საფეხბურთო სამყაროს ორი ყველაზე ყურებადი სპორტული ღონისძიების ტრანსლირების (ჩემპიონთა და ევროპა ლიგის) უფლება მომდევნო სამი წლის განმავლობაში "სილქნეტმა" მოიპოვა.

კომპანიას ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მატჩების ჩვენების ექსკლუზიური უფლებაც გააჩნია და მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში სპორტის მოყვარულს ლა ლიგის ტურნირს სთავაზობს Silk-ის სპორტული არხების მეშვეობით.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, სხვა სპორტული სეზონისგან განსხვავებით, განსაკუთრებით დატვირთული საეთერო პროგრამა ექნება არხ "სილქუნივერსალს", რომელიც ციფრულ მაუწყებელში უფასოდ ვრცელდება და სხვა საკაბელო ოპერატორების ქსელშიც მაუწყებლობს.

როგორც "სილქნეტში" გვითხრეს, კომპანიამ მაქსიმალურად გაითვალისწინა ფეხბურთის მოყვარულთა ინტერესი და საგანგებოდ მოემზადა საფეხბურთო სეზონისთვის. სპორტის მოყვარულისთვის ჩემპიონთა ლიგის და ევროპა ლიგის ყველა ძირითადი თამაში უფასოდ ხელმისაწვდომი იქნება არხ "სილქუნივერსალის" მეშვეობით.

ამ არხზე ყოველ სათამაშო დღეს მინიმუმ 2 შეხვედრის პირდაპირი ტრანსლირება მოხდება, კომპანიის მიერ UEFA-სთან გაფორმებული შესაბამისი კონტრაქტების მიხედვით. გარდა ამისა, "სილქნეტმა" ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყების წინ განაახლა თემატური კონტენტი და Silk Sport არხები რამდენიმე პაკეტში გადაანაწილა, რომ უფრო ხელმისაწვდომი გაეხადა ყველა სპორტული სანახაობა მომხმარებლებისთვის. თვეში 4 ლარიდან, ქსელში ჩართული მომხმარებელი ყველა ძირითად მატჩს მიადევნებს თვალს პირდაპირი ეთერით და ჩანაწერით.

SilkTV-ის აბონენტს შეუძლია გაიაქტიუროს:

პაკეტი "მიქსი 1" (8 არხი), მასში შედის Silk Sport 1, რომელიც ფეხბურთის მატჩების ტრანსლაციას ახდენს და Setanta + და ასევე რეიტინგულ კინოარხებს მოიცავს. ამ თემატური პაკეტის ყოველთვიური გადასახადი 4 ლარია.

თემატური პაკეტი "მიქსი 2" (8 არხი), რომელშიც Silk Sport 2; Silk Sport 3 შევიდა; ასევე Setanta + და 5 კინოარხი. პაკეტის ყოველთვიური საფასური 4 ლარია.

თემატური "სპორტ ექსკლუზივი" თავს უყრის 10 სპორტულ არხს: სამივე Silk Sport არხი; Setanta და Setanta +; ასევე Eurosport HD; VIASAT Sport; არხები: Бокс ТВ; Матч! Планета; КХЛ - ყოველთვიური გადასახადი 7 ლარია.

გარდა ამისა, სპორტული არხების Silk Sport 1; Silk Sport 2; Silk Sport 3 ერთი დღით 1 ლარად გააქტიურება შეუძლია SilkTV-ის ნებისმიერი პაკეტის აბონენტს.

პაკეტის შეუცვლელად ან თემატური სპორტული არხების გააქტიურების გარეშე, სპორტის გულშემატკივარს შეუძლია ჩემპიონთა ლიგის სათამაშო დღეებში (სამშაბათი-ოთხშაბათი) 24 საათით ჩაირთოს მისთვის სასურველი Silk Sport არხი.

ვინც არ სარგებლობს ციფრული მაუწყებლით და არც SilkTV-ის ქსელშია ჩართული, შეუძლია აპლიკაცია ჩამოტვირთოს ნებისმიერ მოწყობილობაზე და თვეში 4 ლარად თვალი ადევნოს სხვადასხვა ჟანრის არხს, მათ შორის Silk-ის სპორტულ არხებს და Silk უნივერსალს.

სხვა ინტერნეტქსელის მომხმარებლებისთვის "სილქნეტს" შექმნილი აქვს პროდუქტი SILK TV ოპტიმა, რომლის დასაინსტალირებლად აუცილებელია პროვაიდერი გაწვდიდეთ, მინიმუმ, 3 მბ/წმ ინტერნეტსიჩქარეს. დეკოდერის შეძენა შესაძლებელია "სილქნეტის" ნებისმიერ სერვისცენტრში. ამ სერვისით თვეში 15 ლარად 58 არხი გაუაქტიურდება მსურველს, მათ შორის, Silk-ის სპორტული არხები და Silk უნივერსალი - გადახვევა-დაპაუზების ფუნქციით.

სპორტის მოყვარული მომხმარებელი ექსკლუზიურად Silk-ის სპორტულ არხებზე და უფასო, ციფრულ "სილქ უნივერსალზე" იხილავს:

კალათბურთი - NBA, ევროლიგა, ესპანეთის ჩემპიონატი და ადრიატიკის ლიგა.

ჩოგბურთი - ATP 500 და ATP 1000 ტურნირები ( ვაშინგტონის, ლონდონის, მონრეალის, ცინცინატის, პარიზის, მილანის, ბაზელის, ვენის, პეკინის, ტოკიოს, შანხაის მასტერსები), Next Generation-ის ტურნირი. დევისის, ლეივერის და ფედერაციის თასის ნახევარფინალები და ფინალი.

რაგბი - შეხვედრები ტესტმატჩებიდან.

ხელბურთი - ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ჩემპიონატი ქალებში.

ძიუდო - მსოფლიო ჩემპიონატი, ყველა გრან-პრი, გრანდ სლემი და მასტერსი

თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები; ძალოსნობა - მსოფლიოს ჩემპიონატი.

ყველა სპორტულ ღონისძიებას წარუძღვებიან კომენტატორები ქართულ ენაზე.

Mindia
SILK TV ოპტიმა-ზე ევროსპორტის და სეტანტას არხები რომ იყოს კარგი იქნებოდა.
Mmm
სილკთან ერთი თხოვნა მაქ იქნებ რეგიონებშიცო მოიფიქროთ რამე ნუ დაგვტოვებთ მაგტისატის ხელში.გაგვატყავეს სპორტის ფანები.
დომენტი
საზ მაუწყებლის თავზე რო გავიარე, თორე ესენი იასნია რასაც აკეთებენ
გულშემატკივარი
ჯერ HD ხარისხით გააკეთეთ silk universal ციფრული ტრანსლირება და მერე იბლატავეთ
რომა
საზმაუ არის ჯიბის ტელევიზია 05 %უყურებს მაგათ არხს
llcl
ჩემპიონთა ლიგა გახდა სპორტულ ტურნირებს შორის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა, უკვე დგას მსოფლიო ჩემპიონატის ფეხბურთში და ოლიმპიადის ტოლ-სწორად, ჩვენი დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებელი კი იმის ნაცვლად რომ ამატებდეს მოსახლეობისთვის საინტერესო რეპორტაჟებს, პირიქით აკლებს, უკვე ჩემპიონთა ლიგას გამოგვამშვიდობა. რაც შეეხება silk tv-ის, როცა ბაზარზე შემოვიდა, ყველა სპორტული არხის და ქვეყნის ჩემპიონატის ყურება შედიოდა გადასახდელ თანხაში, 1 წლის შემდეგ კი თუ გინდოდა რომ წამყვანი საფეხბურთო ჩემპიონატებისთვის გეცქირა, დამატებითი თანხა უნდა გადაგეხადა, ნუ მორიგი ბლეფი და ფულის გამოძალვა, ნუ 21-ე საუკუნეა და დახვეწეს გამოძალვის ხერხები ზარალამ და რურუებმა. იმედია ეხლა არ გადაუხვევენ დადებულ პირობას და silk universal-ზე გადასცემენ ცენტრალურ თამაშებს და ძალით არ აიძულებენ ხალხს silk tv-ის შეძენას, თუმცა პრემია-დანამატიან ქოც-იმპოტენტებს მიუგდებენ ლუკმას და ეგაა, არა და ქოცებო, უფულო ხალხისთვის დაბოლილზე ლიგის ყურება მაგრად ასწორებს, ეს მაინც გაგვისწორე ბიძინა ბაბუა)))))))
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში
კვარაცხელია და იამალი ერთ ფლანგზე - მიქაუტაძე VS მამარდაშვილი
"კვარადღე" ლიგაზე! - გიორგის პასით დაწყებული და მთავარი მატჩები
ევროპის ლიგაზე პლეი-ოფში გუნდები დაწყვილდნენ
"სევილიასა" და "სიგმას" ფანებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
სილქნეტის საახალწლო საჩუქარი ახალ და არსებულ მომხმარებლებს
პსჟ ოპტიმალური შეტევით, ხვიჩა პირველად - "მამარდა" ადრე და "იბერია 1999"
ევროპა ლიგა: 1/8-ფინალური წყვილები ცნობილია
კიტეიშვილი "ლაციოსა" და "ფეიენოორდის" წინააღმდეგ - ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ქართველი ფეხბურთელების მეტოქეები გაირკვა
"სილქნეტმა" მომხმარებლებს მოულოდნელი საჩუქარი გაუკეთა
რატომ არ ითამაშა კვარაცხელიამ? - "ნუ მოკლავ ჯაფარას!"
გასული წლის ევროპის ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი ანტუან გრიზმანი გახდა
მატჩზე დასწრება უნდოდა - "ბენფიკას" ფანს ქალაქები აერია
"კვარა" VS მიქაუტაძე და სხვა გამორჩეული მატჩები - ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები ცნობილია
მსოფლიოს ყველაზე მთავარი სპორტული მოვლენები "სილქნეტისგან" - ექსკლუზიურად Silk TV-ზე