6 სექტემბერს უეფას ახალი ტურნირი - ერთა ლიგა იწყება. მასში მონაწილეობას რეიტინგის მიხედვით დაყოფილი 55 ეროვნული გუნდი მიიღებს.

ნაკრებები ლიგებში 4 ჯგუფად არიან დაყოფილნი:

А ლიგა

I ჯგუფი: ჰოლანდია, საფრანგეთი, გერმანია

II ჯგუფი: ისლანდია, შვეიცარია, ბელგია

III ჯგუფი: პოლონეთი, იტალია, პორტუგალია

IV ჯგუფი: ხორვატია, ინგლისი, ესპანეთი

A დივიზიონში პირველ ადგილებზე გასული გუნდები 2019 წლის ივნისში უეფას ერთა ლიგის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებენ და გამოვლინდება ტურნირის საუკეთესო ნაკრები. ფინალური ეტაპის მასპინძელი ქვეყანა 2018 წლის დეკემბერში დასახელდება.

ის ნაკრებები, რომლებიც ჯგუფებში ბოლო ადგილებს დაიკავებენ, 2020 წლის ერთა ლიგაში ერთი დივიზიონით დაქვეითდებიან და B დივიზიონში გააგრძელებენ ასპარეზობას.

ჯგუფური ეტაპის შემდეგ, 2020 წლის მარტში, 4 გამორჩეული ნაკრები პლეი-ოფში ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის იბრძოლებს.

B ლიგა

I ჯგუფი: ჩეხეთი, უკრაინა, სლოვაკეთი

II ჯგუფი: თურქეთი, შვედეთი, რუსეთი

III ჯგუფი: ჩრდილო ირლანდია, ბოსნია, ავსტრია

IV ჯგუფი: დანია, ირლანდია, უელსი

ჯგუფის გამარჯვებული 4 ნაკრები 2020 წლის ერთა ლიგაში ერთი დივიზიონით მაღლა აიწევს. 2020 წლის მარტში 4 საუკეთესო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად იბრძოლებს.

ჯგუფების აუტსაიდერები B დივიზიონიდან გავარდებიან და მომავალ გათამაშებაში C დივიზიონში იასპარეზებენ.

С ლიგა

I ჯგუფი: ისრაელი, ალბანეთი, შოტლანდია

II ჯგუფი: ესტონეთი, ფინეთი, საბერძნეთი, უნგრეთი

III ჯგუფი: კვიპროსი, ბულგარეთი, ნორვეგია, სლოვენია

IV ჯგუფი: ლიეტუვა, მონტენეგრო, სერბეთი, რუმინეთი

ოთხი საუკეთესო ნაკრები მომავალ ერთა ლიგაში მაღალ დივიზიონში დაწინაურდება. გარდა ამისა, 2020 წლის მარტში ეს ოთხი ნაკრები ტრადიციული პლეი-ოფის სისტემით გაითამაშებს ევროპის ჩემპიონატის საგზურს. ოთხი აუტსაიდერი კი D დივიზიონში დაქვეითდება.

D ლიგა

I ჯგუფი: ანდორა, ყაზახეთი, ლატვია, საქართველო

II ჯგუფი: სან მარინო, მოლდოვა, ლუქსემბურგი, ბელორუსი

III ჯგუფი: კოსოვო, მალტა, ფარერები, აზერბაიჯანი

IV ჯგუფი: გიბრალტარი, ლიხტენშტეინი, სომხეთი, მაკედონია

დღევანდელი მატჩების განრიგი:

6 სექტემბერი

A ლიგა

I ჯგუფი: გერმანია-საფრანგეთი 22:45

B ლიგა

I ჯგუფი: ჩეხეთი-უკრაინა 22:45

IV ჯგუფი: უელსი-ირლანდია 22:45

C ლიგა

III ჯგუფი: ნორვეგია-კვიპროსი 22:45

III ჯგუფი: სლოვენია-ბულგარეთი 22:45

D ლიგა

I ჯგუფი: ყაზახეთი-საქართველო 18:00

I ჯგუფი: ლატვია-ანდორა 22:45

IV ჯგუფი: სომხეთი-ლიხტენშტაინი 20:00

IV ჯგუფი: გიბრალტარი-მაკედონია 22:45

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
შესარჩევს თურქეთთან თბილისში ვიწყებთ, წელს სომხეთში სტუმრობით - კალენდარი და თავისუფალი ივნისი
რა შანსი აქვს საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის? - რას გვაძლევს "ერთა ლიგა", ყველაზე რთული და მარტივი მეტოქეები შესარჩევ ეტაპზე...
ერთი კვირა სომხეთამდე, შემადგენლობა ცნობილია - ნაკრები კვარაცხელიას ახალი გამოწვევებითა და ლიდერის გარეშე იწყებს!..
უკრაინა VS საქართველო - ცნობილი განაცხადი და უცვლელი შემადგენლობა
რა შანსი აქვს საქართველოს ჯგუფის მოგების, მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის და რა შემთხვევაში დავქვეითდებით - ყველაფერი ჩეხეთამდე
უკრაინა - რთული მეტოქე საქართველოს ნაკრებისთვის - ხასიათი, პრობლემები და ჩვენი სტატისტიკა