იტალიელ სპეციალისტს "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის პოსტი არ ეთმობა, მეორე მხრივ კი, საოცნებო წინადადება აქვს სამშობლოდან

კარლო ანჩელოტი საგონებელშია - ლონდონი და "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის პოსტი არ ეთმობა, მაგრამ მეორე მხრივ, საოცნებო წინადადება აქვს სამშობლოდან.

დიახ, "რომას" ახალი მეპატრონე რობერტო დი ბენედეტო მისი გუნდისთვის ყველაზე სასურველ სპეციალისტად სწორედ კარლეტოს მიიჩნევს და მას ხანგრძლივვადიან ხელშეკრულებას სთავაზობს. ანჩელოტის არაერთხელ უთქვამს, რომ ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად ჩაიბარებს "ჯალოროსის", მაგრამ ამ ეტაპზე, "ჩელსისთან" ერთად სურს წარმატებების მიღწევა.

"კორიერე დელო სპორტის" ინფორმაციით, დი ბენედეტოს მალე უნდა კარლოსგან პასუხის მიღება - ან მკაფიო კი, ანაც არა. ეს ბუნებრივიც არის, რადგან უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ახალი მწვრთნელის ძიება აქედანვე დაიწყოს, ან სულაც ვინჩენცო მონტელასთან გაახანგრძლივებს ხელშეკრულებას.

ანჩელოტიმ "ჩელსის" მესვეურებთან სცადა ვითარების გარკვევა, მაგრამ პასუხად მიიღო, რომ მწვრთნელის საკითხს ლონდონელები მხოლოდ სეზონის დასრულების შემდეგ გადაწყვეტენ. ანუ, ვთქვათ და კარლომ დი ბენედეტოს უარი უთხრა და შემდეგ, აღარც "ჩელსიში" გაუხანგრძლივეს ხელშეკრულება, ოფსაიდში დარჩება.

სწორედ ამ ფიქრებშია ანჩელოტი და უახლოეს დღეებში შევიტყობთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს.

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა