დასრულდა სუმოს ისტორიაში ყველაზე სკანდალური ბაშო და ჩვენც მცირე შეჯამებას შემოგთავაზებთ.

დასრულდა სუმოს ისტორიაში ყველაზე სკანდალური ბაშო და ჩვენც მცირე შეჯამებას შემოგთავაზებთ. გარდა იმისა, რომ ნაგოიას სუპერტურნირი სკანდალური იყო (მარტო ელიტურ დივიზიონში 6 სუმოისტი არა მხოლოდ დისკვალიფიცირებული იყო, არამედ ბაშოს განმავლობაში შინაპატიმრობასაც იხდიდა), ჩვენთვის მას ისტორიული დატვირთვაც ჰქონდა - პირველად ისტორიაში ელიტის უმაღლეს დივიზიონში (სუმოს სამყაროში ელიტად პირველ ორ დივიზიონს თვლიან) სამი ქართველი ჭიდაობდა: ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი), თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) და ლევან ცაგურია (კოკაი). სამიდან ორისთვის ნაგოიას ბაშო წარუმატებელი გამოდგა, მხოლოდ "ძველმა გვარდიამ", კოკაიმ შეძლო ბაშოს დადებითი ბალანსით დასრულება...

ახალი რეიტინგი გუშინ შეადგინეს ასოციაციის მსაჯთა კომიტეტში, მაგრამ მას კაციშვილი ვერ იხილავს 30 აგვისტომდე, როცა ბანძუკე ოფიციალურად გამოქვეყნდება. რეიტინგი მხოლოდ კალიგრაფებს დაურიგდებათ, რომელთაც თითოეულ სუმოისტს ბანძუკე ხელნაწერის სახით უნდა მიართვან, ასეთია ტრადიცია, იაპონიაში კი ტრადიცია ყველაფერია. გამოაქვეყნეს მხოლოდ იმ სუმოისტთა ვინაობა, რომელთაც მე-2 დივიზიონ ძურიოში მოხვედრა დაიბევეს (ესეც ტრადიციაა), ანუ სეკიტორები გახდნენ. ასე გახდა 22 წლის ტოჩინოვაკა ყველაზე ახალგაზრდა სეკიტორი, მან ეს წოდება ქართველ ტოჩინოშინს ჩამოართვა, თუმცა ტოჩინოშინი რჩება ელიტის უმაღლესი დივიზიონის ყველაზე ახალგაზრდა წევრად.

ლევან გორგაძემ ბაშო 6-9 ბალანსით დაასრულა და ის დაკარგავს კომუსუბის ტიტულს, თუმცა რეიტინგში დიდად არ დაქვეითდება. სექტემბერში მას მიეცემა შანსი დაიბრუნოს ტიტული. ქართველმა ბაშო ძალზე უიღბლოდ დაიწყო, პირველი 7 დღის შემდეგ 1-6 ბალანსი ჰქონდა, შემდეგ კი გამოფხიზლდა (5-3), მაგრამ უკვე გვიანი იყო. ელიტის დებიუტანტმა გაგამარუმ ჩააგდო ნაგოიას ბაშო (5-10). 199-კილოგრამიან ქართველს რეიტინგში დაქვეითება არ აცდება, თუმცა ის კვლავ ელიტაში დარჩება. აი, შემდეგი მაკეკოში კი მას უკან, ძურიოს დივიზიონში გააბრუნებს. წინ წაიწევს კოკაი, რომელიც მე-7 ან მე-8 მაეგაშირა გახდება. "შავმა ზღვამ" კი კარგად ჩაატარა მისთვის მე-40 ბაშო ელიტაში.

მორიგი სუპერტურნირი, აკი ბაშო ტოკიოში 12-26 სექტემბერს გაიმართება. ჩვენ კი სუმოს 30 აგვისტომდო დავემშვიდობოთ...

ქართველები ციფრებში

ტოჩინოშინ ცუიოში

(ლევან გორგაძე)

ასაკი: 22

სიმაღლე: 192

წონა: 159

დებიუტი: 2006 წ. მარტის ბაშო

უმაღლესი რეიტინგი: კომუსუბი

კლუბი: კასუგანო

ტიტულები: 1 ჯუნ-იუშო (მე-2 ადგილი), 2 მებრძოლი სული, ძურიოს ჩემპიონი.

კარიერის ბალანსი: 177-132-1 (27 ბაშო)

ელიტის ბალანსი: 102-108 (14 ბაშო)

ილეთები: 81 იორიკირი, 22 უვატენაგე, 14 იორიტაოში, 13 ოშიდაში, 12 ცურიდაში.

გაგამარუ მასარუ

(თეიმურაზ ჯუღელი)

ასაკი: 23

სიმაღლე: 185

წონა: 199

დებიუტი: 2005 წ. ნოემბრის ბაშო

უმაღლესი რეიტინგი: მე-12 მაეგაშირა

კლუბი: კიტანოუმი

ტიტულები: ძურიოს, მაკუშიტას და ჯონოკუჩის ჩემპიონი.

კარიერის ბალანსი: 143-93 (29 ბაშო)

ელიტის ბალანსი: 5-10 (1 ბაშო)

ილეთები: 50 ოშიდაში, 33 იორიკირი, 15 იორიტაოში, 12 ოშიტაოში, 10 ჰატაკიკომი

კოკაი ფუტოში

(ლევან ცაგურია)

ასაკი: 29

სიმაღლე: 189

წონა: 165

დებიუტი: 2001 წ. მაისის ბაშო

უმაღლესი რეიტინგი: კომუსუბი

კლუბი: ოიტეკაძე

ტიტულები: 1 ჯუნ-იუშო, 2 მებრძოლი სული, 2 კინბოში (იოკოძუნას წაქცევა), ძურიოს, მაკუშიტას, სანდანმესა და ჯონიდანის ჩემპიონი.

კარიერის ბალანსი: 384-353 (56 ბაშო)

ელიტის ბალანსი: 287-313 (40 ბაშო)

ილეთები: 95 ოშიდაში, 83 იორიკირი, 58 ჰატაკიკომი, 18 ჰიკიოტოში, 16 ოშიტაოში.

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის