ნიუ ჯერსის შტატის სახელმწიფო მდივანმა აუკრძალა ლეგენდარულ მძლეოსან კარლ ლუისს ადგილობრივი სენატის არჩევნებში მონაწილეობა

ნიუ ჯერსის შტატის სახელმწიფო მდივანმა აუკრძალა ლეგენდარულ მძლეოსან კარლ ლუისს ადგილობრივი სენატის არჩევნებში მონაწილეობა, რადგან სახელოვანი სპორტსმენი ბოლო ოთხი წელი არ ცხოვრობდა შტატის ტერიტორიაზე. ამის შესახებ გუშინ სააგენტო "როიტერმა" დაწერა.

კიმბერლი გუადანიომ განაცხადა, რომ ლუისს ოთხი წელი არ გააჩნდა უძრავი ქონება ნიუ ჯერსიში, არ ცხოვრობდა ამ შტატში, არ იხდიდა გადასახადებს ადგილობრივ ბიუჯეტში, არ იყო რეგისტრირებული საარჩევნო სიაში და არ აწარმოებდა ბიზნესს.

49 წლის ლუისის ადვოკატის თქმით, მძლეოსანი გუადანიოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. უფრო ადრე ნიუ ჯერსის ადმინისტრაციულმა სასამართლომ ლუისს უფლება მისცა კენჭი ეყარა სენატორობაზე დემოკრატიული პარტიიდან.

ლუისს 7 ივლისს დემოკრატების პრაიმერიზში მონაწილეობა ჰქონდა დაგეგმილი და ფილადელფიადან 40 კილომეტრში მდებარე ბერლინგტონის ოლქიდან აპირებდა თავისი კანდიდატურის წამოყენებას.

კარლ ლუისი ცხრაჯერ იყო ოლიმპიური ჩემპიონი და რვაჯერ - მსოფლიოს ჩემპიონი. მან პოლიტიკური კარიერის დაწყების შესახებ 2011 წლის აპრილში გამოაცხადა. ამასთან, ზოგიერთი ანალიტიკოსი ამტკიცებდა, რომ კარლს ბერლინგტონში რესპულიკური პარტიის კანდიდატის დამარცხების მინიმალური შანსი ჰქონდა, რადგან ამ ოლქში ტრადიციულად უფრო აქტიურები რესპუბლიკელთა მხარდამჭერები არიან.

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა