პრემიერლიგის ამ ტურში ერთი პატარა სასწაული მოხდა - "უოტფორდმა", აგებდა რა "ტოტენჰემთან" საშინაო მატჩში, 2:1 გაიმარჯვა და ქულათა 100-პროცენტიანი მარაგით "ლივერპულსა" და "ჩელსის" შეუამხანაგდა უდანაკარგო ლიდერთა ჯგუფში...
შეიძლება გაგიკვირდეთ და, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა "უოტფორდმა" ინგლისის მთავარი ლიგის სტარტზე 4-დან 4 მატჩი მოიგო. ასე იყო ზუსტად 30 წლის წინაც, 1988/89 წლების სეზონში. სხვათა შორის, დაახლოებით ამავე პერიოდს (1987 წლის მაისი) ემთხვევა ის დღეც, როცა "უოტფორდმა" ბოლოჯერ შეძლო "ტოტენჰემის" დამარცხება...
ერთი სიტყვით, ესპანელი ხავი გრასია, ვინც ჩვენი საბა კვირკველია ძალიან გაამწარა "რუბინში" ყოფნისას, ახლა სხვა ისტორიას წერს "უოტფორდში" და ამაზე კიდევ ერთი სტატისტიკური მონაცემიც მეტყველებს - მას შემდეგ, რაც ამ წლის იანვარში გრასიამ ჩაიბარა გუნდი, "უოტფორდზე" მეტი (7) საშინაო მატჩის მოგება გრანდებმაც კი ვერ მოახერხეს...
02.09.18. უოტფორდი - ტოტენჰემი 2:1
"ძალიან ბედნიერი ვარ 4 მატჩში მოპოვებული 12 ქულით, მაგრამ ვამბობდი და კიდევ ვიტყვი - გაცილებით მეტი შეგვიძლია. ჩვენ შეგვიძლია ისიც, რომ არა მარტო შედეგი, თამაშის ხარისხიც კიდევ უფრო მაღალი იყოს", - თქვა "ბორნმუთთან" მოგებული თამაშის შემდეგ "ჩელსის" მწვრთნელმა მაურიციო სარიმ, რომელიც ჟოზე მოურინიოს, გუუს ჰიდინკის, კარლო ანჩელოტის, პეპ გვარდიოლასა და კრეიგ შექსპირის შემდეგ მე-6 მწვრთნელი გახდა პრემიერლიგაში, ვინც თავისი პირველი 4 მატჩი მოიგო.
მეტოქე გუნდის თავკაცმა ედი ჰოუმ კი დასძინა, რომ "ჩელსი" ამ სეზონში აბსოლუტურად განსხვავებული გუნდია თამაშის სრულიად განსხვავებული სტილით.
01.09.18. ჩელსი - ბორნმუთი 2:0
"ჩელსის" და "უოტფორდის" არ იყოს, 100-პროცენტიანი მაჩვენებელი აქვს "ლივერპულსაც", თუმცა ვერ ვიტყვით, რომ იურგენ კლოპის "წითლები" თვალს გვჭრიან შთამბეჭდავი თამაშით.
თან "ლივერპულს" დასჩემდა მეკარეთა სულელური შეცდომები. აგერ, ალისონ ბეკერმაც ჩააბარა ბურთი ჯეიმს მედისონს, ვისგანაც კარის წინ გახსნილმა რაშიდ ღეზალმა მიიღო პასი და "ლივერპულს" სანერვიულო გაუჩინა. თუმცა კლოპის გუნდისთვის ყველაფერი მშვიდობით დასრულდა. 2016 წლის დეკემბრის შემდეგ მერსისაიდელებს აღარ წაუგიათ ისეთი მატჩი, რომელშიც თავად დაწინაურდნენ.
კლოპმა ალისონის შეცდომაზე ყურადღება დიდად არ გაამახვილა - ერთ დღესაც ასეთ შეცდომას ყველა მეკარე უშვებსო. სწორედ "ასეთი შეცდომის" გამო აღარ არის დღეს "ლივერპულში" ლორის კარიუსი...
01.09.18. ლესტერი - ლივერპული 1:2
"მანჩესტერ სიტიმ" არცთუ იოლად მოუგო "ნიუკასლს", არადა, "ქალაქელებისთვის" ისტორიულად ეს ისეთი მეტოქეა, უკეთესს რომ ვერ ინატრებ - "სიტიმ" "კაჭკაჭებს" ზედიზედ მე-10 საშინაო მატჩი მოუგო (ასეთივე მაჩვენებელი აქვს "ვულვზთანაც").
თუმცა რაფა ბენიტესის "ნიუკასლი" სტუმრად ქულების დაგროვებით რომ ვერ გამოირჩევა, ესეც ვიცით - ბოლო 10 საგარეო მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო, 3 ფრედ ითამაშა და 6-ჯერ დაყარა ფარ-ხმალი.
მატჩის შემდეგ პეპ გვარდიოლამ ყველაზე მეტად ერთ ფაქტს გაუსვა ხაზი - შედეგზე მეტად, კმაყოფილი ვარ ფეხბურთელებს შორის შეთამაშების დონითო, რითიც ოსტატურად აარიდა თავი სხვა ხარვეზებზე საუბარს.
01.09.18. მანჩესტერ სიტი - ნიუკასლი 2:1
თითქოს გაძლიერებულმა "ევერტონმა" დისკვალიფიცირებული რიჩარლისონის გარეშე ვერ შეძლო "ჰადერსფილდის" დამარცხება. "ჰადერსფილდი" იორკშირული გუნდია, ამ საგრაფოს კლუბებს კი "გუდისონ პარკზე" 1999 წლის შემდეგ არ მოუგიათ. ხანდახან ისტორია ბევრ რამეზე ახდენს გავლენას...
"არსენალმა" სტარტზე ზედიზედ 2 მარცხის შემდეგ ზედიზედ მე-2 მატჩი მოიგო, რითაც გამოჩნდა, რომ უნაი ემერი ნელ-ნელა ჭრის გუნდს სათავისო თარგზე. "კარდიფმა" მაგრად იომა და ეგებ ცოდვაც იყო წასაგებად, მაგრამ კლასთან მაინც ვერაფერს გახდა.
02.09.18. კარდიფი - არსენალი 2:3
მარკუს რაფორდი გააძევეს, პოლ პოგბამ კი პენალტი ვერ გაიტანა, თუმცა "მანჩესტერ იუნაიტედმა" მაინც გაიმარჯვა ჟოზე მოურინიოსთვის სიკვდილ-სიცოცხლის მატჩში. არადა, რა ადრე დაუდგა ეს დღე "განსაკუთრებულს"?! - ჯერ მხოლოდ 4 ტურია გასული...
02.09.18. ბარნლი - მანჩესტერ იუნაიტედი 0:2
ფაქტები
"ჩელსიმ" მეექვსედ შეძლო პრემიერლიგის სტარტზე პირველი 4 მატჩის მოგება, ხოლო პირველად - 2014/15 წლების სეზონის შემდეგ, როცა გუნდს ჟოზე მოურინიო წვრთნიდა.
პედრო როდრიგესმა ("ჩელსი") მიმდინარე პრემიერლიგის პირველ 4 მატჩში 3 გოლი გაიტანა, იმაზე ერთით მეტი, ვიდრე წინა 23-ში.
არც ერთ ფეხბურთელს არ მიუცია რობერტო ფირმინოსთვის ("ლივერპული") იმაზე მეტი საგოლე პასი, ვიდრე ჯეიმს მილნერს - 9.
იურგენ კლოპის მწვრთნელობის პერიოდში რობერტო ფირმინომ 60 გოლში მიიღო მონაწილეობა (37 გაიტანა, 23 გაატანინა), რაც 15-ით მეტია "ლივერპულის" ნებისმიერი სხვა ფეხბურთელის მონაცემებზე.
სერხიო აგუერომ ("მანჩესტერ სიტი") "ნიუკასლთან" 12 მატჩში 17 გოლში მიიღო მონაწილეობა (14 გოლი, 3 საგოლე პასი), რაც სხვა გუნდებთან მიმართებაში უპრეცედენტო ფაქტია.
"ბრაიტონმა" ინგლისის მთავარ ლიგაში პირველად შეძლო ისეთი თამაშის მოგება, რომელსაც ორბურთიანი სხვაობით აგებდა.
ანდრე შიურლემ ("ფულჰემი") კარიერაში პირველად შეძლო ზედიზედ ორ მატჩში გატანა.
2010/11 წლების სეზონის (ავრაამ გრანტი) შემდეგ მანუელ პელეგრინი "ვესტ ჰემის" პირველი მწვრთნელია, ვინც სტარტზე ზედიზედ 4 მატჩი წააგო.
"ფულჰემში" დებიუტის (2018 წლის თებერვალი) შემდეგ ალექსანდრ მიტროვიჩმა პრემიერლიგაში ყველაზე მეტი (16) გოლი გაიტანა.
პრემიერლიგა. IV ტური
ლესტერი-ლივერპული 1:2
გოლები: 0:1 მანე (10), 0:2 ფირმინო (45), 1:2 ღეზალი (63)
ლივერპული (4-3-3): ალისონი - ალექსანდერ-არნოლდი (89. მატიპი), გომესი, ვან დაიკი, რობერტსონი - ვეინალდუმი, ჰენდერსონი (71. კეიტა), მილნერი - სალაჰი (71. შაჩირი), მანე, ფირმინო.
ბრაიტონი-ფულჰემი 2:2
გოლები: 0:1 შიურლე (43), 0:2 მიტროვიჩი (62), 1:2 მარეი (67), 2:2 მარეი (84-პენ)
გამოუყენებელი პენალტი: გროსი (25. ბრაიტონი)
ჩელსი-ბორნმუთი 2:0
გოლები: 1:0 პედრო (72), 2:0 აზარი (85)
ჩელსი (4-3-3): არისაბალაგა - ასპილიკუეტა, რიუდიგერი, დავიდ ლუიზი, ალონსო - კანტე, ჟორჟინიო, კოვაჩიჩი (79. ლოფტუს-ჩიკი) - ვილიანი (65. პედრო), აზარი, მორატა (61. ჟირუ).
კრ. პალასი-საუთჰემპტონი 0:2
გოლები: 0:1 ინგსი (47), 0:2 ჰოიბერგი (90+2)
გამოუყენებელი პენალტი: ოსტინი (65. საუთჰემპტონი)
ევერტონი-ჰადერსფილდი 1:1
გოლები: 0:1 ბილინგი (34), 1:1 კალვერტ-ლიუინი (36)
ვესტ ჰემი-ვულვზი 0:1
გოლი: 0:1 ტრაორე (90+3)
მანჩესტერ სიტი-ნიუკასლი 2:1
გოლები: 1:0 სტელინგი (8), 1:1 იედლინი (30), 2:1 უოლკერი (52)
სიტი (4-1-3-2): ედერსონი - უოლკერი, სტოუნზი, ლაპორტი, მენდი - ფერდინანდი - მაჰრეზი (76. გიუნდოგანი), დავიდ სილვა (89. კომპანი), სტერლინგი - აგუერო, გაბრიელ ჟეზუში (58. ბერნარდო სილვა).
კარდიფი-არსენალი 2:3
გოლები: 0:1 მუსტაფი (11), 1:1 კამარასა (45+2), 1:2 ობამეიანგი (62), 2:2 დ. უარდი (70), 2:3 ლაკაზეტი (81)
არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - ბელერინი, მუსტაფი, პაპასტატოპულოსი, მონრეალი - გენდუზი (70. ტორეირა), ჯაკა - იოზილი (84. უელბეკი), რემზი, ობამეიანგი (89. მხითარიანი) - ლაკაზეტი.
ბარნლი-მანჩესტერ იუნ 0:2
გოლები: 0:1 ლუკაკუ (27), 0:2 ლუკაკუ (44)
გამოუყენებელი პენალტი: პოგბა (69. მანჩესტერი)
მანჩესტერი (4-3-3): დე ხეა - ვალენსია, სმოლინგი, ლინდელიოფი, შოუ - ფელაინი, მატიჩი, პოგბა (90+2. ბაილი) - ლინგარდი (77. ანდერ ერერა), ალექსის სანჩესი (61. რაშფორდი), ლუკაკუ.
გაძევება: რაშფორდი (71. მანჩესტერი)
უოტფორდი-ტოტენჰემი 2:1
გოლები: 0:1 დუკური (54-საკ. კარში), 1:1 ტ. დინი (69), 2:1 კეტკარტი (76)
ტოტენჰემი (3-1-4-2): ვორმი - ალდერვეირელდი (81. ლორენტე), დავინსონ სანჩესი, ვერტონგენი - დემბელე (86. უინქსი) - ტრიპიერი, ერიქსენი, ალი, ბ. დევისი (89. როუზი) - ლუკას მოურა, კეინი.
ბომბარდირები: 4 - სადიო მანე (ლივერპული), ალექსანდარ მიტროვიჩი (ფულჰემი);
მომდევნო ტური
15 სექტემბერი: ტოტენჰემი-ლივერპული, ბორნმუთი-ლესტერი, ჩელსი-კარდიფი, ჰადერსფილდი-კრ. პალასი, მანჩესტერ სიტი-ფულჰემი, ნიუკასლი-არსენალი, უოტფორდი-მანჩესტერ იუნაიტედი
16 სექტემბერი: ვულვზი-ბარნლი, ევერტონი-ვესტ ჰემი
17 სექტემბერი: საუთჰემპტონი-ბრაიტონი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
"არსენალის" მეტოქეს "კვარა" დიდწილად განსაზღვრავს - ჰაკიმის გარეშე
"არსენალი" გაძლიერებას იწყებს - "მეთოფეებს" მორგან როჯერსის გაფორმება სურთ
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
[VIDEO] გიორგი მიქაუტაძემ "ენფილდზე" "ლივერპულს" გაუტანა!
[VIDEO] მიქაუტაძემ ალისონს გაუტანა - "ლივერპულმა" "ვილიარეალს" თამაში შემოუტრიალა
საკუთარ გუნდში საუკეთესო - როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მიქაუტაძემ "ლივერპულთან" მატჩში?
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
"აქ ღმერთივით მოგექცევით" - პირს მორგანმა ხულიან ალვარესს მიმართა
მარტინელიც თურქეთის სუპერლიგაში? - "გალათასარაიმ" "არსენალს" წინადადებით მიმართა
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
"როგორ შეიძლება ასეთი რამ თქვა? ეს აღმაშფოთებელია" - რიოლომ ლუის ენრიკე გააკრიტიკა
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
უდიდესი მატჩის დღე! - პსჟ ზედიზედ მეორედ თუ "წითელ" ლონდონში პირველად
"ასეთი თამაში მიუღებელია" - კერიკი "კომოსთან" 1:4 მარცხის შემდეგ
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
"არსებობდა დაუწერელი წესი, თუ ვარჯიშზე მესისთან ახლოს მიხვიდოდი..." - კუკურელიამ "ბარსელონაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
Virgilio Sport: ნუთუ ლუის ენრიკე კვარადონას ზუსტად ისევე ჩამოწერს, როგორც დონარუმას?
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს