გორში ადგილობრივ ‘ჯიქსა’ და პატარძეულის ‘ვეფხვებს’ შორის გამართულ მატჩში, სეზონის მეორე გამარჯვება მასპინძლებმა ჩაიწერეს - 14:13.

დიდი 10-ის მეექვსე ტურის ცენტრალური შეხვედრა დაძაბული გამოდგა. დებიუტანტმა ‘ვეფხვებმა’ გამოცდილ მეტოქეს არაფერი დაუთმო და დროის დიდი ნაწილი ლიდერობდა, თუმცა მატჩის მიწურულს ჯარიმა გაუშვა და მხოლოდ ბონუსს დასჯერდა.

გორში ძლიერი ქარი ქროდა და მან თამაშის მსვლელობას კვალი დაატყო. სადებიუტო წუთები მასპინძლების იყო, მათმა შერკინებამ ჯარიმა გამოიმუშავა და სანდრო ფურცხვანიძემ მე-6 წუთზე ანგარიში გახსნა. მალე მას კარის წინ 42 მეტრიდან მეორე დარტყმა გაუცუდდა, მერე კი პატარძეულელებმა ბურთზე კონტროლი დაამყარეს და მე-12 წუთზე დაწინაურდნენ კიდეც.

სტუმრებმა სალელოვე შეტევა საკუთარი ნახევრიდან დაიწყეს, ვანო გაბროშვილმა ხაზი გაჭრა და ბურთი ლაშა შალიკაშვილს გაატანა, მანაც დაახლოებით 20 მეტრი ირბინა, მცველი აიყვანა და რეზი ბროძელს ცალი ხელით უპასა, ის ბოლო მცველს გასცდა და ლელო ძელებსშუა გაიტანა, ხოლო ლაშა გურგენიძემ გარდასახა. მერე გურგენიძეს ჯარიმა გაუფუჭდა და ‘ჯიქმა’ ინიციატივის დაბრუნება მოახერხა, თუმცა მეტოქის დაცვის ხაზი ვერ გატეხა და 33-ე წუთზე ფურცხვანიძემ ჯარიმით სხვაობა 1 ქულამდე დაიყვანა - 6:7.

მეორე ტაიმი გუნდებმა არეულად დაიწყეს. ‘ვეფხვებმა’ საწყის 5 წუთში ორი ჯარიმა გამოიმუშავეს და პირველი შორიდან ააცილეს, მეორე კი გურგენიძემ 3 ქულად აქცია. ‘ჯიქმა’ 50-ე წუთზე უპასუხა, დერეფნიდან მოლი დააყენა, მერე არსენ ტრაპაიძემ შეუტია, მცველები შემოიკრიბა და ცალი ხელით ბურთი გიორგი წიკლაურს ამოუგდო, რომელმაც მასპინძლები დააწინაურა. ხელსაყრელი პოზიციიდან გარდასახვა მიზანს ასცდა - 11:10.

გუნდებმა ტემპს უმატეს და საკუთარი ბედი შეტევებში სცადეს, მაგრამ დაცვა კარგად თამაშობდა. 68-ე წუთზე ‘ჯიქი’ ლელოდან 7-8 მეტრში დაჯარიმდა და გურგენიძემ პატარძეულელებს ლიდერობა დაუბრუნა. ეს ანგარიში 78-ე წუთამდე შენარჩუნდა. ‘ჯიქის’ მასირებულ შეტევებს სტუმრები თავდადებული დაცვით იგერიებდნენ, მაგრამ მერე შერკინებაში დაჯარიმდნენ და დიტო კიკნაძემ საშუალო მანძილიდან გაიტანა - 14:13 და სეზონის მეორე გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ.

rugby.ge

თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
"აი, ამიტომ ვცემ პატივს ვინისიუსს" - ვენსან კომპანი
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "პანათიანიკოსთან" დამარცხდა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] "არსენალს" მხსნელად ჰავერცი მოევლინა - "სპორტინგი" ბოლო წუთებზე დამარცხდა
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
დიდი 10: "ვეფხვებმა" "არმაზი" დაამარცხა
დიდი 10: "ჯიქმა" "იუნკერებს" სძლია
ორხელისუფლებიანობა პირველ ლიგაში
დიდი 10: "ჯიქმა" "აიას" 19:15 სძლია
დიდი 10: "ლელო-სარასენსმა" "ვეფხვები" გაწითლებულ დროში დაამარცხა
დიდი 10. "ვეფხვებმა" პირველი გამარჯვება "არმიასთან" იზეიმეს
დიდი 10: "ჯიქმა" "არმაზი" დაამარცხა და წელი სერიით დაასრულა
კაცნაკლულმა "ჯიქმა" "აკადემია" დაამარცხა
პირველი ლიგა: "თიბისიმ" ლიდერობა განიმტკიცა
დიდი 10: "ჯიქმა" "ლოკომოტივს" 17:8 მოუგო
დიდი 10: "არმიამ" "ვეფხვებს" გაწითლებულ დროში სძლია
დიდი 10: "ჯიქმა" "ლოკომოტივი" დაამარცხა