საქართველოს ჩემპიონმა თბილისის ‘ლოკომოტივმა’ დიდი 10-ის სტარტზე ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა. „შევარდენზე“ მისი მეტოქე მებრძოლი ‘არმაზი’ იყო, თუმცა მარნეულელებმა ბოლო ჯარიმა ვერ გაიტანეს და მხოლოდ დაცვის ბონუსს დასჯერდნენ - 15:17.

ისე მოხდა, რომ ‘არმაზს’ სეზონის სტარტზე პრიზიორებთან მოუწიათ თამაში და ბრინჯაოს მედალოსან ‘ჯიქთან’ გამარჯვება მოიპოვეს, ფინალისტთან და ჩემპიონთან კი ბონუსი აიღეს.

თამაში კარგი საყურებელი გამოდგა და ქომაგმა ლამაზი ლელოები იხილა. მთლიანობაში, მატჩის უმეტესი დრო ბურთს თბილისელები ფლობდნენ, მეტოქის ნახევარზეც მეტი დრო გაატარეს და 4 ქულა დამსახურებულად აიღეს.

შეხვედრა ‘ლოკომოტივის’ იერიშებით დაიწყო, მათ ბურთი ფრთაზე ჩაათამაშეს, ზურაბ ძნელაძემ გოშა შკინინს ოფლოუდი გაუხერხა და ჩემპიონატის საუკეთესო მელელოვე რეზი ჯინჭველაშვილმა ვეღარ შეაჩერა, ხოლო ვახტანგ კავთიძემ რთული პოზიციიდან გარდასახა. თბილისელები მეტოქის 22-ში კიდევ რამდენჯერმე შევიდნენ, მაგრამ დერეფანში თამაში ვერ დაალაგეს და ქულები ვერ აიღეს.

‘არმაზმა’ საწყისი 20 წუთის შემდეგ იფეთქა, 25-ე წუთზე ჯინჭველაშვილმა ცენტრში ჯარიმა სწრაფად გაათამაშა, ბადრი ლიპარტელიანმა წინ წაიწია და მარჯვენა ფრთიდან შეტევაში კობა ჯიმშელეიშვილი ჩაერთო, ნიკა გიგაურმა კიდევ უფრო წინ წაიწია, ოფლოუდი ჯინჭველაშვილს ამოუგდო და საპასუხო ლელო გავიდა, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო. 32-ე წუთზე კიდევ ერთი გუნდური, ლამაზი ლელო გავიდა. მარნეულელებმა ხელდახელ ბურთაობით და ოფლოუდებით 50 მეტრი გაიარეს, ლიპარტელიანმა იოანე იაშაღაშვილი ლელოში შეიყვანა, მაგრამ ის უკან გადმოაგდეს, მიხეილ ალანიამ ბურთი მარცხნივ სწრაფად ჩაათამაშა, გიორგი კვესელაძემ მოძრაობის მიმართულება შეცვალა და დაცვამ მისი შეჩერება ვეღარ მოახერხა, ხოლო ჯინჭველაშვილმა გარდასახა - 12:7. ‘არმაზს’ უპირატესობის გაზრდის შანსი გაწითლებულ დროზე ჰქონდა, მაგრამ რთული პოზიციიდან ჯარიმა ააცილა.

მეორე ტაიმი კვლავ ‘ლოკომოტივის’ შეტევებით დაიწყო 56-ე წუთზე ჩემპიონმა მეორე ლელო გაიტანა. გიორგი ბეგაძემ შექცეული პასით ფარნავაზ გასვიანი შეიყვანა და კავთიძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა. 67-ე წუთზე თბილისელებმა კარის წინ 10 მეტრში ჯარიმის უფლება მოიპოვეს და კავთიძე ამჯერადაც ზუსტი იყო. ‘არმაზი’ გააქტიურდა, 4 წუთში ჯინჭველაშვილმა ახლოდან საპასუხო ჯარიმა გაიტანა, სულ ბოლოს კი დაახლოებით 47 მეტრიდან სცადა საკუთარი გუნდის დაწინაურება, მაგრამ მიზანმა უმტყუნა და ‘ლოკომოტივმა’ გამარჯვებების სერია გააგრძელა, ხოლო ‘არმაზმა’ კიდევ ერთი დასამახსოვრებელი თამაში გვაჩუქა.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

crocobet დიდი 10 სენსაციით გაიხსნა, სინი პატარძეულში წავიდა
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"ლოკომოტივმა" "ყოჩებს" 20 წუთში 23 ქულა ამოუქაჩა და გაიმარჯვა
"ლოკომოტივმა" "ლელო-სარასენსი" გაწითლებულ დროში დაამარცხა
დიდი 10: "აკადემიამ" "ლოკომოტივი" 25:5 დაამარცხა
დიდი 10: "ლოკომოტივმა" "ხარებს" მოუგო
ხელჩართული ჩხუბი საქართველოს სარაგბო ჩემპიონატში [VIDEO]
დიდი 10: აუტსაიდერების მატჩში "არმაზმა" "ყოჩები" დაამარცხა
"არმაზმა" ჩემპიონს სძლია და საჩემპიონო რბოლას გამოთიშა
დიდი 10: "ხარებმა" "არმაზი" დაამარცხა და გალიდერდა
დიდი 10: "ჯიქმა" "არმაზი" დაამარცხა და წელი სერიით დაასრულა
ბენდტნერს ტრუსების ჩვენება უფრო ძვირი დაუჯდა, ვიდრე ბულგარელებს ნაციზმი - 29 ოქტომბრის დაიჯესტი
დიდი 10: "აკადემიამ" "არმაზს" სძლია და მეორე ადგილზე დამკვიდრდა
დიდი 10: "ჯიქმა" "ლოკომოტივი" დაამარცხა