"ბარიმ" - ელიტა, "იუვემ" კი სახე დაკარგა
XXXIV ტურის შემდეგ, "ბარიმ" საბოლოოდ დაკარგა სერია A-ში ადგილის შენარჩუნების შანსი და მომდევნო სეზონს ქვედა ლიგაში გაატარებს. ეს ისედაც ცხადი იყო, თუმცა გასულ უქმეებზე ოფიციალური სახე მიიღო. გარდა ამისა, "მილანი" კიდევ უფრო ახლოს მიუახლოვდა სკუდეტოს, 'ბრეშა" კი - სერია B-ს - ეს ორი გუნდი ერთმანეთს "დაეჯახა" და გამარჯვება ჩემპიონატის ერთპიროვნულმა ლიდერმა მოიპოვა. "იუვენტუსმა" კიდევ ერთხელ გააწბილა გულშემატკივრები, რის შემდეგაც ჯანლუიჯი ბუფონმა მთავარი მწვრთნელიც კი გააკრიტიკა. სანამ ტურის სიმბოლურ ნაკრებზე გადავიდოდეთ, სწორედ ჯიჯის მოვუსმინოთ:

"სიმართლე გითხრათ, ასეთი გაბრაზებული საკუთარ თავზე არასდროს ვყოფილვარ. არ გვაქვს იმის უფლება, რომ ასე ვანიავოთ ქულები და მაინც ამას ვაკეთებთ. ჩემპიონთა ლიგაზე საუბარი აღარაა, ჩვენ ერთადერთი მიზანი დაგვრჩა: შევინარჩუნოთ სახე. დიახ, სამწუხარო რეალობა ესაა და მას თვალი უნდა გავუსწოროთ. მწვრთნელი? - ფაქტია, რომ მიმდინარე სეზონში ცუდი შედეგები გვაქვს, რაშიც ლუიჯი დელ ნერისაც მიუძღვის ბრალი. არც კი ვიცი რა უნდა მოხდეს, რომ პოსტი შეინარჩუნოს და მომდევნო სეზონშიც გუნდის სათავეში დარჩეს".

ტურის სიმბოლური ნაკრები

აბიატი (მილანი) - კასეტი (რომა), ბოვო (პალერმო), პალეტა (პარმა), ბალცარეტი (პალერმო) - ნოჩერინო (პალერმო), ჯემაილი (პარმა), სნეიდერი (ინტერი) - ამაური (პარმა), დელ პიერო (იუვენტუსი), დი მიკელე (ლეჩე).

სიმბოლურ გუნდში "პალერმოს" ფეხბურთელთა სიმრავლეა, რაც არ არის გასაკვირი, რადგან სიცილიელებმა ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერს, "ნაპოლის" მოუგეს. დაცვის ოთხეულიდან, ორი სწორედ კუნძულელია, რაზეც აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება - დაახლოებით ერთი თვის წინ, კლუბის პრეზიდენტმა მაურიციო ძამპარინიმ პირდაპირ განაცხადა, რომ მის გუნდს ყველაზე სუსტი უკანა ხაზი ჰყავს მთელს აპენინებზე.

პრინციპში, როდესაც ერთ შეხვედრაში შვიდ გოლს გაუშვებ, შეგიძლია კიდეც ასეთი დასკვნის გაკეთება. თუმცა, როგორც გასულ უქმეებზე გამოჩნდა, პრობლემა არა იმდენად ცალკეულ ფეხბურთელებში, არამედ გუნდური მექანიზმის მოშლაში გახლდათ. დელიო როსის ერთთვიანი შესვენება აშკარად მოუხდა, მისი "პალერმო" კარგად გამოიყურება და ქულებსაც უხვად აგროვებს, რამაც შეიძლება გუნდი ევროპის ლიგის საგზურამდე მიიყვანოს.

სიმბილურში "პარმას' სამი ფეხბურთელია, რაც ასევე ძალიან ლოგიკურია. "პალერმოსი" არ იყოს, ბოლო დროს "პარმამაც" გამოაჩინა ბრჭყალები. თავად განსაჯეთ: XXXIII ტურში "ინტერი' დაამარცხა საკუთარ მოედანზე, გასულ შაბათს კი "უდინეზეც" მოინელა გასვლაზე და ამ ორ მეტად რთულ პაექრობაში ქულათა მაქსიმუმი აიღო. ფრიულელთა ძლევაში კარვალიო ამაურიმ დაიდო ლომის წილი, რომელზეც ქვემოთ უფრო ვრცლად ვისაუბრებთ.

ბრაზილიური წარმოშობის იტალიელთან ერთად, შეტევის წინა ხაზზე ალესანდრო დელ პიეროს და დავიდე დი მიკელეს ვხედავთ. ორივემ დუბლი შეასრულეს, თუმცა ისე მოხდა, რომ მათმა გუნდებმა გამარჯვებას ვერ მიაღწიეს - "იუვენტუსმა" "კატანიას" დაუთმო ერთი ქულა, "ლეჩე" კი სულაც დამარცხდა "ჯენოასთან". სამივე შემტევი ვეტერანებს უნდა მივაკუთვნოთ და როგორც ხედავთ, ჯერ კიდევ ჯობნიან ბევრ ახალგაზრდას. კარს კრისტიან აბიატი იცავს, რომელმაც "ბრეშასთან" ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა მიმდინარე სეზონში. დამაჯერებლად გაისარჯა და რამდენჯერმე აშკარა გოლისგან იხსნა "მილანი".

ტურის გმირი

როდესაც საბოლოოდ გადაწყდა და კარვალიო ამაურიმ "იუვენტუსიდან" "პარმას' მიაშურა, ტურინული გრანდის გულშემატკივრებმა შვებით ამოისუნთქეს - აქაოდა, ზედმეტი ტვირთისგან განვთავისუფლდითო. სწორედ სეზონის მეორე ნახევარში დაეწყო "ვეკია სენიორას" მწვავე კრიზისი, განსაკუთრებით შეტევაში გაუჭირდა, ამაური კი ძალიან კარგად მოერგო ახალ გუნდს და როგორც ხედავთ, გოლს გოლზე იტანს.

ამჯერად, კარვალიომ "სტადიო ფრიულიზე" გაიბრწყინა, სადაც "უდინეზეს" გაუტანა ორი გოლი და მის გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა. ერთ დროს გასავარდნ ზონაში მყოფი "პარმა" კარგა გვარიანად აჩოჩდა ზემოთ და ყველა ლოგიკით, უნდა შეინარჩუნოს კიდეც ადგილი სერია A-ში.

"უდინეზესთან" მატჩის შემდეგ, ამაური ამაღლებულ განწყობაზე იყო:

"საოცარი თამაში იყო, რომელიც საბედნიეროდ ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. მიზნად სერია A-ში ადგილის შენარჩუნება გვაქვს დასახული და საამისოდ ყველაფერს ვაკეთებთ. რაც შეეხება პირადად ჩემს თამაშს, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და შესაბამისად, გოლებიც გამაქვს. ფეხბურთელისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს და ატმოსფეროს გუნდში, რომ თავი საუკეთესო კუთხით წარმოაჩინოს. როდესაც ტურინში ცუდი დროება დამიდგა, ბევრმა ჩამომწერა, ემილიელებმა კი ირწმუნეს ჩემი და მეც დამაჯერეს, რომ უმაღლეს დონეზე თამაში კიდევ შემეძლო. ამიტომ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ "პარმას" წარმატების მიღწევაში დავეხმარო".

ტურის შემობრუნება

იტალიური ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდის, ალესანდრო დელ პიეროს მონდომება საკმარისი არ არის იმისთვის, რომ "იუვენტუსმა" სტაბილურად იასპარეზოს და გამარჯვებები მოიპოვოს. "ბიანკონერი" საკუთარ მოედანზე ეთამაშა "კატანიას' და კაპიტნის გოლებით ორი ბურთის სხვაობით ამარცხებდა, თუმცა საბოლოოდ, მხოლოდ ფრეს დასჯერდა. ორბურთიანი ფორის განიავებას საკუთარ მოედანზე და თანაც გასავარდნ ზონასთან ახლოს მყოფ გუნდთან, ნამდვილად მოხერხება უნდა. "იუვეს" ბედოვლათობა არ აკნინებს სიცილიელთა მონდომებას და ბრძოლისუნარიანობას, რომლებმაც ურთულესი მდგომარეობიდან მოახერხეს გამოძრომა და ქულის აღება.

კიდევ ერთი შეხვედრა, რომელზეც თქვენი ყურადღება უნდა გავამახვილოთ, ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონზე გაიმართა. "ინტერი" "ლაციოსთან" მინიმალური სხვაობით მარცხდებოდა და საბოლოოდ, 2:1 გაიმარჯვა. თითქოს განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მილანელებმა შეხვედრის სათავისოდ შეტრიალება კაცნაკლულებმა მოახერხეს. დიახ, მატჩის არბიტრმა პირველივე ტაიმში გააძევა მოედნიდან ჟულიო სეზარი, რასაც მოჰყვა კიდეც მაურო სარატეს ზუსტი თერთმეტმეტრიანი. სწორედ ამის შემდეგ ათამაშდნენ მასპინძლები და ჯერ ვესლი სნეიდერმა გაათანაბრა ანგარიში, სამუელ ეტოომ კი გამარჯვების გოლი გაიტანა. აი ასეთი რთული ვითარებიდან გამოძვრა "ნერაძური" და მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.

ტურის ფრაზა

ლუჩანო მოჯი (იუვენტუსის ყოფილი გენერალური დირექტორი): "გამოიწვია თუ არა "კალჩოპოლი" ჩემმა ფატალურმა შეცდომებმა? - 2001 წელს, "რომას" მესვეურებმა ედგარ დავიდსის შეძენის სურვილი გამოთქვეს და თანხის დასახელება მთხოვეს. ჩემი წინადადება იყო 15 მილიონი ევრო და სამი ფეხბურთელი პრიმავერადან: დანიელე დე როსი, გაეტანო დაგოსტინო და ალბერტო აკვილანი. მზად იყვნენ დაეთმოთ ეს სამი ფეხბურთელი, მაგრამ მხოლოდ 10 მილიონს გვთავაზობდნენ, რაზეც უარი განვაცხადე. ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა კარიერაში და ვერ ვხვდები რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს ამას "კალჩოპოლთან".

ციფრები და ფაქტები

- მიმდინარე სეზონში გატანილი 8 გოლიდან, ვესლი სნეიდერმა 5 საჯარიმო დარტყმით გაიტანა;

- "ლაციოს" "ინტერთან" გასვლითი მატჩი 1998 წლის შემდეგ აღარ მოუგია;

- 2010 წლის მარტის შემდეგ, "ნაპოლიმ" პირველად წააგო სერია A-ს ორი მატჩი ზედიზედ;

- ედინსონ კავანიმ მე-60 გოლი გაიტანა სერია A-ში, ხოლო 26-ე მიმდინარე სეზონში, რაც რეკორდია "ნაპოლის" ფეხბურთელებს შორის;

- თუ მხოლოდ საშინაო შეხვედრებს გავითვალისწინებთ, "იუვენტუსის" დაცვას ყველაზე ცუდი შედეგი აქვს სერია A-ს 20 გუნდს შორის;

- "ჩეზენასთან" მარცხი მეასე გამოდგა "ბოლონიას" თავკაც ალბერტო მალეზანის სამწვრთნელო კარიერაში. მის ანგარიშზეა 94 გამარჯვება და 76 ფრე;

- "ფიორენტინას" უკვე 6 თამაშია, რაც გასვლაზე არ წაუგია;

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
"მილანი" ადლის საუდის არაბეთში გაასხვისებს
40 წლის რაულ ალბიოლი სერია A-ში დაბრუნდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!