დავითისა და გოლიათის მატჩიაო, "იუვენტუსისა" და "ფროზინონეს" თამაშზეა ნათქვამი. რა უნდა დაუპირისპიროს პატარა იტალიურმა კლუბმა მართლაც გოლიათს, რომელიც ძალიან გაძლიერდა სეზონის დაწყების წინ? ფეხბურთში სასწაულები ხდება და ჩვენც ვიყოთ ამის იმედზე, თუმცა, გულწრფელად რომ ვთქვათ, ამის შანსი ძალიან მცირეა.

თანაც, კრიშტიანო რონალდოს პაუზა ექნება ჩემპიონთა ლიგაში. ის სერია A-ში გოლების გატანას პატარა ბავშვივით ელტვის ყველასთვის გასაგები მიზეზების გამო. ეს არის ფეხბურთელი, რომელსაც მოტივაცია და ჟინი არასოდეს აკლია და ამდენად, აუტსაიდერს კარგი დღე არ უნდა დაადგეს.

"ნაპოლის" კიდევ ერთი რთული გამოცდა ელის. "ტორინო" არ არის იოლი მეტოქე. თანაც, კარლო ანჩელოტის ხელში თითქოს ჩაქრა ის ნაპერწკალი, რომელიც მაურიციო სარის დროინდელ გუნდს ჰქონდა. განსაკუთრებით უჭირს "ნაპოლის" გასვლით თამაშებში. აგერ, ბევრისთვის მოულოდნელად, ჩემპიონთა ლიგაში "ცრვენა ზვეზდა" ვერ დაამარცხა.

"მილანი" ნავსის გატეხას და მისთვის ძალიან უსიამოვნო მეტოქის, "ატალანტას" ძლევას ეცდება. შეუსრულებელი ამოცანა ნამდვილად არ არის, თუმცა შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ ჯენარო გატუზოს მიერ გაწვრთნილ გუნდს აშკარად აკლია სტაბილურობა.

დიდ ყურადღებას იქცევს "სამპდორიასა" და "ინტერის" მატჩი. "სამპა" შესანიშნავ ფორმაშია. გამოიღვიძა "ინტერმაც". ლუჩანო სპალეტის შეგირდებმა ჩემპიონთა ლიგაში სასწაული თამაში შემოუტრიალეს "ტოტენჰემს". ასე რომ, "მარასიზე" დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი.

"რომამ" გასულ ტურში ძალიან დასანანი ქულები დაკარგა (2:2) "კიევოსთან" საშინაო შეხვედრაში.

ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდი რომ ცუდ ფორმაშია, ეს ჩემპიონთა ლიგაზე "რეალთან" ულაპარაკო მარცხმაც დაადასტურა. ეს კი არა, უკვე ღიად ლაპარაკობენ დი ფრანჩესკოს გადაყენებაზეც. "ბოლონია" შესაფერისი მეტოქეა იმისთვის, რომ "ჯალოროსიმ" სამი ქულა მოიპოვოს.

ფაქტები

"სასუოლოსა" და "ემპოლის" ბოლო სამ შეხვედრაში 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა.

"პარმამ" და "კალიარიმ" ბოლო ორ მატჩში 2.5-ზე მეტი გოლი გაიტანეს.

"ფიორენტინასა" და სპალ-ის ბოლო 6 შეხვედრაში 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა.

"ინტერმა" ბოლო დაპირისპირებაში "სამპდორია" 5:0 გაანადგურა.

"ტორინოსა" და "ნაპოლის" ბოლო 6 შეხვედრაში 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა.

"ბოლონიასა" და "რომას" შორის უკანასკნელი მატჩი ფრედ დასრულდა.

"ლაციოსა" და "ჯენოას" ბოლო ხუთ შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

"მილანს" ბოლო 6 შეხვედრაში არ დაუმარცხებია "ატალანტა".

სერია A. V ტური

პარასკევი, 21 სექტემბერი

სასუოლო-ემპოლი 22:30

შაბათი, 22 სექტემბერი

პარმა-კალიარი 17:00

ფიორენტინა-სპალ 20:00

სამპდორია-ინტერი 22:30

კვირა, 23 სექტემბერი

ტორინო-ნაპოლი 14:30

ბოლონია-რომა 17:00

კიევო-უდინეზე 17:00

ლაციო-ჯენოა 17:00

მილანი-ატალანტა 20:00

ფროზინონე-იუვენტუსი 22:30

ბომბარდირი: 4 - გრეგუარ დეფრელი (სამპდორია), კშიშტოფ პიატეკი (ჯენოა); 3 - მარკო ბენასი (ფიორენტინა), როდრიგო დე პაული (უდინეზე).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] კვერნაძის სრული მატჩი და "ფროზინონეს" მარცხი "ნაპოლისთან"
"ბარსელონაში" ტრანსფერზე უარი ამიტომ ვთქვი" - ჰენრიხ მხითარიანი
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტი შედგა - "ინტერმა" "უდინეზეს" თამაში 0:2-დან შემოუტრიალა
სატრანსფერო ციებ-ცხელება
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
დაბრუნება სამშობლოში უკვე ზამთარში? - ჩალჰანოღლუს სტამბოლში უხმობენ
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო
[VIDEO] "ბარსელონა" შეუჩერებელია, "არსენალმა" ისევ გაიმარჯვა, "ბაიერნი" "ვიკინგთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ
"ფროზინონე" კვერნაძეში დიდ თანხას მოითხოვს - გადაიხდის ამდენს "რომა"?
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
"საერთოდ გაგიჟდით?" - ტოტი იხსენებს, როგორ სურდათ დიბალასთვის 10-ნომრიანი მაისურის გადაცემა
8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი