ჩემპიონთა ლიგა. სტატისტიკა
ლიონელ მესი რომ საოცარი ფეხბურთელია, მან ოთხშაბათს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, როცა მადრიდის "რეალს" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მისსავე "სანტიაგო ბერნაბეუზე" დუბლი შეუსრულა.

მესის ოქროს ხანა სწორედ ახლა უდგას, არგენტინელმა ჯერაც დაუსრულებელ სეზონში 52 გოლი გაიტანა და ეს ფანტასტიკური მიღწევაა ისეთ საფეხბურთო ქვეყანაში როგორიც ესპანეთია. თუკი კრიშტიანო რონალდოს ჯერ კიდევ აქვს შანსი ლა ლიგის ბომბარდირობაში შეეჯიბროს მესის (სულ 2 ბურთით ჩამორჩება), ჩემპიონთა ლიგაში, ვფიქრობთ, ყველაფერი გარკვეულია - "ბარსელონას" ფორვარდმა უკვე 11 გოლი გაიტანა. იმათგან, ვინც კიდევ შემორჩა ლიგას უახლოესი მდევრები ისევ რონალდო და მისი თანაგუნდელი ქარიმ ბენზემა არიან, მაგრამ მათ 6-6 გოლი აქვთ ანგარიშზე.

ქვემოთ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე ინდივიდუალურ სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ, ვფიქრობთ, არ უნდა იყოს ეს გულშემატკივართათვის უინტერესო.

საგოლე პასებში ისევ მესუთ იოზილი ლიდერობს, "რეალის" გერმანელ ფლეიმეიკერს 6 საგოლე პასი აქვს, ოთხშაბათს მან იმდენად უნიათოდ ითამაშა, რომ შესვენებისასვე შეცვალეს. ბუნებრივია, გერმანელს მარაგისთვის არაფერი შეუმატებია. მისი ყველაზე რეალური მდევარი კი უელსელი რაიან გიგზია, "მანჩესტერ იუნაიტედის" ვეტერან ფლანგელს 4 საგოლე პასი აქვს ლიგაში.

აქვე გთავაზობთ უეფას ოფიციალური საიტის ექსპერტთა და მკითხველთა შეფასებებს. პირველი ნახევარფინალური თამაშების საუკეთესო ფეხბურთელად უეფას ოფიციალური საიტის ექსპერტებმა, რა თქმა უნდა, მესი მიიჩნიეს - მან 8,7 ქულა მიიღო (10-ბალიანი სისტემით). ექსპერტთა მეორე გამორჩეული ფეხბურთელი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარდი უეინ რუნია - 8,0 ქულა. აი, გულშემატკივართა გამოკითხვაში კი წინ რუნია 8,1 ბალით, ამდენივე ქულა აქვს "შალკეს" გოლკიპერ მანუელ ნოიერს, რაიან გიგზი 7,9 ბალით მესამეა, ხოლო მესი (7,7) ოდენ მეოთხე.

მთელი ტურნირის განმავლობაში მესის ყველაზე კარგი საშუალო შეფასება აქვს - 8 ბალი. ამდენივე აქვს მის თანაგუნდელ ტიაგო ალკანტარას, მაგრამ ახალგაზრდა ბრაზილიელ-ესპანელის მიღწევა სათვალავში მისაღები არაა, ტიაგომ მხოლოდ 1 მატჩი ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე, მესიმ კი - 10. მესის შემდეგ ანდრეს ინიესტა მოდის - 7,6, მესამეზე კი არიენ რობენია (7,5), თუმცა ჰოლანდიელსაც ძალიან ცოტა მატჩი აქვს ჩატარებული ლიგაზე (სულ 2). ასე რომ, მესამე ადგილს "ტვენტეს" დანიელ ფლეიმეიკერ დანიელ იანსენს გადავულოცავთ - 7,5 ქულა. ფანების სამეული კი ასე გამოიყურება: რობენი - 8,1; მესი 8,0 და რუნი - 7,8.

გოლები

გოლი ფეხბურთელი კლუბი წუთი

11 ლეო მესი ბარსელონა 867

8 მარიო გომესი ბაიერნი 607

8 სამუელ ეტოო ინტერი 900

7 ნიკოლა ანელკა ჩელსი 584

6 ქარიმ ბენზემა რეალი 372

6 რობერტო სოლდადო ვალენსია 416

6 კრიშტიანო რონალდო რეალი 931

საგოლე პასები

პასი ფეხბ. კლუბი წუთი

6 მესუთ იოზილი რეალი 774

5 კარლუშ მარტინში ბენფიკა 435

5 აარონ ლენონი ტოტენჰემი 646

5 დარიო სრნა შახტარი 810

4 რაიან გიგზი მანჩესტერი 486

4 ხუან კულიო კლუჟი 524

4 სამუელ ეტოო ინტერი 900

კარში დარტყმა (ზუსტი)

დარტყმა ფეხბ. კლუბი წუთი

28 ლიონელ მესი ბარსელონა 867

24 კრიშტიანო რონალდო რეალი 931

16 სამუელ ეტოო ინტერი 900

15 უეინ რუნი მანჩესტერი 713

13 დიდიე დროგბა ჩელსი 449

13 ნიკოლა ანელკა ჩელსი 584

13 არიც ადურისი ვალენსია 600

კარისკენ დარტყმა (არაზუსტი)

დარტყმა ფეხბ. კლუბი წუთი

29 კრიშტიანო რონალდო რეალი 931

18 ვესლი სნეიდერი ინტერი 797

14 ნიკოლა ანელკა ჩელსი 584

14 ლიონელ მესი ბარსელონა 867

12 დამე ნდოიე კოპენჰაგენი 696

11 კარლუშ მარტინში ბენფიკა 435

11 დიდიე დროგბა ჩელსი 449

თამაშგარე

თამაშგ. ფეხბ. კლუბი წუთი

17 ზლატან იბრაჰიმოვიჩი მილანი 652

13 ლასინა ტრაორე კლუჟი 463

13 კენი მილერი რეინჯერსი 501

13 ნიკოლა ანელკა ჩელსი 584

13 დავიდ ვილია ბარსელონა 783

13 ლუიზ ადრიანო შახტარი 811

12 ხავიერ ერნანდესი მანჩესტერი 460

გაფრთხილება

ბარათი ფეხბ. კლუბი წუთი

5 სერხიო რამოსი რეალი 687

5 ჯეფერსონ ფარფანი შალკე 741

4 კრისტიან კივუ ინტერი 480

4 რამირესი ჩელსი 638

3 გიორგიოს კარაგუნისი პანათინაიკოსი 213

3 რობინ ვან პერსი არსენალი 236

3 ნიკოლას გაიტანი ბენფიკა 280

ჯარიმა (მასზე)

ჯარ. ფეხბ. კლუბი წუთი

25 ვესლი სნეიდერი ინტერი 797

25 კრიშტიანო რონალდო რეალი 931

24 სტივენ ნეისმითი რეინჯერსი 521

24 დარიო სრნა შახტარი 810

22 ლუის სუარესი აიაქსი 450

22 გარეთ ბეილი ტოტენჰემი 735

22 ვილიანი შახტარი 841

დაჯარიმდნენ

ჯარ. ფეხბ. კლუბი წუთი

29 ლუიზ ადრიანო შახტარი 811

27 დამე ნდოიე კოპენჰაგენი 696

26 პიტერ კრაუჩი ტოტენჰემი 581

24 ლასანა დიარა რეალი 406

24 დანიელ ალვეში ბარსელონა 900

23 მარკ იანკო ტვენტე 490

23 ნანი მანჩესტერი 640

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა