ქალებს შორის ეშტორილის ტურნირზე მორიგ სათამაშო დღეს მოულოდნელობების გარეშე არ ჩაუვლია
ქალებს შორის ეშტორილის ტურნირზე მორიგ სათამაშო დღეს მოულოდნელობების გარეშე არ ჩაუვლია. ბრძოლას გამოეთიშა მეოთხე ნომერი ანასტასია სევასტოვა.

ლატვიელი ჩოგბურთელი ურსულა რადვანსკას ხვდებოდა. თამაში ორსათნახევარი გაგრძელდა და სევასტოვამ ფიზიკურად ვერ გაუძლო ამ მარათონს. ორი უმძიმესი სეტის შემდეგ ბალტიისპირელმა ფაქტობრივად უბრძოლველად დაუთმო მესამე სეტი პოლონელს - უმცროსმა რადვანსკამ მიღებაზე მხოლოდ ექვსი ქულა წააგო.

დღის იუბილარმა იარმილა გაიდოშოვამ (24 წელი შეუსრულდა) სევასტოვასგან განსხვავებით დაადასტურა ფავორიტის სტატუსი. ტურნირის მეორე ნომერმა ზედიზედ ცხრა გეიმი მოუგო რენატა ვორაკოვას და მეორე სეტში "მშრალი" ანგარიში დააფიქსირა.

გაიმარჯვა კიდევ ორმა განთესილმა - გრეტა არნმა და კლარა ზაკოპალოვამ. ყველაზე სწრაფი გამარჯვება კრისტინა ბაროისს ჰქონდა, რომელმაც სოფია არვიდსონის წინააღმდეგობა დაძლია. ანგარიშის მიხედვით კი ყველაზე იოლად სლოუნ სტივენსმა მოიგო - ძირითად ბადეში კვალიფიკაციიდან მოხვედრილმა ამერიკელმა მხოლოდ სამი გეიმი დაუთმო თანამემამულე მელანი ოუდინს.

ბარსელონაში პირველი ნომრის - მარიონ ბარტოლის წაგების შემდეგ, არც სხვა ფავორიტებს დაადგათ კარგი დღე. განთესილი ჩოგბურთელებიდან შემდეგ წრეში მხოლოდ სარა ერანიმ გააღწია. ტურნირის მეხუთე ჩოგანმა ძალიან იოლად დაამარცხა მარია-ტერეზა ტორო-ფლორი.

ცვეტანა პირონკოვა დაამარცხა ალბერტა ბრიანტიმ, ვინც წინა კვირას კარიერაში პირველი ტიტული მოიგო. ივეტა ბენეშოვამ ჩეხურ დერბიში ლუსი ჰრადეცსკთან წააგო, ეკატერინა მაკაროვა მირიან ლუჩიჩთან დამარცხდა, ბარბორა ზახვალოვა - ლაურა პოუს-ტიოსთან.

დღის ცენტრალურ მატჩში ხისელა დულკომ იაპონელი კიმიკო დატე გაამგზავრა შინ. არგენტინელმა იაპონელ ვეტერანთან რვიდან შვიდი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა.

WTA

Estoril Open

ეშტორილი (პორტუგალია). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

I წრე

იარმილა გაიდოშოვა (ავსტრა, 2)-რენატა ვორაკოვა (ჩეხ) 6:4, 6:0; კლარა ზაკოპალოვა (ჩეხ, 3)-ბეატრის გარსია ვიდაგანი (ესპ) 6:4, 7:6(3); ურსულა რადვანსკა (პოლ)-ანასტასია სევასტოვა (ლატ, 4) 5:7, 7:6(5), 6:1; გრეტა არნი (უნგ, 8)-მარიო ჟოაო კოლერი (პორ) 6:2, 3:6, 6:3; ანაბელ მედინა გარიგესი (ესპ)-სიმონა ჰალეპი (რუმ) 7:6(5), 7:6(5); კრისტინა ბაროისი (გერ)-სოფია არვიდსონი (შვედ) 6:3, 6:1; ანასტასია იაკიმოვა (ბლრ)-ტამირა პაჩეკი (ავსტრია) 5:7, 4:0 პაჩეკის უარი; სლოუნ სტივენსი (აშშ)-მელანი ოუდინი (აშშ) 6:2, 6:1.

Barcelona Ladies Open

ბარსელონა (ესპანეით). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

I წრე

ალბერტა ბრიანტი (იტა)-ცვეტანა პირონკოვა (ბულ, 3) 6:1, 6:2; მირიანა ლუჩიჩი (ხორ)-ეკატერინა მაკაროვა (რუს, 4) 7:6(4), 6:3; სარა ერანი (იტა, 5)-მარია ტერეზა ტორო-ფლორი (ესპ) 6:1, 6:0; ლუსი ჰრადეცკა (ჩეხ)-ივეტა ბენეშოვა (ჩეხ, 7) 6:4, 6:4; ლაურა პოუს-ტიო (ესპ)-ბარბორა ზახვალოვა (ჩეხ, 9) 6:3, 6:3; ხისელა დულკო (არგ)-კიმიკო დატე (იაპ) 7:5, 6:4; პოლონა ჰერცოგი (სლოვენ)-ჯეიმი ჰემპტონი (აშშ) 6:4, 7:5; ვარვარა ლეპჩენკო (აშშ)-ელენა ლეპჩენკო (ბრიტ) 6:7(3), 6:1, 6:2; ვირჟინ რაზანო (საფ)-ნურია ლაგოსტერა ვივესი (ესპ) 7:5, 6:4.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა