გოგა ბითაძე რომ საქართველოს ნაკრების მომავალია, ეს უდავო ფაქტია და მისი პროგრესი თვალსაჩინოა.

19 წლის კალათბურთელის სათამაშო კლასი ნელ-ნელა იხვეწება და ეს ყველაფერი ნაკრების შეკრებებზეც თვალში საცემია.

ნაკრებს რომ თავი დავანებოთ, გოგა საუკეთესოა კლუბში და არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ წლის ბოლოს სერბეთის ჩემპიონატის MVP-ც გახდეს.

NBA-ში თამაში ყველა კალათბურთელის ოცნებაა, თუმცა ბითაძემ ევროპაში კიდევ ერთი წელი თამაში მოისურვა და ამერიკული ოცნებების ასრულება ცოტა ხნით გადადო. ამერიკული ანალიტიკური საიტები მუდმივად აკვირდებიან და მის პროგრესს ამჩნევენ.

NBADRAFT.NET - არის ანალიტიკური საიტი, სადაც დრაფტზე გარკვეული სახის პროგნოზებს აკეთებენ. წინა წლის შემოდგომაზე ამ საიტმა თავიდან გოგას 51-ე ნომერი მიანიჭა და "მინესოტას" უკავშირებდა. შემდეგ სეზონის ბოლოს თავისი ვარაუდი შეცვალა, 43-ე პოზიცია არგუნა და "დეტროიტს" დაუკავშირა.

უკვე ახალ სეზონში გამოცემას ბითაძე 36-ე ნომრად ჰყავს განთესილი და სეზონის ბოლოს თუ ქართველი კალათბურთელი ასეთ ტემპში გააგრძელებს, გაცილებით წინ იქნება რეიტინგში და მეტ ყურადღებას მოიპოვებს. გოგას მომავალი კლუბი, ამერიკული საიტის ვერსიით, 2019 წლისთვის, "ჩიკაგო ბულსია".

ძლიერი მხარეები: მისი პოზიციისთვის კარგი ფორმა, ძლიერი მხრები, აქვს კარგი ბალანსი და მობილურობა, ფიზიკურად ძლიერი ახალგაზრდაა. ის არ არის წარმატებული სპორტსმენი, მაგრამ მას შეუძლია შავი სამუშაოს შესრულება. ის არის ენერგიული კალათბურთელი, რომელსაც უყვარს უხეში თამაში. მას უყვარს აქტიური თამაში და არ ეშინია კალათბურთელებთან ფიზიკური კონტაქტის. მისი სხეული ნელ-ნელა უმჯობესდება და ის მალე აღარ იქნება ბავშვი.

მას აქვს ლამაზი ნახტომი და პარკეტზეც მშვენივრად გადაადგილდება. აყენებს კარგ ბლოკებს, ბურთითაც და უბურთოდაც. პოზიციის შერჩევის კარგი უნარი აქვს და აქტიური თავდაცვის დროს ხელებს კარგად იყენებს.

სუსტი მხარეები: ის არ არის ფეთქებადი. მისი მეორე ნახტომი არ არის ისეთივე ძლიერი, როგორიც პირველი. მისი სხეული გაუმჯობესდა, მაგრამ მან უნდა გააგრძელოს ზრდა. ის არის ძალიან ემოციური მოთამაშე, რაც არ არის კარგი და ამან შეიძლება ზოგჯერ ყურადღება გაუფანტოს. მას შეიძლება არ ეშინია კონტაქტის, მაგრამ უჭირს ფიზიკურად ძლიერ მოთამაშეებთან გამკლავება. მას ჯერჯერობით კვლავ არ შეუძლია სტაბილურად სროლა და ეს ძირითადად გამოუცდელობის ბრალია. მან უფრო კარგად უნდა ისწავლოს წესები და ყოველთვის არ უნდა წავიდეს ბლოკზე.

დასკვნა: გოგა ბითაძე წლების მანძილზე აუმჯობესებს თავის თამაშს. ის აჩვენებს, რომ მომავალში შეუძლია დიდი კალათბურთელი გახდეს. თუ ის მუდმივად საფრთხეს შეუქმნის პერიმეტრს და გააგრძელებს მუშაობას, მისი სახით საინტერესო პერსპექტივა იქნება..." - წერს ამერიკული საიტი.

გოგაზე წერს SPORTS ILUSTRATED-იც, რომელიც ფიქრობს, რომ ბითაძე 45-ე ნომრად იქნება განთესილი. ამერიკული საიტი მიიჩნევს, რომ თუ ის სტაბილურად გააგრძელებს ზრდას, მოახერხებს, NBA-ში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი გახდეს.

რა თქმა უნდა გაპიარდეს და უფრო მეტადაც!!! არ აქვს მნიშვნელობა რომლე ნომრად აირჩევენ, მთავრია სწორ გუნდში მოხვდეს სადაც თამაშის დრო და თავის გამოჩენისს საშუალება მიეცემა, ვარჯიშით და შრომით ყველაფერს მიაღწევს! წარმატეტებები გოგა!
Bitadzis patroni
Eg vinaa?
Emigranti
Apiarebto patroni yavso? )) tvalebshi zamekania gaqvs tu fokus vers ascoreb. Shexede ra janze dadga israeltan ifrina berdznebtan kargad itamasha 19 is aris nu davibogmebit sircxvilia sircxvili. Kaia goga carmatebebi da arasdros danebde da ese gaagrdzele progresi da dzan didi dzalis kalatburteli gaxdebi carmatebebi ♡♡♡
მაკვირვებთ
ჩუგოშვილი ვინღაა?
მართალია
ეტყობა პატრონი ყავს ამ ბიჭს თორემ, გასაკვირია, ამაზე ამდენი სტატია იწერება, როცა ჩუგოშვილს ერთი სიტყვითაც არსად ახსნებენ.

დრაფტზე გადის და ეს თუ არა სხვა ვინ უნდა გააპიარონ? :)
ძირს უსამართლობა
რატომ აპიარებთ ამ ბიჭს?
ნნნ
ეს ბიჭი ჩვენი მომავალია, შრომა და შრომა, მაგალითის ასაღებად შორს წასვლა არ დასჭირდება, შენგელიაა მაგალითი იმისა, თუ რას შეოძლება მიაღწიოს ადამიანმა, თუ მოინდომებს და მიზანს დაისახავს, მას ყველა მონაცემი აქვს, რომ იოკიჩის დონეს მიაღწიოს და გაუსწროს კიდეც
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] მამუკელაშვილი VS ბითაძე - ქართველების დაპირისპირება NBA-ში
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
დონოვან მიტჩელმა "ჩიკაგოს" 71 ქულა ჩაუგდო [VIDEO]
ჩიკაგოში დიდი კალათბურთი ბრუნდება! [VIDEO]
ლავინის 38 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - "ვაშინგტონმა" "ჩიკაგო" ბოლო წამებზე დაამარცხა [VIDEO]
[VIDEO] ბითაძის 8 ქულა და 4 მოხსნა - "ორლანდო მეჯიქმა" "ჩიკაგო ბულსი" დაამარცხა
დეროუზანის 42 ქულა და 10 მოხსნა - "ჩიკაგომ" "მილუოკი" ოვერტაიმში დაამარცხა [VIDEO]
[VIDEOS] სანდრომ და გოგამ სათამაშო დრო კარგად გამოიყენეს - ქართველების გუნდებმა NBA-ში მორიგი მატჩები მოიგეს
[VIDEO] ბითაძის უხეში ჯარიმა და გაწევ-გამოწევა - ქართველი "ატლანტასთან" გააძევეს
[VIDEO] ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "შარლოტთან" დამარცხდა
ერთ-ერთი საუკეთესო გამარჯვების მომტანი ქულა, რაც კი გინახავთ - "ატლანტამ" "ჩიკაგო" ნახევარ წამში დაამარცხა [VIDEO]
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "ორლანდომ" "ფინიქსი" დაამარცხა