ფოტოზე: ბექა ქავთარაძე

14-16 სექტემბერს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში და კანადის ქალაქ ვანკუვერში ტაეკვონდოში G1 კლასის საერთაშორისო-სარეიტინგო ტურნირი გაიმართა, სადაც ქართველმა სპორტსმენებმა ორივე ტურნირზე დიდ წარმატებას მიაღწიეს.

კანადაში ჩვენი ნაკრები მხოლოდ ერთი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა 58კგ წონით კატეგორიაში ბადრი პაქსაშვილმა 3 ბრძოლა მოიგო და ვერცხლის მედალს დასჯერდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ფინალური შეხვედრის დროს მას ხელის ტრავმა გაუმწვავდა, რის გამოც ფინალური ორთაბრძოლა ნაადრევად შეწყდა, თორემ ბადრის სპორტული ფორმით და გამართული შეხვედრებით თუ ვიმსჯელებთ, ტურნირის გამარჯვებულ მექსიკელ სპორტსმენს ძალიან მძიმე ბრძოლა ელოდა წინ.

პოლონეთში ჩვენი გუნდი 5 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი.

ზურაბ კინწურაშვილი, 51 კგ (იუნიორი)

ლუკა გელდიაშვილი, 63 კგ (იუნიორი)

ბექა ქავთარაძე, 63 კგ

არშაკ კირაკოსიანი, 68 კგ

მერაბ შუკაკიძე, 68 კგ

ხუთი სპორტსმენიდან ორმა, ზურაბ კინწურაშვილმა და ბექა ქავთარაძემ უმაღლესი სინჯის მედლების მოპოვება შეძლეს. ორივე მათგანმა ხუთ-ხუთი შეხვედრა გამართა და ყველა მათგანში ბრწყინვალე გამარჯვებას მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ ზურაბ კინწურაშვილს ოქტომბერში ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე უწევს გამოსვლა და იმედია, პოლონეთში მიღწეული გამარჯვება ოლიმპიადაზე მისაღწევი გამარჯვების საწინდარი იქნება.

მომზადებულია taekwondo.ge-ს მიხედვით

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-2 მეშახტე. როდის მთავრდება თამაში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-2 დინამო (ბთ). ფრე ორივეს აწყობდა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-2 რუსთავი. ალალი 3 ქულა ქვემო ქართლისკენ მიდის...
მოსალოდნელზე ადრე დაბრუნდება - კურტუას გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
დეშამი ესპანურ გრანდს ჩაიბარებს? - ის საფრანგეთის ნაკრებიდან მუნდიალის შემდეგ წავა
ნეიმარი MLS-ში? - ბრაზილიელს ახალი ვარიანტი გამოუჩნდა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
[VIDEO] წიტაიშვილმა "მარსელს" "ველოდრომზე" ლამაზი გოლი გაუტანა - "მეცი" მაინც დამარცხდა
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ვარ" - ჰარი მაგუაიერი
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ტაეკვონდო: ქართველებს კორეელები დააკვალიანებენ
კვარაცხელია "როტორთან" მატჩის სასტარტოშია
ბერიაშვილი, ქავთარაძე, მახათაძე, ყიფიანი - "როტორი" პირველი ლიგის ფავორიტია
ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები: ქართველი სპორტსმენების გამოსვლის კალენდარი
"როტორმა" ორი ქართველი ლეგიონერი დაიმატა
ზურაბ კინწურაშვილი მესამე ევროპული თამაშების ჩემპიონია!
ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები: ქართველებმა წარუმატებლად დაიწყეს
ბექა ქავთარაძე "ნიჟნი ნოვგოროდის" ფეხბურთელი გახდა
კაბახიძის გოლი და რუსეთის მეორე ლიგა ბევრი ქართული გვარით
ქართველი მცველის ულამაზესი გოლი რუსეთში [VIDEO]