82 წლის წინათ ასეთი სტარტი ლილის "ოლიმპიკს" ჰქონია. ახლა ეს გუნდი აღარ არსებობს, ლილის სხვა გუნდს შეუერთდა და ასე იშვა დღევანდელი "ლილი", რომელიც წუხელ "მარსელს" მასპინძლობდა - პსჟ-მა ლიგა 1-ის თითქმის მთელი ისტორია გადაწერა...

8-დან 8 მოგება - ასეთია თომას ტუხელის გუნდის შედეგი ახალ სეზონში. პსჟ უკვე სერიოზული უპირატესობით გაიჭრა წინ ლიგა 1-ში, მაგრამ პარიზული კლუბის ბოსებს უფრო ის ადარდებთ, თუ რას იზამს პსჟ ჩემპიონთა ლიგაზე. ამიტომაც გერმანელმა სპეციალისტმა "ნიცასთან" როტაციის ახალი ტალღა შემოგვთავაზა.

ბევრი გამოუცდელი ფეხბურთელის ყოლის მიუხედავად, რივიერაზე პსჟ-ის უპირატესობაში ეჭვი არავის შეუტანია, ხოლო ნეიმარმა დუბლი მიითვალა. ლეონარდო ჟარდიმის "მონაკოში" კი სერიოზული კრიზისია - სამხრეთული კლუბი პსჟ-ს 8 ტურში უკვე 18 ქულით ჩამორჩა. ამ ტურში ვერ მოიგო პსჟ-ის ვერც ერთმა პოტენციურმა კონკურენტმა ("ლიონი", "მარსელი", "მონაკო").

ფაქტები

"მონაკომ" ბოლოს სასტარტო 8 ტურში 6 ქულა 1973/74 წლების სეზონში მოიპოვა.

ვაჰბი ხაზრი (სენტ ეტიენი) 40 გოლით საუკეთესო ტუნისელი გოლეადორი გახდა ლიგა 1-ის ისტორიაში.

პსჟ-მა "ნიცას" ბოლო 17 დაპირისპირებიდან 12 მოუგო და მხოლოდ 2 წააგო.

პსჟ-მა ლილის "ოლიმპიკის" რეკორდი გაიმეორა, რომელმაც 1936/37 წლების სეზონი დაიწყო 8 მოგებით.

"მონპელიეს" 7 სეზონია, რაც ასეთი კარგი სტარტი არ ჰქონია.

"რენმა" ამ სეზონში უკვე 13 ქულა დაკარგა მას მერე, რაც ანგარიშში დაწინაურდა.

ნიკოლა პეპემ (ლილი) ამ სეზონში 4 პენალტი გაიტანა, რაც ევროპის ტოპ-5 ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელია.

ლიგა 1. VIII ტური

სტ. ეტიენი-მონაკო 2:0

გოლები: 1:0 ხაზრი (41), 2:0 ხაზრი (54)

ნიცა-პსჟ 0:3

გოლები: 0:1 ნეიმარი (22), 0:2 ნკუნკუ (45), 0:3 ნეიმარი (90+2)

პსჟ (3-5-1-1): არეოლა - კეჰრერი, ტიაგო სილვა, კიმპემბე - ნკუნკუ (57. ბერნატი), დი მარია (72. ვერატი), მარკინიოსი, რაბიო, დიაბი (72. ჩუპო-მოტინგი) - ნეიმარი - მბაპე

გაძევება: სიპრიენი (59. ნიცა)

ანჟერი-გენგამი 0:1

გოლი: 0:1 ბენეზე (45+1)

კაენი-ამიენი 1:0

გოლი: 1:0 ნინგა (40-პენ)

გაძევება: გნაორე (69. ამიენი)

ლიონი-ნანტი 1:1

გოლები: 1:0 აუარი (22), 1:1 ბოშილია (62)

გამოუყენებელი პენალტი: ფეკირი (81. ლიონი)

სტრასბური-დიჟონი 3:0

გოლები: 1:0 და კოშტა (13), 2:0 მოტიბა (81), 3:0 მარტენი (91)

რენი-ტულუზი 1:1

გოლები: 1:0 ნიანგი (70-პენ), 1:1 ტოდიბო (88)

გაძევება: ლეია (43. ტულუზი)

მონპელიე-ნიმი 3:0

გოლები: 1:0 ოიონგო (28), 2:0 დელორი (45+9-პენ), 3:0 ლაბორდი (78)

ლილი-მარსელი 3:0

გოლები: 1:0 პეპე (65-პენ), 2:0 ბამბა (86-პენ), 3:0 ბამბა (89)

რეიმსი-ბორდო 0:0

ბომბარდირები: 7 - ნეიმარი (პსჟ); 6 - ფლორიან ტოვენი (მარსელი).

მომდევნო ტური

5 ოქტომბერი: ტულუზი-ნიცა

6 ოქტომბერი: ლილი-სენტ ეტიენი, ამიენი-დიჟონი, ანჟერი-სტრასბური, გენგამი-მონპელიე, ნიმი-რეიმსი

7 ოქტომბერი: ბორდო-ნანტი, მარსელი-კაენი, მონაკო-რენი, პსჟ-ლიონი

ნიკოლოზ ნეფარიძე (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"პსჟ-ის მიზანი ამ სეზონში სწორედ ესაა" - დემბელემ "ლივერპულთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან