ბუნდესლიგის მეოთხე ტურში ჩემპიონთალიგური დაპირისპირებები იყო: "ჰოფენჰაიმი" "დორტმუნდს" იღებდა, "შალკე" - "ბაიერნს"...
ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის შემდეგ "ჰოფენჰაიმს" აშკარად უფრო მეტი ძალები ჰქონდა შერჩენილი და უფრო ახლოსაც იყო მოგებასთან, მაგრამ მასპინძლები დიალოს გაძევების შემდეგ ათნი დარჩნენ მოედანზე და ეს დაეხმარა "ბორუსიას" ანგარიშის გათანაბრებაში: პულიშიჩმა, როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ახლაც ბოლო წუთებზე გაიტანა. სტუმრებს იღბალიც დაეხმარათ, რადგან მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ბელფოდილმა ახლოდან ცარიელ კუთხეში დაარტყა და ააცილა.
22.09.18. ჰოფენჰაიმი - დორტმუნდი 1:1
"შალკემ" ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო. "ბაიერნთან" თამაშის შემხედვარე, რთული სათქმელი იყო, რომ ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის გუნდები ხვდებოდნენ: სტუმრები ყველა კომპონენტში სჯობდნენ მეტოქეს (ართმევების გარდა). დღეს "შალკეს" რიგებში საუკეთესო მეკარე რალფ ფერმანია, რომელიც ზედიზედ 114-ედ გამოჩნდა ბუნდესლიგის მატჩის ძირითადში. ის რომ არა, ანგარიში უფრო დიდი იქნებოდა.
დღევანდელი "შალკეს" მთავარი პრობლემა სტანდარტულებისას თავის დაცვაა. პირველ ტაიმში გოლი კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ თავით გაიტანა არც ისე მაღალმა ხამეს როდრიგესმა.
შესვენების შემდეგ დომენიკო ტედესკოს გუნდის პრობლემები გაგრძელდა. ჯერ ტრავმა მიიღო და მინდორი დატოვა მაკენიმ, შემდეგ ანგარიშის გათანაბრების შანსი გაუშვა ემბოლომ. ბოლოს კი ხამესის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გამოიყენა რობერტ ლევანდოვსკიმ, რომელიც უკვე ზედიზედ 6 მატჩია უტანს "შალკეს", ხოლო მანუელ ნოიერი ზედიზედ 14 მატჩია არ მარცხდება თავის მშობლიურ კლუბთან.
"ბაიერნს" შესანიშნავი ტრადიცია ჩამოუყალიბდა - 2010 წლიდან არ აგებს ბუნდესლიგაში ოქტობერფესტის დროს - ამ სერიამ 27 მატჩს მიაღწია.
22.09.18. შალკე - ბაიერნი 0:2
"შალკე" ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჯერ ქულა არ აქვს, რადგან "ლევერკუზენმა" მოახერხა სეზონში პირველი ქულების მოგროვება. "ბაიერს" მოაგებინა 19 წლის ჰაფერცმა, რომელიც მანამდე ევროპის ლიგის პირველი ტურის საუკეთესო მოთამაშედ აირჩიეს.
ფაქტები
"აუგსბურგის" კაპიტანმა დანიელ ბაიერმა 250-ე მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში.
"აუგსბურგმა" ბოლო შვიდ საშინაო მატჩში მხოლოდ ერთი მოიგო.
საწყის ოთხ მატჩში 10 ქულის მოპოვებით, "ჰერტამ" თავისი არსებობის ისტორიაში საუკეთესო სტარტი აიღო ბუნდესლიგაში.
რუნე იარსტეინმა მე-100 მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში "ჰერტას" მაისურით.
"ჰერტას" კარში ზედიზედ მეოთხედ დანიშნეს პენალტი, რაც ბუნდესლიგის რეკორდია.
ხამეს როდრიგესმა ბუნდესლიგაში თავისი პირველი გოლი შარშან, სექტემბერში "შალკეს" კარში გაიტანა.
მანუელ ნოიერმა ბუნდესლიგაში 350-ე მატჩი ჩაატარა, ტიაგო ალკანტარამ - მე-100.
რობერტ ლევანდოვსკის ბუნდესლიგაში უფრო მეტი გოლი (183) აქვს გატანილი, ვიდრე "შალკეს" მთლიან სასტარტო შემადგენლობას (165).
"ფრაიბურგის" ნახევარმცველმა როლანდ სალაიმ პირველ ტაიმში უცნაური ჰეთ-თრიკი შეასრულა: გოლი, ყვითელი ბარათი და შეცვლა.
"ფორტუნამ" ამ სეზონის ოთხივე მატჩში "მშრალად" შეინახა პირველ ტაიმში საკუთარი კარი და სამი ტურია არ აგებს.
"შტუტგარტს" ხუთი ოფიციალური მატჩია არ მოუგია.
"ფორტუნას" ბუნდესლიგაში ზედიზედ 16 გასვლითი მატჩი არ მოუგია სტუმრად.
"მაინცის" სასტარტო შემადგენლობის საშუალო ასაკი 22.8 წელი იყო.
კევინ ტრაპმა მე-100 მატჩი ჩაატარა "აინტრახტის" შემადგენლობაში.
ბუნდესლიგა. IV ტური
ნიურნბერგი-ჰანოვერი 2:0
გოლები: 1:0 ანტონი (76-საკ. კარში), 2:0 კნიოლი (77)
გაძევება: ალბორნოსი (29. ჰანოვერი)
ჰოფენჰაიმი-დორტმუნდი 1:1
გოლები: 1:0 ჟოელინტონი (44), 1:1 პულიშიჩი (84)
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი - პოში, ფოგტი, ბიჩაკჩიჩი - ბრენე, ბიტენკურტი, გრილიტში, ცუბერი (69. ნორდტვეიტი), შულცი - კრამარიჩი (78. შალაი), ჟოელინტონი (86. ბელფოდილი).
დორტმუნდი: ბიურკი - პიშჩეკი, აკანჯი, დიალო, შმელცერი - დაუდი (60. დილეინი), ვიტსელი, კაგავა (69. ფილიპი) - პულიშიჩი, ვოლფი (58. სანჩო), როისი.
გაძევება: დიალო (76. ჰოფენჰაიმი)
აუგსბურგი-ვერდერი 2:3
გოლები: 0:1 კრუზე (34), 0:2 ეგესტეინი (36), 1:2 ჟა-ჩეოლ კოო (45+1), 2:2 მაქსი (47), 2:3 კლაასენი (75)
ჰერტა-გლადბახი 4:2
გოლები: 0:1 ტ. აზარი (29-პენ), 1:1 იბიშევიჩი (31), 2:1 ლაზარო (34), 3:1 იბიშევიჩი (63), 3:2 პლეა (67), 4:2 დუდა (73)
ჰერტა: იარსტეინი - ლაზარო, შტარკი, ლუშტენბერგერი, პლატენჰარდტი - გრუიჩი (72; სკიელბრედი), მაიერი - კალუ, დუდა (87. ლუკასენი), დილროსუნი - იბიშევიჩი (76. ზელკე).
გლადბახი: ზომერი - ელვედი (77. კუისანსი), გინტერი, იანტჩშკე (46. ჰერმანი), ვენდტი - შტრობლი - ჰოფმანი, ზაკარია - ჯონსონი (46. ნოიჰაუსი), პლეა, აზარი.
ვოლფსბურგი-ფრაიბურგი 1:3
გოლები: 0:1 სალაი (7), 0:2 პეტერსენი (21), 0:3 ფრანტცი (51), 1:3 მეჰმედი (61)
შალკე-ბაიერნი 0:2
გოლები: 0:1 ხამეს როდრიგესი (8), 0:2 ლევანდოვსკი (64-პენ)
შალკე: ფერმანი - სანე, ნალდო, ნასტასიჩი - კალიჯური, რუდი, მაკენი (54. ბენტალები), შიოპფი - დი სანტო (64. ჰარითი), უტი (73. ბურგშტალერი), ემბოლო.
ბაიერნი: ნოიერი - კიმიხი, ჰუმელსი, ზიულე, ალაბა - ტიაგო ალკანტარა, გორეტცკა - მიულერი, ხამეს როდრიგესი (87. სანჩესი), რიბერი (83. გნაბრი) - ლევანდოვსკი (79. ვაგნერი).
ლევერკუზენი-მაინცი 1:0
გოლი: 1:0 ჰაფერცი (62)
ლევერკუზენი: ჰრადეცკი - ვაიზერი, ტა, ს. ბენდერი, ვენდელი - ლ. ბენდერი (72. ფოლანდი), კორი - ბეილი (83. ტელინი), ჰაფერცი, ბრანდტი (74. პაულინიო) - ალარიო.
აინტრახტი-ლაიპციგი 1:1
გოლები: 1:0 ფერნანდესი (26), 1:1 ფორსბერგი (53-პენ)
ლაიპციგი: გულაში, ლემერი (89. კონატე), უპამეკანო, ორბანი, სარაკი (86. ჰალშტენბერგი) - ზაბიტცერი, დემე, კამპლი, ფორსბერგი (85. ილსანკერი) - ვერნერი, პოულსენი.
შტუტგარტი-ფორტუნა 0:0
ბომბარდირები: 4 - ანჯეი დუდა (ჰერტა); 3 - ადამ შალაი (ჰოფენჰაიმი), სებასტიან ჰალერი (აინტრახტი), ვედად იბიშევიჩი (ჰერტა), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი).
მომდევნო ტური
25 სექტემბერი: ვერდერი-ჰერტა, ბაიერნი-აუგსბურგი, ჰანოვერი-ჰოფენჰაიმი, ფრაიბურგი-შალკე
26 სექტემბერი: ფორტუნა-ლევერკუზენი, დორტმუნდი-ნიურნბერგი, ლაიპციგი-შტუტგარტი, გლადბახი-აინტრახტი, მაინცი-ვოლფსბურგი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
გიორგი
დიალო დორტმუნდში თამაშობს და არა ჰოფენჰაიმში.
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი: "მანჩესტერ სიტიმ" "შალკე" და გერმანია შეარცხვინა VIDEO]
"მანჩესტერ სიტისთან" დამარცხების შემდეგ "შალკეს" მწვრთნელი გადააყენეს
ორკაცნაკლული "დორტმუნდი" რურულ დერბიში დამარცხდა [VIDEO]
მიქაუტაძე "დორტმუნდთან" სათადარიგოა
ბუნდესლიგა. XXXIII ტურის წინ: საჩემპიონო ინტრიგას თუ გამოვიგონებთ...
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს
"შალკემ" "ბარსელონას" მცველი ორწლიანი იჯარით აიყვანა
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
ბუნდესლიგა. XXXI ტურის წინ: სასწორზე ბევრია - დერბი და ჩემპიონობა!
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში