უკრაინის ნაკრების ნახევარმცველი ანდრეი იარმოლენკო 11 სეზონი იცავდა კიევის "დინამოს" ღირსებას, ახლა კი "ვესტ ჰემში" თამაშობს. მას "დინამოს" მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა ნიკოლაი ნესენიუკმა ღია წერილით მიმართა.

"სასიამოვნოდ გამაკვირვა "ევერტონთან" ნამატჩევს მიცემულმა შენმა ინტერვიუმ - მოკლედ, არსებითად ინგლისურად.

ყოველთვის მჯეროდა შენი. მოკლედ, ყოჩაღ. ნორმალური, წესიერი ბიჭი ხარ, რომელმაც ყველაფერს შენი ნიჭითა და შრომით მიაღწიე.

ამასთან, ჭკვიანიც ხარ და ესეც ვიცი. შენ გესმის, რომ ინგლისში ფეხბურთელი არამარტო უნდა თამაშობდეს, არამედ საუბრობდეს. ეს აუცილებლობაა. უტყვებს პატივს არ სცემენ.

ისიც იცი, რომ ინგლისში ჟურნალისტებთან რუსულად ლაპარაკი არ ვარგა. მხოლოდ იმიტომ არა, რომ რუსები ინგლისელებისთვის ახლა მკვლელები დ მომწამვლელები არიან. ამიტომ ცდილობ ინგლისურად საუბარს და სწორადაც იქცევი.

კიდევ ვიცი, რომ უკრაინის ჭეშმარიტი პატრიოტი ხარ. სამაგალითო ხარ ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის. მაშ, რატომ ელაპარაკები უკრაინელ ჟურნალისტებს რუსულად? რატომ არ ესაუბრები მშობლიურ ენაზე, რომელიც მშვენივრად იცი?

შესაძლოა, ბავშვობაში ბიჭებმა გითხრეს, რომ უკრაინულად მეტყველება სირცხვილია? თუმცა, შენ ხომ ზრდასრული ადამიანი ხარ და იცი, რომ ეს ასე არაა.

შენ ამბობ - "დიდება უკრაინას" და ჰიმნს მშობლიურ ენაზე მღერი. ასე გააგრძელე. ვფიქრობ, ეს შენ დროულად, უბრალოდ, არავინ არ გიკარნახა. ჰოდა, მე გკარნახობ.

ბრიტანელ ჟურნალისტებს ინგლისურად ელაპარაკე, ჩვენებურებს კი - უკრაინულად. ეს ხომ ასეთი მარტივი და ბუნებრივია. ეს ჩვენ კი არა, შენ გჭირდება, შენს შვილებს ივანსა და დანილს, რომლებიც ჩვენს შემდეგ ძლიერ და აყვავებულ უკრაინაში იცხოვრებენ".

გიო
უკრაინელებს რატომ გგონიათ რომ რუსებისგან დიდად განსხვავებული სასაუბრო ენა გაქვთ?!
Niko
იქაური ქართული ფარშის მსგავსი ხალხი ამას რუსოფობიად აღიქვამდა ალბათ და ვაი პატრიოტობად:))
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ჩიჩარიტო ესპანეთში ბრუნდება
"განდო**ებო!!!" - იარმოლენკო ოკუპანტების მორიგ აგრესიას ეხმაურება
"ტოტენჰემმა" პირველად გაუშვა გოლი და პირველად დამარცხდა ახალ სტადიონზე [VIDEO]
ანდრეი იარმოლენკო: უნდათ უკრაინას მსოფლიო ჩემპიონატის საგზური აჩუქონ
"ვესტ ჰემი" ამ ფეხბურთელში 27 მლნ ევროს იხდის
"ცხოველები შეიძლება გაგვინაწყენდნენ, რომ რუსებს შევადარე" - მიხაილიჩენკო
"სულელური ნაბიჯი იყო..." - იარმოლენკო ოჯახის უკრაინაში გაგზავნაზე საუბრობს
ლონდონის "ვესტ ჰემმა" ესპანეთის ნაკრების წევრი დაიმატა
"მანჩესტერ იუნაიტედი" "ვესტ ჰემთან" დამარცხდა და "ლივერპულს" 10 ქულით ჩამორჩა [VIDEO]
"ვესტ ჰემმა" რეკორდულ თანხად ფრანგი თავდამსხმელი იყიდა
უკრაინის ნაკრების ვარსკვლავები 2008 წლის ომს იხსენებენ
სკანდალი უკრაინის ნაკრებში - რებროვმა კაპიტან იარმოლენკოს არც კი დაურეკა, ახალი ტრავმები და უკრაინელთა მწვრთნელის დიდი თავსატეხი საქართველოსთან მატჩის წინ