დერბი დელა მადონინა! - უქმეების ერთი-ერთი გამორჩეული მატჩი მთელ ევროპაში. მართალია, "ინტერი" მესამე ადგილზეა და "მილანი" - მეათეზე, მაგრამ ორ ძველ მოშუღარს შორის განსხვავება მხოლოდ 4 ქულაა. ამ დროისთვის გუნდების შემადგენლობა ოპტიმალურთან ახლოსაა.

გამოითქმის ვარაუდი, რომ თუ "მილანს" ეს თამაში ჩაუვარდა, შესაძლოა, კლუბის ხელმძღვანელობამ ჯენარო გატუზოს შემცვლელის ძიებაც დაიწყოს. თუმცა არის საპირისპირო ვერსიაც - სანაკრებო პაუზამდე "როსონერიმ" ყოჩაღად ითამაშა და "რინომ" ნდობა მოიპოვაო..

გრანდებიდან პირველად საქმეში "რომა" ჩაერთვება. წესით, რომაელთათვის სპალ-ი გადაულახავი ბარიერი არ უნდა იყოს. მცირე ტრავმები აწუხებთ ხავიერ პასტორეს, დანიელე დე როსისა და ალექსანდრ კოლაროვს, მაგრამ მათი თამაშის შანსი მაინც არსებობს. ახლა ყველაფერი რომაელ ექიმთა მარიფათზეა დამოკიდებული.

"ჯენოას" პატარა სასწაულის მოხდენა დასჭირდება იმისთვის, რომ უდანაკარგო "იუვენტუსი" მისსავე მოედანზე შეაჩეროს. მასპინძლებს წესით უნდა დააკლდნენ დუგლას კოშტა, სამი ხედირა და დანიელე რუგანი. რა თქმა უნდა, ამის გათვალისწინებითაც კი "ბებერი ქალბატონი" აშკარა ფავორიტია.

"ნაპოლიმ" ნებისმიერ ფასად უნდა მოიგოს "უდინეზესთან" გასვლითი შეხვედრა. ამის გაკეთება კარლო ანჩელოტის მიერ გაწვრთნილ გუნდს ნამდვილად შეუძლია. ეგაა, ნეაპოლელებს უფრო ყაირათიანად მართებთ საგოლე ეპიზოდების გამოყენება.

"ლაციო" ბოლო დროს სულ უგებს "პარმას" და ახლაც ფავორიტად ითვლება, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ელიტაში წელს დაბრუნებულმა "პარმამ" უკვე ჩაატარა რამდენიმე დასამახსოვრებელი შეხვედრა და რომაელები ვერ იქნებიან დარწმუნებულნი, რომ 3 ქულა მათ დარჩებათ.

კარგი მატჩი უნდა შედგეს "ფიორენტინასა" და "კალიარის" შორის. ფავორიტის სტატუსი მასპინძლებს უნდა მივანიჭოთ. "იები" ახლოს არიან ლიდერთა ჯგუფთან.

ფაქტები

"რომა" ორჯერ ეთამაშა სპალ-ს და ორივე თამაში მოუგო.

"იუვენტუსმა" ბოლო 4 შეხვედრაში დაამარცხა "ჯენოა".

"ნაპოლიმ" ზედიზედ 5 თამაში მოუგო "უდინეზეს".

"ფროზინონესა" და "ემპოლის" ბოლო 3 შეხვედრაში ორივემ გაიტანა.

"ლაციო" ბოლო 4 შეხვედრაში აღმოჩნდა "პარმაზე" ძლიერი.

"ფიორენტინასა" და "კალიარის" შორის ბოლო 3 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

"ინტერისა" და "მილანის" ბოლო 2 მატჩი ფრედ დამთავრდა.

სერია A. IX ტური

შაბათი, 20 ოქტომბერი

რომა-სპალ 17:00

იუვენტუსი-ჯენოა 20:00

უდინეზე-ნაპოლი 22:30

კვირა, 21 ოქტომბერი

ფროზინონე-ემპოლი 14:30

ბოლონია-ტორინო 17:00

კიევო-ატალანტა 17:00

პარმა-ლაციო 17:00

ფიორენტინა-კალიარი 20:00

ინტერი-მილანი 22:30

ორშაბათი, 22 ოქტომბერი

სამპდორია-სასუოლო 22:30

ბომბარდირები: 9 - კშიშტოფ პიატეკი (ჯენოა); 6 - ლორენსო ინსინიე (ნაპოლი); 5 - გრეგუარ დეფრელი (სამპდორია), ჩირო იმობილე (ლაციო);

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Seria a
ერთი იტალიური ფეხბურთის მცოდნე ჟურნალისტი რა გაგიხდათ ვინ არიაბ ეს მასხარა ჟურნალოსტები სერია ა ს ესე აბუჩად რო იგდებენ, დერბი დელა მადონინაა რომელოც ელ კლასიკოს არ ჩამოუვარდება თუ არ აღემატება კიდევაც და ესენი 2 წინადადადებით მოისტუმრეს ვაი თქვენ ჟურნალისტობას

seria A სჯობია ინგლისს სიძლიერით. სწორად არის მასზე წინ.
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"მილანი" მზადაა ლეაოს დაემშვიდობოს
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
[VIDEO] ფრე "რომასთან" - "მილანი" 21 მატჩში დაუმარცხებელია
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
"მილანი" ლეაოს გაუშვებს? - ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეწყდა
"ჭორები "ინტერზე"? "კომოს" გამო ყველას და ყველაფერს შევჭამ" - სესკ ფაბრეგასი
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
"ინძაგი პირადად მირეკავდა, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო" - ჩალჰანოღლუმ "მილანიდან" ინტერში" გადასვლაზე ისაუბრა
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
"მილანს" ზინჩენკოს დამატება სურს - "არსენალმა" ფასი დაასახელა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი