ესპანეთის სახელით მოასპარეზე ძიუდოისტი, 22 წლის ნიკოლოზ შერაზადიშვილი (90 კგ) მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მან კუბელი ივან ფელიპე სილვა მორალესი იპონით დაამარცხა.

აქამდე ისინი ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და თითო-თითო გამარჯვება ჰქონდათ. პირველი ვაზარი მორალესმა ბრძოლის დაწყებიდან წუთნახევარში მოიპოვა. შერაზადიშვილმა ანგარიში ბრძოლის დასრულებამდე 45 წამით ადრე გაათანაბრა.

დამატებითი დროის დაწყებიდან 2:20 წუთში ნიკამ მეტოქე დააიპონა.

ის პირველია, ვინაც ესპანეთის სახელით ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.

ნახევარფინალში ნიკოლოზმა დამატებით დროში უნგრელ კრისტიან ტოტს სძლია.

emigranti
ყველაფერი ლოგიკურია...იმ ქვეყანაში სადაც მწვრთნელები ფულის კეთებაზე ფიქრობენ და არა ქვეყნის სახელზე...და კიდევ ხშირად ასე ხდება ზოგიერთი სპორტცმენი მერე ყოყოჩდება და ბლატაობას იწყებს...ამით ის თავის მომავალს იკლავს..ასეთი სინდრომი ხომ მხოლოდ საქართველოშია ( არადა ჩვენ ხომ უდავოდ ტალანტების ქვეყანა ვართ) გინდათ არგუმენტები? ჯარჯი ზვიადაური: კახი კახიააშვილი: აგერ ნიკა შერაზადაშვილი.....დ. ა. შ განა ისინი ამ წარმატებებს მიაღწევდნენ სამშობლოში?
მერაბი
გაორებული ემოციაა, ქართველმა მოიგო, მაგრამ უცხო ქვეყნის სახელით! ჯერ კიდევ საკითხავია, მოხდებოდა კი ჩვენს ნაკრებში, ჩემპიონობაზე აღარ ვსაუბრობ. ქართულ სპორტში რომ არეულად არის საქმე, ყველა ატყობს. ისევ ჩვენს თავს ვუშავებთ.
ბმნ
ყველას ვულოცავ ამ ოქროს მედალს. ერთი რამე მინდა აღვნიშნო, არ ვიცი, იქნებ ვცდები, მაგრამ უცხოელები და სხვა ქვეყნის სახელით მოასპარეზე ქართველებიც, ზანთარაია იქნება ეს თუ ილიადისი და ყველა ფაქტიურად უფრო დისციპლინირებულნი არიან, უფრო მობილიზებული, უფრო დამაჯერებლები და შემართულები არიან, რატო ხდება ასე ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია.
s-7
:)))) იუმორს აშკარად არ უჩივი.
არჩილ
გაიხარე ნიკა ჩვენი გახარებისთვის. ბექას დამარცხება შენმა გამარჯვებამ გადაწონა. მაინც ქართულმა გენმა იმარჯვა! ვულოცავ ქართველებს და ესპანელებს! მათთვის ეს პირველია, როგორც ვიცი. იმედია ამის მერე მაინც მიხედავენ ძიუდოს საქართველოში, ვისაც ეს ევალება. ტურნირზე რამდენჯერმე გამოჩნდა ირაკლი უზნაძე, თურქეთის ნაკრების მწვრთნელი და სიმართლე გითხრათ, გული დამწყდა ძალიან.
გაგი
ეს ბიჭი კონკურენციის გამო არ წასულა, იქ გაიზარდა ფაქტიურად. მისი ოჯახი წავიდა 15ოდე წლის წინ, მაგრამ ნაკრებში რომ ქაქი მდგომარეობაა, მაგას ეს არ ცვლის, რა თქმა უნდა. ვულოცავ ნიკუშას!
Levani
ძმაბიჭური დაჯგუფებებია სხვადასხვა სპორტის ფედერაციებში გამეფებული, ერთიდაიგივე ხალხი გამოდის ტურნირებზე და სხვებს არ აძლევენ თავის გამოჩენის შანსსაც კი. მერე ესენი ცდილობენ გავიდნენ და სხვა ქვეყნის დროშის ქვეშ გამოვიდნენ და შეადარეთ შედეგები...
Irakli
ამ ბიჭს ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ ეს ჩვენი ძიუდოს ფრდერაცია რას აკეთებს? რატომ გამოდიან მასიურად ქართველები იცხოეთის სახელით?
ჯ.ჩ.
ექვსმა ქართველმა სხვაქვეყნების სახელით ყველა სინჯის ოთხი მედალი მოიპოვა , საქართველოს ნაკრებმა კი ჯერჯეტობით მხოლოდ ერთი.ეს იმაზე მეტყველებს,რომ ნაკრებში უდისციპლინობაა გამეფებული.რეჟიმის დარღვეები.ვფიქრობ ზოგიერთები არც ღვინოზე ამბობენ უარს,რაც დამღუპველია.
გიგა
არ გეწყინოს მეგობარო და ესპანელებს ძიუდოში არ მგონია ჩვენი რაოდენობის ოლიმპიურები ყავდეთ. და ამ ბიჭს ვგულშემატკივრობდი ყველგან და არ მეგონა ამდენს თუ იზამდა ვენაცვალე
გიგა
ვენაცვალე როგორ მონდომებით მივიდა ნაბიჯებით. ვულოცავ გულით
ალეკო
კარგია რომ ქართველმა მოიგო, ცუდია რომ ესპანეთის ჰიმნზე გაიჭიმა
s.s.
ვულოცავ ძალიან კარგი სპორცმენია და კარგი ადამიანიც, რომ არა ესპანეთი ვინ იცის საქართველოდან მიაღწევდა მსოფლიო ჩემპიონობას? აქ ისეთი ამბებია.....
ჯ ი ჯ ი
მაგარი ბიჭია.ჭიდაობს დაფიქრებულად,გააზრებული აქვს ყველა მოძრაობა, თვითონ აკონტროლებს შეხვედრას, მისთვის დაუმარცხებელი ფალავანი არ არსებოსს დღესდღეობით.გამახსენდა კობა კურტანიძის, მალხაზ ბერუაშვილის, ვანდერვალეს ჭიდაობები.მან ესპანეთს ოქრო მოუტანა, ჩვენ ისევ იმედით ვართ რომ იქნებ ჭრიკიშვილმა გვასახელოს ამ წონაში ისევ როდესმე. ბექას სანამ გონია, რომ ჯანით მოუგებს ყველას და ტექნიკა ტაქტიკაზე არ იმუშავებს, ყოველთვის დარჩება სამეულს მიღმა.
ბუკია ბაკური
ეს ერთი და სხვა მრავალი წარმატებები ნიკოლოზ ძმაო,ქართველი ძიუდოისტებისთვის მაგალითი ყოფილიყოს თქვენი წარმატება მომავალ ტურნირებში.
მ. ტ.
ეს ოქრო რომ ქართველების მიერ ესპანეთში ნაძარცვი ოქროულის ერთგვარ კომპენსაციად განვიხილოთ, მამენტ, ხურდაც გვეკუთნის...
ხოდა ვიჯდეთ ახლა და ვყლაპოთ ნერწყვები
აბუ-დაბის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების ძიუდოისტთა შემადგენლობა ცნობილია
"ზურაბ ზვიადაურს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და საპატიმროს მარტის ბოლოს დატოვებს" - რას აცხადებს ადვოკატი
[VIDEO. ძიუდო. ზაგრების გრან პრი] სრული დომინაციით! საბა ინანეიშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელია
გოგლიჩიძე "ბოლონიასთან", ალბათ, ვერ ითამაშებს
"ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ გონება დავკარგე" - ფაბრეგასმა კონტესთან მუშაობა გაიხსენა
"60 ფეხბურთელს პირადად დავურეკე და ეს ავუხსენი" - ტუხელი ინგლისის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის შემადგენლობაზე
"საკადრო შიმშილი გვაქვს, რასაც მენტალური პრობლემები ემატება" - რა თქვა სანიოლმა ბულგარეთთან მატჩის შემდეგ?
[VIDEO] ესპანეთი სახლში თურქეთს ფრედ ეთამაშა
[VIDEO] ერიჰა - საქართველოს ნაკრებს ბულგარეთმაც მოუგო!
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან 0:2 მარცხდება
U18. ევროპის ჩემპიონატზე "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" ჩეხეთს სძლიეს და ფინალში გავიდნენ
[VIDEO] U21. უშანსოდ - საქართველოს ნაკრები გერმანიასთანაც დამარცხდა
ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მათეუსი: მარადონა საუკეთესო იყო, ჩემს შემდეგ - მესი თუ რონალდო?
U19. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში გაიმარჯვა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა
"შევალიეს ბევრი წუნი აქვს - საფონოვი რუსეთში არ უნდა დაბრუნდეს" - აცხადებს აგენტი
15-ქალა | გიორგი მაისურაძემ პირველი ოფიციალური თამაშისთვის შემადგენლობა დაასახელა
მარსელო ბროზოვიჩი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს
ლუკმენი თურქეთში წავა? - "გალათასარაი" მორიგ ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს
2 წელზე მეტი დროის შემდეგ - "ბარსელონა" "ნოუ კამპზე" ბრუნდება
აბუ-დაბის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების ძიუდოისტთა შემადგენლობა ცნობილია
ენდრიკი მეტი სათამაშო დროის გამო "რეალიდან" მიდის - ფრანგულ გუნდთან ყველაფერი შეთანხმდა
ისტორიული მედალი ქალებში და ბექა ღვინიაშვილის დუბლი [VIDEO]
"რუსებს დღესაც მიაჩნიათ, რომ ქართველი მსაჯი მოვალეა, მათ დაეხმაროს..."
ლიცენზიების დილემა გადაჭრილია - თბილისის გრან-პრის შეფასება
ოდიველასი. "ევროპის ღია თასი": ონისე ბუღაძის ვერცხლი, ნოდარ ბერიანის ბრინჯაო
"რიოს თამაშების შემდეგ თურქეთმა მოქალაქეობა შემომთავაზა, საუბარი ძალიან დიდ თანხაზე იყო"