ფოტოს ავტორი: ანი რეხვიაშვილი

თბილისის "ლელო-სარასენსმა" კაცნაკლულ ქუთაისის "აიას" 7 წუთში 13 უპასუხო ქულა გაუტანა და მეტოქე 23:13 დაამარცხა.

დიდი 10-ის მეხუთე ტურის პირველი შეხვედრა დაძაბული და კარგი საყურებელი გამოდგა. ორივე გუნდი გაშლილ, სწრაფ, ხელდახელ თამაშს ანიჭებს უპირატესობას და ეს სანახაობრივ მხარეზე აისახა.

პირველ ტაიმში სტუმრები მეტოქეზე დიდხანს ფლობდნენ ბურთს და შესვენებაზე 3-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. მასპინძლები კარგი კონტრშეტევებით პასუხობდნენ და ანგარიშიც სწორედ მათ გახსნეს - მერაბ კვირიკაშვილმა 38 მეტრიდან ჯარიმა გაიტანა. თედო აბჟანდაძემ 2 წუთში წონასწორობა აღადგინა, მე-14 წუთზე კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა და "აია" 6:3 დაწინაურდა.

"ლელო-სარასენსმა" უპირატესობა 2 წუთში დაიბრუნა: ქუთაისელებმა საკუთარ 22-თან დაკარგეს ბურთი, კვირიკაშვილმა დაცვაში სივრცე შენიშნა, 20 მეტრი ირბინა და თავისივე ლელო გარდასახა. 28-ე წუთზე თბილისელებმა სინბინით როლანდ კვაჭაძე დაკარგეს და "აიამ" მეტობა 36-ე წუთზე გამოიყენა. მარჯვენა ფრთაზე ბურთი ლაშა ლომიძემ და თორნიკე მანაგაძემ გაითამაშეს და ამ უკანასკნელმა ლელო გაიტანა, ხოლო აბჟანდაძემ გარდასახა - 13:10.

მეორე ტაიმის მე-11 წუთზე ყვითელი ბარათი ბადრი დანგაძემ მიიღო და "აიას" პრობლემებიც აქედან დაიწყო. კვირიკაშვილმა 3 წუთში ჯარიმა გაიტანა, 57-ე წუთზე მარჯვენა ფრთიდან "ლელო-სარასენსმა" შეუტია, ირაკლი ყიასაშვილმა აკაკი ტაბუცაძეს ზედ გვერდით ხაზთან უპასა, მან ფეხით გადაკიდა, ბურთს თავად მიყვა და კვირიკაშვილმა გარდასახა. 59-ე წუთზე სინბინში დავით გობეჯიშვილიც გაემგზავრა, კვირიკაშვილმა კი 61-ე წუთზე მორიგი ჯარიმა გაიტანა - 23:13.

მიუხედავად ორივე გუნდის მცდელობისა, დასკვნით მეოთხედში ანგარიში აღარ შეცვლილა და "ლელო-სარასენსმა" უ,მიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმა, ხოლო "აიამ" ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა.

მომზადებულია Rugby.ge-ს მიხედვით

kutaiseli
სათაურს მიაქციეთ ყურადღება ხოლმე, ქართულში ყველა ასოს მემგონი მნიშვნელობა აქვსს
giorgi
ძაან მიყვარს რაგბი და ვიცი ამ კომენტარს წაშლით მაგრამ ვინც წაიკითხავს ვთხოვ ამ არაკაცის ფოტოს ნუ დებთ სტატიის ფოტოდ , ჩემი მეგობრები შეიწირა ამის სიმთვრალემ , მთელი ოჯახი ამოწყვიტა და ერთი ბოდიში არ მოუხდია ამ არაკაცს , პასუხიც არავინ აგებინა , პატივს ვცემდი კაი ადამიანი მეგონა არადა ნაბო!არია , არ გამოხტეთ ეხლა დაგვინგრია სამეგობრო ამის არაკაცობამ!!!!
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა