ესპანეთის ჩემპიონატში ორხელისუფლებიანობაა და "ბარსა" "რეალს" ბურთების უკეთესი სხვაობით უწევს მეტოქეობას.

ერნესტო ვალვერდეს გუნდს დიდი გამოცდა ელის - "მესტალია" და "ვალენსია" მზად არიან, ლა ლიგაში "ბარსას" სამმატჩიანი მოუგებელი სერია გაიზარდოს.

ორივე გუნდი გამოსწორებული ხასიათით ხვდება ამ თამაშს - ჩემპიონს ლა ლიგაში კრიზისი კი გაუგრძელდა, მაგრამ ლეო მესიმ და კომპანიამ "უემბლიზეც" დაამტკიცეს, რა შეუძლიათ - "ტოტენჰემი" 4:2 დაამარცხა, "ვალენსიამ" კი "ოლდ ტრეფორდზე" არ წააგო, ხოლო ლა ლიგის ბოლო ტურში სულაც სეზონის პირველი გამარჯვება იზეიმა.

გასულ სეზონში ამ გუნდებმა "მესტალიაზე" 1:1 ითამაშეს. როდრიგოს გოლს მატჩის მიწურულისკენ ექსვალენსიელმა ჟორდი ალბამ უპასუხა და "ბარსა" მარცხისგან იხსნა. ამის შემდეგ გუნდებმა კიდევ სამჯერ ითამაშეს და სამივე მატჩი კატალონიელებმა მოიგეს (2-ჯერ კოპა დელ რეიზე, ერთხელ - ჩემპიონატში). სავარაუდო შემადგენლობები ასე გამოიყურება:

ვალენსია (4-4-2): ნეტო - პიჩინი, გაბრიელ პაულისტა, გარაი, გაია - სოლერი, კონდოგბია, პარეხო, გედეში - გამეირო, როდრიგო

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი - სემედუ, პიკე, ლონგლე, ალბა - რაკიტიჩი, ბუსკეტსი, კოუტინიო - მესი, ლ. სუარესი, დემბელე.

მადრიდის "რეალს" ბასკეთში "ალავესთან" ჭიდილი მოუწევს. "სამეფო კლუბი" მოსკოვიდან შერცხვენილი დაბრუნდა - ცსკა-სთან ჩემპიონთა ლიგაზე 0:1 დამარცხდა და არც ლა ლიგაში ყოჩაღობს. გამარჯვების შემთხვევაში, ბასკური კლუბი "სამეფოს" დაეწევა. "რეალმა" სტუმრად ბოლოს აგვისტოში მოიგო. ასე რომ, გამორიცხული არაფერია. აი, ამის შემდეგ კი ხულიენ ლოპეტეგის მართლაც გაუჭირდება სკამის შენარჩუნება.

რეალი (სავარაუდო): კურტუა - ოდრიოზოლა, ვარანი, სერხიო რამოსი, ნაჩო - კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი - ასენსიო, ბენზემა, სებალიოსი.

სხვა მატჩებიდან აღვნიშნავთ "ატლეტიკოსა" და "ბეტისის" ჯახს "ვანდა მეტროპოლიტანოზე". "ბეტისი" ბოლო დროს სტუმრად უბრალოდ დიდებულად თამაშობს.

ატლეტიკო (სავარაუდო): ობლაკი - ხუანფრანი, გოდინი, ლ. ერნანდესი, ფილიპე ლუიში - საულ ნიგესი, როდრი, კოკე - ლემარი - გრიზმანი, ა. კორეა.

ტურში არის "სევილიასა" და "სელტას" დაპირისპირება და, რა თქმა უნდა, ბასკური დერბი - "ბილბაო" "რეალ სოსიედადს" უმასპინძლებს.

ფაქტები

"ვალენსიამ" ლა ლიგაში ბოლო სამი საშინაო მატჩი ფრედ ითამაშა.

"ვალენსიას" ბოლო 7 საჩემპიონატო მატჩიდან 6-ში 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა.

"ბარსელონას" ბოლო 7 საგარეო მატჩიდან (ლა ლიგაში) 6-ში 2.5 გოლზე მეტი გავიდა.

"რეალმა" "ალავესს" ურთიერთდაპირისპირებებში ბოლო 9 თამაში მოუგო.

ამ 9 დაპირისპირებიდან 8-ში "რეალმა" "ალავესს" 3 გოლი მაინც გაუტანა.

"ატლეტიკოს" შინ ლა ლიგაში ბოლო 24 თამაშიდან 23-ში არ წაუგია.

"ბეტისმა" ლა ლიგაში ბოლო 8 საგარეო მატჩიდან 6-ში კარი მშრალად შეინახა.

"ბილბაომ" ლა ლიგაში ბოლო 5 საშინაო მატჩი ვერ მოიგო.

ლა ლიგა. VIII ტური

პარასკევი, 5 ოქტომბერი

ბილბაო- სოსიედადი 1:3

გოლები: 0:1, 1:3 მიკელ ოიარზაბალ (პენ. 30, 74), 1:1 იკერ მუნიანი (32), 1:2 ლუკა სანგალი (47)

შაბათი, 6 ოქტომბერი

ჟირონა-ეიბარი 15:00

ხეტაფე-ლევანტე 18:15

ალავესი-რეალი 20:30

ლეგანესი-რაიო ვალეკანო 22:45

პარასკევი, 7 ოქტომბერი

ვალიადოლიდი-უესკა 14:00

ატლეტიკო-ბეტისი 18:15

ესპანიოლი-ვილიარეალი 20:30

სევილია-სელტა 20:30

ვალენსია-ბარსელონა 22:45

ბომბარდირები: 7 - ანდრე სილვა (სევილია); 6 - კრისტიან სტუანი (ჟირონა); 5 - ლიონელ მესი (ბარსელონა), იაგო ასპასი (სელტა).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თიკა
ლონგლე არა, ლენგლე ჰქვია :)))
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
[VIDEO] ძლევამოსილი "ბაიერნი", დამაჯერებელი "ატლეტიკო" და "ნიუკასლთან" წაგებას გადარჩენილი "ბარსელონა"
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
"ლევანტემ" ქოჩორაშვილის დაბრუნება მოისურვა
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
Teamtalk: არადამაჯერებელი ალისონი დროზე უნდა გაყიდონ - მამარდაშვილის ესპანეთში დაბრუნება სურთ
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
[VIDEO] ვინისიუსის დუბლი, ვალვერდეს გაძევება - "რეალმა" "ატლეტიკო" დაამარცხა
მიქაუტაძის პოსტს დიდი განხილვა მოჰყვა - ქართველის გზავნილი როგორც კრიტიკის, ასევე სიამაყის საფუძველი გახდა
"ის უბრალოდ განსაკუთრებულია" - ვალვერდემ მბაპეზე ისაუბრა