ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

განგსტერი და ბალერონი

განგსტერი და ბალერონი

იბრაჰიმოვიჩისთვის უხეში მანერები უცხო არ არის

ზლატან იბრაჰიმოვიჩის რთული ხასიათის ამბავი საფეხბურთო სამყაროში ლამის ყველამ იცის.

ის 1981 წლის 3 ოქტომბერს შვედეთში, მალმიოში დაიბადა. მამა შეფიკ იბრაჰიმოვიჩი ბოსნიელი მუსულმანია, დედა იურკა - ბოსნიელი ხორვატი. მათ ქორწინება მხოლოდ შვედეთში გადასახლების შემდეგ გადაწყვიტეს. მათი ვაჟი 8 წლიდან “ბალკანის” ბავშვთა გუნდში დადიოდა ფეხბურთზე. როგორც დასახელებიდან მიხვდებოდით, ეს კლუბი მხოლოდ ბალკანეთიდან გადასახლებული ემიგრანტებით იყო დაკომპლექტებული.

ზლატანი სულ რამდენიმე თვეში გადაიყვანეს უფროს ასაკობრივ ჯგუფში, თუმცა იქ ერთ-ერთ პირველივე შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე იმიტომ მოხვდა, რომ თამაშამდე ცუდად მოიქცა. 0:4-ზე მწვრთნელმა ის მინდორზე შეუშვა და იბრამ 8 გოლი გაიტანა, მისმა გუნდმა კი 8:4 მოიგო. სწორედ მაშინ მიხვდნენ მწვრთნელები, რომ საქმე განსაკუთრებული მონაცემების ფეხბურთელთან ჰქონდათ. 12 წლისა ის “მალმიომ” აიყვანა თავის ასაკობრივ გუნდში. 18-ას მას უკვე პროფესიული დებიუტი ჰქონდა აღნიშნულ კლუბში.

2000 წელს ზლატანმა მეორე ლიგაში 12 გოლის გატანა შეძლო, რითაც გუნდს უმაღლესში დაბრუნების შესაძლებლობა მისცა. მისით უკვე მაშინ დაინტერესდნენ წამყვანი კლუბები, მათ შორის “არსენალი” და “აიაქსი”. შვედმა არჩევანი ამ უკანასკნელის სასარგებლოდ გააკეთა. “მალმიომ” 19 წლის ფეხბურთელში 7,8 მლნ ევრო მიიღო.

“აიაქსში” კო ადრიაანსე ფეხბურთელს დიდად არ სწყალობდა, თუმცა რონალდ კუმანის დანიშვნის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. 2002 წელს ახალგაზრდა შვედმა პირველად მოიპოვა ჰოლანდიის ჩემპიონის ტიტული. მომდევნო სეზონში ზლატანმა ჩემპიონთა ლიგაში გამოიჩინა თავი, რამაც ფეხბურთელის მიმართ ყურადღება გააათმაგა. 2004 წლის 22 აგვისტოს იბრამ “ბრედას” ისეთი გოლი გაუტანა, რომ “ევროსპორტის” მაყურებლებმა ის წლის საუკეთესო გოლად აღიარეს.

აღფრთოვანებულმა “იუვენტუსმა” სულ რამდენიმე დღეში, 31 აგვისტოს, ბოლო სატრანსფერო დღეს მასში “აიაქსს” 19 მილიონი გადაუხადა. “ამსტერდამ არენაზე” მან 3 სეზონში 2 საჩემპიონო ტიტული და 38 გოლი დააგროვა და შვედეთის ნაკრების ძირითადი ფეხბურთელის სახელი დაიბევა. სერია A-ში პირველივე მატჩის შემდეგ იბრამ შვედ საგაზეთო ჟურნალისტს ინტერვიუზე კატეგორიული უარი უთხრა. ამ უკანასკნელმა ფეხბურთელთან ლაპარაკი ვიდეოკამერაზე ჩაწერა და ერთ-ერთ შვედურ ტელეკომპანიას მიჰყიდა. სამშობლოში ზლატანის ამგვარ საქციელს მკვეთრი უკურეაქცია მოჰყვა. თავის მხრივ ამან იბრას დიდი ხნით გაუფუჭა ურთიერთობა შვედურ მასმედიასთან.

“ბებერ ქალბატონთან” იბრაჰიმოვიჩის რომანიც თავიდან სათადარიგოთა სკამით დაიწყო. მოგვიანებით მან დაიმკვიდრა ადგილი ძირითად შემადგენლობაში და სეზონი 16 გატანილი გოლით დაასრულა. შედეგად “ბიანკონერის” ფანებმა ის კლუბის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ზლატანმა 2005 წელსვე დაიმსახურა შვედეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი.

“კალჩოპოლის” სკანდალისა და “იუვენტუსის” სერია ბ-ში დაქვეითების თემას აღარ შევეხებით. უბრალოდ გეტყვით, რომ იბრამ ქვედა ლიგაში თამაში არ ისურვა. “იუვემ” ის “ინტერს” 25 მილიონ ევროდ გადაულოცა, სადაც “ბიანკონერიში” მოპოვებული და შემდგომ ჩამორთმეული 2 ტიტულის ნაცვლად 3 სკუდეტო მოიგო.

შეიძლება ითქვას, რომ “ნერაძურიში” მისი ტალანტი უფრო აკიაფდა. არასტაბილური მფეთქავი ვარსკვლავისგან იბრა კაშკაშა და სტაბილურ მოთამაშედ იქცა. “ინტერს” 2007/08 წლების საჩემპიონო რბოლაში გამარჯვება “პარმასთან” სწორედ მისმა დუბლმა მოუტანა. შვედი რამდენადაც ძლიერი იყო იტალიის პირველობაზე, იმდენად სუსტად გამოიყურებოდა ევროპულ არენაზე. განსაკუთრებით პლეი ოფის ეტაპზე. “ინტერი” მიეჩვია თამაშის იბრზე აგებას, მას კი მსოფლიოს საუკეთესო კლუბების მცველები მინდორზე იმხელა ყურადღებას უთმობდნენ, რომ მინდვრიდან “აქრობდნენ”. 2009 წლის ზაფხულზე ზლატანმა “ინტერში” დარჩენის სურვილი გამოთქვა, თუმცა “ბარსელონამ” მილანელებს ისეთი წინადადება შესთავაზა”, რომელზეც უარს არ ამბობენ - 46 მილიონი ევრო, პლუს სამუელ ეტოო. 27 ივლისს იბრაჰიმოვიჩი “კამპ ნოუზე” 62 ათასი გულშემატკივრის წინაშე წარადგინეს.

ზლატანის ესპანური დებიუტი დიდებული გამოდგა - 5 მატჩი, 5 გოლი. თითქოს მეტი რაღა უნდა ინატროს ადამიანმა, არა? თურმე შეიძლება ინატრო. უკვე ვთქვით, რომ ნიჭთან ერთად შვედს მძიმე ხასიათი დაჰყვა. მას პირველივე თვეში მოახერხა “ბარსას” უმთავრეს ვარსკვლავ ლიონელ მესისთან წაჩხუბება. არგენტინელი მას ვარჯიშებზე გადამეტებული უხეშობისთვის გაუწყრა. გიგანტური აღნაგობის იბრამ (195 სმ) ტანმორჩილ თანაგუნდელს დაცინვა დაუწყო, რამაც მათ შორის ურთიერთობა საკმაოდ დაძაბა. ამბობენ, რომ შვედის იტალიაში დაბრუნების უმთავრესი მიზეზი სწორედ ეს გახდაო.

2010 წლის 28 აგვისტოს “მილანმა” “ბარსელონასთან” ერთწლიანი საიჯარო კონტრაქტი შეათანხმა. სეზონის დასრულებისთანავე “როსონერის” ფეხბურთელის ხელში ჩაგდება 24 მილიონ ევროდ შეეძლება. “მილანში” იბრას ფეხი ნორმალურად მოკიდებული ჯერ არ ჰქონდა, როცა პირველ სკანდალში გაეხვია. სატელევიზიო შოუში არიკო საკის უწყინარ ხუმრობაზე, იბრამ “ოსერთან” გოლი თავისი გრძელი ფეხების წყალობით გაიტანაო, შვედმა უზრდელობით უპასუხა და ლეგენდარულ მწვრთნელს “მოკეტვა” ურჩია. ამას ჯერ როდნი შტრასერთან შემდეგ კი ოგუჩი ონიევუსთან ჩხუბი მოჰყვა.

გაუძლებს კი “მილანი” ამდენს? ამ შეკითხვაზე მხოლოდ დრო გაგვცემს პასუხს.

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

"მილანი" ადლის საუდის არაბეთში გაასხვისებს

40 წლის რაულ ალბიოლი სერია A-ში დაბრუნდა

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!