25 წლის ქართველი გამთამაშებელი გერმანულ "გისენს" რეგულარული სეზონის ბოლოს გამოეთხოვა
გუშინდელ ნომერში ლეგიონერების შესახებ მოგითხრეთ. ბოლო ქვეთავში დავწერეთ: ლაშა გამყრელიძის "გისენმა" სტუმრად "ფენიქსთან" 73:83 დათმო. 25 წლის ქართველ გამთამაშებელს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიაო.

ლაშას ბოლო მატჩებში მწვრთნელი დიდ დროს არ აძლევდა, თუმცა ყოველ შეხვედრაში ათამაშებდა. "ფენიქსთან" კი განაცხადშიც არ შეიყვანა. ამის მიზეზი გულშემატკივრებთან ერთად ჩვენც გვაინტერესებს. ამიტომ, ლაშას გერმანიაში ვესაუბრეთ.

"მატჩი ტრავმის გამო გამოვტოვე. კუნთი მქონდა დაჭიმული და გართულებებს მოვერიდე", - განმარტა ლაშამ.

"გისენისთვის" "ფენიქსთან" დაპირისპირება სეზონის ბოლო მატჩი იყო - რეგულარული ეტაპი დაასრულა და პლეი ოფში ვერ გავიდა. თუმცა, პლეი ოფს ვინ ჩივის, კინაღამ მეორე ლიგაში ამოყო თავი - სეზონის დასაწყისში ექვსი მატჩი რომ არ მოეგო, გასავარდნ ზონას ვერ ასცდებოდა. "გისენმა" სეზონი 9 მოგებითა და 25 წაგებით დაასრულა, რაც ბოლოდან მეოთხე ადგილის (მე-15) დასაკავებლად საკმარისი აღმოჩნდა. ლიგიდან გავარდა "მიტელდოიჩერი" (8 მოგება) და "დიუსელდორფი" (7).

- კარგია, რომ სეზონი კარგად დავიწყეთ. სწორედ მაშინ მოვაგროვეთ 6 მოგება, რამაც ლიგაში ადგილი შეგვინარჩუნა. ლიგიდან "დიუსელდორფი" და "მიტელდოიჩერი" გავარდნენ. "დოიჩერი" დამენანა, რადგან ამ გუნდის ღირსებას შარშან ვიცავდი და კარგი სეზონი ჩავატარე, - განაგრძო ლაშამ.

მკითხველს შევახსენებთ, რომ "მიტელდოიჩერში" მანუჩარ მარკოიშვილიც თამაშობდა და 2004 წელს ფიბას თასი მოიგო (ფინალში ვატო ნაცვლიშვილისა და ვიქტორ სანიკიძის "დიჟონი" დაამარცხა).

მეორე წრეში გამყრელიძეს მწვრთნელი უწინდებურად არ ენდობოდა. ამიტომ, ლოგიკურია, რომ იგი კარიერას "გისენში" აღარ გააგრძელებს...

- გისენელებს უკვე დავემშვიდობე. გაისად იქ აღარ ვითამაშებ. ახლა ისევ გერმანიაში ვარ, საქართველოში მალე ჩამოვალ და სუპერლიგის მატჩებსაც დავესწრები. საინტერესო ჩემპიონატია და დაძაბული პლეი ოფები უნდა გამოვიდეს.

იყო ვარიანტი გამყრელიძეს სეზონის დარჩენილი ერთი თვე საქართველოში ჩაემთავრებინა, მაგრამ ტარნსფერი ვერ განხორციელდა და ლაშა სუპერლიგის პლეი ოფებს მაყურებლის რანგში დაესწრება.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა