დაახლოებით ცხრა თვის წინ გერმანული გამოცემა "ტრანსფერმარკეტის" მიხედვით, საქართველოს 23-წლამდელთა ტოპ-10 ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება გამოვაქვეყნეთ.

მას შემდეგ ბევრი შეიცვალა, როგორც სპორტული, ისე ფინანსური კუთხით. ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელებმა თამაშს მოუმატეს, რაც მათ ღირებულებაზეც აისახა.

გთავაზობთ გერმანული გამოცემის საუკეთესო თერთმეტეულს:

11-10. ბექა მიქელთაძე (კვიპროსი, "ანორთოსისი") - 20 წლის - ფასი 500 000 ევრო - ბექას სატრანსფერო ფასს საქართველოს ჩემპიონატიდან წასვლის შემდეგ არ მოუმატია. ამ დროისთვის მიქელთაძეს კლუბში სტაბილური სათამაშო პრაქტიკა აქვს. მართალია, გუნდი დატოვა მთავარმა მწვრთნელმა რონი ლევიმ, მაგრამ კლუბში ქართველი ნდობით სარგებლობს.

11-10. ლაშა დვალი (პოლონეთი, "პოგონი") - 23 წლის - ფასი 500 000 ევრო - ლაშას მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს პოლონურ კლუბში, თუმცა მას ახალი ასპარეზი სჭირდება, რომ უფრო მეტად განვითარდეს. აღსანიშნავია, რომ მას გერმანული გამოცემა ადრე უფრო ძვირად აფასებდა, დაახლოებით ერთი წლის წინ ის 600 000 ევრო ღირდა, ხოლო სამი წლის წინ - 750 000.

9. ლევან ხარაბაძე (თბილისის "დინამო") - 18 წლის - ფასი 550 000 ევრო - დინამოელთა ახალგაზრდა მცველს გერმანელებმა საკმაოდ მაღალი ფასი დაუწესეს, ეს ყველაფერი კი იმის დამსახურებაა, რომ ლევანი 2018 წლის სეზონში კარგად ასპარეზობს. პირველი ორი წრის განმავლობაში ის ერთ-ერთი საუკეთესო იყო გუნდში. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში ცოტა მოუკლო.

8. გიორგი არაბიძე (პორტუგალია, "ნასიონალი") - 20 წლის - ფასი 700 000 ევრო - არაბიძის ფასი ახალ კლუბში გადასვლის შემდეგ არ გაზრდილა, თუმცა, თუ ის პორტუგალიაში თავის ნიჭს მაქსიმალურად გამოავლენს, ეს მკვეთრად გაზრდის მის სატრანსფერო ღირებულებას.

7-6-5-4. ოთარ კიტეიშვილი (ავსტრია, "შტურმი") - 22 წლის - ფასი 800 000 ევრო - ეროვნული ლიგა საუკეთესო ფეხბურთელმა დატოვა და ამ ზაფხულს კიტეიშვილმა ახალი გამოწვევებისთვის ავსტრიას მიაშურა. მისი ფასი "დინამოში" ყოფნის დროს გამუდმებით იზრდებოდა. ჯერჯერობით "შტურმში" გატარებულ პერიოდში ფასს არ მომატებია.

7-6-5-4. საბა ლობჟანიძე (დანია, "რანდერსი") - 23 წლის - ფასი 800 000 ევრო - დანიური კლუბი რომ უმაღლეს ლიგაშია, ეს საბა ლობჟანიძის დამსახურებაა. ის საკუთარ გუნდში საუკეთესოა და ხშირ შემთხვევაში გუნდი ქულების მოპოვებას მისი აქტიურობით ახერხებს.

7-6-5-4. გიორგი პაპუნაშვილი (ესპანეთი, "სარაგოსა") - 23 წლის - ფასი 800 000 ევრო - პაპუნაშვილის დაბრუნება ესპანეთში ნაყოფიერი გამოდგა, სადაც ის სეგუნდა დივიზიონის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში მოხვდა. გიორგის კლუბში ნდობა აქვს, თუმცა არის მომენტები, როდესაც მისი ინდივიდუალური მოქმედებები არ მოსწონთ და ამას აკრიტიკებენ კიდეც. აღსანიშნავია, როცა ის "სარაგოსაში" გადავიდა, მისი ფასი 300 000 ევრო იყო და ესპანეთში ყოფნის შემდეგ მისმა ღირებულებამ ნახევარი მილიონით მოიმატა.

7-6-5-4. გიორგი აბურჯანია (ესპანეთი, "ლუგო") - 23 წლის - ფასი 800 000 ევრო - ამ ზაფხულის ერთ-ერთი სასიხარულო ტრანსფერი გამოდგა აბურჯანიას გადაბარგება "ლუგოში". ის უდავოდ ერთ-ერთი ნიჭიერი ქართველი ნახევარმცველია და ასეთი ფეხბურთელები დასაკარგი არ გვყავს. დაახლოებით ერთი წლის წინ მისი ღირებულება მილიონი იყო, თუმცა "სევილიის" მეორე გუნდში უთამაშებლობამ ფასი დაწია.

3-2. ჯიმი ტაბიძე (რუსეთი, "უფა") - 22 წლის - ფასი 1 000 000 ევრო - ახალგაზრდა მცველს რუსეთის პრეიერლიგაში სტაბილური სათამაშო პრაქტიკა აქვს და ის ნელ-ნელა პროგრესირებს. ტაბიძის პროგრესი არათუ ჩვენთვის, არამედ გერმანული გამოცემისთვისაც ნათელია. მისი ფასი 2017 წლის დასაწყისში 100 000 ევრო იყო, ახლა კი ათჯერ უფრო ძვირი ღირს და სეზონის ბოლოს შესაძლოა მისმა სატრანსფერო ღირებულებამ კიდევ უფრო მოიმატოს.

3-2. ოთარ კაკაბაძე (შვეიცარია, "ლუცერნი") - 23 წლის - ფასი 1 000 000 ევრო - ყველა ფეხბურთელი თავის კარიერას თვითონ ქმნის. გულშემატკივარს ოთარი უკეთეს გუნდში სურდა. ის საკმაოდ ნიჭიერი მარჯვენა მცველია და ერთ-ერთი ყველაზე პროგრესირებადი ქართველი ფეხბურთელი იყო ბოლო პერიოდში. ვიმედოვნებთ, რომ კაკაბაძე შვეიცარიას ტრამპლინად გამოიყენებს.

1. გიორგი ჩაკვეტაძე (ბელგია, "გენტი") - 19 წლის - ფასი 5 000 000 ევრო - მისი გზა დიდ ფეხბურთში მიდის, ხოლო მისი თამაში ყველასთვის შესამჩნევია. ერთ წელიწადში მისმა ფასმა 3 800 000 მილიონით მოიმატა და ცოტა ხანში კიდევ უფრო გაიზრდება. მას მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს "გენტში" და ამავდროულად, უკვე ნაკრებშიც გამორჩეული ფეხბურთელია. იქნება თუ არა გიორგის ღირებულება ერთი 0-ით მეტი, ეს უკვე მასზე იქნება დამოკიდებული.

Roni
ისე შენ კალხოზნიკურ შუტკებს ისევ ის გვირჩევნია გელა ნუგზარაშვილს რო ითხოვდა ნაკრებში,ისაც კი უნიჭო ღადაობააა მაგრამ შენ ვაფშე ..... ასოს დანგრატი ხარ:) გკოცნი
ნატალი
კ ო მ ბ ლ ე, აუუუუუუუუუუუუუუუუუუუუ! სად ბანაობ თუ იცი!!!!!!!!!!!წადი რა კომბლები გამოთალე და ჭერში შემოაწყვე. გაფიცებ ფარას!!
Lasha
აქ მაინც ჩახედოს ვაისმა და გამოიძახოს ლობჟანიძე, რამე გაწყენინა
კ ო მ ბ ლ ე
მე როგორც ცხვრების და ძროხების სპეციალისტი მათ ფასებს მოგაწვდით, აქ კი გედევირევი, როგორ შიძლება ადამიანის ყიდვა-გაყიდვა, საინტერესო ისაა ცოცხალ წონას იბარებენ, თუ ....... მაინც ვერ წარმომიდგენია, რომ ცხვარ-ძროხა გავყიდო და ადამიანი ვიყიდო. რატომ? სტამბულის ბაზარია, თუ ამერიკის მონათა ვაჭრები?
კ ო მ ბ ლ ე
არგენტინაში ძროხა ყოლიათ 3 მილიონი ღირსო თურმე, აპპა!
dinamo
მაგის დროც მოვა
giga
გიორგი ჩაკვეტაძისთვის 5 მილიონი მცირე თანხაა, ბევრად მეტი უნდა ღირდეს მინიმუმ 20 მილიონი.
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
დვალი სოფიის ცსკა 1948-სთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
კაკაბაძემ ფინეთში ოპერაცია გაიკეთა
ოთარ კიტეიშვილი: ყველაფრის გამოსასწორებლად დრო გვაქვს!
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ეროვნული ლიგის VII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
ჩაკვეტაძე შეცვალეს - "უდინეზემ" ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო
კაკაბაძე ცენტრში და კვერნაძე სასტარტოში? - შეკრებამდელი სიტუაცია ნაკრებში
გოჩოლეიშვილი და დვალი კონფერენს ლიგაზე შეცვლაზე შევიდნენ
ოფიციალურად | გიორგი არაბიძე კვლავ ქუთაისის "ტორპედოს" ფეხბურთელია!
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
მიქელთაძემ სეზონში მე-5 გოლი გაიტანა - "ნიუკასლი" ფინალური სერიებისთვის იბრძვის [VIDEO]
"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!
კონფერენს ლიგაზე დვალის და გოჩოლეიშვილის გუნდების მეტოქეები გაირკვა
დვალი "ცსკა 1948"-ის ფეხბურთელია
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
სადებიუტო გოლიც ასეთი უნდა - მიქელთაძემ "ულსან ჰიუნდაის" ზღაპრული გოლი გაუტანა [VIDEO]
ეროვნული ლიგის IX ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
[VIDEO] საბას დროა - ლობჟანიძის ბრწყინვალე გოლი MLS-ში
ვაკოს დუბლი და იშვიათი ამბავი ჩემპიონთა ლიგაზე - მსაჯმა ჯერ ტაიმი დაასრულა, შემდეგ გუნდები ისევ დააბრუნა... [VIDEO]
"ტორპედოს" პრეზიდენტი ადასტურებს: გიორგი არაბიძე ბრუნდება!
[VIDEO] როგორც ქოჩორაშვილმა ალბანეთში... პაპუნაშვილის სუპერგოლი აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში!
"სირცხვილია, მისგან პასი აღარ მიიღოთ!" - გია ჭანტურიამ კაკაბაძის განცხადების შემდეგ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს მიმართა
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
მიქელთაძემ A ლიგაში შესანიშნავი გოლი გაიტანა [VIDEO]
ოთარ კაკაბაძე: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხვალ პირველი თამაში მოვიგოთ
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა აშშ-ში გუნდი გამოიცვალა
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-1 ტორპედო. არაბიძის "აფეთქება" რომ არა...
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
Geo Team: გიორგი პაპუნაშვილი კარიერას სერბეთში გააგრძელებს
ზივზივაძე დღეს "ლივერპულთან" არ ითამაშებს და გეზი სამხრეთ კორეისკენ აქვს აღებული
ქართველების "ზირა", რომელმაც "ტორპედო" გაანადგურა, ესტონურ "პაიდესთან" გამოვარდა
საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა
"შტურმი" ქართველების გარეშე "ბორნმუთთან" დამარცხდა - ჭანტურიშვილმა "ფრაიბურგთან" შეუცვლელად ითამაშა
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
[VIDEO] კაკაბაძის საგოლე პასით "კრაკოვიამ" გამარჯვება მოიპოვა
დვალმა პირველივე მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა
ხვიჩა-ფერანი ერთდოულად - "მამარდას" მოლოდინი და სხვა მატჩები
არაბიძე: რამ შემიშალა ხელი დიდი ფეხბურთის თამაშში - "უფრო ცხოვრებისეულ პრობლემებზე ვფიქრობდი"
ვოლკოვის და პაპუნაშვილის "ზირამ" "ომონიას" მოუგო, მაგრამ ევროტურნირებს გამოეთიშა
ლობჟანიძის საგოლე პასი - "ატლანტამ" და "ცინცინატიმ" ფრედ ითამაშეს [VIDEO]
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
"ტორპედოს" მძლეველმა "ომონიამ" ვოლკოვის "ზირა" გაანადგურა
[VIDEO] ეს საბას დროა - ლობჟანიძის დუბლი MLS-ში