საქართველოს ნაკრების ერთა ლიგაზე წარმატებული მატჩების შემდეგ ქუთაისის "ტორპედოს" აკადემიის დირექტორ გიორგი დევდარიანს დავუკავშირდით და ჩვენი გუნდის თამაშის შეფასება ვთხოვეთ.

გიორგი დევდარიანის აზრით, საქართველოს ნაკრებმა საკუთარი თამაში იპოვა და აუცილებელია, ყველა მეტოქესთან იმავე სტილით ითამაშოს.

"მოგებას მივეჩვიეთ. აქამდე ერთი და იმავე დონის მოწინააღმდეგეები გვყავდა. ახლა ახალ ეტაპზე გადავდივართ. წინააღმდეგობაც გაიზრდება. შევთანხმდით, რომ ამ კალიბრის გუნდებზე მაღლა ვდგავართ. გვინდა უფრო მაღალ ლიგაში გადასვლა ხარისხობრივადაც და პირდაპირი მნიშვნელობითაც.

ჩემი აზრით, კოსოვო და მაკედონია უფრო ძლიერი გუნდებია, ვიდრე ყაზახეთი და ლატვია.

ჩატარებული თამაშები დაგვეხმარა, რომ ჩვენი თამაში და ხელწერა გვეპოვნა, რომელსაც ამდენი წელი ვეძებდით. საჭიროა, ამას არ გადავუხვიოთ და ასეთი თამაში გავაგრძელოთ" - გვითხრა გიორგი დევდარიანმა.

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის პლეი-ოფში გასვლა ორი ტურით ადრე გაინაღდა. "ჯვაროსნები" 15 ნოემბერს ანდორას დაუპირისპირდებიან, თუმცა ამ მატჩის შედეგს სატურნირო მდგომარეობაზე გავლენა არ გააჩნია.

სხვათა თუთაშხია
სწორედაც,რომ ჯუჯაა საფეხბურთო თვალსაზრისით. ევროპისლიგას თამაშობენ და გასვლაზე ანდორას ვერ უგებენ,მაშინ როცა წამალივით სჭირდებათ მოგება. შეგიძლიათ ჩამოიყვანოთ უცხოლელები და ათამაშოთ დინამოში,მერე ევროპალიგაზე გავიდნენ და ჯგუფში ჩარჩნენ. ეს არის საზომი საფეხბურთო ნაკრების? საქართველოში ბევრი ნიჭიერი ფეხბრთელი იყო და არის,მაგრამ კორუფციამ ამ სფერში და ფულაობამ გამოიწვია კრიზისი. ის ფული,რასაც ყაზახები ხარჯავენ,ჩვენ რო დავხარჯოთ შესაძლოა ტიტულზე გავიწიოთ. შეხედეთ სიტის გამოკითხვა,სადაც 25 წლის მანძილზე გუნდი შეადგინეს და ქინქლაძე მოხვდა.დიდი ფული დახარჯეს,მაგრამ ვერ გახდებიან კიდევ დიდი ხანი ლივერპულის და მანჩესტერის დონის. ფულის დახარჯვა კარგია,მაგრამ ბუნებამაც უნდა გიშველოს რამე. ყაზახი ფეხბურთელები ვერასოდეს ვერ აჯობებენ ქართველებს ნიჭით. ახლახან არ იყო,რომ ტრანვიდან ახალი დაბუნებულმა ოქრიმ სევილიას როგორი გაუკეთა. მოდი ყაზახებმა ჯერ 3-4 წუთში ასეთი შედევრი შექმნან და მერე ვისაუბროთ. ფული კი ხარჯონ რამდენიც უნდათ,სადაც დავიჭერთ იქ გაუკეთებთ იმ დოლარების შეკვრებს. ასეთი ამაყი დიდი ხანია არ ვყოფილვარ,როცა შენი ქვეყანა,შენი ყველაზე საყვარელი ნაკრები გამარჯვებულია. ვის ადარდებს მეტოქის დონე,სწორად ამბობენ ქართველებმა გულშემატკივრობა არ იციანო:) ჰადესფილდს მოუგებ თუ ჩელსის სქაზერებს ერთნაირად უხარიათ და მათზე მაგარი ბალეშიკები სად გინახით?! ხო მართლა ქართველი საქართველოში,საკუთარი თანამემამულის თვალწინ ბუცებს რო დაუკოცნის შვაინშტაიგერს,სხვა რაზე უნდა ვისაუბროთ.
ნატალი
QT-ს. გიორგის არ უთქვას რომ ყაზახეთი ჯუჯა სახელმწიფოაო (მე აეთი რამ ვერსადა ამოვიკითხე). ყაზახეთი არ არის ჯუჯა სახელმწიფო, ეს ცხადია, მაგრამ ჯუჯა საფეხბურთო ნაკრები მართლაც ყავს.
კახა ქირია
ნუ წერთ იმას რომ ამ მატჩს მნიშვნელობა არა აქვს,ძლივს მოიქოქნენ, მოგების გემო გაიგეს და თქვენ კიდე...ბოლო ბოლო პრესტიჟის საქმეა.ან კიდევ 6თამაში რომ მოიგონ ამით დაშავდება რამე?არა ვართ ჩვენ მოფერებით განებივრებულები
QT
ყაზახეთია ჯუჯა ? თუ ყაზახურ ფეხბურთში ჩადებული თანხები ? და მათი კლუბები ევროპალიგას რომ თამაშობენ და მანდ მისავცლელად ქართულ გუნდებს უგებენ ? უმადურობა და დაუნახავობაა რომ გვღუპავს პატივცემულო.
odala
4 თამაში ჯუჯების წინააღმდეგ და ისიც წვალებით მოგებული. რამდენიმე წლის წინ ქართული გუნდების ევროთასებზე მოპოვებული 'წარმატება' მახსენდება პირველი რაუნდის პირველ მატჩებში, როცა ერთმანეთს ულოცავდა ხალხი. მერე რაც მოხდა კი ყველამ ვიცით, მაგრამ 1 კვირის მანძილზე ხომ გვეგონა რომ განვითარდა ქართული ფეხბურთი.
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"სანიოლმა ნაკრებში თავისი თავი ამოწურა... გასულ მატჩებში ჩემთვის გაუგებარი რაღაცები ხდებოდა..." - დევდარიანმა ეროვნული გუნდის ბოლო 2 შეხვედრა შეაფასა
"მწვრთნელის ადგილას რომ ვიყო, ამ ორ ფეხბურთელს აუცილებლად გამოვიძახებდი" - გიორგი დევდარიანი
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება