ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

პრემიერლიგა. VI ტური: დიდი რეჟისორი, ცუდი მსახიობები... [VIDEO]

პრემიერლიგა. VI ტური: დიდი რეჟისორი, ცუდი მსახიობები... [VIDEO]

შაბათის პრემიერლიგა საინტერესო და გოლუხვი გამოვიდა. მას მერე, რაც "ჩელსიმ" ქულები დაკარგა ლონდონურ დერბიში, "ლივერპული" ერთადერთი უდანაკარგოა მიმდინარე პრემიერლიგაში...

ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ გაიმარჯვა "ტოტენჰემმა", ხოლო "იუნაიტედი" კრიტიკის ახალ ქარიშხალს ელოდება "ვულვზთან" შინ დაკარგული ქულების გამო...

"მანჩესტერ სიტი" კი, ჩემპიონთა ლიგაში "ლიონთან" ფრიად მოულოდნელი საშინაო მარცხის შემდეგ, უელსში ჩავიდა და ჯავრი "კარდიფზე" იყარა - 5:0.

ანგარიში გახსნა სერხიო აგუერომ, ვინც თამაშის წინ "სიტისთან" ახალი 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა და ჯამაგირად კვირაში 220 ათასი ფუნტიც დაირტყა. ეს კი, ალბათ, იმის მომასწავებელია, რომ "კუნმა" კარიერა სწორედ "სიტიში" დაასრულოს (იმ დროისთვის 33 წლის იქნება). ბარემ აქვე დავძინოთ, რომ ჩვენ ახლა "ქალაქელთა" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირზე (204 გოლი) ვლაპარაკობთ და ნურც იმას გამოვრიცხავთ, აგუერომ რამე თანამდებობაც მიიღოს "მანჩესტერ სიტის" იერარქიაში...

ერთიც ვთქვათ და გვეყოფა პეპ გვარდიოლას გუნდზე - "ლესტერიდან" მოსულმა რიად მაჰრეზმა "სიტის" მაისურით პირველი გოლ(ებ)ი გაიტანა...

Video

22.09.18. კარდიფი - მანჩესტერ სიტი 0:5

თუ მანჩესტერის ერთი ნაწილი ხარობს, მეორე ისევ იმედგაცრუებულია - "იუნაიტედმა" საკუთარ კედლებში ვერ მოუგო "ვულვზს". ისე, მოგებას ვინ ჩივის, ბოლო წუთზე დავიდ დე ხეამ იყოჩაღა, თორემ პრემიერლიგაში დაბრუნებული "მგლები" სულაც 3 ქულას წაიღებდნენ. საინტერესო კია - "ვულვზმა" მეორე მანჩესტერულ გრანდსაც დააკარგვინა ქულები.

"იუნაიტედის" უნიათო გარჯა მაინცდამაინც სერ ალექს ფერგიუსონის "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნებას დაემთხვა. მაისში გადატანილი ინსულტის შემდეგ ის შაბათს პირველად გამოჩნდა მშობლიურ არენაზე და ლოჟაში კუთვნილი ადგილი დაიკავა. რა თქმა უნდა, "ოცნებების თეატრი" დიდ "რეჟისორს" ფეხზე წამოუდგა და აპლოდისმენტებიც არ დაიშურა... ეგ იყო, იმ დღეს მსახიობებმა ვერ ითამაშეს ისე, როგორც სერ ალექსს მოეწონებოდა...

"სტუმრები უფრო აგრესიულები და მოტივირებულები იყვნენ. ვფიქრობ, შედეგი სამართლიანია. მათ დაიმსახურეს ეს ქულა, ჩვენ კი დავიმსახურეთ ის სასჯელი, რაც მივიღეთ. პირველი ტაიმი ისე ცუდად დავიწყეთ, გაგვიმართლა, ანგარიში ჩვენ რომ გავხსენით", - თქვა ჟოზე მოურინიომ.

Video

22.09.18. მანჩესტერ იუნაიტედი - ვულვერჰემპტონი 1:1

მისგან განსხვავებით, კმაყოფილების საბაბი აქვს მაურისიო პოჩეტინოს, რომლის გუნდმა ზედიზედ 3 მარცხის (ჩემპიონთა ლიგაში "ინტერთან" წაგებაც მივიღოთ სათვალავში) შემდეგ გაიმარჯვა. სწორედ ეს მოგება გვჭირდებოდა საიმისოდ, რომ სწორ გზაზე დავბრუნდეთო, - თქვა "ტოტენჰემის" არგენტინელმა თავკაცმა და ვნახოთ, არის თუ არა ეს "ის" გზა...

