ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა მსოფლიოს ფეხბურთის 60 ტალანტში ორი ქართველი ფეხბურთელი შეიყვანა.

გამოცემამ 2001 წელს ფეხბურთელების განხილვა მოახდინა და საუკეთესო 60-ში თბილისის "ლოკომოტივის" შემტევი ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი და "რუსთავის" ვინგერი ხვიჩა კვარაცხელია შეიყვანა.

"ოთხი გოლის გატანა საზღვარგარეთ შეუმჩნეველი არ რჩება. მით უმეტეს, მაშინ, როცა ეს საერთაშორისო დონეზე და ნახევარმცველის მიერ მოხდა. დავითაშვილმა ეს ზუსტად 17-წლამდელთა 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მაკედონიასთან მატჩში შეძლო და ჯამში 7 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა.

ის საერთაშორისო დონის შემტევი ნახევარმცველია, რომელიც 10-ის პოზიციაზე თამაშობს. ტექნიკურად ძალიან კარგია. ყოველთვის მზადაა, მცველებს ეთამაშოს. უყვარს შორიდან დარტყმა და მოედნის კარგი ხედვა აქვს, რაც საშუალებას აძლევს, ჭკვიანური პასები და სოლო-რეიდები გააკეთოს.

ასაკის მიუხედავად, ის საკმაოდ თავდაჯერებულია და "ლოკომოტივის" სასტარტო შემადგენლობაში რეგულარულად ხვდება. არადა, გუნდის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია.

დავითაშვილით რუსეთის დიდი კლუბები არიან დაინტერესებულნი, მაგრამ თავად განვითარება და თამაში საკუთარ კლუბში სურს", - აღწერს დავითაშვილს საფეხბურთო ექსპერტი არტურ პეტროსიანი.

"საქართველო ცნობილი იყო წარსულში დიადი შემტევი ფეხბურთელებით, მაგრამ კარგა ხანია ასეთი კალიბრის ტალანტები აღარ ჰყოლია.

თუმცა კვარაცხელია ისე გამოიყურება, რომ მომავალი წლების განმავლობაში, დიდი ალბათობით, გულშემატკივრების ფავორიტი გახდება.

ის ტექნიკურია, როგორც სხვა ბევრი ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი, მაგრამ სხვა თვისებები მას სხვებისგან გამოარჩევს.

ის თბილისის "დინამოს" აკადემიის აღზრდილია და ფიზიკურად ძლიერია. კარგი ტემპი და აჩქარება აქვს. ასევე, არაპროგნოზირებადია ერთი-ერთზე გასვლის დროს. რაც მნიშვნელოვანია, ის ორივე ფეხს თანაბრად იყენებს.

მას ქვეყანაში წარსულში ცნობილ ფეხბურთელებს არ ადარებენ, თუმცა საზღვარგარეთ თუ გავიხედავთ, თავში ისეთი ფეხბურთელები მოდიან, როგორებიცაა: ჯულიან დრაკსლერი, ჯულიან ბრანდტი და ლეროი სანე.

კვარაცხელიამ, რომლის პროფესიონალური დებიუტი 16 წლის ასაკში შედგა, ევრო 2018 წლის შესარჩევი ეტაპის შესარჩევში 3 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა, რითაც მიუნხენის "ბაიერნის", მოსკოვის "ლოკომოტივის" და სერია A-ს კლუბების ყურადღება მიიპყრო", - აღწერს კვარაცხელიას ასევე საფეხბურთო ექსპერტი არტურ პეტროსიანი.

badri
ჩაწყობილია ესეც არა
bs
შორს რომ არ ცავიდეთ, სულ რამდენიმე წლის წინ რკიტიჩი და ყენია ევროპის ყველაზე პერსპეტიულ ფეხბურთელებად ითვლებოდნენ! ეეეეჰ...!!!! იმედია შრომის ნიჭი და იღბალი ექნებათ ამ ბიჭებს
ილაპარაკე ქართულად
ეს ვინგერი რა ჯანდაბიდან მოიტანეთ?
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] დავითაშვილმა პენალტი ვერ გაიტანა - "სენტ-ეტიენი" წაგებას გადაურჩა
დავითაშვილი შეთავაზებებს განიხილავს - გადავა თურქულ გრანდში?
ფრე ხუთი მოგების შემდეგ - ზურიკოს "სენტ-ეტიენი" მეორე ადგილზეა
[VIDEO] დავითაშვილის ორი საგოლე პასი და "სენტ-ეტიენის" ზედიზედ მეხუთე გამარჯვება
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
[VIDEO] დავითაშვილმაც გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - საგოლე პასიც გააკეთა