ფიგურულ სრიალში მსოფლიოს ჩემპიონატის წინასწარ რაუნდში ელისონ რიდისა და ოთარ ჯაფარიძის დუეტმა მე-6 ადგილი დაიკავა
ორი დღეა, რაც მოსკოვში ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო. რუსეთის დედაქალაქი ტურნირს ტოკიოს ნაცვლად მასპინძლობს. გუშინ შეჯიბრებაში ქართველები ჩაერთნენ - ყინულზე ცეკვებში წინასწარი რაუნდი გაიმართა.

17 წყვილმა თავისუფალი პროგრამა შეასრულა და 10 საუკეთესო მსოფლიოს ჩემპიონატის ძირითად ტურნირში გავიდა. სასიხარულოა, რომ მათ შორის ელისონ რიდისა და ოთარ ჯაფარიძის ქართული დუეტია. 16 წლის რიდი და 23 წლის ჯაფარიძე 70,90 ქულით მე-6 ადგილზე გავიდნენ. მათ წინ კანადური, გერმანული, ლიტვური, ჩინური და უკრაინული წყვილები გაუშვეს, დანარჩენებს კი აჯობეს.

საკვალიფიკაციო რაუნდი 87,22 ქულით კანადელებმა, კეტლინ ვივერმა და ენდრიუ პოჟმა მოიგეს. მე-2 ადგილზე გერმანელები, ნელი ჟიგანშინა და ალექსანდერ გაზსი გავიდნენ. სხვათა შორის, მესამეადგილოსან ლიტვურ წყვილს ერთ დროს ჯაფარიძის მეწყვილე და საქართველოს სახელით მოასპარეზე იზაბელა ტობიასი და დეივიდას სტაგნიუნასი შეადგენენ (77, 63 ქულა).

ყინულზე ცეკვებში ძირითადი ტურნირი 29 აპრილს დაიწყება, როცა ძირითადში დაშვებული 15 და საკვალიფიკაციოში გამარჯვებული 10 დუეტი მოკლე პროგრამას შეასრულებს. 25-დან 20 გუნდი კი თავისუფალ პროგრამას შეასრულებს და მედლებისთვის იბრძოლებს. შეგახსენებთ, რომ რიდისა და ჯაფარიძის დუეტი შარშანდელ მსოფლიოს ჩემპიონატზე 21-ე იყო, ხოლო ოლიმპიურ თამაშებზე - 22-ე. სხვათა შორის, ძირითად ბადეში არიან იაპონიის სახელით მოასპარეზე კეტი და კრის რიდები, ელისონის და-ძმა.

სხვათა შორის, ვაჟთა წინასწარ რაუნდში ბულგარეთის სახელით მოასპარეზე გიორგი კენჭაძემ 73,72 ქულით უკანასკნელი, 24-ე ადგილი დაიკავა. 29 აპრილს მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩვენი უმთავრესი იმედი ელენე გედევანიშვილიც ჩაერთვება.

მსოფლიო ჩემპიონატზე დევისი-სმოლკინის წყვილმა მეათე ადგილი დაიკავა, ეგაძემ - მეთერთმეტე
გუბანოვამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მეათე ადგილი დაიკავა
სმოლკინი-დევისის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობის უფლება მიიღო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა