ყაზახეთის ქალაქ ალმათის ტურნირის (25 ათასი დოლარი) მეორე წრე ჩვენებურებმა წარმატებით გადალახეს

ყაზახეთის ქალაქ ალმათის ტურნირის (25 ათასი დოლარი) მეორე წრე ჩვენებურებმა წარმატებით გადალახეს. მე-7 ნომრად განთესილმა თათია მიქაძემ (343) კორეელ სუნ ჰე ჰანს (445) აჯობა - 6:1, 4:6, 6:3. ხოლო მე-4 ნომრად განთესილმა სოფიო შაფათავამ (292) იოლად მოუგო ყირგიზ ბერმეტ დუვანაევას (731) - 6:3, 6:1. მიქაძის მეტოქე მეოთხედფინალში ყაზახური სენსაცია ზარინა დიასია (273). ეს გოგონა ჯერ მხოლოდ 16 წლისაა და უკვე რეიტინგის მოწინავე ორასეულშიც ყოფილა. დიასი ალმათის ტურნირის ნომერ პირველი ჩოგანია. თათიას ერთეულთა თანრიგში უკვე ზედიზედ 7 მოგება დაუგროვდა. არც შაფათავას მეტოქეა ურიგო ჩოგბურთელი, ყირგიზეთის სახელით მოასპარეზე ხაბაროვსკელი ქსენია პალკინა (319), რომელიც ტურნირზე მე-5 ნომრად განთესეს.

მიქაძისა და შაფათავას წყვილიც ბრწყინვალედ ასპარეზობს. ტურნირზე პირველ ნომრად განთესილი ქართული დუეტი უკვე ნახევარფინალშია. მეოთხედფინალში მათ კორეელი ჰანი და რუსი კუჩმინა დაამარცხეს - 6:1, 6:4. ახლა მათი მეტოქე მე-3 ნომრად განთესილი უზბეკურ ყიგიზული (ხაბიბულინა, პალკინა) დუეტია.

ესპანურ ვიგოში (25 ათასი დოლარი) წარუმატებლად იასპარეზა სოფიო ქვაცაბაიამ (397), მან ესპანელ ლეტისია კოსტას-მორეირასთან (338) წააგო - 2:6, 5:7. ქვაცაბაია წყვილთა თანრიგში აგრძელებს თამაშს გერმანელ იუსტინ ოზგასთან (342) ერთად.

ფერღანაში ახალგაზრდული ტურნირის მერვედფინალში 14 წლის თამარ ჩალაღანიძემ მე-8 ნომრად განთესილ უზბეკ კაროლინა ჩერნაიასთან წააგო, რომელიც 17 წლისაა - 3:6, 3:6.

ლელო

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა