6 ოქტომბერს თბილისში, შევარდენის სანაკრებო ბაზა ოთხთა საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს 7-ქალა რაგბიში.

საქართველოს ღია ტურნირზე ქალთა რაგბიში 7-ქალა Georgia Lady Sevens-ის სახელით იასპარეზებს. ასევე მონაწილეობენ - დასავლეთის ნაკრები, აღმოსავლეთის ნაკრები და ისრაელის ეროვნული ნაკრები. შეხვედრები 11 საათიდან დაიწყება და 15 საათამდე გაგრძელდება.

Georgia Lady Sevens-ი საქართველოს ეროვნული ნაკრების ბირთვს წარმოადგენს და იმ გოგონებით იქნება დაკომპლექტებული, რომლებიც თბილისში ვარჯიშობენ, ხოლო ნაკრების სხვა წევრები დასავლეთისა და აღმოსავლეთის ნაკრებებს დაემატებიან. ისრაელის 7-ქალა ნაკრები ევროპის "ალაფაზე" თამაშობს, იქ, სადაც ჩვენი გუნდი წელს "კონფერენც დივიზიონის" მოგებით აღზევდა.

ქალთა საერთაშორისო ტურნირი საქართველოში მეორედ იმართება. შარშან საბერძნეთის ნაკრები გვეწვია და ოთხთა ტურნირს ქუთაისმა უმასპინძლა.

"ისევე, როგორც საბერძნეთთან, ისრაელის ნაკრების ხელმძღვანელობასთანაც კარგი ურთიერთობა გვაქვს. ისინი საქართველოს ტურისტული ვიზიტით ეწვევიან და ტურნირსაც ითამაშებენ. გოგონებს დიდი ხნის ნატვრა აუხდათ, რადგან ძალიან სურდათ თბილისში, მეგობრებისა და ოჯახის წევრების წინაშე ეთამაშათ. ეს ტურნირი ხელს შეუწყობს საქართველოში ქალთა სპორტის და ამ შემთხვევაში კონკრეტულად ქალთა რაგბის განვითარებას" - განაცხადა საქართველოს 7-ქალა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯაბა მალაღურაძემ.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"მბაპე დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა" - კეინმა კილიანს "ოქროს ბურთი" ბოლო მომენტში გამოსტაცა
"ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათო იქნება" - რა თქვა ენრიკემ "ლიონთან" მატჩის შემდეგ
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
"ეს პრიზი კუბარსისთვის უნდა მიეცათ" - იამალი Kopa Trophy-ს მიღების შემდეგ
გამარჯვება ხვიჩას მიუძღვნა - რა თქვა გოდტსმა "ლიონთან" მატჩის შემდეგ
სკანდალის შემდეგ - რონალდოს სავარაუდოდ, ნაკრებში დააბრუნებენ
"საკმარისი გააკეთა, რომ "ოქროს ბურთი" იამალისთვის მიეცათ" - რა თქვა ლაპორტამ დაჯილდოვების შემდეგ
U19. საქართველო VS ჰოლანდია - პრესტიჟის გოლის მოლოდინში
U19. ოთხთა ტურნირი: საქართველოს ნაკრებმა ჰოლანდიასთანაც წააგო [VIDEO]
U19. ოთხთა ტურნირი: ესპანეთმა ჰოლანდიას სძლია
U19. ოთხთა ტურნირი: საქართველომ საფრანგეთთან დიდი ანგარიშით წააგო
U19. საქართველო-ესპანეთი 0:3 - ყიფიანი პროგრესს ვერ ხედავს [VIDEO]
მომავალი ინიესტა - გაიცანით თბილისის ტურნირის საუკეთესო მოთამაშე კარლეს ალენია