Video

22.09.18. ბრაიტონი - ტოტენჰემი 1:2

გზა და გეზი "ლივერპულს" რომ აქვს, ისეთი უნდა - იურგენ კლოპის ბიჭებმა მიმდინარე პრემიერლიგის პირველი 6 თამაში მოიგეს. ჯერ კიდევ წინა ტურში ვთქვით, რომ ეს არის "წითლების" საუკეთესო სტარტი 1990/91 წლების სეზონის შემდეგ.

ახლა კიდევ ერთი საინტერესო სტატისტიკა - კლოპმა საუთჰემპტონელ კოლეგა მარკ ჰიუზს 5 უშუალო დაპირისპირებიდან ხუთივე მოუგო. ბურთების სხვაობაც შთამბეჭდავია - 16:3. მსგავსი შედეგი გერმანელს პრემიერლიგის არცერთ სხვა ვიზავისთან არ აქვს.

Video

22.09.18. ლივერპული - საუთჰემპტონი 3:0

კვირას "არსენალმა" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო სტარტზე განცდილი ორი წაგების შემდეგ და ლიდერებს მიუახლოვდა. როგორც ჩანს, უნაი ემერი ალაგებს სიტუაციას "მეთოფეებში", თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ პიერ-ემერიკ ობამეიანგი მეორე გოლის ეპიზოდში აშკარა თამაშგარე მდგომარეობაში იყო...

Video

23.09.18. არსენალი - ევერტონი 2:0

ფაქტები

"ბარნლიმ" 4 გოლი გაუტანა "ბორნმუთს", რაც იმაზე მეტია, პრემიერლიგის წინა 8 მატჩში რომ შეაგდო.

მას შემდეგ, რაც პეპ გვარდიოლა "მანჩესტერ სიტის" მწვრთნელია, "ქალაქალებმა" 10-ჯერ მოახერხეს ერთ მატჩში 5 და მეტი გოლის გატანა, რაც 4-ჯერ მეტია ნებისმიერი სხვა გუნდის მაჩვენებელზე.

1994 წლის შემდეგ "კარდიფმა" პირველად წააგო საწინაო მატჩი 5 ბურთის სხვაობით.

"ლესტერმა" "ჰადერსფილდს" ბოლო 8 საშინაო დაპირისპირებიდან ყველა მოუგო. ეს არის "მელიების" უგრძესი წარმატებული სერია ცალკე აღებული ერთი გუნდის წინააღმდეგ.

ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერლიგაში ახალაღზევებულ გუნდებთან 7 საშინაო მატჩში 6 ქულა დაკარგა, იმაზე მეტი, ვიდრე წინა 10 სეზონის განმავლობაში ერთად (5).

"მანჩესტერ იუნაიტედთან" საგარეო ფრით "ვულვზმა" დაასრულა "ოლდ ტრაფორდზე" ზედიზედ 8 მარცხისგან შემდგარი სერია, რომელიც სათავეს 1980 წლის ნოემბერში იღებს.

პრემიერლიგის ბოლო 48 მატჩში "ჩელსიმ" მეორე 0:0 ითამაშა.

პრემიერლიგა. VI ტური

ფულჰემი-უოტფორდი 1:1

გოლები: 0:1 ე. გრეი (2), 1:1 მიტროვიჩი (78)

ბარნლი-ბორნმუთი 4:0

გოლები: 1:0 ვიდრა (39), 2:0 ლენონი (41), 3:0 ბარნსი (83), 4:0 ბარნსი (88)

კარდიფი-მანჩესტერ სიტი 0:5

გოლები: 0:1 აგუერო (32), 0:2 ბერნარდო სილვა (35), 0:3 გიუნდოგანი (44), 0:4 მაჰრეზი (67), 0:5 მაჰრეზი (89)

სიტი (4-3-3): ედერსონი - უოლკერი, ოტამენდი, ლაპორტი, დელფი - ბერნარდო სილვა, ფერნანდინიო (74. სტოუნზი), გიუნდოგანი (69. ფოდენი) - სტერლინგი, სანე, აგუერო (61. მაჰრეზი).

ლესტერი-ჰადერსფილდი 3:1

გოლები: 0:1 იორგენსენი (5), 1:1 იჰეანაჩო (19), 2:1 მედისონი (66), 3:1 ვარდი (75)

ლივერპული-საუთჰემპტონი 3:0

გოლები: 1:0 ჰუდტი (10-საკ. კარში), 2:0 მატიპი (21), 3:0 სალაჰი (45+3)

ლივერპული (4-2-3-1): ალისონი - ალექსანდერ-არნოლდი, მატიპი, ვან დაიკი (55. გომესი), რობერტსონი - ვეინალდუმი (70. კეიტა), ჰენდერსონი - სალაჰი, შაჩირი (46. მილნერი), მანე - ფირმინო.

მანჩესტერ იუნ-ვულვზი 1:1

გოლები: 1:0 ფრედი (18), 1:1 მოუტინიო (53)

მანჩესტერი (4-3-3): დე ხეა - ვალენსია, სმოლინგი, ლინდელიოფი, შოუ - პოგბა, ფელაინი, ფრედი (63. მარსიალი) - ლინგარდი (75. ანდრეას პერეირა), ალექსის სანჩესი (63. მატა), ლუკაკუ.

ბრაიტონი-ტოტენჰემი 1:2

გოლები: 0:1 კეინი (42-პენ), 0:2 ლამელა (77), 1:2 ნოკერტი (90+3)

ტოტენჰემი (4-2-3-1): გასანიგა - ტრიპიერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, როუზი - დაიერი, დემბელე - ლუკას მოურა (78. ლუკას მოურა), ერიქსენი, სონი (68. ლამელა) - კეინი.

ვესტ ჰემი-ჩელსი 0:0

ჩელსი (4-3-3): არისაბალაგა - ასპილიკუეტა, რიუდიგერი (69. კაჰილი), დავიდ ლუიზი, ალონსო - კანტე, ჟორჟინიო, კოვაჩიჩი (79. ბარკლი) - ვილიანი, აზარი, ჟირუ (65. მორატა).

არსენალი-ევერტონი 2:0

გოლები: 1:0 ლაკაზეტი (56), 2:0 ობამეიანგი (59)

არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - ბელერინი, მუსტაფი, პაპასტატოპულოსი (39. ჰოლდინგი), მონრეალი - ტორეირა, ჯაკა - იოზილი, რემზი (80. უელბეკი), ობამეიანგი (69. ივობი) - ლაკაზეტი.

კრ. პალასი-ნიუკასლი 0:0

ბომბარდირები: 5 - ედენ აზარი (ჩელსი), ალექსანდარ მიტროვიჩი (ფულჰემი); 4 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), სადიო მანე (ლივერპული), რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნ), გლენ მარეი (ბრაიტონი).

მომდენო ტური

29 სექტემბერი: ვესტ ჰემი-მანჩესტერ იუნაიტედი, არსენალი-უოტფორდი, ევერტონი-ფულჰემი, ჰადერსფილდი-ტოტენჰემი, მანჩესტერ სიტი-ბრაიტონი, ნიუკასლი-ლესტერი, ვულვზი-საუთჰემპტონი, ჩელსი-ლივერპული

30 სექტემბერი: კარდიფი-ბარნლი

1 ოქტომბერი: ბორნმუთი-კრ. პალასი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო

[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"

U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“

დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან

ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო

"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს

დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა

"არსენალის" მეტოქეს "კვარა" დიდწილად განსაზღვრავს - ჰაკიმის გარეშე

"არსენალი" გაძლიერებას იწყებს - "მეთოფეებს" მორგან როჯერსის გაფორმება სურთ

"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი

[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა

"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს

[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"

სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ

უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს

ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?

[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა

[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა

კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა

Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს

"აქ ღმერთივით მოგექცევით" - პირს მორგანმა ხულიან ალვარესს მიმართა

შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს

მარტინელიც თურქეთის სუპერლიგაში? - "გალათასარაიმ" "არსენალს" წინადადებით მიმართა

"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა

დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას

უდიდესი მატჩის დღე! - პსჟ ზედიზედ მეორედ თუ "წითელ" ლონდონში პირველად

"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი

"არსებობდა დაუწერელი წესი, თუ ვარჯიშზე მესისთან ახლოს მიხვიდოდი..." - კუკურელიამ "ბარსელონაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა

ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს

[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს

Virgilio Sport: ნუთუ ლუის ენრიკე კვარადონას ზუსტად ისევე ჩამოწერს, როგორც დონარუმას?

კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის

რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...

როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს

"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა

[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს

[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს