ინტერვიუ არხის სპორტული მიმართულების ახალ ხელმძღვანელთან გიორგი ზურაბიშვილთან
ქართული საფეხბურთო სეზონი ნელ-ნელა ხურდება. როგორც გაშუქდება ჩვენი პირველობა ტელეეთერით? - ეს კითხვა ყოველთვის ისმის გულშემატკივართა შორის. "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ამ მხრივ ყოველთვის გამოირჩეოდა, გნებავთ, პირდაპირი რეპორტაჟებით, მიმოხილვებითა თუ ტოქშოუებით...

ცხადია, საინტერესოა, როგორც გაგრძელდება ეს ყველაფერი იმ ცვლილებებიდან გამომდინარე, რაც ბოლო პერიოდში "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" მოხდა. არხის სპორტულ მიმართულებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - გიორგი ზურაბიშვილი. მასთან ერთად, სპორტულ განყოფილებაში ახალი ხალხი მივიდა.

რას გეგმავს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" მომავალში? რას შესთავაზებს ჩვენს ქომაგს? საერთოდ, ასეა - ახალი კადრებს ყველგან სიახლეები ახლავს...

ამ მხრივ, 3 სექტემბერს, გულშემატკივართან დაგეგმილი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ჩანს, სპორტული რედაქციის ახალი შემადგენლობისთვის ქომაგის აზრი მნიშვნელოვანია, თუნდაც კრიტიკული შენიშვნებით.

გვესაუბრება საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტული მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ზურაბიშვილი:

- როგორც ვიცით, უახლოეს მომავალში ქართველ გულშემატკივართან შეხვედრას აპირებთ. რა იქნება მთავარი მესიჯი "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მხრიდან?

- "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ეკუთვნის ხალხს, საზოგადოებას. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანი და ამოცანაა, რაც შეიძლება მჭიდრო კონტაქტი გვქონდეს გულშემატკივართან. დიახ, 3 სექტემბერს ვგეგმავთ შეხვედრას ქომაგთან. ამ შეხვედრაზე ვისაუბრებთ მომავლის გეგმებზე. ამას შეიძლება ჩვენი "გეგმების პრეზენტაცია" ვუწოდოთ. ხალხმა აუცილებლად უნდა იცოდეს, რას ვაპირებთ.

- როდის და სად გაიმართება ეს შეხვედრა?

- ხუთშაბათს, 3 სექტემბერს, 19 საათზე, ვერის ბაღში.

- ახლა ზოგადად გვითხარით, რას გვიჩვენებს უახლოეს მომავალში საზოგადოებრივი მაუწყებელი?

- ვგეგმავთ ევრობასკეტის ტრანსლაციას. გვექნება გადაცემების სტუდიური ნაწილი და მატჩისშემდგომი ანალიზი. იგეგმება რაგბის მსოფლიო თასის ყველა შეხვედრის ჩვენება - ამ უმნიშვნელოვანეს ტურნირს ჩვენი არხი მაქსიმალურად გააშუქებს...

რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჩემპიონთა ლიგას. გვექნება მატჩისწინა სტუდია და მატჩისშემდგომი ანალიზი...

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მატჩების პირდაპირ რეპორტაჟებსაც მაყურებელი ჩვენი არხის საშუალებით იხილავს. ეს არ იქნება მხოლოდ მატჩების ტრანსლირება - რეპორტაჟს დავიწყებთ მატჩამდე და თამაშის შემდეგაც დავრჩებით ეთერში...

პირველად იგეგმება საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის გაშუქება. ტურში ერთ ცენტრალურ შეხვედრას აუცილებლად შევთავაზებთ გულშემატკივარს...

ასევე გავაშუქებთ საქართველოს ჩემპიონატს კალათბურთში, გვექნება პირდაპირი რეპორტაჟები...

- შესთავაზებთ თუ არა მაყურებელს ახალ გადაცემებს? რა ბედი ელის "არენას"?

- "არენა" ეთერში აღარ გავა. სანაცვლოდ, მაყურებელს შევთავაზებთ ახალ სპორტულ გადაცემას, რომლის წამყვანიც თავად ვიქნები. იქნება ასევე ტელეჟურნალი, ურბანული სტილის გადაცემა...

- იხილავს თუ არა მაყურებელი საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩებს?

- "საზოგადოებრივი მაუწყებელი" დაინტერესებულია საქართველოს ჩემპიონატის მატჩების პირდაპირი რეპორტაჟებით, ოღონდ, აქ საჭიროა ფედერაციების ხელშეწყობაც.

- სულ მალე "ვითას" კალათბურთელთა გუნდი VTB-ლიგის გათამაშებაში ჩაებმება. მოხერხდება ამ შეხვედრების პირდაპირი რეპორტაჟების ჩვენებაც?

- მოლაპარაკება მიმდინარეობს. დიდი ალბათობით, "საზოგადოებრივი მაუწყებელი" გულშემატკივრებს "ვითას" მატჩების რეპორტაჟებსაც შესთავაზებს.

- მოდით, მკითხველს გავაცნოთ ის ბირთვი, რომელიც "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" რეპორტაჟებს წაიყვანს...

- სიამოვნებით: გიგა გვენცაძე, ლევან ღუდუშაური, დავით ბანანაშვილი, გია თვალაბეიშვილი, ლუკა ჭოჭუა და მე. ასევე გვეყოლება მოწვეული კომენტატორები, მაგალითად - რაგბიზე და ძიუდოზე...

- ხომ არ არის გეგმაში სხვადასხვა კონკურსების ორგანიზება, რათა თქვენი სტაფი ახალგაზრდა, ნიჭიერი კადრებით შეივსოს?

- ჯერჯერობით, ჩვენი შემადგენლობა საკმარისია იმისთვის, რომ ჩვენ წინაშე არსებულ ამოცანებს გავუმკლავდეთ. ცოტა რომ დავლაგდებით, ასეთი კონკურსებიც გვექნება.

- არხის ხელმძღვანელობის მხრიდან თუ გრძნობთ მხარდაჭერას?

- როცა "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" მივდიოდი, ვესაუბრე არხის ხელმძღვანელობას, გავაცანი ჩემი ხედვა, მოსაზრებები... მივიღე სრული მხარდაჭერა. ასე რომ, ყველა ერთად იმედიანად ვუყურებთ მომავალს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

eeh
ხალხო გააკეთეტ რაღაც გადაცემა, სადაც იქნება რომელიმე საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელზე გადაცემა, მისი თამაშის ანალიზი, მისი ცხოვრება....რუსებს აქვთ ეგეთი გადაცემა და ძალიან საინტერესოა, ხალხი უფრო კარგად გაიცნობს ქართველ ფეხბურთელებს და სელექციონერებმა შეიძლება სხვა კუთხითაც შეხედონ...
georgiano
გიო ძაან მაგარი კაცი ხარ და უდიდესი პატივისცემა შენს მიმართ. მადლობა იმისთვის, რომ მინაშვილის გახმოვანებულ თამაშებს აღარ ვნახავთ!! და ერთი თხოვნა გვაქვს გულშემატკივრებს- ჯამლეტ ხუხაშვილი მოგვაშორეეეეეეეეეეეეეეთ!!!!! ეგ არის მინაშვილზე უფრო ნერვების მომშლელი! იმედია ევრობასკეტზე მაგის აუტანელ კომენტარს არ გავიგებთ.. მადლობა წინასწარ..
fraternity
აუ გვენცაძის ... რა მოუსმენს? კარგით რა რას გვერჩით? ვაის გავეყარე და ვუის შევეყარეო ამაზეა ნათქვამი. არ გვინდა გვენცაძის წაყვანილი რეპორტაჟები, მაგის მაგივრად ზურა თალაკვაძე მოიყვანეთ!
თბილისი
გადახალისება აუცილებელი იყო, საინტერესო გახდება 1 არხი დარწმუნებული ვარ სპორტული თვალსაზრისით
ლაშა
მინაშვილი მოტეხეს?
მამარდაშვილი გამოირიცხა - "ბეშიქთაშს" ახალი მეკარე ჰყავს
კლოპმა დაადასტურა - "ლივერპულის" ყოფილი თავკაცი გერმანიის საფეხბურთო ასოციაციასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
"ლიონმა" ფეხბურთელების გაშვება დაიწყო - მორეირა ბუნდესლიგაში გადავიდა
პაატა ღუდუშაურმა "იბერია 1999" დატოვა
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგა | საქართველოს ნაკრები ნახევარფინალშია
ესპანეთის მეორე თუ არგენტინა ოთხიანთა კლუბში? - ფინალის PREVIEW
მსოფლიო რაგბისა და ჩილეს რაგბის კავშირის განცხადება
18-წლამდე 7-კაცა - დიდი უპირატესობით ჯგუფურ ეტაპზე
"ორივე შეხვედრა ერთმანეთზე უფრო სამარცხვინო სანახავი იყო" - გულშემატკივართა გაერთიანებამ "ტორპედოს" ულტიმატუმი წაუყენა
ოუენი: ესპანეთი არგენტინაზე გაცილებით უკეთესია - ინგლისელები ევროპის და მსოფლიო ჩემპიონობასთან ერთ ნაბიჯში ვიყავით
20 წ. | ფიჯისთან დამწყებებში ექვსი ცვლილებაა
ტერი: როგორ შეაჩერონ მესი? პასუხი მარტივია
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
20-წლამდელთა ნაკრებისთვის ესტონეთთან შეხვედრა წარუმატებელი გამოდგა
ნეიმარმა 23+ მილიონად იახტა შეიძინა
კოულს არ მოსწონს, რომ ინგლისის ნაკრების მწვრთნელი გერმანელია
The Telegraph: ტუხელს უკან არ დაუხევია
რონალდომ მუნდიალის ყველა დროის ანტი-რეკორდი დაამყარა
[PHOTO] ჯილდო ამერიკულ სტილში - ცნობილია, რას მიიღებს მუნდიალის გამარჯვებული ნაკრები
"დონჩიჩმა დამირეკა, ჩვენს შორის ასეთი საუბარი შედგა..." - სანდრო მამუკელაშვილი
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
გაოცებულ-გაოგნებულ მდგომარეობაში ვარ - ინტერვიუ სანდრო ცნობილაძესთან
"იქ იყავით, ბასილაშვილი ცოლს რომ ურტყამდა?!" - გიორგი ზურაბიშვილი ნიკას გამარჯვებაზე
დავით მინაშვილი "საზ. მაუწყებელზე" პირდაპირ რეპორტაჟებს აღარ წაიყვანს
ჩაერია თუ არა ხელისუფლება სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში?
თემურ ქეცბაიას რისხვა კომენტატორებს: ყველას გვინდა, რომ სხვას ვასწავლოთ ჭკუა [VIDEO]
"პირველი არხი" "ტორპედოს" მატჩის ტრანსლირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
123 ქვეყანა და საქართველოს წარმომადგენლები მაროკოში
დავით მინაშვილი: მე ჯერჯერობით შვებულებაში ვარ და ვერაფერს გეტყვით
"უბრალოდ სხვა გზა არ მქონდა" - გიორგი ზურაბიშვილი "პირველ არხს" ტოვებს
"არ შეიძლება ტალახის სროლა, როდესაც საქმის ვითარებაში გარკვეული არ ხარ"
"ლელომ" და "ლიდერბეთმა" ოქტომბრის ლაურეატები დააჯილდოვეს
ᓛᓐᓚᓮᕐᓖ
ᓗᕑᓘᕚᓘᓡᓘᓡ "ᓓᓘᓜ