ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"უბრალოდ სხვა გზა არ მქონდა" - გიორგი ზურაბიშვილი "პირველ არხს" ტოვებს

"უბრალოდ სხვა გზა არ მქონდა" - გიორგი ზურაბიშვილი "პირველ არხს" ტოვებს

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" სპორტული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ზურაბიშვილმა თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ მან საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა.

"სამწლიანი მუშაობის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საზოგადოებრივი მაუწყებელი.

უთანხმოების დეტალებზე საუბარი, ვფიქრობ, ჩემი მხრიდან არაეთიკური საქციელი იქნება, ამიტომ ამას არ გავაკეთებ. უბრალოდ ვიტყვი, რომ ტოპ-მენეჯმენტთან პრაქტიკულად ვერცერთ პრინციპულ საკითხზე შეთანხმებას ვერ მივაღწიე და უბრალოდ სხვა გზა აღარ მქონდა, გარდა იმისა, რომ განცხადება დამეწერა და წამოვსულიყავი სამსახურიდან. სხვანაირად, ჩემს თავმოყვარეობას გადავაბიჯებდი, რაც არც მიღირს და არც შემიძლია.

პირველ არხზე მუშაობის განმავლობაში უდიდესი გამოცდილება მივიღე. ჩამოვაყალიბე სპორტული რედაქცია, ძალიან კარგი ადამიანებით დაკომპლექტებული. 25 კაცს აღარ დაგთაგავთ, თითოეულს მინდა უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ - ნდობისთვის, სიყვარულისთვის, გაძლებისთვის! =) ამ სამი წლის განმავლობაში გავაშუქეთ არაერთი უმნიშვნელოვანესი სპორტული ღონისძიება. ბევრი ბავშვობის ოცნებაც ამიხდა. რამდენიმე წლის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების ფინალებს სტადიონიდან წავიყვანდი, გავაშუქებდი ჩემს საყვარელ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს, ევროპის ჩემპიონატს კალათბურთში, დავესწრებოდი ჩემპიონთა ლიგის ფინალებს და ასე შემდეგ. უდიდესი მადლობა ამ შესაძლებლობებისთვის. ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასია ის დოკუმენტური ფილმები და ჩანახატები, რომლებიც ჩემი სამწლიანი მუშაობის დროს გაკეთდა. კარგია, რომ ამის შესაძლებლობაც მქონდა. კიდევ ბევრი საინტერესო რამის გაკეთება მინდოდა, მაგრამ აღარ გამოვიდა.

სხვა რა გითხრათ, იყო ძალიან ბევრი სტრესი და ძალიან დიდი გამოცდილება. უამრავ კარგ და დადებით ემოციასთან ერთად იყო ბევრი უსიამოვნებაც. დავინახე და შევესწარი ადამიანის ბუნების ყველაზე ცუდ გამოვლინებებს, რაც ჩემთვის ძალიან მძიმე საყურებელი იყო და როგორც კაცობრიობის წარმომადგენელს, აწი დიდ ტვირთადაც გამყვება მთელი ცხოვრება. მაგრამ, როგორც ამბობენ, რაც არ გვკლავს, ის გვაძლიერებს! მთლიანობაში ძალიან მადლიერი ვარ ყველაფრისთვის. მხოლოდ 25 წლის ვიყავი, როდესაც ასეთი სერიოზული და უაღრესად საპასუხისმგებლო საქმე ჩავიბარე. მესმის, რომ ჩემს სფეროში ბევრისთვის საოცნებო სამსახურზე ვამბობ უარს, მაგრამ ვფიქრობ, ჩემი სულისთვის და ყოფისთვის ცვლილებების დროა. თუ ერთი ადამიანი მაინც არის ისეთი, ვინც ამ სამი წლის განმავლობაში ჩემგან სულ მცირედი ინსპირაცია მაინც მიიღო, მე უკვე ბედნიერი კაცი ვარ!" - წერს გიორგი ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

• გილოცავთ!

სწორი გადაწყვეტილებაა, ადრ ეუნდა წასულიყავი! ისე ეს ე.წ. საზოგადოებრივი მაუწყებელი სინამდვილეში კი თავლა საბოლოოდ როდის გაიწმინდება ამნაირი ბალასტისაგან?? რის დეპარტამენტი? რა დეპარტამენტი? აა კარგად ჟღერს არა? თანაც ხელფასიც დეპარტამენტის უფროსის შესაფერისიი, რა კარგი რაჟა სარჩიმელიას ქამარ-ხანჯალიი:)) თქვენს გამო სპორტულ გადაცემებს ხმა გათისულს ვუყურებდიიი!

• შიშველი სიმართლე

თავმოყვარეობა მაშინ არ შელახვია, მოსკოვში რომ ჩავიდა პირაპირი რეპორტაჟის წასყვანად და გასამართლებელ საბუთად წვრილი შრიფტით დაწერილი ანტისაოკუაციო მაისური მოიშველია.

• ucnobi

ადრე იყო წასასვლელი და როგორც იქნა დაადგა საშველი გვიან მაგრამ მაინც წადი მამა უკეტეს ადგილს გიშოვის ესეც ხომ მამა გიშოვა და შენი ბანდძი სასტავით მოაჯექი რედაქცია

• ყური მიგდე

მეც ვუერთდები ყველა ზემოთ თქმულს... ადრე უნდა წასულიყავი ბიძიკო შენ.. სპორტში შენ ვერ ერკვევი, დიქცია შენ არ გივარგა და ხმის ტემბრი... მეც სულ ჩაწეული მქონდა ხმა , როცა ამას ,,მიყავდა,, გადაცემა...

• დიმა

ნეტავ ყველა ქართველმა სპორტულმა "კომენტატორმა" ამას მიბაძოს. ამათ მოსმენას ჩუმად იჯდე და უყურებდე ის ჯობია

• aleko

აუ ძლივს აღარ მომიწევს ფეხბურთის ყურება უხმოდ

• klimenti

თუ ამას მოვესწრებოდი, არ მეგონა! საბედნიეროდ, ჩემი ტელევიზორის პულტს აქვს ღილაკი MUTE-ც. როცა ზურაბიშვილს მიჰყავდა ფეხბურთი, მასზე ხელის დაჭერა გარანტირებული იყო. რამდენი გაგვიძლია - გმირობის ორდენები გვეკუთვნის ძმაო შენი მოსმენისთვის. ცალკე ნერვებს გვიშლიდი და ცალკე ჩვენი გადასახადებით შედგენილი ბიუჯეტიდან ათასობით ლარს იღებდი ხელფასად. თანაც, არ დაგიკლია მსოფლიო, ოლიმპიადის ფინალები. დიდი უსამართლობაა პროფანების წაყვანილი ფეხბურთის რეპორტაჟები - უყურეთ ხშირად რუსულ არხებს ფეხბურთების დროს და იგრძნობთ, რა დღეში გყავთ მაყურებელი :)

• ნოდო

დიმას ხო ბევრჯერ შეშლია გვარი მარა მაინც კლასი იყო ამას არცერთხელ შეშლია მარა ჩაწევა მოგინდებოდა ხმის ბოლომდე ფეხბურთი კალათბურთი წყალბურთი რაც კი რეპორტაჟეი იყო სხვადასხვა სახეობაში ყველა მიყავდა :D წარმოიდგინეთ ნიაზმა ჩოგბურთი რო წაიყვანოსხო არ იკადრებს არა პური უნდა აცხოს მეპურემ ყველა სახეობა რატო უნდა მიგყავდეს ?

• odala

ან აქამდე რა გინდოდა?! ბიძია, დაიწყეთ ქვემოდან და ადით მერე თავში. გახდით ჩემპიონები თქვენი საქმის, ყველას გაგვიხარდება პროფესიონალი კადრები. ასე უკუღმა დაწყება ჩვენისთანა უკუღმართ ქვეყნებში ხდება მხოლოდ - ჩაწყობით, მოწყობით, მამიკოს ბიჭობით.

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა

როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe

კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ-მ შეიძლება ბრაზილიელი შემტევი დაიმატოს

ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერს ტრავმის გამო ჩაეხსნა

ისტორიული ზღვარი და დრამატული გამარჯვება - 4000 ქულა თორნიკე შენგელიას ევროლიგაში

მარკის რიდი მატჩის საუკეთესო მოთამაშეა - "ბაჰჩეშეჰირმა" იტალიაში "რომა" გაანადგურა

19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს

ლევან კობიაშვილი: მჯერა, რომ ამ გუნდს აქვს რესურსი, დაძლიოს არსებული სირთულეები და კიდევ ერთხელ აჩუქოს ჩვენს ქვეყანას ის ემოციები, რომლებიც ასე ძალიან დაგვაკლდა

შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო

CHANGE - ცვლილებების საჭიროება და ცვლილებები რეალური ცვლილებების გარეშე!..

ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა

პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა

"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა

"იქ ვართ, სადაც ვიმსახურებთ" - შევჩენკომ თქვა, რომ მიზანს ვერ მიაღწიეს, მაგრამ მალდერა ნაკრებში დარჩება

"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე

ყაზახებმა ქართველებისთვის კარგად ნაცნობი ჯონ ვან'ტ სხიპი დანიშვნიდან 3 თვეში დაითხოვეს

"საქართველოს ნაკრები კარგად გამოიყურებოდა" - რა თქვა ზაბარნიმ გუშინდელი მატჩის შემდეგ

[PHOTO] ახლო მეგობრები - უკრაინის ნაკრების წევრმა მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

სვანაძე: ასე გაგრძელება არ შეიძლება - გულშემატკივრების რეაქციას კარგი თამაშით უნდა ვუპასუხოთ

უკრაინელთა მწვრთნელი: საქართველო არაფრითაა უნგრეთზე ან უკრაინაზე სუსტი - აბსურდულ სიტუაციაში გავიმარჯვეთ

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უკრაინასთან მატჩში?

ჩრდილოეთ ირლანდია უნგრეთს ფრედ ეთამაშა და A დივიზიონში აღზევდა

გაოცებულ-გაოგნებულ მდგომარეობაში ვარ - ინტერვიუ სანდრო ცნობილაძესთან

"იქ იყავით, ბასილაშვილი ცოლს რომ ურტყამდა?!" - გიორგი ზურაბიშვილი ნიკას გამარჯვებაზე

ბევრი სიახლე და კონტაქტი ქომაგთან - საზოგადოებრივი მაუწყებელი სპორტულ ტალღაზე

დავით მინაშვილი "საზ. მაუწყებელზე" პირდაპირ რეპორტაჟებს აღარ წაიყვანს

თემურ ქეცბაიას რისხვა კომენტატორებს: ყველას გვინდა, რომ სხვას ვასწავლოთ ჭკუა [VIDEO]

"პირველი არხი" "ტორპედოს" მატჩის ტრანსლირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

დავით მინაშვილი: მე ჯერჯერობით შვებულებაში ვარ და ვერაფერს გეტყვით

"არ შეიძლება ტალახის სროლა, როდესაც საქმის ვითარებაში გარკვეული არ ხარ"