ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ჯეკო ტორესმა შთააგონა

ჯეკო ტორესმა შთააგონა

ბოსნიელ თავდამსხმელს „ბლექბერნის“ კარში გოლის გატა „ჩელსის“ ესპანელმა თავდამსხმელმა შთააგონა
ბოსნიელმა თავდამსხმელმა ედინ ჯეკომ თქვა, რომ ორშაბათს, „ბლექბერნის“ კარში გოლის გატა „ჩელსის“ ესპანელმა თავდამსხმელმა ფერნანდო ტორესმა შთააგონა.

25 წლის ფორვარდს, იანვარში, „ვოლფსბურგიდან“ „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლის შემდეგ გოლი არ ჰქონდა გატანილი. მოთამაშეს, რომელსიც კლუბი 27 მილიონ ფუნტს იხდის ასეთ რამეს, რასაკვირველია, არავინ აპატიებდა და ამიტომაც დაიწყეს ლაპარაკი მის გაყიდვაზე. ერთი სიტყვით, ჯეკოს გოლმა სულზე მიუსწრო.

ჯეკომდე კი ნავსი ტორესმა გაწყვიტა. მოგეხსენებათ, ისიც იანვარში გადავიდა ახალ გუნდში - „ჩელსიმ“ „ლივერპულს“ მის სანაცვლოდ 50 მილიონი ფუნტი გადაუხადა. თუმცა, ვერც ტორესს გაჰქონდა გოლი და სწორედ ბოლო ტურში, ოღონდ ჯეკომდე ორი დღით ადრე გაუტანა „ვესტ ჰემს“.

ჯეკომ თქვა: „მე ვნახე როგორ გაიტანა ტორესმა და ძალიან გამიხარდა. კარგად ვიცი რას ნიშნავს თავდამსხმელისთვის უგოლო პერიოდი. ტორესი „ჩელსიმდე“ „ლივერპულში“ თამაშობდა და ამ გუნდის მაისურით ოთხი წლის განმავლობაში უამრავი გოლი ჰქონდა გატანილი. მას ხელი გუნდის შუა სეზონში გამოცვლის გამო მოეცარა. ფეხბურთის ამბავი კარგად ვიცი - პირველი გოლი ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

რაც შემეხება მე, ფეხბურთის ასოციაციის თასსა და ევროლიგაში თითოჯერ კი მქონდა გატანილი, მაგრამ გაზეთებში ყოველდღე ვკითხულობდი, რომ პრემიერლიგაში ბურთს ბადეში ვერ ვაგდებდი და ეს ძალიან მოქმედებდა. ასეთ დროს საშინელი ზეწოლის ქვეშ ექცევი. თუმცა, საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი არასდროს შემპარვია, რადგან კარგად ვიცი, რომ გოლების გატანა ჩემი საქმეა. ერთადერთი რაც მჭირდება დაუღალავი შრომაა, დანარჩენს კი ეშველება.

როდესაც ბუნდესლიგაში გადავედი, მძიმედ დავიწყე. ერთი სიტყვით, ახალ გარემოში მძიმედ დაწყება ჩემთვის სიახლე არ არის. შემდგომი სეზონი ჩამთვის უკვე სულ სხვანაირი იქნება. „სიტის“ შემადგენლობაში პირველი გოლი „ნოთს ქაუნთის“ გავუტანე და მაშინაც იგივე ვიგრძენი, რაც ორშაბათს, „ბლექბერნთან“ გატანილი

გოლის მერე - ჩემი გოლი მნიშვნელოვანი იყო. დიახ, ჩემს ახალ გუნდში ბევრი არ გამიტანია, მაგრამ ყველა გოლი გადამწყვეტი იყო“.

ისტლენდელთა თავკაცმა რობერტო მანჩინიმ თქვა, რომ ბოსნიელი ბოლოხანს მართლაც გულდამძიმებული დადიოდა. ფორვარდს, ყველაზე მეტად, ფეხბურთის ასოციაციის თასის ნახევარფინალში მოუწყენია, როდესაც კარლოს ტევესის ტრავმის მიუხედავად მაინც სათადარიგოთა სკამზე მოუხდა ჯდომა.

ჯეკომ დასძინა: „რასაკვირველია, ეს ძალიან ძნელი გადასატანი იყო. თასის ნახევარფინალში, მითუმეტეს ასეთ შეხვედრაში (ეს გახლდათ მანჩესტერული დერბი) მონაწილეობა ყველას უნდა, მაგრამ იმედი მაქვს თავის გამოჩენის შანსი ფინალში მომეცემა. სათადარიგოთა სკამზე ჯდომა არავის უყვარს, თუმცა ვფიქრობ, ყველაზე ცუდი პერიოდი უკვე გადავლახე“.

„როდესაც ბუნდესლიგაში მოვიდა, შემადგენლობაში ხან ხვდებოდა და ხან ვერა. მაინც და მაინც ვერც გოლები გაჰქონდა. ედინს გერმანულ ფეხბურთთან ადაპტაციისთვის დაახლოებით ერთი წელიწადი დასჭირდა, შემდეგ კი ერთ სეზონში 28 გოლი გაიტანა და მეორეში 25“ - თქვა მაკლარენმა.

მსაჯი დაისაჯა

მსაჯი მაიკლ ოლივერი, ამ შაბათ-კვირას, პრემიერლიგის თამაშს ვერ მოემსახურება - დასჯილია და ჩემპიონატში გადაისროლეს. მიზეზი: ბოლო ტურში, „ფულჰემის“ და „ვულვერჰემპტონის“ შეხვედრის შემდეგ ლონდონელთა განრისხებულმა მწვრთნელმა, 47 წლის მარკ ჰიუზმა თქვა, რომ არბიტრმა ბევრი შეცდომა დაუშვა და მისმა გუნდმა ამიტომაც ვერ მოიგო. ოლივერი ახალგაზრდა არბიტრია, მხოლოდ და მხოლოდ 26 წლისა გახლავთ. მომავალ ტურში ის „მილუოლისა“ და „სუონსის“ მატჩს განსჯის.

რეინა რჩება

„ლივერპულის“ მეკარე პეპე რეინამ პირობა დასდო, რომ ზაფხულში მერსისაიდიდან არსად წავა. ერთი ხნის წინ 28 წლის ესპანელს წამოცდა, რომ „ლივერპული“ მის ამბიციებს არ აკმაყოფილებს, მაგრამ, როგორც ჩანს, ახლა დამოკიდებულება შეიცვალა. რეინამ თქვა:

„ლივერპულში თავს ბედნიერად, მშვიდად და კომფორტულად ვგრძნობ. დღეს, როდესაც მომავალზე ვფიქრობ, ვატყობ, რომ წარმატებებიც „ენფილდ როუდზე“ უფრო მოვა, ვიდრე სხვაგან. ჩვენი კლუბის ახალ ამერიკელ მეპატრონეებს კონკრეტული პროექტი აქვთ და, ვფიქრობ, ის გაამართლებს. ვგონებ, ზაფხულში გუნდში რამდენიმე ახალი ფეხბურთელი მოვა და ეს პროგრესის საწინდარი იქნება. ერთან ორ წელიწადში აუცილებლად ვიბრძოლებთ ტიტულისთვის“.

ესიენი შესაძლებელია

„ჩელსის“ 28 წლის განელი ნახევარმცველი მიკაელ ესიენი „ტოტენჰემ ჰოთსპურთან“ შეხვედრაში შეიძლება კვლავ მოედანზე იყოს. ეს შეხვედრა შაბათს, „სტემფორდ ბრიჯზე“, საქართველოს დროით 20 საათსა და 30 წუთზე გაიმართება.

ესიენს წინა ტურში, „ვესტ ჰემთან“ მყესი დაუზიანდა. ეს თამაშის მე-60 წუთზე მოხდა. ნახევარმცველს მოედანზე ექიმთა დახმარებაც დასჭირდა. თავიდან ყველას ეგონა, რომ ის მომდევნო შეხვედრასი მონაწილეობას ვერ მიიღებდა. უნდა ითქვას, რომ ესიენისთვის მუხლის მყესები მტკივნეული ადგილია. ბოლო ორი წლის განმავლობაში მან სწორედ ასეთი ტრავმების გამო დიდი ხანი გააცდინა. „ჩელსის“ თავკაც კარლო ანჩელოტის საბედნიეროდ მალე გაირკვა, რომ განელის ტრავმა უწინდელზე გაცილებით მსუბუქია.

„მაიკლს მუხლის სიახლოვეს, მყესის მცირე პრობლემა აქვს. სკანირებამ სერიოზული დარღვევა ვერ აღმოაჩინა. ჩვენი გუნდის ექიმები მას კიდევ დააკვირდებიან, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ „ტოტენჰემ ჰოთსპურთან“ თამაშისთვის ის მზად იქნება“ - ეწერა „ჩელსის“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

„ჩელსისა“ და „ტოტენჰემის“ დაპირისპირება ძალიან მნიშვნელოვანია. „სფურზი“, მოგეხსენებათ, მეოთხე ადგილისთვის იბრძვის და „მანჩესტერ სიტის“ ოთხი ქულით ჩამორჩება. „ჩელსი“ ლიდერ „მანჩესტერ იუნაიტედს“ მისდევს - სეზონის დამთავრებამდე ოთხი ტურით ადრე მათ შორის სხვაობა ექვსქულიანია. შეგახსენებთ იმასაც, რომ ამ ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ ლონდონში „არსენალს“ ხვდება.

სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან

მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა

რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს

ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს

[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა

[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ

[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ

სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან

"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს

[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო

20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"

"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს

"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა

მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა

"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა

იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე

რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს

"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა

"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა

დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს

ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ

ონანას არ დაუძახეს - ის აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრებში არ იქნება

ტერ შტეგენმა ვარჯიში დაიწყო - გერმანელი შესაძლოა, ზამთარში "ბარსელონადან" წავიდეს