"უდინეზე" არასტაბილურია, მაგრამ ხანდახან გამოსდის კარგი მატჩები და ვნახოთ, შეძლებს თუ არა "იუვენტუსის" შეჩერებას.

ტურინული გრანდი შესანიშნავ ფორმაშია. სერია A-ს დაწყებიდან 7 ტური გავიდა და "ბებერი ქალბატონის" შეჩერება, ჯერჯერობით, ვერავინ მოახერხა და ეს თუ დროულად არ მოხდა, "სკუდეტოსთვის" ბრძოლა აღარ შედგება.

ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ კრიშტიანო რონალდო დასვენებულია, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე "იანგ ბოიზის" რბევაში მონაწილეობა დისკვალიფიკაციის გამო ვერ მიიღო. შესანიშნავ ფორმაში არიან სხვა ტურინელებიც - პაულო დიბალამ ჰეთ-თრიკი შეასრულა ხსენებულ "იანგ ბოიზთან" მატჩში, ხოლო მარიო მანჯუკიჩი წინა ტურში კონკურენტ "ნაპოლისთან" დაპირისპირებისას დუბლით გამოირჩა.

ახლა სწორედ "ნაპოლიზე" უნდა ვთქვათ. კარლო ანჩელოტის გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში "ლივერპულს" ურთულესი თამაში მოუგო, "სასუოლოს" უნდა დაუპირისპირდეს.

"მილანთან" განადგურების შემდეგ ეს გუნდი ყველანაირად ეცდება რეაბილიტაციას. კარგი თამაში უნდა გამოვიდეს, რადგან ორივე გუნდი შეტევაზე აკეთებს აქცენტს. უპირატესობა კი, გასაგები მიზეზების გამო, "ნაპოლის" უნდა მივანიჭოთ, ოღონდ, შევთანხმდეთ, რომ ანჩელოტის ბიჭებს იოლი გასეირნება არ ექნებათ. იშვიათი გამონაკლისის გარდა, "სასუოლო" იოლად არაფერს თმობს.

ძალიან საინტერესო იქნება "ლაციოსა" და "ფიორენტინას" მატჩი. ორივე გუნდი კარგ ფორმაშია და ორივეს შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავს იტალიური მასშტაბით. წესით, შემტევი ფეხბურთი და უშეღავათო ბრძოლა უნდა ვნახოთ.

საინტერესოა, გააგრძელებს თუ არა წარმატებულ სერიას "რომა"? ფაქტია, ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდი მშვენიერ ფორმაში შევიდა და წარმატებით თამაშობს როგორც სერია A-ში, ისე ჩემპიონთა ლიგაზე. ამის დასტურია ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირზე "პლზენის" განადგურება (5:0), ხოლო შინაურ ფრონტზე ზედიზედ 2 გამარჯვება, საერთო ანგარიშით - 7:1. ასე რომ, ბოლო სამ მატჩში "ჯალოროსიმ" 12 გოლი გაიტანა და გასაგებია, როგორი სიფრთხილე მართებს ლევან მჭედლიძის "ემპოლის".

"მილანი" სოლიდური ფავორიტია "კიევოსთან" შეხვედრაში. ბოლო დროს ეს სულ ასე ხდება და ვეჭვობთ, ამჯერად სხვანაირად განვითარდეს მოვლენები. მით უმეტეს, "სასუოლოსთან" საგარეო გამარჯვება (4:1) ჯენარო გატუზოს ბიჭებს თავდაჯერებას შემატებდა.

"ინტერს" რთული მატჩი ექნება სტუმრად სპალ-თან, მაგრამ თუ მილანელთა კლასს გავითვალისწინებთ, ფავორიტები სწორედ ისინი არიან და 3 ქულაც მათვე უნდა დარჩეთ.

ფაქტები

"ტორინომ" ბოლო ორ შეხვედრაში აჯობა "ფროზინონეს".

"კალიარისა" და "ბოლონიას" შორის ბოლო 2 მატჩი ფრედ დასრულდა.

"რომამ" ზედიზედ მოიგო 3 მატჩი.

"იუვენტუსმა" მიმდინარე სერია A-ში 7 მატჩი ჩაატარა და შვიდივე მოიგო, რაც 1930/31 წლების სეზონის შემდეგ არ მომხდარა.

"ჯენოამ" უკანასკნელი 2 მატჩი მოუგო "პარმას".

"მილანი" ბოლო 4 შეხვედრაში აღმოჩნდა "კიევოზე" ძლიერი.

"სამპდორიამ" ბოლო 2 მატჩში შეძლო "ატალანტას" დამარცხება.

"ლაციომ" უკანასკნელ 2 შეხვედრაში უქულოდ დატოვა "ფიორენტინა".

"ნაპოლისა" და "სასუოლოს" შორის ბოლო 6 შეხვედრაში ორივემ გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც.

სერია A. VIII ტური

პარასკევი, 5 ოქტომბერი

ტორინო-ფროზინონე 3:2

გოლები: 1:0 ტომას რინკონ ი (20), 2:0 დანიელე ბასელი (46), 2:1 ედუარდო გოლდანიგა (58), 2:2 კამილო ჩიანო (64), 3:2 ალეხანდრო ბერენგური (71)

შაბათი, 6 ოქტომბერი

კალიარი-ბოლონია 17:00

უდინეზე-იუვენტუსი 20:00

ემპოლი-რომა 22:30

კვირა, 7 ოქტომბერი

ჯენოა-პარმა 14:30

მილანი-კიევო 17:00

ატალანტა-სამპდორია 17:00

ლაციო-ფიორენტინა 17:00

ნაპოლი-სასუოლო 20:00

სპალ-ინტერი 22:30

ბომბარდირები: 8 - კშიშტოფ პიატეკი (ჯენოა); 5 - გრეგუარ დეფრელი (სამპდორია), ლორენსო ინსინიე (ნაპოლი); 4 - როდრიგო დე პაული (უდინეზე), მარიო მანჯუკიჩი (იუვენტუსი), ჩირო იმობილე (ლაციო).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ირაკლი
მაგარი არაობიექტური ჟურნალისტები გყავთ , გეტყობათ ინტერი თვალში აე მოგდით რადგან ყოველთვის ერთი წინადადებით შემოიფარგლებით ხოლმე როცა საქმე ინტერს ეხება
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] კვერნაძის სრული მატჩი და "ფროზინონეს" მარცხი "ნაპოლისთან"
"ბარსელონაში" ტრანსფერზე უარი ამიტომ ვთქვი" - ჰენრიხ მხითარიანი
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
"იუვენტუსმა" "ლაციოსთან" მოგება ხელიდან 95-ე წუთზე გაუშვა [VIDEO]
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სატრანსფერო ციებ-ცხელება
კვერნაძით, რომლის ფასი გაორმაგდა, "რომა", "ნაპოლი" და პრემიერლიგის კლუბი დაინტერესდა
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო
ნახევარდაცვაში ქოჩორაშვილს შეუწყვილდება? - "სევილიამ" "მილანის" ფეხბურთელი ინათხოვრა
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
"მილანმა" პავლოვიჩს კონტრაქტი გაუგრძელა
ტომორი "მილანს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
[VIDEO] "რეალმა" "რომას" თამაში 1:3-დან 7 წუთში შემოუტრიალა - "ასტონ ვილამ" "ფენერბაჰჩე" გააბითურა
"გამოჯანმრთელდი, ხვიჩა, ნეაპოლში შენი ისტორია დაუვიწყარია" - "ნაპოლი" და ტიფოზები კვარაცხელიას ამხნევებენ
"ფროზინონე" კვერნაძეში დიდ თანხას მოითხოვს - გადაიხდის ამდენს "რომა"?
"ჩელსი" რეგულონისთვის იბრძოლებს
ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს
"საერთოდ გაგიჟდით?" - ტოტი იხსენებს, როგორ სურდათ დიბალასთვის 10-ნომრიანი მაისურის გადაცემა
8 გოლი, 3 წითელი ბარათი და ნამდვილი დრამა "სტადიო ოლიმპიკოზე" [VIDEO]
"Ciao Bella"-ს სიმღერის გამო "ლაციოს" ფანები ახალწვეულს დაუპირისპირდნენ [VIDEO]
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
"თვითმფრინავის ავარიის შემდეგ, ახალ რაღაცებს ვსწავლობთ" - ამორიმის უცნაური განცხადება
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი