მოსკოვში მიმდინარე პლანეტის პირველობაზე კანადელმა მოციგურავემ პატრიკ ჩანმა მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა
მოსკოვში მიმდინარე პლანეტის პირველობაზე მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა კანადელმა მოციგურავემ პატრიკ ჩანმა. მოკლე პროგრამაში მისი შედეგი 93.02 ქულა იყო, რაც შესამჩნევად აღემატება წინა რეკორდსმენის, რუსი ევგენი პლიუშჩენკოს მაჩვენებელს. ამ უკანასკნელმა 2010 წელს ტალინში ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამისთვის 91.30 ქულა მიიღო.

მეორე ადგილზეა იაპონელი ნობუნარი ოდა 81.81 ქულით, მესამეზე ამ ქვეყნის კიდევ ერთი წარმომადგენელი, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი დაისუკე ტაკაჰასი. მისი შედეგია 80.25 ქულა.

ამასობაში გაირკვა, რომ ვანკუვერის 2010 წლის ოლიმპიადის გამარჯვებული, ამერიკელი ევან ლაისაჩეკი ეთხოვება სამოყვარულო სპორტს. ამის შესახებ მოციგურავის მწვრთნელმა ფრენკ კეროლმა განაცხადა. მისი თქმით, ერთი წლის წინ ლაისაჩეკი ფიქრობდა აქტიურ სპორტში დაბრუნებას, მაგრამ ახლა გადაიფიქრა.

კეროლმა ჟურნალისტებს მოუყვა, რომ ოლიმპიადის გამარჯვებული რეგულარულად აცდენს ვარჯიშებს და თავს არიდებს ყოველდღიურ მძიმე სამუშაოს. "მას აღარ შეუძლია ძველი გრაფიკით მუშაობა", - აღნიშნა მწვრთნელმა.

მანვე ისიც დაამატა, რომ მხარს უჭერს ლაისაჩეკის გადაწყვეტილებას. მწვრთნელმა ყველას შეახსენა, რომ ამერიკელმა ოლიმპიადამდე მსოფლიოს ჩემპიონატიც მოიგო, ასე რომ, არავისთვის არაფერი აქვს დასამტკიცებელი.

ოლიმპიადაზე ლაისაჩეკმა პლიუშჩენკოს 1.31 ქულია აჯობა.

მსოფლიო ჩემპიონატზე დევისი-სმოლკინის წყვილმა მეათე ადგილი დაიკავა, ეგაძემ - მეთერთმეტე
გუბანოვამ მსოფლიოს ჩემპიონატზე მეათე ადგილი დაიკავა
სმოლკინი-დევისის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობის უფლება მიიღო
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა