშობს, რომ არც იმას ქოდნა ფულები. დასაფასებელია რასაც ეს გმირი ხალხი აკეთებს. ერთი ჩოგბურთელი გოგონა გავიცანი თელავში ამერიკის სახელით თამაშობს და უნდა საქართველოს სახელით თამაში და საბუთებზე აქვს პრობლემა. სირცხვილი საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციას.

• asaqsdasa

ყოჩაღ ნიკოლოზ ვამაყობ შენით... რას ქვია მაგრად ებლატავე ნადალს, ყველა წიკი გაუღვიძე მოედანზე... ცოტა ფსიქოლოგია მოხოდე ცოტა გამდზლეობა და შენ ხარ 10 ეულის აუცილებელი წევრი! ჩემთვის გმირი ხარ, ეს მატჩი კი შეთვის ყველაზე დიდი გამოცდილება იყო))

• ძია ანტონი

ნიკა მწიფობაში შედის და მალე ბევრ სუპერვარსკვლავს დაამტვრევინებს კორტზე ჩოგანს! გამარკვიეთ: ნიკამ პირველი რომ მოიგო, დაიწერა 45 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავაო, მეორეზე 75; მესამეზე 180. ეს თითოეული წრის ქულებია, თუ ნამატი? თუ ნამატია, პირველ წრეში მეტი გამოუმუშავებია, ვიდრე მეორეში(?) თუ თითოეული წრისაა, მაშინ სულ 300 ქულა აგვიღია; ვინც იცით გამარკვიეთ, არ დამზარდეთ

• ბაზი

პროგრესი აშკარაა! ნადალს ისე ეთამაშა, პირველი ათეულის ბევრ ჩოგბურთელს შეშურდებოდა! ასე თუ გააგრძელა, მჯერა გაისად მოუგებს. "ლელო" კომენტარებს არ უშვებს და ამიტომ მინდა იქაურ სტატიას "სააკაშვილი ბასილაშვილს გულშემატკივრობდა" გამოვეხმაურო: ბოლო იარუსის ბოლო რიგში იჯდა მფორთხავი:-) /როგორც ძველ დროში ბავშვები სოფლის კინოთეატრის კარის ჭუჭრუტანიდან რომ უყურებდნენ ფილმს/ და რა იცი რომელ თამაშზე იყო? იქნებ ნიკას კი არა თავის სხვა "თანამემემულეს", რომელიმე უკრაინელს, რუსს, ან ჰოლანდიელს ქომაგობდა?

• ებიჯო

ბებერ ნადალს კი უნდა მოუგოს კაცი თამაშს თავს ანებებდა

• გუჯა

მაშინ როდესაც ნადალი და ბევრი სხვა უძვირეს აკადემიაში ვარჯიშობდა, ჩემი თვალით მაქვს ნანახი ეს ბიჭი უბრალო მოთამაშეების კორტზე დანატოვარი ბურთებით ვარჯიშობდა მაიამის კოლეჯის უფასო კორტებზე. მამამისი ავარჯიშებდა. ის გმირია და ყველა ქართველი სპორტსმენისთვის მისაბაძი.

• Emigranti

3saati da ragac cutebi giyurebfi badil da didi siamovneba mivime me pirafad madlob eseti brdzolistvis gaixare. Nadalma gamocdilebit da fizikurad ajoba. Gatamashebit ar chamoyvarda nikolozi vinc uyura tamashs dametanxmeba . Axali mcrtnelis xeli dagetyo da progresi aris ashkarad fizikurad ufro modzlierdi suli da gulit carmatebebs gisurveb basil ...

• Brooklyn_მგელი

ნიკა ძალიან მაგარი ხარ მაგარი პოტენციალი გაქ კლასიც გაქ ყველაფერი გაქვს, მაგარი ტიპი ხარ, ძალიან მაგრად იბრძოლე ძნელად მიბრუნდება ენა რამე რომ გითხრა საერთოდ, მარა იმას გეტყვი რაც მთელი თამაში მინდოდა მეთქვა - დღეს რაც გაკლდა მოსაგებად ეს არის სისასტიკე!!! პირდაპირი მნიშვნელობით. შენ ეხლა კაი ბიჭი ხარ, ემოციურიც, პოზიტიურობა და კაი ტიპობა კაია მარა... გეუბნები იმენა მგელი გახდი მაქსიმალური აგრესია კონცენტრაცია და უფრო მაგარი ტიპი იქნები. მოსაგებად მარტო ეგ გაკლია, ჯოკოვიჩსაც ეგ პრობლემა ქონდა იმიტომ რომ მაგ დონეზე უკვე 80% ფსიქოლოგია და ნერვული სისტემაა, აი მაგაში მოემზადა ჯოკო და ეგრე გახდა პირველი. ძლიერი უნდა იყო და ეგ ბრძოლის გარეშე არ მოვა.

• Georgian

დასანანია, მაგრამ პროგრესი აშკარად სახეზეა. წარმატებებს ვუსურვებ ნიკოლოზს! რაფაელ ნადალი ნიკოლოზ ბასილაშვილზე: "ვფიქრობ, რომ ტაი-ბრეიკზე კარგად ვითამაშე, მაგრამ ის ფანტასტიური იყო. ნამდვილად იმსახურებს შექებას. შესანიშნავად თამაშობდა, ძალიან ძლიერად ურტყამდა ბურთს. მთელი თამაში მიწევდა ძლიერი დარტყმების მოგერიება. ის ძალიან რთული მეტოქეა. ყოველთვის შეეძლო თამაშში დაბრუნება. ვფიქრობ, რომ მესამე სეტის ბოლოს მოვუმატე, მაგრამ მაინც დავმარცხდი. მეოთხეში უფრო აგრესიულად ვთამაშობდი, მაგრამ მეტოქე გაცილებით აგრესიული იყო. ჩემთვის ეს დიდი გამარჯვებაა".

• ქომაგი

ნიკოლოზს: "ნადალი გყავს გასაწური, ბრძოლაში ხარ ვაჟკაცური, დარტყმებში ხომ მამაცური და თამაშში სულ კაცური! გაიხარე შენ, ნიკოლოზ, ჩაატარე მასტერს-ტური"

• roskipi.com

ქრთული ესკორტი http://roskipi.com qartuli eskorti http://roskipi.com

• ave

იციტ ყველაზე მაგრა რა მიკვირს? აქ ხალხი ნიკას აქებს და სამარტლიანადაც, ხოდა ვიგაცეები ამ კომენტარებზე უარყოპიტ ლაიქებს ადზლევენ. რატო აკეტებტ ამას რამ გაგაბოროტად? კაცი მადლობას უხდის რომელიც მარტლა ეკუტვნის ტქვენ კიდევ უარყობიტად აპასებტ ვინც ამას აკეტებს, დიახ მადლობა ნიკას ამ სიამოვნებისტვის და წარმატებები. მიდიტ და ამ კომენტარსაც უარყოპიტი ლაიქები მიეციტ გაბოროტებულებო, წარმატებები კიდევ ერტხელ ბასილ.

• გუჯა კახაძე

ნიკოლოზ, ჩემთვის გმირი ხარ! ახლა ფინანსურად მოძლიერდები, ერთი უცხოელი კარგი ფსიქოლოგის დაქირავებას შეძლებ და ის უნებლიე შეცდომები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. ასე თუ გააგრძელე პროგრესირება მომავალ წელს ათეული გარანტირებული გაქვს. გაიხარე ისე, როგორც როგორც ქართველი გულშემატკივრები გაგვახარე!!!!

• fero

რას ქვია 5-6 წელი დაკარგული?

• მიჩინიო

ამ ლინკზე ტატიშვილი ვერ ვნახე, ვერც საქართველოს, ვერც სხვისი სახელით, ვერც განთესილებში,ვერც კვალიფიკაციაში

• დათო30

მადლობა ნიკოს ბოლომდე ბრძოლისთვის და ბევრი ლამაზი და ბრწყინვალე დარტყმისთვის, დღეს წავაგეთ თუმცა ქართული სპორტის რუკაზე კიდევ ერთი სპორტის სახეობა დაემატა ცოცხლებში. სტატიის ავტორ: რუსი კომენტატორის ბოდვა ნუ გადმოგაქვს სტატიაში გადაამოწმე და ნახავ რომ 2012 წელს US OPEN-ზე ანა ტატიშვილი იყო მერვედფინალში (საქართველოს სახელით), რომელმაც წააგო აზარენკასთან. https://en.wikipedia.org/wiki/2012_US_Open_%E2%80%93_Women%27s_Singles

• ვეტერანი

5-6 წელი აქვს დაკარგული, რომელიც მისი ბრალი არაა. ნადალი აქამდე რამდენჯერმე ექნებოდა დამარცხებული. კიდევ მოასწრებს ბევრის დამარცხებას და დიდი გამარჯვებების მოპოვებას. მადლობა მონიჭებული სიამოვნებისათვის!!!!

• ზიზუ

გენაცვალე შენ ნიკა, სამწუხაროა რომ წააგე მაგრამ არაუშავს წააგე მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელთან ამ ეტაპზე, გული არ გაიტეხო და უფრო მეტი ივარჯიშე, უნებლიე შეცდომებს აკეთებ ძალიან ბევრს და ამ ფაქტორმა გადაწყვიტა შენი წაგება სხვა ყველაფერში არაფრით არ ჩამოუვარფებოდი ნადალს თუ უკეთესი არ იყავი. მე ქართველს რა უთხარი ქართველის წარმატება რომ არ გაგახარებს

• madloba nikoloz

ქართული ჩოგბურთის გონიერი მედროშე

• დათო

ყოჩაღ ნიკას!!! ღირსეულად იბრძოლა!!! ძალიან ლამაზი გათამაშებები მოიგო!!! რატომ შეცდომები??? ნადალთან თუ ზღვარზე არ ითამაშე და დაარბილე, ყველაფერს წააგებ!!! ასე , რომ ამ ტაქტიკას მე ვამართლებ!!! იგივე აზრი მაქვს მეორე ჩაწოდებაზეც, სწორად რისკავს!!! ჩემი აზრით ცოტა დაიღალა, ყველა თამაში ოთხ სეტზე ნაკლები არ ქონია!!! და რაც დღეს ჩემი აზრით მოხდა მთავარი: ნიკამ ირწმუნა, რომ შეუძლებელია არაფერია და ტოპ მოთამაშეების დონეზე შეუძლია თამაში!!!

• domenti

რაფა არის რობოტი ნიკა კიდე მაგარი კაცია და მაგრაც აქეს მიმოხილვაში

• ოდალა

ყოჩაღ ნიკო! გათამაშებაში ტოპ მოთამაშე ხარ. მოწოდება და ბადესთან ახლოს თამაში გინდა და ტოპ-20 შენია.

• გიორგი

ენა როგორ უნდა მოგიბრუნდეს ნიკას გამოსვლაზე, მაგრამ დაღლილობაა საწყენი, ფიზიკურად უკეთ უნდა მომზადებულიყო, თან ზუსტად მაგ მიზეზთ გამოტოვა ცინცინატის ტურნირი და 200 ქულა დაკარგა... ასევე საწყენია მისი შეცდომები, განსაკუთრებით ბოლო სეტის გათამაშებაში, პაქტიურად არც უთამაშია, თითქოს "ზალით" წააგო ბოლო სეტი...

• 912

ეს ვითომ ბუღა ხომ ვარბენინეთ ტრაწიანი ხარივით წინ და უკან 3 საათზე მარტი დანარჩენს დრო და გამოცდილება მოიტანს...

• წარმატებები ნიკოლოზ!

ძალიან გულდასაწყვეტია,ძალიან ბევრი გვანერვიულა და გაგვაბრაზა კიდეც,მაგრამ ნუ დაგვავიწყდება რომ ცოცხალ ლეგენდასთან,მსოფლიოს ნომერ პირველ ჩოგბურთელთან დამარცხდა.

• დდდ

მაგარი კაცი ხარ ნიკოლოზ. მჯერა რომ არ შეწყვიტავ პროგრეს და მომავალ ტურნირებში უფრო მეტი მოტივაციით ითამაშებ.შენი ადგილი ათეულშია.მეტი გამოცდილება და შორს არაა ის დრო როცა მოუგებ ესეთ მართლა გიგანტებს! წარმატებები და მადლობა ესეთი ღირსეული თამაშისთვის!

• fani

გენაცვალე ბასილ ვუყურებდი ამ მართლაც დაუვიწყარ თამაშს გიყურებდი და ვამაყობდი რომ ქართველი ვარ და შესანიშნავ ჩოგბურთელს ვგულშEმატკივრიბ შენი სახით ახლა რაღას იტყვით საინტერესოა ზოგიერთი რომ არის აქ უაზრო პესიმისტი და რომ წერდით ჰამბურგის მოგების მერე ერთი გაუვარდა ყარაულის თოფივიტო გაუვარდა და მერე როგორ მისი ნასროლი ბევრს მოხვდება მომავალში

• შალვა 73

მადლობა ნიკოლოზ!!!

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა

ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია

"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია

აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში

ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა

[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო

ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია

ქამბექი არ შედგა - ბასილაშვილი სონეგოსთან დამარცხდა

რამდენი გამოიმუშავა ბასილაშვილმა მუსეტის დამარცხებით და რა წინსვლა ელის რეიტინგში - ქართველი ჩოგბურთელის წარმატება რიცხვებში

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

ბასილაშვილი: ჩემს ამ ასაკში ასეთი ქამბექის შესრულება სრული სიგიჟეა