13 სექტემბერს მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ისრაელი 85:80 დაამარცხა.

გილოცავთ!

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა პარკეტზე: შენგელია, შერმადინი, ჯენინგი, ცინცაძე, სანაძე. პირველ მეოთხედში ორივე გუნდი შეტევაში უკეთ თამაშობდა, ვიდრე დაცვაში. ჩვენი გუნდი სამწამიანში ადვილად ატარებდა მეტოქეს და ზუროსმა სწრაფი კოენის გასანეიტრალებლად შერმადინის ნაცვლად ბითაძე შეუშვა შეცვლაზე.

საქართველოს ნაკრები თავიდანვე დაწინაურდა, მაგრამ მასპინძლები მე-8 წუთზე წინ გაიჭრნენ, თამაში ქულა ქულაში წავიდა და პირველი პერიოდი 26:23 მოვიგეთ. ამ 26 ქულიდან 13 შენგელიას ანგარიშზე იყო, რომელსაც სამქულიანები წაუვიდა.

შუა მეორე მეოთხედში საქართველოს ნაკრები 9 ქულით დაწინაურდა, რაც უკვე კარგი ფორა გახლდათ. აღსანიშნავია, რომ ოთხიდან ოთხივე სამქულიანი ჩააგდო სანაძემ. თამაში წაუვიდა ჩვენი გუნდის ახალწვეულ ჯენინგსაც.

პირველი ტაიმი 37:49 დასრულდა.

ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ თუ ადრე მოკლე სათადარიგოთა სკამის პრობლემა იყო, ამჯერად შეცვლაზე შესულებიც მშვენივრად ჩაერთვნენ თამაშში.

მეორე ტაიმში უპირატესობას მასპინძლები დეუფლნენ, 27-ე წუთზე წინ გაიჭრნენ და მეოთხედი 15 ქულით წავაგეთ - 68:65. აღსანიშნავია, რომ მათ მატჩის ამ მონაკვეთში შენგელიას შეჩერება მოახერხეს, რომელმაც მხოლოდ 2 ქულა შესძინა გუნდს.

მეოთხე პერიოდში ისრაელი 6 ქულით გაიჭრა წინ, თუმცა საქართველოს ნაკრებმა მატჩის დასრულებამდე 2:28 წუთით ადრე მოახერხა დაწინაურება. შესანიშნავად გაისარჯა ბითაძე. ბოლოს შენგელიამ კოენს შეტევაში მეხუთე პერსონალური მიაღებინა, ბითაძემ 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა, მეტოქემ ორივე საჯარიმო გააცუდა, ცინცაძემ ბურთი ჩაჭრა, შენგელიამ ბურთი ჩააგდო და გავიმარჯვეთ.

შენგელიამ 22 ქულა ჩააგდო, სანაძემ 17, ჯენინგმა 15, ბითაძემ 13, შერმდინმა 9, ბერიშვილმა 6, ბოქოლიშვილმა კი - 3. შენგელიამ და ბითაძემ 9-9-ჯერ მოხსნეს ბურთი. 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა ცინცაძემ, 6 კი ფაცაციამ.

მასპინძელთა გუნდიდან 14-14 ქულა კოენის და ზოოსმანის ანგარიშზეა, 13 სეგევის, 12 ბლატის, 9 არიელის, 8 გინატის, 6 ჩუბრევიჩის, ხოლო 4 ტიმორის.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ბითაძე გახდა, რომლის მარგი ქმედების კოეფიციენტი 21 იყო.

ჩვენი გუნდი 16 სექტემბერს ჯგუფის ფავორიტს საბერძნეთს უმასპინძლებს.

tngh
საქართველოს ნაკრებში თაობათა ცვლის გარდაუვალი პროცესია. მით უფრო სასიხარულოა ეს გამარჯვება... ყველას გილოცავთ!!!
შალვა73-ს
შალვას და ყველას გილოცავთ გამარჯვებას და ახალი ვარსკვლავის დაბადებას-ეს გოგა ბითაძეა, ქართული კალათბურთი უკვდავია, როცა ასეთი ტალანტები იბადებიან, ეს ნიჭი ცოტა, სულ ცოტა ხანში აალაპარაკებს მსოფლიოს!
qutaiseli
კარგია რო მოვიგეთ მაგრამ ზედმეტსაც ნუ მოვთხოვთ ეხლა ჩვენ ნაკრებს ბერძნებთან მოგებას და მსოფლიოზე გასვლას ვგულისხმობ ბერძნებმა გუშინ სერბები დაამარცხენ და ძალიან ძლიერად ითამაშეს ისედაც ჩვენზე გრძელი სკამი და მაღალი კლასის გუნდია ასე რო რეალობას თვალში უნდა შევხედოთ და ვაღიაროთ რომ ეს ჩვენი მაქსიმუმია დღეს თორე მახსოვს სერბების თამაშის წინ დიდი ბაქიბუქი და თამაშის მერე ბიჭების ზღვარგადასული კრიტიკა უფრო ლანძღვა.ეს არუნდა განმეორდეს
სოსო
სასწაული ნაკრები გვყავს,შეუძლია უდიდესი უპირატესობის 5 წუთში განიავება და წაგებული თამაშის 5 წუთში გამარჯვებად ქცევა.გუნდი,რომელსაც წინათ სამქულიანის კარგად მსროლელი არ ჰყავდა,მთელი გუნდით,ცენტრის ჩათვლით ,პერიმეტრის გუნდი გახდა,გუნდი,რომელიც ზუროსის ხელში დიდებულად დამცველი გახლდათ,უეცრად დაცვაში სუსტად მოთამაშედ გამოჩნდა და გუნდმა საშუალო მანძილებიდან უფრო ცუდად ისროლა,ვიდრე პერიმეტრიდან.უგუნდოდ დარჩენილმა ,ნატრავმალმა სანაძემ,თავისი სიზუსტის რეკორდი მოხსნა მგონია,ხოლო ბითაძემ,ამ ზაფხულს,ივნისში გადაპარსულ თავზე ამოსულ თმაზე უფრო სწრაფად,კუნთები გაიზარდა.გუშინ ის ამერიკული სკოლის კალათბურთს თამაშობდა და სამ ქულიანების გარდა ყველაფერი ბრწყინვალედ გამოსდიოდა,თუმცა სამქულიანებს წინათაც კარგად ისროდა და კიდევაც ჩაყრის.ამათ დავამატოთ ბერიშვილის,ბოქოლიშვილის თავდაჯერებული ტყორცნები პერიმეტრიდან,პლიუს ჯენინგის თავდაჯერება,თორნიკეზე აღარაფერს ვამბობ და მთავარი,7 კაცმა აიღო ქულები,როცა ადრე 7 კაცი გამოდიოდა სულ ფიცარნაგზე.მომატების რეზერვიც გვაქვს,ცინცაძის და შერმადინის სახით და კიდევ ტრავმირებულებიც რომ დაბრუნდებიან,ეს ისევ ის,ორი წლის წინანდელი მრისხანე ნაკრები იქნება(მთავარია დაბრუნდნენ).ძალიან პესიმისტურად ვიყავი განწყობილი ამ თამაშამდე,მაგრამ ახლა იმედი დამიბრუნდა.ჩვენი ნაკრები ისევ ბრძოლისუნარიანი ერთეულია და არავისთან ჩამოყრის ყურებს.ახლა უკვე ბერძნებთან გამარჯვებას გისურვებთ ბიჭებო,თუმცა ამისათვის დაცვის რადიკალურად გაუმჯობესება და საშუალოდან ტყორცნების გამოსწორება აუცილებელი იქნება.ბერძნები პერიმეტრს ასე არ გაგვიხსნიან და არც ჩვენ წაგვივა ყოველთვის ასე სამქულიანები.დაცვა კი ზუროსის სპეციალობაა და თეორიულად თქვენც უკვე კარგად იცით,რა როგორ უნდა გააკეთოთ.9 კაცით ჩვენი ნაკრები ფიზიკურადაც გაუძლებს და ამათ გარდა ლონდარიძესაც აქვს დაცვაში გუნდის დახმარების ძალა, მცირე ხნით ჭოჭუასა და ანდრონიკაშვილსაც შეუძლიათ დაასვენონ ლიდერები.
zaza
საღოლ ბითაძეს, ძაან მაგრა მოუმატებია! უკვე ჩამოყალიბებული ცენტრია, ძლიერი, აგრესიული. უყურებ და გსიამოვნებს!
გიზოგ
გილოცავთ ბიჭებო, გაიხარეთ და ასე გამარჯვებებით გასულიყავით მსოფლიოზე.
შოთა
ჯენინგზეც ვთქვად ორი სიტყვა. ვფიქრობ კარგი დანამატია. 15 ქულა მშვენიერი იყო პირველივე თამაშში.
TanoLife
საქართველოს ნაკრებმა დღეს, ჩვენდა სასიხარულოდ, კალათბურთის სტერეოტიპი დაამსხვრია (ვინც იგებს მესამე პერიოდს, ის იგებს თამაშს). მათ თითქმის შეუძლებელი შეძლეს და ბრწყინვალე გამარჯვებით გაგვახარეს. მე ამ გადაცემას ESPN-ზე ვუყურე, ლიტველ მეგობრეთან ერთად. მათ აღიარეს, რომ ქართველების პროგრესი სახეზეა (ყველა დამეთანხმებით, ლიტველ გულშემატკივარს ზედმიწევნით ესმის კალათბურთის ყველა ასპექტი). თქვენ თითქმის წაგებული თამაში ამოატრიალეთ, რაც დღევანდელ კალათბურთში ძალიან ძნელიაო. ვეთანმები! ESPN-ის წამყვანმა კომენტატორმა ჰო საერთოდ ხოტბა შეასხა ჩვენ ნაკრებს - "ქართველებს 8 მოთამაშე ყავთ ისეთი, რომლებისთვისაც 3 ქულიანის ჩაგდება, პერიმეტრის ნებისმიერი ადგილიდან,დაბრკოლებას არ წარმოადგენს ( ამერიკელებს, რომ ესმით კალათბურთი აბა ისე უნდა), ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ მთელი თამაშის განმავლობაში ახერხებენ ამას და ეს არ არის შემთხვევითობა, მათ სერბებს და გერმანელებს ამაზე მეტი 3 ქულიანი ჩაუგდეს. ზოგჯერ, ორ გუნდს არ ძალუძს ამის გაკეთება". კი, ბატონო ეგრეა. საქართველოს ნაკრების პროგრესიც სახეზეა და მათმა შრომამ, გემრიელი ნაყოფი გამოიღო. ჩვენი კალათბურთელები უფრო კარგ თამაშებს ჩაატარებენ შემდგომში და მე ამის უპირობოდ მწამს. ზუროსი, რომ დიდი მწვრთნელია ამას რად უნდა ლაპარაკი. ბიჭები, რომ თავს აკლავენ 1-ლი წუთიდან ბოლო წუთამდე, ესეც ჩანს შეუიარაღებელი თვალით. აბსოლუტურად სწორ გზაზე ვდგევართ და მე მჯერა, რომ ძალიან მალე, უახლოეს მომავალში საქართველოს ნაკრები, დიდებულ კალათბურთს ითამაშებს. უდიდესი მადლობა მწვრთელს, გმირ ბიჭებს და ჩვენ გულშემატკივრებს. მხოლოდ გვერდში თანადგომით, მხოლოდ ერთ მუშტად შეკრულ ქართველებს ვერავინ დაგვამარცხებს. დიდება ჩვენ ნაკრებს, დიდება ქართველებს.
გიგა
ვულოცავ საქართველოს ნაკრების ყველა გულშემატკივარს, მადლობა ბიჭებს, მწვრთნელებს და ყველას ვინც მონაწილეობა მიიღო ამ შედეგის მიღებაში!!!! ამასთანავე, ვფიქრობ საინტერესო იქნება სპეციალისტების სატელევიზიო ანალიზი, რა იწვევს წლების განმავლობაში ჩვენი გუნდის ასეთ არასტაბილურ თამაშს (რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა მატჩის მესამე მეოთხედმა), თითქმის ყოველ მატჩში ბურთის ამდენ დაკარგვას რაც მიუხედავად ბოლო მომენტის გმირობის (არა მარტო ამ თამაშში. ამისთვის მას რათქმაუნდა მადლობა) მათ შორის გიო ცინცაძეს ახასიათებს და რატომ ვერ ახერხებს უკვე წლებია გიო შერმადინი ნაკრებში წარმატებულად ასპარეზობას. განმეორებით გილოცავთ და იმედი ვიქონიოთ ასე გავაგრძელებთ!!!
გიოშა
გამარჯვებას გილოცავთ ქართველებო!თუ ესე კარგად ვითმაშებთ ბერძნებსაც დავამარცხებთ!

მაგარი თამაშ იყო და ყოჩაღ ბიჭებს რომ არ გატყდნენ მესამე მეოთხედის კატასტროფული თამაშის შემდეგ. ერთი რაც ვერ გავიგე: მეორე ტაიმს იწყებ 49:37-ზე, 0:8-ს აკეთებს მეტოქე გაქცევას, შემდეგ 6:2 ჩვენია და კვლავ 0:10 და ... ამით წინ გადის უკვე მეტოქე და მხოლოდ ამ დროს იღებს წუთშესვენებას ზუროსი, რატომ??? 0:4-ზე, ან 0:6-ზე ხომ ეტყობოდათ ბიჭებს რომ არ მისდიოდათ თამაში და მოწინაამღდეგეს კი პირიქით აღმაფრენა ემატებოდათ. ძალიან რთულია ასეთი პერიოდის შემდეგ თამაშში გარდატეხა- დღეს შევძელით, მაგრამ ხშირად არ გამოგვივა . ევროპაზეც დაახლოებით ასეთი გვიან ჩარევა ზუროსისგან ხშირი იყო და შედეგიც ვნახეთ ბოლოს.
გ55
შენგელია ძლიერია, მაგრამ ცოტა ზედმეტად იმარიაჟა. უკეთეს თამაშს მოველოდი მისგან. თუმცა მოვიგეთ და ესაა მთავარი.
ზიზუ
მადლობა ბიჭებო ბოლომდე ბრძოლისთვის და მოგებისთვის, ზუროსი ზედ გამოჭრილია ჩვენი ნაკრებისთვის, ცინცაძემ მთელი თამაშის განმავლობაში რა აეცდომებიც აკეთა ბოლოს ყველა ერთად გამოასწორა. ბითაძე ძალიან მაგარი ბიჭი გვეზრდება დიდ კალათბურთს ითამაშებს
პაატა
ყველა გულშემატკივარს გილოცავთ!!! რედაქციას: იმედია, ემოციებ ჩამცხრალ და დამშვიდებულ გონებაზე, ხვალ შემოგვთავაზებთ თამაშის დეტალურ ანალიზს. წინასწარ გიხდით მადლობა
შალვა 73
მადლობა ბიჭებს და ზუროსს. ბითაძე არის ჯერ კიდევ დაუმუშავებელი ალმასი, რომელიც გული მიგრძნობს, რომ თვალისმომჭრელი ელვარების მქონე ბრილიანტი გახდება. მ ა დ ლ ო ბ ა!!!
დდდ
გილოცავთ საქართველო!!!ეს იყო ღირსეული მოგება.ემოციებში ვარ მქონდა ბედნიერება დარბაზიდან მეგულშემატკივრა ჩვენი ნაკრებისთვის,ყოჩაღ შენგელია ბითაძე დუდა საერთოდ მთელმა გუნდმა ბოლომდე გაიღო ყველაფერი ამ გამარჯვებისთვის.კიდევ გილოცავთ და ესე გაგვეგრძელებინოს! წარმატებები
ნათია
ევროპაზე ორმა კაცმა რომ ჩაგვარტყა ბოლოს ხელში, არაფერი რომ არ მისცეს და თამაში დამატებით დროში რომ გადაათრევინეს, ის კი არ დავიწყებია ვინმეს! ვიყარეთ ჯავრი!!!
llcl
როგორც ყოველთვის მთელი სულით და გულით, ბოლომდე, გმადლობთ ბიჭებო! იმედია ეს უამრავი შეცდომა, დაკარგვა და სულელური ჯარიმები გამოსწორდება სწრაფად. მადლობა ზუროს და ბოლოს, ყოჩაღ ბავშვი, ყოჩაღ კი არა და ბრავო ბითაძე, ბრავო!
912
ყოჩაღ ბიჭები ევროლიგის დედა ვატირე თორე ფაქტიურად გავიდოდით მსოფლიოზე
BIANKONERI
აუუ რათამაში იყო! გილოცავთ ბიჭებო! ბითაძე უნაკლო იყო, იგივე შენგელია, იგივე სანაძეს სამიანები, ცინცაძეს ართმევა ხო საერთოდ )) აბა გელოდებით ყველას სპორტის სასახლეში!
ჯიკიჩი ევრობასკეტის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისთვის იბრძვის - როგორ შეგიძლიათ მისცეთ ხმა საქართველოს ნაკრების დამრიგებელს
საქართველო - ფინეთი. ორივე ნაკრების გულშემატკივართა დესანტი რიგისაკენ მიემართება
"ჩვენ დავბრუნდებით" - ფრანგების მწვრთნელმა საქართველოსთან მარცხის მიზეზი განმარტა
ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან
"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
უთავმოყვარეო და მშიშარა უწოდეს - სანტუშს აზერბაიჯანის ნაკრების დატოვება მაინც მოუწია
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
შეაფასე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ისრაელის წინააღმდეგ
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
საქართველო - ისრაელი 71:69 [ფოტოკოლაჟი]
გამომყვები ცოლად? - ხელის თხოვნა საქართველო-ისრაელის მატჩზე [VIDEO]
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
მამუკელაშვილის 16 და შერმადინის 15 ქულა - საქართველოს ნაკრები ისრაელთან კვლავ დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ისრაელთან 6 ქულით მარცხდება
ისევ შეცდომები დაცვაში - საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა [VIDEO]