ჩემპიონთა ლიგა. I ნახევარფინალი. "ბარსელონამ" "რეალს" ლიონელ მესის ორი გოლით სძლია
ჰორიზონტზე გამოჩნდა ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი ფინალის კონტურები - პირთამდე სავსე "უემბლი" და იქით სერ ალექს ფერგიუსონის "წითელი ეშმაკუნები" და აქეთ "მანჩესტერში" მისი შესაძლო (ამაზე ბევრს ლაპარაკობდნენ) შემცვლელის, ხოსეპ გვარდიოლას "ბარსა".

ყოველ შემთხვევაში, ასე რომ არ მოხდეს, რაიმე განსაკუთრებული სასწაული უნდა ვიხილოთ ერთ კვირაში "ოლდ ტრეფორდსა" და "კამპ ნოუზე", მაგრამ "შალკეს" თავკაცი რალფ რანგნიკი ოდენ პროფესორია, ხოლო "რეალის" ბოსი ჟოზე მოურინიო - განსაკუთრებული. არც ერთია ჯადოქარი და არც - მეორე. აი, ნამდვილი თუ არა, საფეხბურთო ჯადოქარი კი ჰყავს "ბარსას" მისი სახელია ლიონელ მესი, ის მხოლოდ 23 წლისაა, მაგრამ შეუძლია ასეთ დაძაბულ შეხვედრაში ოთხ მეურვეს იოლად გასცდეს და დიდებული გოლი გაიტანოს.

გაზაფხულის "კლასიკოების" III სერია ყველაზე "ჩაკეტილი" გამოდგა - "სანტიაგო ბერნაბეუზე" ამ ორი ტრადიციული მეტოქის დაპირისპირებამ დუღილის ტემპერატურას მიაღწია და აკი, ვეღარც გაუძლო ზოგიერთი ფეხბურთელის ტვინმაც - იქით, ხოსე პინტომ შესვენებაზე ხელჩართული ბრძოლა მოაწყო და პეპი სათადარიგო გოლკიპერის გარეშე დატოვა, აქეთ პეპეს უღალატა თავშეკავებამ და მეტისმეტი უხეშობისთვის წითელი ბარათი მიიღო და თითქმის ნახევარი საათით ჟოზე მოურინიოს გუნდი "ბარსასთან" 10 კაცით დატოვა (ისევ!), ნერვებმა უღალატეს თვით ჟოზესაც, რომელსაც სათადარიგოთა სკამი დაატოვებინეს. ასე რომ, ყველა "სიკეთესთან" ერთად, "რეალს" ბარსელონაში მთავარი მწვრთნელიც დააკლდება.

თამაშს კი ორ ნაწილად გავყოფთ - პირველ ნაწილში ყველაფერი მოურინიოს გეგმის მიხედვით მიმდინარეობდა, გეგმა კი ჟოზემ არც ამჯერად შეცვალა და არ "გაუხსნა" თამაში "ბარსელონას", წინა ორ თამაშში ამან შედეგი მოიტანა (ფრე და მოგება) და პორტუგალიელმაც არ უღალატა ჩვეულ სტილს, მიუხედავად იმისა, რომ პირველ ნახევარფინალში "რეალი" მასპინძელი იყო და მართებდა შეტევა.

პირველ ნაწილში ჟოზეს გუნდი შესანიშნავად კეტავდა თავისუფალ სივრცეებს, მესის გასაქანს არ აძლევდნენ და სახიფათო მომენტების ნაცვლად მოედანზე შეხლა-შემოხლებსღა ვუყურებდით (რაც საკმარისზე მეტი იყო), ბურთი კი, რა თქმა უნდა, უმთავრესად "ბარსელონას" ეჭირა.

პირველი ნაწილი პეპეს გაძევებით დასრულდა - 61-ე წუთზე პეპე უტევდა, როცა მეტისმეტი მოინდომა და გაშლილი ფეხით წავიდა დანიელ ალვეშზე. ჩვენი აზრია და არავის თავს არ ვახვევთ, მაგრამ ვფიქრობთ ამ გაძევებით ვოლფგანგ შტარკმა "მესის თავგადაკლულმა ფანმა და ბუნდესლიგის ყველაზე სუსტმა არბიტრმა", როგორც მას მოურინიომ უწოდა, თავი ზედმეტად გამოიდო - პეპეს ყვითელიც ეყოფოდა. ამით გერმანელმა თამაში (უფრო სწორად კი ის ომი, რაც მინდორზე მიმდინარეობდა) "გააფუჭა".

ისედაც უკეთესმა "ბარსელონამ" ამის მერე გაილაღა, წარმატებას კი მაშინ მიაღწია, როცა დასვენებული და სწრაფი იბრაჰიმ აფელაი ვიხილეთ მოედანზე - ჰოლანდიელი იოლად გაცდა მარსელოს და მესის საჯარიმოში ჩაუწოდა, არგენტინელმა კი ფეხებს შორის გაუტანა იკერ კასილიასს. ამის შემდეგ მოურინიოს გუნდის ამოცანა დამძიმდა, ზუსტად 11 წუთში კი მესიმ თავისი ჯადოქრობა მოიშველია, "რეალის" "ჩაძინებულ" ფეხბურთელებს ერთმანეთის მიყოლებით გაცდა და ამ დაპირისპირებაში ინტრიგა მოკლა ან თითქმის მოკლა...

თამაშის შემდეგ სკანდალური განცხადებები გააკეთა ჟოზე მოურინიომ: "არასოდეს მეთაკილება იმის თქმა, რომ "ბარსელონა" ფანტასტიკური გუნდია და დღეს ამ გუნდმა გაგვაგდო ჩემპიონთა ლიგიდან. მაგრამ არ მესმის, რა უნდოდა არბიტრს, რომელსაც, წესით, ევალება კიდევაც თანასწორობისა და სამართლიანობის დაცვა. და რა გააკეთა მან? ბარსელონაში არ გვეყოლება პეპე, არაფრის გამო! არ გვეყოლება რამოსი, ასევე არაფრის გამო! და არ ვიქნები არც მე.

დღევანდელმა თამაშმა გვანახა, რომ "ბარსელონასთან" შანსი არა გვაქვს, რადგან ასე სურს უეფას. ისინი არ აძლევენ სხვა გუნდებს მასთან თამაშის საშუალებას. არ ვიცი, რას მივაწერო ეს? ნუთუ, UNICEF -ის რეკლამისთვის სჭირდებათ? გვარდიოლა შესანიშნავი მწვრთნელი და პიროვნებაა და მე მას ვუსურვებ, ერთხელაც ყოველგვარი სკანდალის გარეშე მოიგოს ლიგა. ყველაფერი რომ ვთქვა, რისი განცხადებაც ახლა ძალიან მინდა, ჩემი კარიერა აქვე დასრულდება", - განაცხადა დამარცხებულთა გაცოფებულმა თავკაცმა.

რეალი-ბარსელონა 0:2

რეალი (4-4-2): კასილიასი - არბელოა, რამოსი, ალბიოლი, მარსელო - ჩაბი ალონსო, პეპე, იოზილი (46. ადებაიორი), ლ. დიარა - რონალდო, დი მარია.

ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, პუიოლი - ჩავი, ბუსკეტსი, კეიტა - პედრო (71. აფელაი), მესი, ვილია (90. სერხი).

გოლები: 0:1 მესი (76), 0:2 მესი (87)

გაძევება: პინტო (45. სათადარიგო სკამიდან), პეპე (61), მოურინიო (63)

მაყურებელი: 71 567

არბიტრი: შტარკი (გერმანია)

სტატისტიკა

მატჩი დაიწყო: რეალი

პირველი კუთხური: რეალი

პირველი ჯარიმა: ბარსელონა

პირველი გაფრთხილება: რეალი

11 (3) დარტყმა 14 (8)

28 ჯარიმა 36

1 კუთხური 1

5 გაფრთხილება 3

22% ბურთის ფლობა 78%.

aleko
ბარსელონა რო ძალიან მაგარი გუნდია ამას არავინ არა დაობს, მარა სულ რეალს რატო უნდა ეთამაშოდ 11 კაცით? სულ მმასე მოიგებთ, 11კაცს+მსაჯი, ასე ამოგხდებათ სული
tato
ვერ გავიგე ამ რეალის გულშემატკივრების!!!!!! თუ პეპე გასაძევებელი არ იყო, მაშინ არც კრაუჩი იყო გასაძევებელი, მაგრამ მაშინ ხმა არავის ამოუღია და გაიხსენე მაშინდელი მარსელოს მსახიობობაც!!!!!! რეალის გულშემატკივრებს გიჭირთ იმის აღიარება რომ ბარსა გაცილებით უკეთესი გუნდია, ერთი რეალი რაშიც სჯობია არის სირბილი. სირცხვილია მეტი თუ არაფერი, რომ რეალი სანტიაგო ბერნაბეუზე თამაშობს 5 მცველით და 5 ნახევარმცველით, ეს უკვე ძაან დიდი მანდრაჟის მანიშნებელია და მანდრაჟიდან გამომდინარე რეალი თამაშობს კრისულ ფეხბურთს და ბარსამ კრისებს მიუჩინა თავისი ადგილი.პეპე გასაძევებელი იყო 100 პროცენტით და საერთოდ სიმულიანტობა მაგ თამაშში დი მარიამ დაიწყო. მაგრამ მსოფლიოში ყველაზე მაგარი გუნდი მანჩესტერია და ეს ფინალშიც გამოჩნდება. სერ ალექსი ჩაუტარებს მასტერ კლასს როგორც გვარდიოლას ასევე უ...კო მოურინიოს (თუ შეძლო და გავიდა).
magda
ვაღიარებ რომ მესიმ არაჩვეულებრივად ითამაშა, მაგრამ სამართლიანი თამაში არ იყო, სულელურად აძლევდა მსაჯი ყვითელ ბარათებს, ბარსელონა ბევრს აფერისტობდა : )) მე პირადად მანჩეს ფანი ვარ და ამ ორს დაუხოცია ერთამენთი მაგრამ ნამდვილად სამართლო თამაში, იყო... მსაჯებიც საკმაოდ კარგად დაეხმარნენ ბარსას... მაგრამ არც იმას დავმალავ რომ არც რეალს უთამაშია მთლად სუფთად, აფერისტობის გარეშე მაგრამ ბარსამ აშკარად აჯობდა ამ საკითხში : ))
Dato
პეპემ აშკარად სახიფათოდ ითამაშა, მაგრამ ალვეშს სულ არ შეხებია და წითელი არ ეკუთვნოდა. ბარსა მაგარი გუნდია, მაგრამ მსაჯების დახმარება ჭირდება ხოლმე
otari56
ვერ გავიგე რატომ არ ქვეყნდება ჩემი კომენტარები, იკნებ რამეს უწუნებტ.
Giorgipirweli
იქნებ ვინმემ დიმიტრი ობოლაძეს ასწავლოს, ბარსელონას სტადიონს რა ქვია...:-)))
daviti
ავტორის და მსგავსად მოაზროვნე ხალხის გასაგონად: კლასიკო მოკლა მაურინიომ და არა რომელიმე მსაჯმა. ბარსელონაც დარჩენილა 10 კაცით, მაგრამ 3 გოლი გაუტანია! გაძევებას რაც ეხება, როდემდე უნდა შერჩენოდათ ხისტი თამაში? წითელი პეპეს ჯერ კიდევ თასის ფინალში ეკუთვნოდა, ჰოდა გაუვიდა კიდეც თავს
guja
პეპე აშკარად გასაძევებელი იყო და არ არის საჭირო მიკერძოებული კომენტარები.რა წერია წესდებაში ის მაინც წაიკითხე გაშლილი ფეხით თამაშთან დაკავშირებით.ავტორის გასაგონათ ...
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მატჩის დღე! ხვიჩა მარჯვნივ არ გვსურს - შეუძლია "ქოჩორას" გუნდს?
"ოსიმენმა "გალათასარაის" პრეზიდენტს "ლივერპულის" გაგდების შემთხვევაში ეს სთხოვა" - თურქი ჟურნალისტი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
აზიის ფეხბურთის კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა ირანის ნაკრების მუნდიალზე ასპარეზობის საკითხზე ისაუბრა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის