"ქართველებმა შეცდომები დაუშვეს, რაც ჩვენ არ ვაპატიეთ, თორემ ცუდი გუნდი არ იყო. 3-4 ისეთია, რომელსაც ძლიერ გუნდში თამაში შეუძლია"
თბილისში გამართული ოთხთა საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული ესპანეთი გახდა, ხოლო ჟიურის წევრებმა საუკეთესო ფეხბურთელად პატარა "ფურია როხას" ლიდერი კარლეს ალენია დაასახელეს. მას დავით ყიფიანის სახელობის პრიზი თბილისის "ლოკომოტივის" ტექნიკურმა დირექტორმა, დავით ყიფიანის ვაჟმა, გიორგი ყიფიანმა გადასცა.

18 წლის კარლეს ალენია ცენტრალური ნახევარმცველია და "ბარსელონა B-ს" შემადგენლობაში (რომელიც სეგუნდა B-ში გამოდის) სისტემატურად თამაშობს. მაგრამ კატალონიელთა 19-წლამდელების გუნდს იუნიორების ჩემპიონთა ლიგაში ეხმარება, სადაც წლეულს მეორედ თამაშობს.

საინტერესოა, რომ ალენია ლუის ენრიკემ ლა ლიგის სამ მატჩში კატალონიელთა ძირითადი გუნდის განაცხადში შეიყვანა, თუმცა არ ათამაშა.

სხვათა შორის, ასაკის მიუხედავად, გერმანულმა ინტერნეტსააგენტო "ტრანსფერმაკტმა" ალენიას პირობით ფასად მილიონი ევრო დაასახელა.

"ბევრი სკაუტი მას "მომავალ ანდრეს ინიესტას" უწოდებს. ალენიას აქვს რეალური შანსი, კატალონიელთა ყოფილი ნახევარმცველის გზა გაიაროს, რადგან ახლახან "ბარსელონას" მთავარ გუნდში გადაიყვანეს. 18 წლის ფეხბურთელი თავისი კერპივით ტექნიკურია და გასაოცარი ინდივიდუალიზმით გამოირჩევა. იუნიორების ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი გათამაშების 8 მატჩში 6 ბურთი შეაგდო. განსაკუთრებულად ლამაზი "რომას" კარში გატანილი გოლი გამოდგა. ზაფხულში, კარლესმა, მთავარი "ბარსელონას" ფორმით, გლაზგოს "სელტიკთან" ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა. ახლა კი "ბარსელონაში" პირველი ოფიციალური მატჩის მოლოდინშია", - წერს იტალიური გამოცემა "კალჩომერკატო".

ეს ახალგაზრდა, რომელსაც ასე აქებენ და "ბარსელონას" ლიდერის, ლიონელ მესის გვერდით ვარჯიშის სიამოვნებაც განუცდია, ერთი უბრალო და თავმდაბალი ადამიანია, ინტერვიუზეც უყოყმანოდ დაგვთანხმდა.

- კარლეს, რას იტყვით თბილისის ტურნირზე? როგორი შთაბეჭდილებებით მიემგზავრებით?

- მშვენიერი განწყობით ვბრუნდები, რადგან ესპანეთმაც მოიგო და მეც საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადმომცეს. ასე რომ, კმაყოფილი ვარ ტურნირით, საქართველოში მიღებული გამოცდილებით, თამაშების ორგანიზებით და ამისთვის მათ დიდი მადლობა!

- ყველაზე რთული მატჩი რომელ ნაკრებთან გქონდათ?

- ძლიერი მეტოქეები იყვნენ. მართალია, სამივე შეხვედრა მოვიგეთ, მაგრამ იოლი მატჩი არავისთან გვქონია.

- საქართველოსთან ხომ დიდი ანგარიშით მოიგეთ?

- ქართველებმა შეცდომები დაუშვეს, რაც ჩვენ არ ვაპატიეთ, თორემ ცუდი გუნდი არ იყო. 3-4 ისეთი მოთამაშეა, რომელსაც ძლიერ გუნდში თამაში შეუძლია. პროფესიულ ფეხბურთს ახლა იწყებენ და წარმატებებს ვუსურვებ... ბედნიერი ვარ, ასეთ კარგ ტურნირზე რომ გავიმარჯვეთ.

საერთოდ, თბილისში ჩამოსვლით კმაყოფილი ვარ - ლამაზი ქალაქი და კარგი ხალხი ვნახე.

- მთავარ "ბარსელონაში" როდის გიხილავთ?

- სამჯერ განაცხადში ვიყავი და ერთი ამხანაგური მატჩიც ჩავატარე, მაგრამ ველოდები იმ დღეს, როდესაც "ბარსას" ფორმას უკვე ოფიციალურ მატჩში მოვირგებ. ეს ძალიან ძნელია, რადგან მე ხომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბის წევრი ვარ და თუნდაც შეცვლაზე შესასვლელად დიდი შრომა დამჭირდება.

- მესისთან ერთად ვარჯიშის ბედნიერება გაქვთ. როგორ დაახასიათებთ ლეოს?

- მესი ჩემთვის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე, ნამდვილი პროფესიონალია. მის გვერდით ერთი ვარჯიშითაც კი ვიზრდები და ბევრს ვსწავლობ.

- საინტერესოა, როგორია მესი თანაგუნდელებთან ურთიერთობაში?

- ჩუმია, ცოტას ლაპარაკობს, მაგრამ ძალიან კარგი ადამიანია და თავის საქმეს ბრწყინვალედ აკეთებს. პატარებს გვეხმარება, სულ რაღაცას გვასწავლის, მაგალითს გვაძლევს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
[VIDEO] მამარდაშვილის გადამწყვეტი მოგერიება - "ლივერპულმა" პენალტების სერიაში "ჩელსის" სძლია
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საბა ხარებაშვილი 19-წლამდელებს შეუერთდება
კარლეს ალენია: "რეალი"? არასოდეს თქვა "არასოდეს"
"ბარსელონა" კარლეს ალენიას ზაფხულში დაიბრუნებს
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
U19. საქართველოს ნაკრები ევროშესარჩევის პირველ მატჩში დამარცხდა [VIDEO]
U19. საქართველო-ესპანეთი 0:3 - ყიფიანი პროგრესს ვერ ხედავს [VIDEO]
U19. საქართველო VS ჰოლანდია - პრესტიჟის გოლის მოლოდინში
ინიესტამ სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო - ჯერ მხოლოდ მე-2 ლიგაში
"ინტერი" "ბარსელონას" ესპანელი ნახევარმცველით დაინტერესდა
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
თბილისში 7-ქალა რაგბის ოთხთა ტურნირი გაიმართება
U19. ოთხთა ტურნირი: საქართველოს ნაკრებმა ჰოლანდიასთანაც წააგო [VIDEO]
გიორგი ყიფიანმა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] U19. სამი გოლი კომპენსირებულ დროში - საქართველოს ნაკრები ისლანდიასთან დამარცხდა
რამოსი, ინიესტა, მაკგრეგორი და სხვები - ლეგენდარულმა სპორტსმენებმა ილია თოფურია გაამხნევეს
"ხეტაფე" "რეალისა" და "ბარსელონას" ფეხბურთელებს დაიმატებს
რატომ ვთამაშობთ ფრეს ლანჩხუთზე პატარა ქვეყანასთან?!
U19. საქართველოს ნაკრებმა ბოლო ტურში გაიმარჯვა, მაგრამ ჯგუფში ჩარჩა
U19. ოთხთა ტურნირი: ესპანეთმა ჰოლანდიას სძლია
U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
U19. ოთხთა ტურნირი: საქართველომ საფრანგეთთან დიდი ანგარიშით წააგო
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
გიორგი ყიფიანი: "ლოკომოტივის" მთავარი მიზანი "ევროპის ზონაში" დარჩენა იქნება
ტონი კროოსმა ისტორიაში 5 საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი დაასახელა
ვინ არის 21-ე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი? - Goal-ის Top 25
ირაკლი სიხარულიძე: არის რაღაც ვარიანტები, მაგრამ...
19-წლამდელთა ნაკრებმა ფინეთთან სათამაშოდ მზადება დაიწყო