ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა 3 დეკემბერს გაიმართება. ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა თემა, თუ რომელ კალათაში იქნება საქართველოს ნაკრები?

დავიწყოთ ზოგადი მიმოხილვით. საკვალიფიკაციო ეტაპზე მონაწილეობს 55 გუნდი. ეს გუნდები გადანაწილდებიან 10 ჯგუფში. 5 ჯგუფი იქნება 5-გუნდიანი, დანარჩენი კი 6-გუნდიანი.

პირველად ისტორიაში, კენჭისყრისას კალათები გადანაწილდება უეფას ერთა ლიგის რეიტინგის მიხედვით. ამავდროულად, წინასწარვე ცნობილია, რომ ერთა ლიგის A ჯგუფში მონაწილე გუნდების 4 ნახევარფინალისტი აუცილებლად იქნება 5-გუნდიან ჯგუფში.

ამ დროისთვის მდგომარეობა ასეთია:

ერთა ლიგის პირველ ოთხეულში ან პირველ კალათაში იქნება: ბელგია, საფრანგეთი, იტალია, პორტუგალია, ესპანეთი, შვეიცარია.

ერთა ლიგის პირველ ოთხეულში, პირველ კალათაში ან მეორე კალათაში იქნება: ხორვატია, ინგლისი, ჰოლანდია.

პირველ ან მეორე კალათაში იქნება: გერმანია, ისლანდია, პოლონეთი.

მეორე კალათაში იქნება: ბოსნია და ჰერცეგოვინა, რუსეთი, უკრაინა, უელსი.

მეორე ან მესამე კალათაში იქნება: ავსტრია, ჩეხეთი, დანია, ჩრდილოეთი ირლანდია, ირლანდია, სლოვაკეთი, შვეიცარია, თურქეთი.

მესამე ან მეოთხე კალათაში იქნება: ალბანეთი, ბულგარეთი, კვიპროსი, ესტონეთი, ფინეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, ისრაელი, მონტენეგრო, ნორვეგია, რუმინეთი, შოტლანდია, სერბეთი.

მეოთხე კალათაში იქნება: ლიეტუვა და სლოვენია.

მეოთხე ან მეხუთე კალათაში იქნება: საქართველო, ლუქსემბურგი.

მეოთხე, მეხუთე ან მეექვსე კალათაში იქნება: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, გიბრალტარი, კოსოვო, მაკედონია.

მეხუთე ან მეექვსე კალათაში იქნება: ანდორა, ფარერების კუნძულები, ყაზახეთი, ლატვია, ლიხტენშტეინი, მალტა, მოლდოვა, სან მარინო.

მეოთხე თუ მეხუთე კალათა საქართველოს - რა შანსები გვაქვს?

მეოთხე კალათაში იქნებიან ის გუნდები, რომლებიც რეიტინგში 31-40 პოზიციას იკავებენ, ანუ სიტუაცია ასეთია: A, B და C ლიგაში გადანაწილებულია საუკეთესო 39 გუნდი და D ლიგაში მყოფი ერთი გუნდი მოხვდება მეოთხე კალათაში.

ამ დროისთვის საუკეთესო D ლიგაში საქართველოს ნაკრებია. ჩვენი ნაკრები თუ ორ შეხვედრაში მინიმუმ 4 ქულას მოიპოვებს, მას ვერავინ შეეცილება. სხვა შემთხვევაში მეხუთე კალათაში იქნება.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩებს 15 ნოემბერს, სტუმრად ანდორასთან გამართავს და 19 ნოემბერს ყაზახეთს უმასპინძლებს.

sdfffff
მე ვფიქრობ ჩვენ ვითამაშებთ ევროპის ჩემპიონატზე.ოღონდ იქ რომ წამატებით ვიასპარეზოთ ბევრად მეტია გასაკეთებელი.
ბაჩო
მეოთხე კალათში ვიქნებით და დიდი ალბათობით მანდაც ვიბრძოლებთ!!!
კოტე
თუ საკვალიფიკაციოდან გავალთ ევროპის პირველობაზე, მაშინ ჩვენს მაგივრად ერთა ლიგის D-ჯგუფის ნახევარფინალში ყაზახეთის (ლატვიის, ანდორის) ნაკრები ითამაშებს, ანუ ჯგუფის მეორეადგილოსანი.
ქუთაისელი
ანუ, ევრო 2020 საკვალიფიკაციო უფრო ადრე მთავრდება ვიდრე ერთა ლიგის ნახევარ-ფინალები და ფინალები? ჩვენ თუ გავიგიჟეთ თავი და 1-2 ადგილზე გავედით ჯგუფში, მასეც გავალთ?
zaza
მეოთხე კალათა კიარა ამას მივხედოთ რაცაგვაქ იქ გინდ მეოთხე კალათაში იყავი და გინდ მეხუთეში გამსვლელი ხარ იქედან?არა ხოდა აგერ ამას მივხედოთ სადაც ორი ნაბიჯი დაგრჩა და შენი შესაფერისი გუნდები.
51
მეგობარო, 3 დეკემბერს არის ევროპის ჩემპიონატის საკავლიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა, რომელის თამაშებიც იწყება 2019 მარტში, და მთავრდება 2020 წელს, საიდანაც 20 გუნდი გავა ევროპაზე. ამავე 2020 წლის მარტში ჩატარდება ერთალიგის ნახევარ ფინალები და შემდეგ ფინალები საიდანაც დარჩენილი 4 გუნდი გამოვლინდება, ანუ 2020 წლის ზაფხულიში ევროპის ჩემპიონატზე იქნება 24 გუნდი.
gio
დათი-ს. არაფერი დამაბნეველი არაა სინამდვილეში ყველაფერი ძაან მარტივადაა. 4 საგზური 4- ერთა ლიგის (ა, ბ, ც დ) გამარჯვებული. 20 საგზური - ევრო 2020 საკვალიფიკაციო ეტაპი. 3 დეკემბერს კენჭისყრა საკვალიფიკაციოზე გუნდები რომელ კალათიდან მოხვდებიან დამოკიდებულია ერთა ლიგის ჯგუფებში ნაჩვენებ შედეგებზე. მთავრდება 16 ნოემბერს. ანუ 16 ნოემბერს დახარისხდებიან გუნდები ერთა ლიგის შედეგებით თუ რომელი რომელ კალათაში იქნება 3 დეკემბერს. ასევე მეორე კენჭისყრა იქნება 2019 წელს და შეეხება უკვე ერთა ლიგის დივიზიონებიდან 4 ფინალური საგზურისთვის მებრძოლ გუნდებს შემდეგი პრინციპით: თითოეულ დივიზიონში პირველი საუკეთესო ხვდება შინ სხვა დანარჩენ პირველადგილოსნებს შორის უარესს. შესაბამისად მეორე შინ მესამეს. (ამას კენჭისყრა არ ჭირდება), ხოლო მათ შორის გამარჯვებული ფინალში შინ ითამაშებს თუ გასვლას ამას დაადგენს კენჭისყრა
ზაზა
ერთა ლიგის ქვეჯგუფის გამარჯვებული(ჩვენ შემთხვევაში D ჯგუფის) ნახევარფინალში გადის.იქ ალბათ ლუქსემბურგს,კოსოვას,ან აზერბაიჯანს შევხვდებით.
ქობულეთელი
ერთი სიტყვით ძალიან მნიშვნელოვანია დარჩენილი თამაშების მოგება,იმისათვის რომ ერთა ლიგის ნახევარფინალს ვუმასპინძლოთ და ჩვეულებრივ შესარჩევშიც მე-4 კალათაში მოვხდეთ.
დათი
უკვე დავიბენი: ეხლანდელი ერთა ლიგიდან, გამარჯვების შემთხვევაში ევროპის 2020 წლის ჩემპონატზე არ გავდივართ? აბა ეს საკვალიფიკაციოც ევრო 2020-ის როგორღაა? კიდე რაღაც კენჭისყრა რომაა 2019 წლის 22 ნოემბერს ის რისი კენჭისყრაა? ერთა ლიგის გამარჯვებული საუკეთესო თუ თავის სტადიონზე ხვდება ნახევარფინალში ერთა ლიგის ერთ-ერთი ჯგუფის უარესი შედეგის მქონე გამარჯვებულს, მაშინ რისი წილისყრაა დამატებით?
ბაჩო
დიდი შანსია ჩვენ ვიყოთ მეოთხე კალათაში და ასეც იქნება
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...
შარიანი - ვინ არის რორდიგესი, რომელთანაც კანკავას ჩხუბი მოუვიდა?
შარიანი - ვინ არის როდრიგესი, რომელთანაც კანკავას ჩხუბი მოუვიდა?
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
გამარჯვებული ნაკრები, დიდაქტიკოსები და დიდი მატჩის მოლოდინი
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
ბუდუს დუბლით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგს სძლია და ფინალში გავიდა [VIDEO]
ემოციები ნაკრების გასახდელიდან - "კვარამ" თოფურიას საჩემპიონო ქამარი მოირგო [VIDEO]
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბერძნების მწვრთნელი: საქართველოს განსაკუთრებული ფეხბურთელი ჰყავს და მათზე ყველაფერი ვიცით
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა