29 წლის ქართველმა ფეხბურთელმა დათა სიჭინავამ "რუსთავი" დატოვა და კარიერას საფრანგეთის ქვედალიგელ "ლე პორტელში" გააგრძელებს.

SPORTALL.GE ფეხბურთელს დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვა დაუსვა.

- რა იყო "რუსთავის" დატოვების მიზეზი?

- კლუბში არანაირი პრობლემა არ მქონდა. პირიქით, დამეხმარნენ, რომ წავსულიყავი. გამომიჩნდა ვარიანტი და პერსპექტივის გამო წავედი. იყო უფრო მაღალი დივიზიონის გუნდის ვარიანტიც, მაგრამ უეფას წესებით, ერთ სეზონში ფეხბურთელს სამ სხვადასხვა კლუბში ასპარეზობის უფლება არ აქვს. ამიტომ დაბალ ლიგაში მივდივარ დროებით და სეზონის ბოლოს გაირკვევა, სად გადავალ. გააჩნია, როგორ ვითამაშებ.

- რა დონის გუნდია "ლე პორტელი", რას ელოდებით ამ გუნდისგან და რა იქნება თქვენი მიზანი ამ სეზონში?

- ჩემი მიზანია, მაღალ დონეზე წარმოვაჩინო თავი, რათა უფრო მაღალი დონის ჩემპიონატსა და კლუბში გავაგრძელო თამაში.

- თუ საიდუმლო არ არის, რომელ კლუბებზე ან ჩემპიონატზეა საუბარი?

- კლუბზე ჯერ ვერაფერს გეტყვით. როცა იქნება რეალური შემოთამაზება, აუცილებლად გაგაგებინებთ. ახლა მივდივარ დაბალ ლიგაში, რათა თავი კარგად წარმოვაჩინო. ჩემი მიზანი მაღალი დონის კლუბში გადასვლაა.

მინდა, ამ შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო "რუსთავის" გულშემატკივრებს, ბატონ ვარლამ კილასონიას, მთლიანად სამწვრთელო შტაბსა და გუნდის სპორტულ დირექტორ ლევან სილაგაძეს.

დათა სიჭინავამ მიმდინარე სეზონში "მერანსა" და "რუსთავში" იასპარეზა. 2017 წლის სეზონში კი ეროვნულ ლიგა 2-ში 30 გოლის გატანა მოახერხა.

კვერნაძე 90-ე წუთზე შეცვალეს - "ფროზინონე" "პალერმოსთან" ფრეს დასჯერდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლეგენდები მიდიან. "ლივერპულში" დიდი წმენდა იწყება - მამარდაშვილი ძირითადი მეკარე იქნება
კვერნაძე 90-ე წუთზე შეცვალეს - "ფროზინონე" "პალერმოსთან" ფრეს დასჯერდა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
დათა სიჭინავა "რუსთავში" დაბრუნდა
დათა სიჭინავა კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
დათა სიჭინავა: "რუსთავიდან" ჩემი წასვლის მთავარი მიზეზი მწვრთნელი გაზაევია
[VIDEO. ეროვნული ლიგა 2] "რუსთავი" ცალი ფეხით უმაღლესშია!
[ეროვნული ლიგა 2] "რუსთავი" ელიტაში დაბრუნდა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო თბ 0:0 რუსთავი. ვერგატანილი პენალტი, გაუქმებული წითელი ბარათი...
VIDEO | ეროვნული ლიგა. კრიზისი ქუთაისში - ორიდან ორი მარცხი სტარტზე!
დათა სიჭინავა "რუსთავში" მესამედ დაბრუნდა
"ცხინვალის" ფეხბურთელი Sportall.ge-სთან საუბარში თურქეთში დაკავების დეტალებს ჰყვება
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი