ესპანური ფეხბურთის სამივე გრანდს ბასკურ გუნდებთან ელის დაპირისპირება - ქვეყნის ჩემპიონი "ბარსელონა" სან სებასტიანში "სოსიედადს" შეხვდება, "სამეფო კლუბს" გასვლა აქვს ბილბაოში, შედარებით იოლი მატჩი ელის "ატლეტიკოს", რომელიც შინ "ეიბარს" დაუხვდება...

ასიერ გარიტანოს გუნდი დიდი დანაკლისით დაუხვდება "ბარსას" - შეტევაში ორი ძლიერი ფეხბურთელი აკლია - სანდრო რამირესი და ვილიან ჟოზე. არ იქნება ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი დიეგო ლორენტე, რომელმაც მძიმე ტრავმა მიიღო და თვეები დააკლდება გუნდს.

ამას დავუმატოთ ადნან იანუზაის არყოფნაც და მივხვდებით, როგორ მდგომარეობაში ხვდება "ჩური ურდინი" ჩემპიონს. აი, "ბარსელონას" კი ამ მხრივ საერთოდ არ უჭირს, ერთადერთი ფეხბურთელია ტრავმირებული და ისიც, სერხი სამპერი, ძირითადის მოთამაშედ ისედაც არ ითვლება. "ბარსას" ბასკ თავკაც ერნესტო ვალვერდეს თავისუფლად შეუძლია უძლიერესი შემადგენლობის გამოყვანა.

გავიხსენოთ, "ბარსას" ბოლო ვიზიტი სან სებასტიანში, პირველი ნახევარი საათის შემდეგ "სოსიედადი" 2:0-ს იგებდა, მაგრამ შემდეგ ლუის სუარესმა გაიბრწყინა, დუბლი და 1 საგოლე პასი გააკეთა და "ბარსამ" 4:2 მოიგო.

ბარსელონა (სავარაუდო): ტერ შტეგენი - სერხი რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა - კოუტინიო, ბუსკეტსი, რაკიტიჩი - მესი, ლ. სუარესი, დემბელე

ბილბაოში ხულიენ ლოპეტეგის პირველი სერიოზული გამოცდა ელის. მას ნახევარდაცვაში აქვს გადასაწყვეტი, რომელ ვარსკვლავს მოუწევს სკამზე ჯდომა. დიდი ალბათობით, ეს შეიძლება ბრაზილიელი კაზემირო იყო. ბილბაოს არიც ადურისი, ინიგო მარტინესი და ინიაკი ვილიამსი უბრუნდებიან.

რეალი (სავარაუდო): კურტუა - კარვახალი, ვარანი, სერხიო რამოსი, მარსელო - მოდრიჩი, კროოსი, ისკო - ბეილი, ბენზემა, ასენსიო

"ატლეტიკოს" "ეიბართან" დისკვალიფიცირებული სავიჩი დააკლდება. არ იქნებიან არც ვიტოლო და არიასი, ძალზე საეჭვოა ანხელ კორეასა და ნიკოლა კალინიჩის თამაში.

ატლეტიკო (სავარაუდო): ობლაკი - ხუანფრანი, ხიმენესი, გოდინი, ლ. ერნანდესი - კოკე, როდრი, საულ ნიგესი, ლემარი - დიეგო კოშტა, გრიზმანი

სხვა მატჩებიდან გამოვყოფთ დაპირისპირებას "მესტალიაზე", სადაც "ვალენსია" "ბეტისს" მასპინძლობს.

ფაქტები

"ბარსელონა" ლა ლიგის ბოლო 38 მატჩიდან 37-ში დაუმარცხებელია.

"რეალ სოსიედადმა" ლა ლიგის ბოლო 8 საშინაო მატჩიდან 7 მოიგო. თანაც, ამ შვიდი მატჩის ყოველი ტაიმი ბასკთა გამარჯვებით დასრულდა.

"ატლეტიკომ" ლა ლიგაში ბოლო 22 საშინაო მატჩიდან 21 მოიგო.

ყველა შეჯიბრებაში "ბარსელონამ" "რეალ სოსიედადს" ბოლო 5 დაპირისპირება მოუგო.

"რეალს" ლა ლიგაში ბოლო 29 საგარეო მატჩიდან 26-ში არ წაუგია.

"რეალს" "ბილბაოსთან" ბოლო 6 დაპირისპირებაში (ყველა შეჯიბრება) არ წაუგია.

"ატლეტიკოს" "ეიბართან" ბოლო 12 შეხვედრაში არ წაუგია.

"სევილიას" შინ 6 ტურია, რაც არ წაუგია.

"ვალენსიამ" "ბეტისთან" ბოლო 6 საშინაო მატჩიდან 5-ში კარი მშრალად შეინახა.

ლა ლიგა. IV ტური

პარასკევი, 14 სექტემბერი

უესკა-რაიო ვალეკანო 0:1

გოლი: 0:1 ჯიანელი იმბულა (29)

შაბათი, 15 სექტემბერი

ატლეტიკო-ეიბარი 15:00

სოსიედადი-ბარსელონა 18:15

ვალენსია-ბეტისი 20:30

ბილბაო-რეალი 22:45

კვირა, 16 სექტემბერი

ლეგანესი-ვილიარეალი 14:00

ესპანიოლი-ლევანტე 18:15

ვალიადოლიდი-ალავესი 20:30

სევილია-ხეტაფე 22:45

ორშაბათი, 17 სექტემბერი

ჟირონა-სელტა 23:00

ბომბარდირები: 4 - ქარიმ ბენზემა (რეალი), ლიონელ მესი (ბარსელონა); 3 - გარეთ ბეილი (რეალი), ალექს გალიარი (უესკა), ხოსე მორალესი (ლევანტე), მარტი როხერი (ლევანტე), ანდრე სილვა (სევილია).

ნიკოლოზ ნეფარიძე

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
ამჯერად პრეზიდენტის რანგში - რამოსს "სევილიას" ყიდვა სურს
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
სეზონს სხვა მწვრთნელი ჩაამთავრებს - "სევილიამ" მატიას ალმეიდა დაითხოვა
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
მიქაუტაძე შევიდა და "თამაში გააკეთა" - როგორი შეფასებები მიიღო გიორგიმ?
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
[VIDEO] ვინისიუსის დუბლი, ვალვერდეს გაძევება - "რეალმა" "ატლეტიკო" დაამარცხა
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
[VIDEO] პირველი მარცხი ჩემპიონატში - "ბარსელონა" "სევილიასთან" 1:4 განადგურდა
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა