პრემიერლიგის მორიგი ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში 3 ლიდერია. პოტენციურად, ამ სამეულს სერიოზული კონკურენცია უნდა გაუწიონ "არსენალმა" და "ტოტენჰემმა", თუმცა ეს ჯერ დასამტკიცებელი აქვთ...

ოპერაცია, კოდური სახელწოდებით (პირობითად) - "კრახი", ჩაიშალა. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ასეა - ჟოზე მოურინიოს გაშვება ვერ მოხერხდა. საინტერესოა, ვინ და როგორ ჩაშალა ეს გეგმა?

მთელი კვირა ჰაერში დენთის სუნი ტრიალებდა. ინგლისური მედია დაჟინებით ამტკიცებდა, რომ უქმეების ბოლოსთვის მოურინიო პოსტს დატოვებდა.

თითქოს, ვიღაცის მსახვრალი ხელი "რაღაც ცუდს" ამზადებდა. ისეთი ისტერიული ფონი შეიქმნა, საზოგადოებამ და, მათ შორის, ექსპერტებმაც დაიჯერეს - "მანჩესტერ იუნაიტედი" აუცილებლად წააგებდა შინ "ნიუკასლთან"...

"ოლდ ტრაფორდის" ტაბლოზე უკვე მე-10 წუთისთვის 0:2 ენთო. მორჩა, განაჩენი გამოტანილია - მოურინიოს ბოლო "ბანაობაა" დღეს! ალბათ, სიამოვნებით იფშვნეტდა ხელებს ის, ვისთვისაც ლამის ცხოვრების მიზნადაც იქცა "იუნაიტედიდან" ჟოზეს გაშვება...

70 წუთი მიილია. ტაბლოზე კვლავ 0:2 ანთია. განაჩენი თითქმის სისრულეშია მოყვანილი... და აი, აქ ხდება სასწაული - მატჩის ბოლომდე დარჩენილ დროში "იუნაიტედს" გააქვს 3 გოლი და ბედის ჩარხს წაღმა ატრიალებს. თან, გამარჯვების გოლი გააქვს იმ ალექსის სანჩესს, ვისაც მოურინიოზე ადრე გამოუტანეს განაჩენი და ჯერ კიდევ იანვრის სატრანსფერო ბაზრის გახსნამდე "გაუშვეს" გუნდიდან...

ნამეტანი კონსპირაციებში რომ არ გადავვარდეთ, ესეც უნდა ვთქვათ - რა და როგორ იქნება "იუნაიტედში", კაცმა არ იცის და მავანთათვის ჯერ ადრეა ზეიმი...

მოურინიო კი პრესკონფერენციაზე ამაყად გამოიყურებოდა და ერთგვარი ნიშნის მოგებითაც ლაპარაკობდა. რაღაც სადღეგრძელოს მაგვარი გამოუვიდა:

"დღეს დილით მეგობარმა მითხრა - იცოდე, ლონდონში თუ წვიმა წამოვიდა, შენ დაგაბრალებენო. მზად ვარ, "ბრექსიტის" პრობლემებიც ჩემს თავზე ავიღო... საერთოდ კი, მინდა აღფრთოვანება გამოვთქვა ჩვენი ფანების მიმართ - 0:2 იყო და მათ ზურგი კი არ გვაქციეს, პირიქით, მთელი ძალით გვამხნევებდნენ, მხარში გვედგნენ... მახსენდება, "ჩელსის" მწვრთნელი რომ ვიყავი, "ენფილდზე" "ლივერპულს" 4:0 მოვუგეთ.

საოცარი იყო, როგორ მღეროდა მთელი სტადიონი "ლივერპულის" ჰიმნს, მიუხედავად იმისა, რომ მათი საყვარელი გუნდი სასტიკად აგებდა... დღევანდელი სიტუაცია ძალიან ჰგავს მაშინდელს. ამიტომ ეს გამარჯვება სწორედ ჩვენს ქომაგებს ეძღვნებათ", - თქვა ჟოზემ.

Video

06.10.18. მანჩესტერ იუნაიტედი - ნიუკასლი 3:2

შაბათის სხვა მატჩებიდან აღსანიშნავი იყო "უოტფორდის" საშინაო კატასტროფა (0:4) "ბორნმუთთან". სტარტზე მოგებული ზედიზედ 4 მატჩის შემდეგ ხავი გრასიას შეგირდები მომდევნო ოთხ შეხვედრაში 3-ჯერ დამარცხდნენ (1 ფრე) და მთელი ავანსი გაფლანგეს.

"ბარსელონასთან" ომგამოვლილმა (ომის გარდა, ეს კარგად დასასწავლი გაკვეთილიც იყო კატალონიელებისგან) "ტოტენჰემმა" ძლივს მოუგო "კარდიფს".

მაურისიო პოჩეტინოს ბიჭები ძალიან არადამაჯერებლად გამოიყურებოდნენ. თუკი რამეს ნიშნავს ის ფაქტი, რომ "ტოტენჰემმა" ზედიზედ 19 საშინაო შეხვედრაში შეძლო მინიმუმ ერთი გოლის გატანა მაინც, კი ბატონო, შევიტანოთ ესეც "დეზების" აქტივში...

Video

06.10.18. ტოტენჰემი - კარდიფი 1:0

ცუდი სტარტის შემდეგ "არსენალი" იგებს და იგებს - ზედიზედ 6 გამარჯვება ძალიან შთამბეჭდავი სტატისტიკაა. უნაი ემერის გუნდი დღეს გაცილებით პროგნოზირებადია, ვიდრე არსენ ვენგერის დროს იყო.

Video

07.10.18. ფულჰემი - არსენალი 1:5

ბრწყინვალე ფორმაშია "ჩელსიც". მაურიციო სარის კრებულმა მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირს თუ შევაჯამებთ, 11-დან 9 მატჩი მოიგო.

Video

07.10.18. საუტჰემპტონი - ჩელსი 0:3

ტურის მთავარი მატჩი კი ბოლოს გაიმართა. "ლივერპულმა" "მანჩესტერ სიტის" უმასპინძლა. პირდაპირ ვთქვათ - თამაშმა ვერ გაამართლა მოლოდინი, მეტადრე, პირველმა ტაიმმა. რეალური საგოლე მომენტებიც არ იქმნებოდა. არადა, შარშან "ენფილდზე" ამ გუნდებმა 7 გოლი (4:3) გაიტანეს...

ასე ხდება ხოლმე მაშინ, როცა გუნდები ზედმიწევნით კარგად იცნობენ ერთმანეთს და მწვრთნელებსაც ყველა დეტალი გაშიფრული აქვთ. ამიტომაც ძნელია ასეთ დროს თამაშის გახსნა...

"ლივერპულის" უპირატესობა გამოიკვეთა თამაშის ბოლოს, როცა რიად მაჰრეზმა 11-მეტრიანი ნიშნულიდან ბურთი "ენფილდის" ზედა რიგებისკენ გაუშვა. მასპინძლებმა მომხვდური საკუთარ ნახევარზე გამოკეტეს, მაგრამ დაგვიანებულ შტურმს შედეგი არ მოჰყოლია.

Video

07.10.18. ლივერპული - მანჩესტერ სიტი 0:0

ფაქტები

"ბარნლიმ" ბოლო 3 მატჩში 7 ქულას მოუყარა თავი, მაშინ, როცა წინა 10 შეხვედრაში მხოლოდ 3 ქულის მოგროვება შეძლო.

"ევერტონის" შემტევი გილფი სიგურდსონი მეორე ისლანდიელია პრემიერლიგაში, ვინც 50-გოლიან ზღვარს უწია. პირველი იყო "ბოლტონისა" და "ჩელსის" ექსფორვარდი ეიდურ გუდიონსენი, ვის ანგარიშზეც 55 პრემიერლიგური გოლია.

"ბორნმუთი" მეორე გუნდია "მანჩესტერ სიტის" შემდეგ, რომელმაც "უოტფორდს" "ვიკარიჯ როუდზე" 4 (და მეტი) ბურთის სხვაობით მოუგო.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მეშვიდედ (რითიც საგრძნობლად უსწრებს სხვა გუნდებს) შეძლო ისეთი თამაშის მოგება, რომელსაც პირველი ტაიმის შემდეგ 2 ბურთის სხვაობით აგებდა.

ჟოზე მოურინიოს მწვრთნელობის პერიოდში პოლ პოგბამ "იუნაიტედის" 29 გოლში მიიღო მონაწილეობა - 13 გაიტანა, 16 გაატანინა. მსგავსი შედეგი გუნდში არავის აქვს.

"ნიუკასლს" არ მოუგია მიმდინარე პრემიერლიგის პირველი 8 მატჩი. ამაზე უარესი შედეგი "კაჭკაჭებს"... მე-19 საუკუნეში ჰქონდათ, როცა 1898/99 წლების სეზონში ვერ გაიმარჯვეს ჩემპიონატის პირველ 10 მატჩში.

"არსენალმა" ლონდონური დერბების 51.5 პროცენტში გაიმარჯვა, რაც საუკეთესო შედეგია ინგლისის მთავარ ლიგაში.

"არსენალმა" პრემიერლიგის ბოლო 5 საგარეო მატჩიდან 4 მოიგო - უფრო მეტი, ვიდრე წინა 19 თამაშიდან.

2013 წლის დეკემბრის (ფრენკ ლემპარდი, "ჩელსი") შემდეგ როს ბარკლი ("ჩელსი") გახდა პირველი ინგლისელი ფეხბურთელი, ვინც პრემიერლიგის ერთ ცალკე აღებულ მატჩში გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა.

2016 წლის ოქტომბრის შემდეგ ედენ აზარმა პირველად შეძლო ერთ მატჩში გოლის გატანაც და საგოლე პასის შესრულებაც. სხვათა შორის, ეს მაშინაც "საუთჰემპტონთან" საგარეო მატჩში მოხდა.

პეპ გვარდიოლამ იურგენ კლოპთან უშუალო დაპირისპირებებში ბოლო 8 მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო (3 ფრე, 4 წაგება).

"ლივერპულს" 8 ტურის შემდეგ 20 ქულა ბოლოს 2008/09 წლების სეზონში ჰქონდა.

სერხიო აგუერომ, ყველა ტურნირის ჩათვლით, ლივერპულის "ენფილდზე" მე-10 მატჩი ჩაატარა და არცერთ მატჩში გოლი არ გაუტანია.

პრემიერლიგა. VIII ტური

ბრაიტონი-ვესტ ჰემი 1:0

გოლი: 1:0 მარეი (25)

ტოტენჰემი-კარდიფი 1:0

გოლი: 1:0 დაიერი (8)

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - ტრიპიერი, დავინსონ სანჩესი, ალდერვეირელდი, როუზი (88. ბ. დევისი) - უინქსი, დაიერი - ლუკას მოურა, სისოკო (85. სისოკო), სონი (72. სონი) - კეინი.

გაძევება: როლსი (58. კარდიფი)

ბარნლი-ჰადერსფილდი 1:1

გოლები: 1:0 ვოუკსი (20), 1:1 შინდლერი (66)

უოტფორდი-ბორნმუთი 0:4

გოლები: 0:1 ბრუკსი (14), 0:2 ჯ. კინგი (33-პენ), 0:3 ჯ. კინგი (45), 0:4 უილსონი (47)

გაძევება: კაბასელე (32. უოტფორდი)

მანჩესტერ იუნ-ნიუკასლი 3:2

გოლები: 0:1 კენედი (7), 0:2 მუტო (10), 1:2 მატა (70), 2:2 მარსიალი (76), 3:2 ალექსის სანჩესი (90)

მანჩესტერი (4-3-3): დე ხეა - იანგი, ბაილი (19. მატა), სმოლინგი, შოუ - მაკტომინი (46. ფელაინი), მატიჩი, პოგბა - რაშფორდი (67. ალექსის სანჩესი), მარსიალი, ლუკაკუ.

კრ. პალასი-ვულვზი 0:1

გოლი: 0:1 დოჰერტი (56)

ლესტერი-ევერტონი 1:2

გოლები: 0:1 რიჩარლისონი (7), 1:1 რიკარდო პერეირა (40), 1:2 სიგურდსონი (77)

გაძევება: მორგანი (63. ლესტერი)

ფულჰემი-არსენალი 1:5

გოლები: 0:1 ლაკაზეტი (29), 1:1 შიურლე (44), 1:2 ლაკაზეტი (49), 1:3 რემზი (67), 1:4 ობამეიანგი (79), 1:5 ობამეიანგი (90+1)

არსენალი (4-2-3-1): ლენო - ბელერინი, მუსტაფი, ჰოლდინგი, მონრეალი - ტორეირა, ჯაკა - ივობი (67. რემზი), უელბეკი (62. ობამეიანგი), მხითარიანი - ლაკაზეტი (80. გენდუზი).

საუთჰემპტონი-ჩელსი 0:3

გოლები: 0:1 აზარი (30), 0:2 ბარკლი (57), 0:3 მორატა (90+3)

ჩელსი (4-3-3): არისაბალაგა - ასპილიკუეტა, რიუდიგერი, დავიდ ლუიზი, ალონსო - კანტე, ჟორჟინიო, ბარკლი (81. კოვაჩიჩი) - ვილიანი (75. პედრო), აზარი, ჟირუ (68. მორატა).

ლივერპული-მანჩესტერ სიტი 0:0

ლივერპული (4-3-3): ალისონი - გომესი, ლოვრენი, ვან დაიკი, რობერტსონი - მილნერი (29. კეიტა), ჰენდერსონი, ვეინალდუმი - სალაჰი, მანე, ფირმინო (72. სტარიჯი).

სიტი (4-3-3): ედერსონი - უოლკერი, სტოუნზი, ლაპორტი, მენდი - ბერნარდო სილვა, ფერნანდინიო, დავიდ სილვა - მაჰრეზი, სტერლინგი (76. სანე), აგუერო (66. გაბრიელ ჟეზუში).

გამოუყენებელი პენალტი: მაჰრეზი (86. მანჩესტერ სიტი)

ბომბარდირები: 7 - ედენ აზარი (ჩელსი); 5 - ალექსანდარ მიტროვიჩი (ფულჰემი), გლენ მარეი (ბრაიტონი), ჰარი კეინი (ტოტენჰემი), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი).

მომდევნო ტური

20 ოქტომბერი: ჩელსი-მანჩესტერ იუნაიტედი, ბორნმუთი-საუთჰემპტონი, კარდიფი-ფულჰემი, მანჩესტერ სიტი-ბარნლი, ნიუკასლი-ბრაიტონი, ვესტ ჰემი-ტოტენჰემი, ვულვზი-უოტფორდი, ჰადერსფილდი-ლივერპული

21 ოქტომბერი: ევერტონი-კრისტალ პალასი

22 ოქტომბერი: არსენალი-ლესტერი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ სიტიმ" მაროკოელი ნახევარმცველი 100 მილიონად შეიძინა
ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
რატიშვილი რიგაში იკომისრებს
"მანჩესტერ სიტიმ" მაროკოელი ნახევარმცველი 100 მილიონად შეიძინა
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე
"იუვენტუსმა" მეკარე "პალერმოს" მიჰყიდა
სავინიოს შემდეგ "სიტიდან" "ტოტენჰემში" მარმუშიც გადავიდა
"დანაშაული" და საჯელი? - ლუის ენრიკემ დემბელე დასასვენებლად გაუშვა
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
"მიფრთხილდით" - მოურინიო ჟურნალისტს სახალხოდ "დაემუქრა"
"ლივერპული" პსჟ-ს დუბლიორების იმედადაა - შეძლებენ ბარკოლას და მბაიეს შეძენას?
[PHOTO] "ლაციოში" მუსოლინის შვილთაშვილის დებიუტი შედგა - ბოლონიას სტადიონი 100 წლის წინ იტალიის ყოფილმა დიქტატორმა გახსნა
გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
ჩემპიონების საყვარელი წიგნები - ის, რასაც გამარჯვება ვერ ასწავლის
"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს
"ეს მისი დანაკარგია" - კურტუა როდრის მიერ "ბარსელონას" არჩევაზე
[VIDEO] "ლივერპული" "ნიუკასლთან" წაგებას გადაურჩა
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
"ალისონმა ვერაფერი გააკეთა, სამაგიეროდ წინდები ეცვა შესანიშნავი" - მედიამ ბრაზილიელს კრიტიკა შეჰბედა
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
"არსენალის" მეტოქეს "კვარა" დიდწილად განსაზღვრავს - ჰაკიმის გარეშე
"არსენალი" გაძლიერებას იწყებს - "მეთოფეებს" მორგან როჯერსის გაფორმება სურთ
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
ჯოშუა ზირკზე იტალიის ჩემპიონატს უბრუნდება
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
"ლივერპული" პსჟ-ს დუბლიორების იმედადაა - შეძლებენ ბარკოლას და მბაიეს შეძენას?
სავინიოს შემდეგ "სიტიდან" "ტოტენჰემში" მარმუშიც გადავიდა
ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
"მანჩესტერ სიტიმ" მაროკოელი ნახევარმცველი 100 მილიონად შეიძინა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
მარტინელიც თურქეთის სუპერლიგაში? - "გალათასარაიმ" "არსენალს" წინადადებით მიმართა
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
უდიდესი მატჩის დღე! - პსჟ ზედიზედ მეორედ თუ "წითელ" ლონდონში პირველად
"არსებობდა დაუწერელი წესი, თუ ვარჯიშზე მესისთან ახლოს მიხვიდოდი..." - კუკურელიამ "ბარსელონაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
სენსაცია. პრემიერლიგაში 9 წლის შემდეგ დაბრუნებულმა "ჰალ სიტიმ" "მანჩესტერ იუნაიტედი" დაამარცხა
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
ხვიჩა ტრავმას გადაურჩა - ქართველის პრეასისტი და პსჟ-ს ფრე "მანჩესტერ იუნაიტედთან"
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
"სასიხარულოა" - ლუის ენრიკემ განმარტა, რამ გაახარა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ნამატჩევს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს