მადრიდული დერბი, რომელსაც მთელი ევროპა ელოდა და არამარტო, დიდი იმედგაცრუება აღმოჩნდა - დიეგო სიმეონეს გუნდმა პირველ ტაიმში თამაშით აჯობა "რეალს", მეორეში კი ჩვეულად გადაკეტა ყველა სახიფათო ზონა და "რეალს" საქმე გოლამდე არ მიაყვანინა. ამით სტატუს კვო შენარჩუნდა, რადგან მოულოდნელად, ვერც "ბარსელონამ" მოიგო.
7 ტურის შემდეგ 14-14 ქულით "ბარსელონა" და "რეალი" ლიდერობენ. გრანდებისგან აშკარად მეტს ელოდნენ, როგორც თამაშის ხარისხით, ასევე შედეგებით. ახლა კი მათ სერიოზულ საფრთხეს უქმნიან "სევილია" და "ატლეტიკო".
ტრავმირებული მარსელოს გარეშე მოთამაშე "რეალს" ფანტაზია არ ჰყოფნიდა შეტევებში. ის კი არა, ტიბო კურტუას პირველ ტაიმში რომ არ ეყოჩაღა, დიდი ალბათობით, "სამეფო კლუბი" ამ თამაშს წააგებდა. ხულიენ ლოპეტეგი ძიებაშია, მაგრამ ჯერჯერობით შედეგი არ ჩანს.
29.09.18. რეალი - ატლეტიკო 0:0
ერნესტო ვალვერდემ გარისკა და ლეო მესი სასტარტო შემადგენლობაში არ დააყენა. ამან არ გაამართლა მის ყოფილ გუნდ "ბილბაოსთან" თამაშში და ვალვერდემაც ჟურნალისტების რისხვა დაიმსახურა.
"ბარსასთვის" სამწუხაროდ, გუნდი ძალიან დამოკიდებულია არგენტინელ ვარსკვლავზე. როცა მესი გამოვიდა, ყველაფერი ასე თუ ისე დალაგდა. მან გოლშიც ლომის წილი დაიდო.
ოფიციალურ მატჩში პირველად უკაპიტნა "ბარსას" ჟერარდ პიკემ, რომელიც ძალიან "აიჭრა" ბოლო მატჩებში - ოსკარ დე მარკოსის გოლი მის სინდისზეა. ახლა პიკე ლა ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მცველია.
29.09.18. ბარსელონა - ბილბაო 1:1
"სევილიამ" "ეიბარს" მოუგო, ხოლო ანდრე სილვა ბომბარდირებში დაწინაურდა, მაგრამ მთავარი ამბავი იპურუადან ის იყო, რომ სტუმართა ტრიბუნამ ვერ გაუძლო ბანეგას პენალტით გამოწვეულ სიხარულს და ჩამოინგრა. სტუმართა გუნდის რამდენიმე ფანი დაშავდა, მათ შორის ორი შედარებით სერიოზულად.
29.09.18 ეიბარი - სევილიას მატჩში ტრიბუნა ჩამოინგრა
ფაქტები
ატლეტიკომ ვალენსიას რეკორდი (1942-1946) გაიმეორა და "სანტიაგო ბერნაბეუზე" ზედიზედ მეექვსედ არ დამარცხდა ლა ლიგაში.
ვინისიუს ჟუნიორი პირველი 2000 წელს (და შემდეგ) დაბადებული ფეხბურთელია, ვინც ოფიციალურ მატჩში მოირგო "რეალის" ფორმა.
დიეგო კოშტამ (ატლეტიკო) ბოლო 16 ტურში ვერ შეძლო გოლის გატანა.
გარეთ ბეილს (რეალი) უკვე 9 უგოლო მატჩი დაუგროვდა "ატლეტიკოსთან".
მარკო ასენსიომ "რეალის" მაისურა მეასედ მოირგო.
მუნირმა "ბარსას" მაისურით ლა ლიგაში 2016 წლის მარტის შემდეგ პირველი გოლი გაიტანა.
ამ სეზონში "ბარსელონას" ფეხბურთელებმა 8-ჯერ მოარტყეს ბურთი ძელს. აქედან 6 მორტყმა ლეო მესის ანგარიშზეა.
"კამპ ნოუზე" "ბარსამ" ლა ლიგაში იანვრის მერე პირველად დათმო პირველი ტაიმი.
მარკ ანდრე ტერ შტეგენმა "ბარსელონას" მაისურით 150-ე მატჩი ითამაშა.
2011 წლის მერე პირველად, "რეალმა" ზედიზედ ორ ტურში ვერ შეძლო გოლის გატანა.
21-ე საუკუნეში მხოლოდ ანდრე სილვამ (სევილია) და ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შეძლეს ლა ლიგის პირველ 7 ტურში 7 გოლის გატანა.
ნეტომ (ვალენსია) ლა ლიგაში პენალტების 50% აიღო (3 პენალტი 6-დან).
იბაი გომესმა (ალავესი) ბოლო 4 ტურში 4 გოლში მიიღო უშუალო მონაწილეობა (3 გოლი, 1 პასი).
ჟერარდ მორენოს (ვილიარეალი) ლა ლიგაში პენალტი 3-ჯერ აუღეს.
ლეონარდო სუარესი "ვალიადოლიდის" პირველი ფეხბურთელია 2013 წლის მერე, რომელმაც ზედიზედ ორ საგარეო მატჩში გაიტანა.
კრისტიან სტუანიმ ამ სეზონში "ჟირონას" გოლების 75% გაიტანა.
აისა მანდი (ბეტისი) ლა ლიგას ლიდერობს პასებისა (640) და ზუსტი პასების (603) რაოდენობით.
ლა ლიგა. VII ტური
ვალეკანო-ესპანიოლი 2:2
გოლები: 1:0 დე ტომასი (6), 1:1 იგლესიასი (19), 1:2 გრანერო (45+1), 2:2 კაკუტა (47-პენ)
სოსიედადი-ვალენსია 0:1
გოლები: 0:1 გამეირო (36)
ვალენსია (4-4-2): ნეტო - ვეზუ, გაბრიელ პაულისტა, დიაქაბი, ლატორე - სოლერი, პარეხო, კონდოგბია (76. კოკლენი), ჩერიშევი (60. გედეში) - გამეირო, ბაჩუაი (68. როდრიგო)
გამოუყენებელი პენალტი: ვილიან ჟოზე (67. რეალ სოსიედადი)
ბარსელონა-ბილბაო 1:1
გოლები: 0:1 დე მარკოსი (41), 1:1 ელ ჰადადი (84)
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სემედუ, პიკე, ლონგლე, ალბა - არტ. ვიდალი (55. მესი), სერხი რობერტო (51. ბუსკეტსი), რაკიტიჩი - დემბელე (80. ელ ჰადადი), ლ. სუარესი, კოუტინიო
ეიბარი-სევილია 1:3
გოლები: 0:1 ანდრე სილვა (47), 0:2 ბანეგა (59-პენ), 0:3 ბანეგა (90+4), 1:3 ჟორდანი (90+9)
სევილია (3-5-2): ვაჩლიკი - კარისო, კიაერი, გომესი - ხესუს ნავასი, სარაბია (73. მესა), ბანეგა, ფ. ვასკესი, არანა - ბენ იედერი (83. პრომესი), ანდრე სილვა (92. მურიელი)
რეალი-ატლეტიკო 0:0
რეალი (4-3-3): კურტუა - კარვახალი, ვარანი, სერხიო რამოსი, ნაჩო - მოდრიჩი (82. ლ. ვასკესი), კაზემირო, კროოსი - ბეილი (46. სებალიოსი), ბენზემა (88. ვინისიუსი), ასენსიო
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, ხიმენესი, გოდინი, ფილიპე ლუიში - ლემარი (60. ა. კორეა), საულ ნიგესი, როდრი (85. კალინიჩი), კოკე - დიეგო კოშტა (69. თომასი), გრიზმანი
უესკა-ჟირონა 1:1
გოლები: 0:1 სტუანი (37-პენ), 1:1 მელერო (71-პენ)
ვილიარეალი-ვალიადოლიდი 0:1
გოლი: 0:1 ლეო სუარესი (53)
გამოუყენებელი პენალტი: ჟ. მორენო (83. ვილიარეალი)
ლევანტე-ალავესი 2:1
გოლები: 0:1 სობრინო (5), 1:1 ხასონი (19), 2:1 ტონიო (36)
ბეტისი-ლეგანესი 1:0
გოლი: 1:0 ლორენი (89)
ორშაბათი. 1-ლი ოქტომბერი
სელტა-ხეტაფე 23:00
ბომბარდირები: 7 - ანდრე სილვა (სევილია); 6 - კრისტიან სტუანი (ჟირონა); 5 - ლიონელ მესი (ბარსელონა), იაგო ასპასი (სელტა).
მომდევნო ტური
5 ოქტომბერი: ბილბაო-რეალ სოსიედადი
6 ოქტომბერი: ჟირონა-ეიბარი, ხეტაფე-ლევანტე, ალავესი-რეალი, ლეგანესი-რაიო ვალეკანო
7 ოქტომბერი: ვალიადოლიდი-უესკა, ატლეტიკო-ბეტისი, ესპანიოლი-ვილიარეალი, სევილია-სელტა, ვალენსია-ბარსელონა
ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
ამჯერად პრეზიდენტის რანგში - რამოსს "სევილიას" ყიდვა სურს
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
სეზონს სხვა მწვრთნელი ჩაამთავრებს - "სევილიამ" მატიას ალმეიდა დაითხოვა
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
მიქაუტაძე შევიდა და "თამაში გააკეთა" - როგორი შეფასებები მიიღო გიორგიმ?
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
"სევილია" შესაძლოა, მალე გაიყიდოს - ახალ მფლობელებს კლუბში დიდი ვალი დახვდებათ
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
[VIDEO] ვინისიუსის დუბლი, ვალვერდეს გაძევება - "რეალმა" "ატლეტიკო" დაამარცხა
[VIDEO] პირველი მარცხი ჩემპიონატში - "ბარსელონა" "სევილიასთან" 1:4 განადგურდა