ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

უჩემპიონოდ აზერბაიჯანის თასზე

უჩემპიონოდ აზერბაიჯანის თასზე

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ახალგაზრდებმა და ჭაბუკებმა ბაქოს ტურნირი ოქროს გარეშე ჩაამთავრეს

ბაქოში, "სერხედჯის" ოლიმპიურ სპორტკომპლექსში დამთავრდა აზერბაიჯანის თასის გათამაშება. ტურნირის ბოლო დღეები თავისუფალი სტილით მოჭიდავე ახალგაზრდებსა და ჭაბუკებს დაეთმოთ.

მართალია, ბერძენ-რომაელთაგან განსხვავებით, რომლებმაც 16 მედალი, მათ შორის - 3 ოქრო ირგუნეს, ამათ ოქრო საერთოდ ვერ მოიპოვეს, მაგრამ პრიზიორები მაინც ბლომად ჰყავთ ანუ წარმატებით იასპარეზეს. ჭაბუკ "თავისუფალთა" მონაგარი 1 ვერცხლი და 5 ბრინჯაოა, ახალგაზრდებისა - 2 ვერცხლი და ასევე 5 ბრინჯაო.

თამაზ ბენდიანიშვილის დამოძღვრილ ჭაბუკთაგან ჩემპიონობის შანსი მხოლოდ ერთს მიეცა - ფინალში ბექა როჭიკაშვილი (85) გავიდა, მაგრამ მასპინძელ ფარვიზ ახუნდოვთან დამარცხდა. ამ ასაკში ბრინჯაოს პრიზიორები გუნდში ბოლო დღეს შეყვანილი ტაიფუნ აბდულაევი, რამაზ ზოიძე (ორივე - 42), შალვა ხუციშვილი (50), შოთა ფარტენაძე (54) და გიორგი ჩხარტიშვილი (76) გახდნენ.

ნუგზარ სხირელის ახალგაზრდული ნაკრებიდან ვერცხლის მედლები დავით გალეგაშვილსა (66) და მამუკა კორძაიას (96) ერგოთ, ბრინჯაოსი - ლევან როჭიკაშვილს (50), ლაშა ლომთაძეს (55), ზურაბ ერბოწონაშვილს, ბექა პეტრიაშვილს (ორივე - 76) და თევდორე ებანოიძეს (96).

ორივე ნაკრები ზაფხულში გასამართი ევროპისა და მსოფლიოს პირველობებისთვის ემზადება და გამალებით არჩევენ კადრებს. ამ მხრივ უფრო საინტერესო ვითარება მაინც ახალგაზრდულშია, სადაც საქართველოს ჩემპიონატის თუ წინა ტურნირების შედეგები შეჯიბრებიდან შეჯიბრებამდე თავდაყირა დგება.

მაგალითად, სხირელი 66-ში ყოველ ტურნირზე ცდის ქვეყნის პირველობის ფინალისტებს - ჩემპიონ დავით ტლაშაძესა და გალეგაშვილს. ორივე სპორტსმენი გორელია და სხირელი მშვენივრად იცნობს მათ. საქართველოს ფინალშიც მაშ შორის თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობდა, მაგრამ რიგის საერთაშორისო შეჯიბრების შემდეგ გალეგაშვილმა შედეგით ზედიზედ მეორედ აჯობა კონკურენტს. 96-შიც ებანოიძე ქვეყნის ჩემპიონია, რომელმაც ფინალში კორძაიას მოუგო, ახლა კი შედეგით ვიცე-ჩემპიონმა გაუსწრო.

არანაკლებ საინტერესო ვითარებაა ბრინჯაოს პრიზიორთა შორის. ევროპამდე ჯერ კიდევ რჩება გარკვეული შეჯიბრებები, მაგრამ გავბედავთ და ვიტყვით - როჭიკაშვილმა და ლომთაძემ ამ მედლით, ალბათ, საბოლოოდ გაინაღდეს ევროპის პირველობაზე წასვლა, რადგან ისინი საქართველოს ჩემპიონებიც არიან, ხოლო ლომთაძე რიგაში მეორე იყო. ვფიქრობთ, მწვრთნელი კმაყოფილი იქნება პეტრიაშვილის გამოსვლითაც - ისიც ქვეყნის ჩემპიონია, ოღონდ ლატვიაში მეხუთეზე გავიდა და სხირელის უკმაყოფილებაც დაიმსახურა.

ამ ტურნირთან დაკავშირებით ერთ საინტერესო ფაქტსაც შევეხებით - 60 კილოგრამში მასპინძელმა ტოგრულ ასკეროვმა გაიმარჯვა, რომელიც კარგად გვახსოვს შარშანდელი სეზონიდან. შარშან მას ახალგაზრდულ ნაკრებში ცხარე ბრძოლა ჰქონდა გამართული ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან - ევროპის პირველობის ფინალში მოუგო ჩვენებურს, მსოფლიოზე კი დამარცხდა მასთან. ამის შემდეგ მალევე მან უკვე უფროსებში იჭიდავა მსოფლიოს პირველობაზე და ბრინჯაოც მოიპოვა.

წლეულს მან უფროსებში ევროპაზეც იჭიდავა, თუმცა ამჯერად ზედა წონაში - 60-ში და წააგო. მასზე ყურადღება იმიტომ გავამახვილეთ, რომ ყველგან აჭიდავებენ და ისიც უძლებს ამხელა დატვირთვას, ხინჩეგაშვილს კი გადაღლის შიშით ხშირად ასვენებენ. ის ორივე ნაკრებში ჭიდაობს, ეს კი ახალგაზრდულს, ფაქტობრივად, ჩამოშორებულია. მართალია, შედეგები ჩვენებურსაც აქვს და არც აზერბაიჯანელზე ნაკლები, მაგრამ იქნებ სჯობდეს, ჩვენებიც იმათნაირად დავტვირთოთ. აზერბაიჯანის ნაკრები დღეს ერთ-ერთი უძლიერესი რომაა, ნატურალიზებულთა გარდა, ამაში ლომის წილი გამორჩეულად კარგ ფიზიკურ მომზადებასაც უკავია.

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო

[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!

[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა